მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია კონკურენციის სამართლის აღსრულების ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა
დავით ნარმანია კონკურენციის სამართლის აღსრულების ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კუ­რენ­ცი­ის პო­ლი­ტი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბის, სა­მარ­თლებ­რი­ვი აღ­სრუ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის და სა­ერ­თა­შო­რი­სო, სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს ინი­ცი­ა­ტი­ვით, ეროვ­ნუ­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი უწყე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მრგვა­ლი მა­გი­და გა­ი­მარ­თა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სე­მე­კი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ღო­ნის­ძი­ე­ბა გახ­სნეს და მო­ნა­წი­ლე­ებს სი­ტყვით მი­მარ­თეს კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძემ, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პირ­ველ­მა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ნა­თია თურ­ნა­ვამ, სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით ნარ­მა­ნი­ამ, და­ზღვე­ვის სა­ხელ­მწი­ფო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, და­ვით ონოფ­რიშ­ვილ­მა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის წევ­რმა ეკა­ტე­რი­ნე იმე­და­ძემ.

სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით ნარ­მა­ნი­ამ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ კონ­კუ­რენ­ცი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის რე­ფორ­მის შე­დე­გად ძი­რე­უ­ლად მო­წეს­რიგ­და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის დაც­ვის სა­ა­გენ­ტო­სა და შე­სა­ბა­მის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ორ­გა­ნო­ებს შო­რის კომ­პე­ტენ­ცი­ის გა­მი­ჯვნის სა­კი­თხე­ბი.

„უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში კონ­კუ­რენ­ცი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და ნორ­მა­ტი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის ფონ­ზე. ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია მიზ­ნად ისა­ხავს ენერ­გე­ტი­კულ ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ის გაზ­რდას და, ამ გზით, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, რაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და კონ­კუ­რენ­ცი­ის მომ­წეს­რი­გე­ბე­ლი, სრულ­ყო­ფი­ლი და ქმე­დი­თი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის არ­სე­ბო­ბის გა­რე­შე“, - აღ­ნიშ­ნა სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ.

სე­მე­კის ცნო­ბით, რე­გუ­ლი­რე­ბად სექ­ტო­რებ­ში, ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე, კონ­კუ­რენ­ცი­ის პო­ლი­ტი­კის აღ­სრუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მებ­ზე მოხ­სე­ნე­ბა წა­რად­გი­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ ირაკ­ლი შა­კი­აშ­ვილ­მა, ლი­ე­ტუ­ვის კონ­კუ­რენ­ცი­ის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ და საბ­ჭოს წევ­რმა, მე­დე­ი­ნა ავ­გუს­ტი­ნა­ვი­ჩი­ე­ნემ და ავ­სტრი­ის კონ­კუ­რენ­ცი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი უწყე­ბის საქ­მის მკვლე­ვარ­მა, ნორა შინდლერ­მა.

„ავ­სტრი­ის და ლი­ე­ტუ­ვის მა­გა­ლი­თებ­ზე დაყ­რდნო­ბით, მო­ნა­წი­ლე­ებ­მა იმ­სჯე­ლეს - ენერ­გე­ტი­კის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის, სა­ფოს­ტო და სა­ბან­კო სექ­ტორ­ში მიმ­დი­ნა­რე ტენ­დენ­ცი­ებ­ზე, გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე და იმ შე­დე­გებ­ზე, რო­მე­ლიც მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი უწყე­ბე­ბის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს წარ­მო­ად­გენს. ეროვ­ნუ­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი უწყე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­მარ­თუ­ლი მრგვა­ლი მა­გი­და ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი TWINNING-ის პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

NS

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დავით ნარმანია კონკურენციის სამართლის აღსრულების ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

დავით ნარმანია კონკურენციის სამართლის აღსრულების ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების, სამართლებრივი აღსრულების გაუმჯობესების და საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ეროვნული მარეგულირებელი უწყებების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა გაიმართა.

ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა და კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ.

სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კონკურენციის კანონმდებლობის რეფორმის შედეგად ძირეულად მოწესრიგდა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის საკითხები.

„უნდა აღინიშნოს, რომ ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების მიზნით განხორციელებული ინსტიტუციური და ნორმატიული ცვლილებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმის ფონზე. ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდას და, ამ გზით, მომხმარებლების კეთილდღეობის უზრუნველყოფას, რაც შეუძლებელი იქნებოდა კონკურენციის მომწესრიგებელი, სრულყოფილი და ქმედითი საკანონმდებლო ბაზის არსებობის გარეშე“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

სემეკის ცნობით, რეგულირებად სექტორებში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების მექანიზმებზე მოხსენება წარადგინეს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი შაკიაშვილმა, ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და საბჭოს წევრმა, მედეინა ავგუსტინავიჩიენემ და ავსტრიის კონკურენციის ფედერალური უწყების საქმის მკვლევარმა, ნორა შინდლერმა.

„ავსტრიის და ლიეტუვის მაგალითებზე დაყრდნობით, მონაწილეებმა იმსჯელეს - ენერგეტიკის, კომუნიკაციების, საფოსტო და საბანკო სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე, გამოწვევებზე, შესაძლებლობებზე და იმ შედეგებზე, რომელიც მარეგულირებელი უწყებებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენს. ეროვნული მარეგულირებელი უწყებების მონაწილეობით გამართული მრგვალი მაგიდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

NS