მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მტერი ყოველდღიურად მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის" - რა ვითარებაა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე?
"მტერი ყოველდღიურად მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის" - რა ვითარებაა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე?

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის, ალექ­სან­დრე სირსკის გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფრონტზე ვი­თა­რე­ბა ახლა რთუ­ლია, უკ­რა­ი­ნე­ლი დამ­ცვე­ლე­ბი უფრო მეტ პო­ზი­ცი­ებს იბ­რუ­ნე­ბენ, ვიდ­რე კარ­გა­ვენ.

"ფრონტზე სი­ტუ­ა­ცია მარ­თლაც რთუ­ლია, მაგ­რამ ფრონტზე არც შე­იძ­ლე­ბა სხვაგ­ვა­რად იყოს. რა თქმა უნდა, ყო­ვე­ლი დღე მო­ი­თხოვს მაქ­სი­მა­ლურ ძა­ლის­ხმე­ვას ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის­გან და ოფიც­რე­ბის­გან. მაგ­რამ ჩვენ არა მხო­ლოდ თავ­დაც­ვა­ზე ვართ, არა­მედ ყო­ველ­დღე სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წინ მი­ვი­წევთ. გარ­და ამი­სა, ჩვენს მიერ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა აღე­მა­ტე­ბა და­კარ­გულ­თა რა­ო­დე­ნო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და სირსკიმ.

მისი თქმით, მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ბოლო თვე­ებ­ში საგ­რძნობ­ლად გა­ზარ­და სა­ა­ვი­ა­ციო აქ­ტი­ვო­ბა, მარ­თვა­დი ბომ­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც ანად­გუ­რე­ბენ უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბის პო­ზი­ცი­ებს.

"სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მტრის უპი­რა­ტე­სო­ბა, გას­რო­ლი­ლი საბ­რძო­ლო მა­სა­ლის კუ­თხით, და­ახ­ლო­ე­ბით 6:1 იყო“, - აღ­ნიშ­ნა სირსკიმ.

მისი თქმით, ფრონ­ტის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ში უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს სი­ტუ­ა­ცი­ის გა­თა­ნაბ­რე­ბა არ­ტი­ლე­რი­ით და ამან მა­შინ­ვე იმოქ­მე­და ზო­გად ვი­თა­რე­ბა­ზე.

"მტე­რი ყო­ველ­დღი­უ­რად არა მარ­ტო მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ნა­კარ­გებს გა­ნიც­დის ადა­მი­ა­ნურ ძა­ლებ­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­ში, არა­მედ ის ვერ­სად ვერ გრძნობს თავს უსაფრ­თხოდ, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნის დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რი", - გა­ნა­ცხა­და მთა­ვარ­სარ­დალ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მხო­ლოდ მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ-მარ­ტში მტერ­მა და­კარ­გა 570-ზე მეტი ტან­კი, და­ახ­ლო­ე­ბით 1 430 ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, თით­ქმის 1 680 სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მა და 64 სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა.

"ამავდრო­უ­ლად, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ კონ­ტრო­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას მთა­ვარ სი­მაღ­ლე­ებ­ზე და თავ­დაც­ვით ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის და­კარ­გვა, მაქ­სი­მა­ლუ­რად ამოვ­წუ­როთ მტრის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მი­ვა­ყე­ნოთ მას მაქ­სი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბი და მო­ვამ­ზა­დოთ რე­ზერ­ვე­ბი შე­ტე­ვი­თი მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა სირსკიმ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
18

ახლოვდება გამარჯვების პარადი... ზელენსკი ჩაიბარებს პარადს თეთრ ცხენზე ამხედრებული სირსკისგან, ყირიმში... უკრაინის მეფეების პანთეონთან!!!

tasi
24

იცით რაზე მეცინება.ერთი წერს რომ არიქა და ვიგებთო,მეორე წერს ნახევარი რუსეთი გავწყვიტეთო,ამ დროს ნარკომანი ზელია გამოდის და დღეს გამოაცხადა რომ ამერიკის დახმარების გარეშე დაგვერხევაო.მე პირადად სულ ფეხზე მკიდია უკრაინის პრობლემები ,რაც ხდება თავიანთი ბრალია,საერთოდ ადამიანი არის ეს თუ ქვეყანა ,თავად უნდა განსაზღვრო ვითარება სადაც ყოფ თავს,თუ შენ იმის იმედი არ გაქვს რომ პრობლემას თავად ვერ გაუმკლავდები სვის იმედად ნუ ეცდები პრობლემის გადალახვას ,ეს ვარიანტი არ მუშაობს.ამიტომ ზელია გამოიჭირეს ფინთი გოიმივით,შეაყოფიეს თავი ,თავიდან რაღაც რაღაცეებით დაეხმარნენ,მერე ნახეს რომ არანაირი შედეგი არ მოიტანა ამ დახმარებამ,ამ დროს თვითონ აღმოჩდნენ პრობლემების წინაშე და ეს შენი ატეხილი ზელია დაიკიდეს.ამიტომ მორალი ერთია:Не можешь ср.ть,не мучай ж.пу.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"მტერი ყოველდღიურად მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის" - რა ვითარებაა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე?

"მტერი ყოველდღიურად მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის" - რა ვითარებაა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე?

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფრონტზე ვითარება ახლა რთულია, უკრაინელი დამცველები უფრო მეტ პოზიციებს იბრუნებენ, ვიდრე კარგავენ.

"ფრონტზე სიტუაცია მართლაც რთულია, მაგრამ ფრონტზე არც შეიძლება სხვაგვარად იყოს. რა თქმა უნდა, ყოველი დღე მოითხოვს მაქსიმალურ ძალისხმევას ჩვენი ჯარისკაცებისგან და ოფიცრებისგან. მაგრამ ჩვენ არა მხოლოდ თავდაცვაზე ვართ, არამედ ყოველდღე სხვადასხვა მიმართულებით წინ მივიწევთ. გარდა ამისა, ჩვენს მიერ დაბრუნებული პოზიციების რაოდენობა აღემატება დაკარგულთა რაოდენობას“, - განაცხადა სირსკიმ.

მისი თქმით, მოწინააღმდეგემ ბოლო თვეებში საგრძნობლად გაზარდა საავიაციო აქტივობა, მართვადი ბომბების გამოყენებით, რომლებიც ანადგურებენ უკრაინელი მებრძოლების პოზიციებს.

"სულ რამდენიმე დღის წინ, მტრის უპირატესობა, გასროლილი საბრძოლო მასალის კუთხით, დაახლოებით 6:1 იყო“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში უკრაინელებმა მოახერხეს სიტუაციის გათანაბრება არტილერიით და ამან მაშინვე იმოქმედა ზოგად ვითარებაზე.

"მტერი ყოველდღიურად არა მარტო მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის ადამიანურ ძალებსა და აღჭურვილობაში, არამედ ის ვერსად ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, მათ შორის უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორი", - განაცხადა მთავარსარდალმა.

როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში მტერმა დაკარგა 570-ზე მეტი ტანკი, დაახლოებით 1 430 ჯავშანტექნიკა, თითქმის 1 680 საარტილერიო სისტემა და 64 საჰაერო თავდაცვის სისტემა.

"ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ კონტროლის შენარჩუნებას მთავარ სიმაღლეებზე და თავდაცვით ტერიტორიებზე. ჩვენი მიზანია, თავიდან ავიცილოთ ჩვენი ტერიტორიის დაკარგვა, მაქსიმალურად ამოვწუროთ მტრის შესაძლებლობები, მივაყენოთ მას მაქსიმალური დანაკარგები და მოვამზადოთ რეზერვები შეტევითი მოქმედებებისთვის“, - აღნიშნა სირსკიმ.