საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხრეთ აფრიკაში, ფეხბურთის 24 წლის ვარსკვლავი იმ დროს ჩაცხრილეს, როცა მისი მანქანის გატაცებას ცდილობდნენ - "მიუახლოვდნენ, მანქანიდან გადასვლა უბრძანეს და..."
სამხრეთ აფრიკაში, ფეხბურთის 24 წლის ვარსკვლავი იმ დროს ჩაცხრილეს, როცა მისი მანქანის გატაცებას ცდილობდნენ - "მიუახლოვდნენ, მანქანიდან გადასვლა უბრძანეს და..."

სამ­ხრეთ აფ­რი­კე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ლუკ ფლერ­სი მან­ქა­ნის გამ­ტა­ცებ­ლებ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლეს. და­ნა­შა­უ­ლი იო­ჰა­ნეს­ბურ­გის გა­რე­უ­ბან­ში მოხ­და. 24 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა უც­ნო­ბი პი­რე­ბი მი­უ­ახ­ლოვ­დნენ და მან­ქა­ნი­დან გა­დას­ვლა უბ­რძა­ნეს.

  • "ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით და­ე­მუქრნენ და მან­ქა­ნი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი ეს­რო­ლეს“, - გა­ნუ­ცხა­და ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას პო­ლი­ცი­ის სპი­კერ­მა, მა­ვე­ლა მა­სონ­დომ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სრო­ლის შემ­დეგ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­იქ­ცა.

24 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი ქვეყ­ნის ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის, "კა­ი­ზერ ჩიფ­სის" ვარ­სკვლა­ვი იყო.

მომ­ხდარს სამ­ხრეთ აფ­რი­კის ფეხ­ბურ­თის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი დენი ჯორ­და­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"ეს არის დიდი და­ნაკ­ლი­სი მისი ოჯა­ხის­თვის, მე­გობ­რე­ბის­თვის, თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის­თვის და ზო­გა­დად ფეხ­ბურ­თის­თვის" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ლუკ ფლე­რი "კა­ი­ზერ ჩიფსს" გა­სულ წელს შე­უ­ერ­თდა, მა­ნამ­დე კი "სუ­პერ­სპორტ იუ­ნა­ი­ტედ­ში" თა­მა­შობ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მან კა­რი­ე­რა 2013 წელს Ubuntu კე­იპ­ტა­უ­ნის აკა­დე­მი­ა­ში და­ი­წყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სამხრეთ აფრიკაში, ფეხბურთის 24 წლის ვარსკვლავი იმ დროს ჩაცხრილეს, როცა მისი მანქანის გატაცებას ცდილობდნენ - "მიუახლოვდნენ, მანქანიდან გადასვლა უბრძანეს და..."

სამხრეთ აფრიკაში, ფეხბურთის 24 წლის ვარსკვლავი იმ დროს ჩაცხრილეს, როცა მისი მანქანის გატაცებას ცდილობდნენ - "მიუახლოვდნენ, მანქანიდან გადასვლა უბრძანეს და..."

სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთელი ლუკ ფლერსი მანქანის გამტაცებლებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. დანაშაული იოჰანესბურგის გარეუბანში მოხდა. 24 წლის ფეხბურთელი ბენზინგასამართ სადგურზე იმყოფებოდა, როცა უცნობი პირები მიუახლოვდნენ და მანქანიდან გადასვლა უბრძანეს.

  • "ეჭვმიტანილები მას ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრნენ და მანქანიდან გადმოიყვანეს, შემდეგ კი ესროლეს“, - განუცხადა ადგილობრივ მედიას პოლიციის სპიკერმა, მაველა მასონდომ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სროლის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით გაიქცა.

24 წლის ფეხბურთელი ქვეყნის ერთ-ერთი პოპულარული საფეხბურთო კლუბის, "კაიზერ ჩიფსის" ვარსკვლავი იყო.

მომხდარს სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი დენი ჯორდანი გამოეხმაურა:

"ეს არის დიდი დანაკლისი მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, თანაგუნდელებისთვის და ზოგადად ფეხბურთისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

ლუკ ფლერი "კაიზერ ჩიფსს" გასულ წელს შეუერთდა, მანამდე კი "სუპერსპორტ იუნაიტედში" თამაშობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მან კარიერა 2013 წელს Ubuntu კეიპტაუნის აკადემიაში დაიწყო.