საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი აგროვებს ამერიკელებს ციხეებში, რათა მოგვიანებით თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს" - რას ამბობს დაკავებული ამერიკული ჟურნალისტის ოჯახი?
"რუსეთი აგროვებს ამერიკელებს ციხეებში, რათა მოგვიანებით თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს" - რას ამბობს დაკავებული ამერიკული ჟურნალისტის ოჯახი?

ერთი წლის წინ რუ­სეთ­ში ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ევან გერშკო­ვი­ჩი და­ა­კა­ვეს - ის პირ­ვე­ლი ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი გახ­და, რო­მელ­საც, ცივი ომის შემ­დეგ, ბრა­ლი ჯა­შუ­შო­ბა­ში წა­უ­ყე­ნეს. სა­სა­მარ­თლომ მას 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

ევა­ნი ეკა­ტე­რინ­ბურ­გში და­ა­კა­ვეს. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ტკი­ცებ­და, რომ ჟურ­ნა­ლისტს და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში თან სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი ჰქონ­და. ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. პა­ტიმ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ევანს ოჯა­ხის წევ­რებ­თან კონ­ტაქ­ტი მა­ინც აქვს:

"ეს მარ­თლაც მძი­მე წელი იყო. ძა­ლი­ან რთუ­ლია გა­ურ­კვევ­ლო­ბას­თან გამ­კლა­ვე­ბა. ერ­თმა­ნე­თის მხარ­და­ჭე­რის სა­უ­კე­თე­სო გზა სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა. გვინ­და, რომ მან სა­კუ­თარ თავ­ზე იფიქ­როს, ის კი ყო­ველ­თვის ჩვენ­ზე ფიქ­რობს. ძა­ლი­ან გვე­ნატ­რე­ბა.

მისი ნახ­ვის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. სა­სა­მარ­თლო­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ცხად­და ბოლო 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ხან­და­ხან მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ახერ­ხე­ბენ მის გა­და­ღე­ბას. სწო­რედ ასე ვი­გებთ, რომ ნამ­დვი­ლად კარ­გად არის" - ამ­ბობს ევა­ნის და, და­ნი­ე­ლა Wall Street Journal-თან სა­უბ­რი­სას.

„ეს სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლეა. ევა­ნი ჯა­შუ­ში არ არის. ის ჟურ­ნა­ლის­ტია", - ამ­ბობს Wall Street Journal-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ემა ტა­კე­რი. - "ერთი წლის წინ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებ­მა კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა და­ი­წყეს. ძა­ლი­ან ფრთხი­ლად მოქ­მე­დებ­დნენ. ასე რომ, ევან­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო, რომ ის რუ­სეთ­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო. მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტია და­წე­რა რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის ომის ფონ­ზე. ეს იყო მისი სა­მუ­შაო".

„ის კარ­გად არის“, - ამ­ბობს აშშ-ის ელჩი რუ­სეთ­ში ლინ ტრე­ი­სიმ - ”მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოჯახ­თან მი­მო­წე­რა და მათ­თან კავ­ში­რი. ეს დიდ ძა­ლას აძ­ლევს."

"ბრალ­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ევა­ნი ჩარ­თუ­ლი იყო რა­ი­მე სა­ხის კრი­მი­ნა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, სრუ­ლი სიც­რუ­ეა“, - ამ­ტკი­ცებს ამე­რი­კის ელჩი.

თე­ბერ­ვალ­ში, ევან გერშკო­ვიჩ­ზე სა­უბ­რი­სას, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა თქვა, რომ სურს "ის სა­ბო­ლო­ოდ სახ­ლში დაბ­რუნ­დეს“.

”მე ამას გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ,” - ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა მან.

მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოა, რომ კრემლს ევა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ რა­ღაც სურს, უფრო სწო­რად, ვი­ღაც. ით­ვლე­ბა, რომ ეს FSB-ის ოფი­ცე­რი ვა­დიმ კრა­სი­კო­ვია, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში იხ­დის სას­ჯელს - მას იქ ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის­თვის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი.

”ჩემ­თვის საკ­მა­ოდ ნა­თე­ლია, რომ [ევა­ნი] გა­მიზ­ნუ­ლი იყო სა­ვაჭ­რო მიზ­ნე­ბის­თვის,” - თქვა ემა ტა­კერ­მა - "ამას ხში­რად უწო­დე­ბენ მძევ­ლე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­ას, რო­მე­ლიც მძულს, რად­გან არა­ფე­რია დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი იმა­ში, რაც ხდე­ბა. ევა­ნი მძე­ვა­ლია. პუ­ტი­ნი მას ვა­ლუ­ტად ინა­ხავს. რუ­სე­თი აგ­რო­ვებს ამე­რი­კე­ლებს ცი­ხე­ებ­ში, რათა მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვი­სი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნოს".

რუ­სე­თის ცი­ხე­ში ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით კი­დევ ორი პა­ტი­მა­რი იხ­დის სას­ჯელს: ყო­ფი­ლი სა­ზღვაო ქვე­ი­თი პოლ უე­ლა­ნი. 2020 წელს მას ჯა­შუ­შო­ბის­თვის 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. და ალსუ კურ­მა­შე­ვა - პრა­ღა­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რა­დი­ო­სად­გუ­რის "რა­დიო თა­ვი­სუ­ფა­ლი ევ­რო­პა/რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ჟურ­ნა­ლის­ტი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
7

ამერიკას როგორც რუსეთს ყველგან აგენტურა და შპიონაჟო ყავს გაშვებული! კარგად იცით რაზეც მიდიხართ!!

დავით
3

ნუ წახვალთ რუსეთში!!!!

ასე ძნელია ამის მიხვედრა????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"რუსეთი აგროვებს ამერიკელებს ციხეებში, რათა მოგვიანებით თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს" - რას ამბობს დაკავებული ამერიკული ჟურნალისტის ოჯახი?

"რუსეთი აგროვებს ამერიკელებს ციხეებში, რათა მოგვიანებით თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს" - რას ამბობს დაკავებული ამერიკული ჟურნალისტის ოჯახი?

ერთი წლის წინ რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი დააკავეს - ის პირველი ამერიკელი ჟურნალისტი გახდა, რომელსაც, ცივი ომის შემდეგ, ბრალი ჯაშუშობაში წაუყენეს. სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ევანი ეკატერინბურგში დააკავეს. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტს დაკავების მომენტში თან საიდუმლო დოკუმენტები ჰქონდა. ამერიკის ხელისუფლება ჯაშუშობის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. პატიმრობის მიუხედავად, ევანს ოჯახის წევრებთან კონტაქტი მაინც აქვს:

"ეს მართლაც მძიმე წელი იყო. ძალიან რთულია გაურკვევლობასთან გამკლავება. ერთმანეთის მხარდაჭერის საუკეთესო გზა სიმშვიდის შენარჩუნებაა. გვინდა, რომ მან საკუთარ თავზე იფიქროს, ის კი ყოველთვის ჩვენზე ფიქრობს. ძალიან გვენატრება.

მისი ნახვის უფლება არ გვაქვს. სასამართლოში რამდენჯერმე გამოცხადდა ბოლო 12 თვის განმავლობაში. ხანდახან მედია საშუალებები ახერხებენ მის გადაღებას. სწორედ ასე ვიგებთ, რომ ნამდვილად კარგად არის" - ამბობს ევანის და, დანიელა Wall Street Journal-თან საუბრისას.

„ეს სრული სისულელეა. ევანი ჯაშუში არ არის. ის ჟურნალისტია", - ამბობს Wall Street Journal-ის მთავარი რედაქტორი ემა ტაკერი. - "ერთი წლის წინ საინფორმაციო სააგენტოებმა კორესპონდენტების გამოძახება დაიწყეს. ძალიან ფრთხილად მოქმედებდნენ. ასე რომ, ევანთან შეთანხმებული იყო, რომ ის რუსეთში უნდა წასულიყო. მრავალი საინტერესო სტატია დაწერა რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ უკრაინის ომის ფონზე. ეს იყო მისი სამუშაო".

„ის კარგად არის“, - ამბობს აშშ-ის ელჩი რუსეთში ლინ ტრეისიმ - ”მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახთან მიმოწერა და მათთან კავშირი. ეს დიდ ძალას აძლევს."

"ბრალდება იმის შესახებ, რომ ევანი ჩართული იყო რაიმე სახის კრიმინალურ საქმიანობაში, სრული სიცრუეა“, - ამტკიცებს ამერიკის ელჩი.

თებერვალში, ევან გერშკოვიჩზე საუბრისას, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ სურს "ის საბოლოოდ სახლში დაბრუნდეს“.

”მე ამას გულწრფელად ვამბობ,” - ხაზგასმით აღნიშნა მან.

მაგრამ სავარაუდოა, რომ კრემლს ევანის თავისუფლების სანაცვლოდ რაღაც სურს, უფრო სწორად, ვიღაც. ითვლება, რომ ეს FSB-ის ოფიცერი ვადიმ კრასიკოვია, რომელიც გერმანიაში იხდის სასჯელს - მას იქ ჩადენილი მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

”ჩემთვის საკმაოდ ნათელია, რომ [ევანი] გამიზნული იყო სავაჭრო მიზნებისთვის,” - თქვა ემა ტაკერმა - "ამას ხშირად უწოდებენ მძევლების დიპლომატიას, რომელიც მძულს, რადგან არაფერია დიპლომატიური იმაში, რაც ხდება. ევანი მძევალია. პუტინი მას ვალუტად ინახავს. რუსეთი აგროვებს ამერიკელებს ციხეებში, რათა მოგვიანებით თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს".

რუსეთის ციხეში ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ორი პატიმარი იხდის სასჯელს: ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი. 2020 წელს მას ჯაშუშობისთვის 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. და ალსუ კურმაშევა - პრაღაში დაფუძნებული რადიოსადგურის "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი.