გუშინ შუახევის მუნიციპალიტეტში საზარელი მკვლელობა მოხდა. კაცმა ცოლი სასტიკად მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით ყელი გამოჭრა, რის გამოც, ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ცოლის მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც, კლინიკაშია მოთავსებული. მისი მდგომარება სტაბილურია.
მოკლული ქალი მელანო ქიზინიძეა, ხოლო ბრალდებული მამაკაცი რაულ დეკანაძე. მათ ორი შვილი დარჩათ, ერთ მეექვსე კლასელი, მეორე - მესამე კლასელი.
ერთ-ერთი ვერსიით ქმარს ცოლის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. რაულ დეკანაძე საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ადგილობრივები "ტვ პირველს" ეუბნებიან, რომ ის გერმანიაში გემზე მუშაობდა.
"ახლა ჩამოვიდა გერმანიიდან. მანამდე კონფლიქტი თუ ჰქონდა, ამის შესახებ არაფერი ვიცით. ორი შვილი დარჩათ. ამბობენ, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლაო" - ჰყვებიან ადგილობრივები.
ირკვევა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დეკანაძემ ძმას დაურეკა და დანაშაულის შესახებ შეატყობინა, ხოლო ძმამ მომხდარი პოლიციას აცნობა. ბრალდებულ მამაკაცს 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
დიდი ალბათობით ქალმა მარტოობა სხვაგან დაიკმაყოფილა და როგორც ხდება ხოლმე,დამალული არ დარჩა ეს ფაქტი...კაცმა თავისი აზრით ნამუსი ჩამოირეცხა,მაგრამ ვაი რომ უდიდესი შეცდომა დაუშვა და შვილები გაწირა.
ძალიან სამწუხაროა. კიდევ ერთი ქართული ოჯახი გაუბედურდა. მაგრამ სანამ განაჩენს გამოვიტანდეთ უნდა გვესმოდეს, რომ ეს კაციც მსხვერპლია გარემოებების. საქართველოში არსებულმა ეკონომიკურმა სიდუხჭირემ აიძულა ოჯახისთვის პურის ფულის საშოვნელად გადახვეწილიყო სხვა ქვეყანაში და უცხოელების მსახურებით ცოლ-შვილი გადაერჩინა. ის რომ ოჯახს არ მოცილებოდა ალბათ ეს უბედურებაც არ მოხდებოდა.
მკვლელობა იმ გარემოებების ჯაჭვის ბოლო რგოლია, რომლის პირველი რგოლიც ჩაბმულია გლობალურ პოლიტიკასთან. დიდი ხანია უკვე რაც მიმდინარეობს ქართველი ერის ეთნიკური წმენდა. გვეუბნებიან რომ გადავიხვეწოთ სხვა ქვეყანაში სხვის მონებად სამუშაოდ სული დავლიოთ მაშინ როდესაც ჩვენს მამა-პაპის მიწაზე უცხო ტომელების მასობრივი ჩამოსახლება მიმდინარეობს. საქართველო დღეს ჰგავს იმ მუხას, რომელსაც ადრე მუმლი ვერაფერს აკლებდა ახალა კი ფესვებმოკვეცილს მისი ხემასალისგან ტახტს ამზადებენ ანტიქრისტეს დასაბრძანებლად
ყველაფერს გვართმევენ. ხელმწიფება მათ ხელშია მაგრამ ყველაფერიც რომ წაგვართვან ღირსება არ უნდა დავკარგოთ. ღირსების წართმევა შეუძლებელია თუ თავად არ დათმე. ჩემი აზრით ეს არის ერთადერთი გამოსავალი.