საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უეფას პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს
უეფას პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს

უე­ფას პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ევ­რო­პის 2024 წლის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და­სას­წრე­ბად გერ­მა­ნი­ა­ში იწ­ვევს.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოფი­ცი­ა­ლურ წე­რილ­ში, რო­მე­ლიც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ალექ­სან­დერ ჩე­ფე­რი­ნის­გან მი­ი­ღო, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ჩემ­პი­ო­ნა­ტი 14 ივ­ნი­სი­დან 14 ივ­ლი­სამ­დე 10 ქა­ლაქ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

"თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უე­ფას სა­ხე­ლით მო­გიწ­ვი­ოთ ევრო 2024 ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და­სას­წრე­ბად უე­ფას ვიპ-პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში. ტურ­ნი­რი, რო­მე­ლიც გა­მო­ავ­ლენს ევ­რო­პის მე-17 ჩემ­პი­ონ გუნდს მა­მა­კაც­თა შო­რის, 14 ივ­ნი­სი­დან 14 ივ­ლი­სამ­დე 10 მას­პინ­ძელ ქა­ლაქ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. მას და­ეს­წრე­ბი­ან ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი მთე­ლი ევ­რო­პი­დან. უე­ფას ევ­რო­პის ტურ­ნი­რი ყო­ველ­თვის ბევ­რად უფრო მეტს ნიშ­ნავს, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ ჩემ­პი­ო­ნატს - ეს არის მა­ღა­ლი კლა­სის, გუნ­დუ­რი თა­მა­შის და ფეხ­ბურ­თის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი ძა­ლის ზე­ი­მი. თქვე­ნი დას­წრე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­მარ­თულ მატ­ჩებ­ზე იქ­ნე­ბა ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ თქვე­ნი ერ­თგუ­ლე­ბის და ჩვე­ნი სა­ერ­თო რწმე­ნის და­დას­ტუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ასა­ხუ­ლია ტურ­ნი­რის დე­ვიზ­ში: "ერ­თი­ა­ნო­ბა ფეხ­ბურთში. ერ­თი­ა­ნო­ბა ევ­რო­პის გულ­ში“. მო­უთ­მენ­ლად ველი გერ­მა­ნი­ა­ში თქვე­ნი მას­პინ­ძლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ვი­მე­დოვ­ნებ, ერ­თად გავ­ხდე­ბით ამ ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის მოწ­მე­ნი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უე­ფას პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ მო­საწ­ვევ­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Გლახუნა
6

მიშა არ მიიწვიეს? საქართველოს დამაარსებელი მამა? ესეთი ევროპა მე არ მომწონს.

ელენე
38

მოიცა, აქ სერიოზულად გონია ზოგს რომ კობახიძე იმიტომ მიიწვიეს რომ ოცნების წარმომადგენელია და არა ოპოზიციის?! )))))))))))))) მერე უკვირთ მექსიკის საზღვართან რატომაა რიგები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

უეფას პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს

უეფას პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს

უეფას პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალურ წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ ალექსანდერ ჩეფერინისგან მიიღო, აღნიშნულია, რომ ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 ქალაქში ჩატარდება.

"თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, უეფას სახელით მოგიწვიოთ ევრო 2024 ჩემპიონატზე დასასწრებად უეფას ვიპ-პროგრამის ფარგლებში. ტურნირი, რომელიც გამოავლენს ევროპის მე-17 ჩემპიონ გუნდს მამაკაცთა შორის, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 მასპინძელ ქალაქში გაიმართება. მას დაესწრებიან ფეხბურთის მოყვარულები მთელი ევროპიდან. უეფას ევროპის ტურნირი ყოველთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ჩემპიონატს - ეს არის მაღალი კლასის, გუნდური თამაშის და ფეხბურთის გამაერთიანებელი ძალის ზეიმი. თქვენი დასწრება საქართველოს მიერ გამართულ მატჩებზე იქნება ამ ღირებულებების მიმართ თქვენი ერთგულების და ჩვენი საერთო რწმენის დადასტურება, რომელიც ასახულია ტურნირის დევიზში: "ერთიანობა ფეხბურთში. ერთიანობა ევროპის გულში“. მოუთმენლად ველი გერმანიაში თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, ერთად გავხდებით ამ ისტორიული მოვლენის მოწმენი“, - აღნიშნულია უეფას პრეზიდენტის ოფიციალურ მოსაწვევში.