საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ სასწრაფო დახმარების სამსახურის ყოფილ სამ მენეჯერს და ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ სასწრაფო დახმარების სამსახურის ყოფილ სამ მენეჯერს და ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე სსიპ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ყო­ფილ სამ მე­ნე­ჯერს და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბის ჩა­სა­დე­ნად ქრთა­მის მი­ცე­მის­თვის ერთ-ერთი სა­მე­დი­ცი­ნო კორ­პო­რა­ცი­ის ყო­ფილ ორ წარ­მო­მად­გე­ნელს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ სსიპ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის სამ მე­ნე­ჯერს და ერთ-ერთი სა­მე­დი­ცი­ნო კორ­პო­რა­ცი­ის ორ წარ­მო­მად­გე­ნელს შო­რის კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბა შედ­გა. გა­რი­გე­ბის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში შე­სუ­ლი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, პა­ცი­ენ­ტთა ელექტრო­ნუ­ლი მარ­თვის პროგ­რა­მა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ჩა­რე­ვით, პა­ცი­ენ­ტე­ბის არა უახ­ლო­ეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას, არა­მედ მათ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კორ­პო­რა­ცი­ის კლი­ნი­კებ­ში გა­დაყ­ვა­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მით, 2020 - 2023 წლებ­ში, ხსე­ნე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კორ­პო­რა­ცი­ი­დან სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მე­ნე­ჯე­რებს სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე 500 000 ლარ­ზე მეტი ჩა­ე­რი­ცხათ, რაც ერ­თმა­ნეთ­ში გა­და­ი­ნა­წი­ლეს", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 29 მარტს და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტით და მე-3 ნა­წი­ლის "ე“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნათ (მო­ხე­ლის მიერ წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფუ­რად, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბა), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 11-დან 15-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა ქრთა­მის მი­ცე­მის ფაქტს, სა­მე­დი­ცი­ნო კორ­პო­რა­ცი­ის ყო­ფილ ორ თა­ნამ­შრო­მელს, ბრალ­დე­ბა 339-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (ქრთა­მის მი­ცე­მა უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბის ჩა­სა­დე­ნად) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4-დან - 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პროკურატურამ სასწრაფო დახმარების სამსახურის ყოფილ სამ მენეჯერს და ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ სასწრაფო დახმარების სამსახურის ყოფილ სამ მენეჯერს და ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ყოფილ სამ მენეჯერს და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისთვის ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამ მენეჯერს და ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ორ წარმომადგენელს შორის კორუფციული გარიგება შედგა. გარიგების თანახმად, ბრალდებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, პაციენტების არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას, არამედ მათ აღნიშნული სამედიცინო კორპორაციის კლინიკებში გადაყვანას უზრუნველყოფდნენ.

აღნიშნული კორუფციული სქემით, 2020 - 2023 წლებში, ხსენებული სამედიცინო კორპორაციიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის მენეჯერებს საბანკო ანგარიშზე 500 000 ლარზე მეტი ჩაერიცხათ, რაც ერთმანეთში გადაინაწილეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 მარტს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ (მოხელის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ქრთამის მიცემის ფაქტს, სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ თანამშრომელს, ბრალდება 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან - 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.