მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრდება, ღარიბაშვილი თავადაც გამოგვიცხადებს, რომ "მე ვიყავი სისტემის მსხვერპლი, რა მექნაო“ - ის თავისთვის იმზადებს მომავალ სტატუსს" - უსუფაშვილი
"როცა ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრდება, ღარიბაშვილი თავადაც გამოგვიცხადებს, რომ "მე ვიყავი სისტემის მსხვერპლი, რა მექნაო“ - ის თავისთვის იმზადებს მომავალ სტატუსს" - უსუფაშვილი

რო­დე­საც ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დამ­თავ­რდე­ბა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი თა­ვად გა­მოგ­ვი­ცხა­დებს, რომ მეც ვი­ყა­ვი ივა­ნიშ­ვი­ლის სის­ტე­მის მსხვერ­პლი, აბა რა მექ­ნაო - ის თა­ვის­თვის იმ­ზა­დებს მო­მა­ვალ სტა­ტუსს, - ამის შე­სა­ხებ „ლე­ლოს“ დე­პუ­ტატ­მა, და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა შე­ა­ფა­სა, რომ "მუ­რუ­სი­ძე და ჩინ­ჩა­ლა­ძე სის­ტე­მის მსხვერ­პლი იყ­ვნენ".

"ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი თა­ვის­თვის იმ­ზა­დებს მო­მა­ვალ სტა­ტუსს. რო­დე­საც ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დამ­თავ­რდე­ბა, ის თა­ვად გა­მოგ­ვი­ცხა­დებს, რომ მეც ვი­ყა­ვი ივა­ნიშ­ვი­ლის სის­ტე­მის მსხვერ­პლი, აბა რა მექ­ნა, ასე უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვიო. ამას გუ­ლის­ხმობს ალ­ბათ, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, რო­დე­საც იმა­ზე ლა­პა­რა­კობს, რომ მუ­რუ­სი­ძე სის­ტე­მის მსხვერ­პლი იყო და არ იყო თა­ვად შე­მოქ­მე­დი იმ სის­ტე­მის", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა სე­რი­ო­ზუ­ლად და­მა­ხინჯდა და გას­წო­რე­ბის საქ­მე­ში ყვე­ლა რე­სურ­სი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

"ჩვე­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა სე­რი­ო­ზუ­ლად და­მა­ხინჯდა. ამა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა "ოც­ნე­ბა­მაც". ეს არის გა­სას­წო­რე­ბე­ლი. ამ გას­წო­რე­ბის საქ­მე­ში ჩვენ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ყვე­ლა რე­სურ­სი, რაც გაგ­ვაჩ­ნია.

"ლე­ლოს" პო­ზი­ცი­ით, ვე­ტინ­გი უნდა ჩა­ტარ­დეს მას შემ­დეგ, რაც ამ ქვე­ყა­ნა­ში მოვა ისე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მარ­თლა თა­ვად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს ამ მე­ურ­ვე­ო­ბის­გან სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას. ამით სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში ვნა­ხავთ რე­ა­ლურ ძალ­თა ბა­ლანსს, ვინ არის მომ­ხრე, პა­ტი­ო­სა­ნი, გამჭვირ­ვა­ლე და მარ­თლა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მო­სა­მარ­თლე­ო­ბის­თვის და ვინ არის ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, ჩა­მო­კონ­წი­ა­ლე­ბუ­ლი იმ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სის­ტე­მის კა­უ­ჭებს და ბერ­კე­ტებს, რო­მე­ლიც შექ­მნა სა­ა­კაშ­ვილ­მა, გა­და­ი­ბა­რა ივა­ნიშ­ვილ­მა და ახალ სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ვა­ნა," - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ გა­ნა­ცხა­და, რომ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი - ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე და მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე სის­ტე­მის მსხვერ­პლი იყ­ვნენ, რად­გან 2012 წლამ­დე “მა­ხინ­ჯი სის­ტე­მა“ სა­სა­მარ­თლოს ჩაგ­რავ­და.

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქოცნაცი
0

".იმდენი სიკეთე აქვს ამ ადამიანს გაკეთებული,იმხელა დონეზეა ასული მისი კაცობა,რომ ვერასოდეს ვერ შეწვდებით.." აუ იმხელა დონეზეაო ასული ბიძინაო, რა დონეზეო ნიცშეს შეწვდაო! თუ გაგიგია ძმაო! და ამის დამწერს დავუჯერო რასაც უსუფაშვილზე ამბობს. არა და არა რუსეთუმეა! და თავად ფულზე გაყიდული..

დავითი
1

აი შენ კი ვერასოდეს ვერ მოვალეობის უსუფაშვილო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"როცა ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრდება, ღარიბაშვილი თავადაც გამოგვიცხადებს, რომ "მე ვიყავი სისტემის მსხვერპლი, რა მექნაო“ - ის თავისთვის იმზადებს მომავალ სტატუსს" - უსუფაშვილი

"როცა ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრდება, ღარიბაშვილი თავადაც გამოგვიცხადებს, რომ "მე ვიყავი სისტემის მსხვერპლი, რა მექნაო“ - ის თავისთვის იმზადებს მომავალ სტატუსს" - უსუფაშვილი

როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრდება, ირაკლი ღარიბაშვილი თავად გამოგვიცხადებს, რომ მეც ვიყავი ივანიშვილის სისტემის მსხვერპლი, აბა რა მექნაო - ის თავისთვის იმზადებს მომავალ სტატუსს, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა, რომ "მურუსიძე და ჩინჩალაძე სისტემის მსხვერპლი იყვნენ".

"ირაკლი ღარიბაშვილი თავისთვის იმზადებს მომავალ სტატუსს. როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრდება, ის თავად გამოგვიცხადებს, რომ მეც ვიყავი ივანიშვილის სისტემის მსხვერპლი, აბა რა მექნა, ასე უნდა მოვქცეულიყავიო. ამას გულისხმობს ალბათ, ღარიბაშვილი, როდესაც იმაზე ლაპარაკობს, რომ მურუსიძე სისტემის მსხვერპლი იყო და არ იყო თავად შემოქმედი იმ სისტემის", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სერიოზულად დამახინჯდა და გასწორების საქმეში ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ.

"ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა სერიოზულად დამახინჯდა. ამაში დიდი წვლილი შეიტანა "ოცნებამაც". ეს არის გასასწორებელი. ამ გასწორების საქმეში ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რაც გაგვაჩნია.

"ლელოს" პოზიციით, ვეტინგი უნდა ჩატარდეს მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში მოვა ისეთი ხელისუფლება, რომელიც მართლა თავად გაათავისუფლებს ამ მეურვეობისგან სასამართლო სისტემას. ამით სასამართლო სისტემაში ვნახავთ რეალურ ძალთა ბალანსს, ვინ არის მომხრე, პატიოსანი, გამჭვირვალე და მართლა დამოუკიდებელი მოსამართლეობისთვის და ვინ არის ჩამოკიდებული, ჩამოკონწიალებული იმ სახელისუფლებო სისტემის კაუჭებს და ბერკეტებს, რომელიც შექმნა სააკაშვილმა, გადაიბარა ივანიშვილმა და ახალ საფეხურზე აიყვანა," - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მოსამართლეები - ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე სისტემის მსხვერპლი იყვნენ, რადგან 2012 წლამდე “მახინჯი სისტემა“ სასამართლოს ჩაგრავდა.