მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლაში დაწყებული სიყვარული, რომელიც ქორწილით 70 წლის შემდეგ დასრულდა - ელეინისა და როლანდის ქორწინება 88 წლის ასაკში
სკოლაში დაწყებული სიყვარული, რომელიც ქორწილით 70 წლის შემდეგ დასრულდა - ელეინისა და როლანდის ქორწინება 88 წლის ასაკში

ელე­ი­ნი და რო­ლან­დი წლე­ბის წინ ერთ კლას­ში სწავ­ლობ­დნენ და სი­გი­ჟემ­დე უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ ცოლ-ქმა­რი მხო­ლოდ 88 წლის ასაკ­ში გახ­დნენ. ეს უჩ­ვე­უ­ლო ამ­ბა­ვი ამე­რი­კა­ში მოხ­და.

კლა­სე­ლებ­მა ელე­ინ ჰოლ­მა და რო­ლანდ პა­სა­რომ, სკო­ლა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში და­ამ­თავ­რეს, თუმ­ცა მხო­ლოდ 70 წლის შემ­დეგ და­ქორ­წინ­დნენ. რო­გორც თა­ვად ხუმ­რო­ბენ, რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი უბ­რა­ლოდ ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, რო­მე­ლიც მარ­ტის ბო­ლოს ფლო­რი­და­ში გა­ი­მარ­თა.

"ის იყო ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი გო­გო­ნა კლას­ში, რო­მელ­მაც იცო­და პა­სუ­ხი ყვე­ლა კი­თხვა­ზე,“ - იხ­სე­ნებს რო­ლან­დი.

წყვი­ლი პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში სწავ­ლობ­და და ერ­თმა­ნე­თის­გან რამ­დე­ნი­მე კვარტლის და­შო­რე­ბით ცხოვ­რობ­და. ყვე­ლამ იცო­და, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ორი­ვე სხვა­დას­ხვა გზით წა­ვი­და. ერ­თმა­ნე­თის ნახ­ვა 2003 წელს სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის 50 წლის იუ­ბი­ლე­ზე მო­ა­ხერ­ხეს და მიხ­ვდნენ, რომ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა აღარ შე­ეძ­ლოთ. წლე­ბის შემ­დეგ კი ქორ­წი­ლიც გა­და­ი­ხა­დეს.

"რო­ლან­დი ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი იყო, ყვე­ლა გო­გოს მოს­წონ­და და სკო­ლის ნამ­დვილ ვარ­სკვლა­ვად მი­იჩ­ნე­ო­და. მაგ­რამ მას მე მოვ­წონ­დი...“ - იხ­სე­ნებს პა­ტარ­ძა­ლი.

სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ორი­ვე სხვა­ზე და­ქორ­წინ­და, შე­ე­ძი­ნათ შვი­ლე­ბი, გახ­დნენ ბე­ბია-ბა­ბუა და გან­ქორ­წინ­დნენ. რის შემ­დე­გაც მარ­ტო­ხე­ლა პენ­სი­ო­ნე­რე­ბად იქ­ცნენ. ელე­ინს სა­ერ­თოდ არ უნ­დო­და თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის 50-ე იუ­ბი­ლე­ზე წას­ვლა, მაგ­რამ შვი­ლებ­მა და შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა და­არ­წმუ­ნეს, რაც სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა. ქალი ბან­კეტ­ზე რო­ლან­დს შეხ­ვდა და მათ შო­რის ისევ გაჩ­ნდა ნა­პერ­წკა­ლი.

ამ დღის შემ­დეგ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თმა­ნეთს ურე­კავ­დნენ და წე­რი­ლებს სწერ­დნენ, შემ­დეგ კი სა­ცხოვ­რებ­ლად ერ­თად გა­და­ვიდ­ნენ. 2023 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­და­წყვი­ტეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ექორ­წი­ნათ და ად­გი­ლობ­რი­ვი რე­ესტრის სამ­სა­ხურ­ში გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნეს.

ქორ­წი­ლი 2024 წლის მარ­ტში შედ­გა - ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა დღე­სას­წა­უ­ლი შვი­ლე­ბი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში აღ­ნიშ­ნეს, რომ­ლე­ბიც ქორ­წი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­შიც და­ეხ­მარ­ნენ.

წყვილ­მა და­ამ­ტკი­ცა, რომ მთა­ვა­რია გუ­ლით არ და­ბერ­დე და და­ნარ­ჩე­ნი, უბ­რა­ლოდ, გა­რე­მო­ე­ბე­ბია, რომ­ლის დაძ­ლე­ვაც ნამ­დვილ სიყ­ვა­რულს შე­უძ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიხო
1

ბაბუ ისეთ ,,ხოდზეა,, ცეცხლს დაუნთებდა პატარძალს ლოგინში. 

სიმართლე
7

გახსოვს, ქალებში რომ დავდიოდით?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სკოლაში დაწყებული სიყვარული, რომელიც ქორწილით 70 წლის შემდეგ დასრულდა - ელეინისა და როლანდის ქორწინება 88 წლის ასაკში

სკოლაში დაწყებული სიყვარული, რომელიც ქორწილით 70 წლის შემდეგ დასრულდა - ელეინისა და როლანდის ქორწინება 88 წლის ასაკში

ელეინი და როლანდი წლების წინ ერთ კლასში სწავლობდნენ და სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ცოლ-ქმარი მხოლოდ 88 წლის ასაკში გახდნენ. ეს უჩვეულო ამბავი ამერიკაში მოხდა.

კლასელებმა ელეინ ჰოლმა და როლანდ პასარომ, სკოლა გასული საუკუნის შუა წლებში დაამთავრეს, თუმცა მხოლოდ 70 წლის შემდეგ დაქორწინდნენ. როგორც თავად ხუმრობენ, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ისინი უბრალოდ ქორწილისთვის ემზადებოდნენ, რომელიც მარტის ბოლოს ფლორიდაში გაიმართა.

"ის იყო ყველაზე ჭკვიანი გოგონა კლასში, რომელმაც იცოდა პასუხი ყველა კითხვაზე,“ - იხსენებს როლანდი.

წყვილი პენსილვანიაში სწავლობდა და ერთმანეთისგან რამდენიმე კვარტლის დაშორებით ცხოვრობდა. ყველამ იცოდა, რომ შეყვარებულები იყვნენ, მაგრამ სკოლის დასრულების შემდეგ ორივე სხვადასხვა გზით წავიდა. ერთმანეთის ნახვა 2003 წელს სკოლის დასრულების 50 წლის იუბილეზე მოახერხეს და მიხვდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება აღარ შეეძლოთ. წლების შემდეგ კი ქორწილიც გადაიხადეს.

"როლანდი ძალიან სიმპათიური იყო, ყველა გოგოს მოსწონდა და სკოლის ნამდვილ ვარსკვლავად მიიჩნეოდა. მაგრამ მას მე მოვწონდი...“ - იხსენებს პატარძალი.

სკოლის დასრულების შემდეგ ორივე სხვაზე დაქორწინდა, შეეძინათ შვილები, გახდნენ ბებია-ბაბუა და განქორწინდნენ. რის შემდეგაც მარტოხელა პენსიონერებად იქცნენ. ელეინს საერთოდ არ უნდოდა თანაკლასელების 50-ე იუბილეზე წასვლა, მაგრამ შვილებმა და შვილიშვილებმა დაარწმუნეს, რაც საბედისწერო აღმოჩნდა. ქალი ბანკეტზე როლანდს შეხვდა და მათ შორის ისევ გაჩნდა ნაპერწკალი.

ამ დღის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთს ურეკავდნენ და წერილებს სწერდნენ, შემდეგ კი საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ. 2023 წლის ოქტომბერში გადაწყვიტეს ოფიციალურად ექორწინათ და ადგილობრივი რეესტრის სამსახურში განცხადება შეიტანეს.

ქორწილი 2024 წლის მარტში შედგა - ახალდაქორწინებულებმა დღესასწაული შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში აღნიშნეს, რომლებიც ქორწილის ორგანიზებაშიც დაეხმარნენ.

წყვილმა დაამტკიცა, რომ მთავარია გულით არ დაბერდე და დანარჩენი, უბრალოდ, გარემოებებია, რომლის დაძლევაც ნამდვილ სიყვარულს შეუძლია.