სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდასხმა რუსეთში, უკრაინის საზღვრიდან 1000 კმ-ში - უპილოტო საფრენმა აპარატებმა დრონების მწარმოებელ ქარხანას შეუტიეს, თათრეთის ორ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა
თავდასხმა რუსეთში, უკრაინის საზღვრიდან 1000 კმ-ში - უპილოტო საფრენმა აპარატებმა დრონების მწარმოებელ ქარხანას შეუტიეს, თათრეთის ორ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა

2 აპ­რი­ლის დი­ლას, ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­დან პირ­ვე­ლად, რუ­სეთ­ში, თათ­რე­თის რეს­პუბ­ლი­კის ქა­ლა­ქებ­ში - ელა­ბუ­გა­სა და ნი­ჟნე­კამსკში უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით თავს და­ესხნენ სპე­ცი­ა­ლურ ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნა­ში გან­თავ­სე­ბულ კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბის ასა­წყობ ქარ­ხა­ნას. შე­დე­გად, სულ მცი­რე 7 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

აფეთ­ქე­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა ტე­ლეგ­რა­მის რუ­სულ არ­ხებ­ზე ვრცელ­დე­ბა.

ეს არის პირ­ვე­ლი მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი ომის და­წყე­ბის შემ­დეგ.

"არა­ვი­თა­რი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბა არ მომ­ხდა­რა, სა­წარ­მო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი არ შე­ფერ­ხე­ბუ­ლა“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს თათ­რე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რუს­ტამ მი­ნი­ხა­ნოვ­მა.

რუ­სუ­ლი Telegram-ის არ­ხე­ბი აქ­ვეყ­ნე­ბენ ვი­დე­ოს იმ მო­მენ­ტი­დან, რო­დე­საც უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ელა­ბუ­გა­ში ობი­ექტს ეჯა­ხე­ბა. ტე­ლეგ­რა­მის არ­ხის "Caution, News“- ის ცნო­ბით, ელა­ბუ­გა­ში და­ზი­ან­და ჰოს­ტე­ლე­ბის კომ­პლექ­სი, რო­მე­ლიც 2022 წელს აშენ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი კო­ლე­ჯის "ალა­ბუ­გა პო­ლი­ტე­ქის“ სტუ­დენ­ტე­ბის­თვის.

  • უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრი­დან 1000 კმ-ში

სა­ა­გენ­ტო RBC-უკ­რა­ი­ნის ცნო­ბით, თათ­რეთ­ში თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე იყო ირა­ნუ­ლი კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბის ("შა­ჰი­დი") ქარ­ხა­ნა, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში იწარ­მო­ე­ბა სა­ხელ­წო­დე­ბით "Geran-2". ოპე­რა­ცია უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვარ­მა სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლომ (GUR) ჩა­ა­ტა­რა. რო­გორც სა­ა­გენ­ტოს უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, შე­დე­გად სა­წარ­მოო ობი­ექ­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გა­ნად­გურ­და.

სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზონა "ალა­ბუ­გა“ უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრი­დან 1000 კმ-ზე მეტ მან­ძილ­ზე მდე­ბა­რე­ობს. დრო­ნე­ბის წარ­მო­ე­ბის ქარ­ხნის გარ­და, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია "ელაზ-ნეფ­ტეპ­რო­დუქ­ტის" ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა, ასე­ვე სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი სა­წარ­მოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის.

ნი­ჟნე­კამსკის მერ­მა რა­მილ მუ­ლინ­მა ად­გი­ლობ­რივ ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხა­ნა­ზე დრო­ნის თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. მისი თქმით, დრო­ნი გა­ნე­იტ­რალ­და და არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. სა­ა­გენ­ტო RIA Novosti, სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხუ­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ თავ­დას­ხმა Taneco-ს ქარ­ხა­ნა­ზე მოხ­და. შე­დე­გად ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, რაც 20 წუთ­ში ჩა­აქ­რეს. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­მო­ცე­მას გა­ნუ­ცხა­და, რომ ქარ­ხა­ნას თავს სულ სამი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი და­ეს­ხა.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, დარ­ტყმე­ბი UJ-22 Airborne-ს ტი­პის დრო­ნებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი დრო­ნის ფრთე­ბის სიგ­რძე 4,6 მ-ია და შე­უძ­ლია მი­ნი­მუმ 20 კგ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­და­ტა­ნა. ადრე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათი ფრე­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რი დი­ა­პა­ზო­ნი 800 კი­ლო­მეტ­რი იყო, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, მათი მო­დი­ფი­კა­ცია მოხ­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
4

რუსეთის საქმე... წასულია!!!

ქართველი
9

დიდება და გამარჯვება უკრაინას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

თავდასხმა რუსეთში, უკრაინის საზღვრიდან 1000 კმ-ში - უპილოტო საფრენმა აპარატებმა დრონების მწარმოებელ ქარხანას შეუტიეს, თათრეთის ორ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა

თავდასხმა რუსეთში, უკრაინის საზღვრიდან 1000 კმ-ში - უპილოტო საფრენმა აპარატებმა დრონების მწარმოებელ ქარხანას შეუტიეს, თათრეთის ორ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა

2 აპრილის დილას, ომის მიმდინარეობიდან პირველად, რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკის ქალაქებში - ელაბუგასა და ნიჟნეკამსკში უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში განთავსებულ კამიკაძე დრონების ასაწყობ ქარხანას. შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაშავდა.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="rbc_news/92071" data-width="100%"></script>

აფეთქებების ამსახველი ვიდეომასალა ტელეგრამის რუსულ არხებზე ვრცელდება.

ეს არის პირველი მსგავსი ინციდენტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ.

"არავითარი სერიოზული განადგურება არ მომხდარა, საწარმოების ტექნოლოგიური პროცესი არ შეფერხებულა“, - განუცხადა ჟურნალისტებს თათრეთის პრეზიდენტმა რუსტამ მინიხანოვმა.

რუსული Telegram-ის არხები აქვეყნებენ ვიდეოს იმ მომენტიდან, როდესაც უპილოტო საფრენი აპარატი ელაბუგაში ობიექტს ეჯახება. ტელეგრამის არხის "Caution, News“- ის ცნობით, ელაბუგაში დაზიანდა ჰოსტელების კომპლექსი, რომელიც 2022 წელს აშენდა სპეციალური ეკონომიკური ზონის თანამშრომლებისა და ადგილობრივი კოლეჯის "ალაბუგა პოლიტექის“ სტუდენტებისთვის.

  • უკრაინის საზღვრიდან 1000 კმ-ში

სააგენტო RBC-უკრაინის ცნობით, თათრეთში თავდასხმის სამიზნე იყო ირანული კამიკაძე დრონების ("შაჰიდი") ქარხანა, რომელიც რუსეთში იწარმოება სახელწოდებით "Geran-2". ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) ჩაატარა. როგორც სააგენტოს უკრაინის სპეცსამსახურების წყარომ განუცხადა, შედეგად საწარმოო ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა.

სპეციალური ეკონომიკური ზონა "ალაბუგა“ უკრაინის საზღვრიდან 1000 კმ-ზე მეტ მანძილზე მდებარეობს. დრონების წარმოების ქარხნის გარდა, ტერიტორიაზე განთავსებულია "ელაზ-ნეფტეპროდუქტის" ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ასევე საერთო საცხოვრებლები საწარმოს თანამშრომლებისთვის.

ნიჟნეკამსკის მერმა რამილ მულინმა ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონის თავდასხმის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დრონი განეიტრალდა და არავინ დაშავებულა. სააგენტო RIA Novosti, საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმა Taneco-ს ქარხანაზე მოხდა. შედეგად ხანძარი გაჩნდა, რაც 20 წუთში ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ქარხანას თავს სულ სამი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა.

რუსული მედიის ცნობით, დარტყმები UJ-22 Airborne-ს ტიპის დრონებმა განახორციელეს. აღნიშნული დრონის ფრთების სიგრძე 4,6 მ-ია და შეუძლია მინიმუმ 20 კგ ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ფრენის მაქსიმალური დიაპაზონი 800 კილომეტრი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, მათი მოდიფიკაცია მოხდა.