მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სიამის ტყუპი დებიდან ერთი დაქორწინდა - "ები აკონტროლებს მარჯვენა მკლავს და ფეხს": ფოტო და ვიდეო წვეულებიდან
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სიამის ტყუპი დებიდან ერთი დაქორწინდა - "ები აკონტროლებს მარჯვენა მკლავს და ფეხს": ფოტო და ვიდეო წვეულებიდან

ები და ბრი­ტა­ნი ჰენ­სე­ლე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ დე­ბად ით­ვლე­ბი­ან, მათ სა­ერ­თო მხრე­ბი, ხე­ლე­ბი, ორი ფეხი და ორი გული აქვთ. ისი­ნი 1990 წელს ამე­რი­კა­ში, მი­ნე­სო­ტის შტატ­ში და­ი­ბად­ნენ. სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მათ ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა შეძ­ლეს, ის­წავ­ლეს სი­ა­რუ­ლი, მი­ი­ღეს გა­ნათ­ლე­ბა, და­დი­ოდ­ნენ სპორტზე, ჰქონ­დათ თა­ვი­ან­თი ჰობი და ზო­გა­დად, ცდი­ლო­ბენ, სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეთ...

ამ­ჯე­რად დე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლეა - ები და­ქორ­წინ­და. მისი რჩე­უ­ლი ჯოშ ბო­უ­ლინ­გია, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის არ­მი­ის ვე­ტე­რა­ნი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, წყვი­ლი 2021 წელს და­ქორ­წინ­და, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამის შე­სა­ხებ ცოტა ხნის წინ აც­ნო­ბა.

დები 1990 წელს და­ი­ბად­ნენ. მშობ­ლებ­მა ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს, რად­გან ბავ­შვე­ბის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი მცი­რე იყო. მათ მდგო­მა­რე­ო­ბას მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში ხელი არ შე­უშ­ლია: ტყუ­პებ­მა 16 წლის ასაკ­ში მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რეს, კო­ლე­ჯი და­ამ­თავ­რეს და ევ­რო­პა­ში იმოგ­ზა­უ­რეს. ები აკონ­ტრო­ლებს მათ მარ­ჯვე­ნა მკლავს და ფეხს, ხოლო ბრე­ტა­ნი აკონ­ტრო­ლებს მარ­ცხე­ნა მხა­რეს.

ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პირ­ვე­ლად 1996 წელს, "ოპრა უინფრის შო­უ­დან" გა­იც­ნო. ამ­ჟა­მად ტყუ­პე­ბი მი­ნე­სო­ტას ერთ-ერთ სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბენ.

მსოფ­ლი­ო­ში 80 ათას­ზე მეტი სი­ა­მის ტყუ­პი ცხოვ­რობს და ბოლო წლებ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად 60-იან წლებ­თან შე­და­რე­ბით, 2.5%-ით მეტი ტყუ­პი და­ი­ბა­და.

სი­ა­მის ტყუ­პე­ბი რთუ­ლი ფე­ნო­მე­ნია, რომ­ლის შეს­წავ­ლა­საც მეც­ნი­ე­რე­ბა დღემ­დე ცდი­ლობს. მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბის ცნო­ბით, არ­სე­ბო­ბენ ორი სა­ხის ტყუ­პე­ბი - ერ­თკვერ­ცხი­სე­უ­ლი და სხვა­დას­ხვაკ­ვერ­ცხი­სე­უ­ლი. პირ­ვე­ლე­ბი ვი­თარ­დე­ბი­ან ერთი ზი­გო­ტის­გან (მათ მო­ნო­ზი­გო­ტურ­საც უწო­დე­ბენ), რო­მე­ლიც ორ­სუ­ლო­ბის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე იყო­ფა ორ ან მეტ იზო­ლი­რე­ბულ ნა­წი­ლად.

ამათ­გან თი­თე­უ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბელ ორ­გა­ნიზ­მად ვი­თარ­დე­ბა. ჩა­ნა­სა­ხის ნა­წი­ლე­ბის არას­რუ­ლი და­ცი­ლე­ბა იწ­ვევს სი­ა­მის ტყუ­პე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ერ­თკვერ­ცხი­სე­ულ უჯრე­დებს აქვთ სა­ერ­თო პლა­ცენ­ტა, ერ­თნა­ი­რი გე­ნო­ტი­პი, ყო­ველ­თვის ერთი სქე­სი­სა­ნი არი­ან, აქვთ სის­ხლის ერთი და იგი­ვე ჯგუ­ფი და ძა­ლი­ან ჰგვა­ნან ერ­თმა­ნეთს. მათ ერ­თნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბა, ჩვე­ვე­ბი და თვი­სე­ბე­ბი აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
............../
1

ასეთ თემებზე საერთოდ უნდა იწერებოდეს??? ხედავთ რამდენი კითხვები გაცნდა საზოგადოებაში??? აბა გვიპასუხონ ყველა კითხვაზე ეხლა. 

ვახტანგი -72
11

მთავარია, რომ სამივე ბედნიერია!

დაველოდოთ მათი შვილების გაჩენას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სიამის ტყუპი დებიდან ერთი დაქორწინდა - "ები აკონტროლებს მარჯვენა მკლავს და ფეხს": ფოტო და ვიდეო წვეულებიდან

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სიამის ტყუპი დებიდან ერთი დაქორწინდა - "ები აკონტროლებს მარჯვენა მკლავს და ფეხს": ფოტო და ვიდეო წვეულებიდან

ები და ბრიტანი ჰენსელები, თანამედროვეობის ყველაზე ცნობილ დებად ითვლებიან, მათ საერთო მხრები, ხელები, ორი ფეხი და ორი გული აქვთ. ისინი 1990 წელს ამერიკაში, მინესოტის შტატში დაიბადნენ. სირთულის მიუხედავად, მათ ცხოვრების გაგრძელება შეძლეს, ისწავლეს სიარული, მიიღეს განათლება, დადიოდნენ სპორტზე, ჰქონდათ თავიანთი ჰობი და ზოგადად, ცდილობენ, სრულფასოვანი ცხოვრება ჰქონდეთ...

ამჯერად დების ცხოვრებაში სიახლეა - ები დაქორწინდა. მისი რჩეული ჯოშ ბოულინგია, შეერთებული შტატების არმიის ვეტერანი. როგორც ცნობილია, წყვილი 2021 წელს დაქორწინდა, თუმცა საზოგადოებას ამის შესახებ ცოტა ხნის წინ აცნობა.

დები 1990 წელს დაიბადნენ. მშობლებმა ოპერაციის ჩატარებაზე უარი განაცხადეს, რადგან ბავშვების გადარჩენის შანსი მცირე იყო. მათ მდგომარეობას მიზნების მიღწევაში ხელი არ შეუშლია: ტყუპებმა 16 წლის ასაკში მართვის მოწმობის გამოცდა ჩააბარეს, კოლეჯი დაამთავრეს და ევროპაში იმოგზაურეს. ები აკონტროლებს მათ მარჯვენა მკლავს და ფეხს, ხოლო ბრეტანი აკონტროლებს მარცხენა მხარეს.

ისინი საზოგადოებამ პირველად 1996 წელს, "ოპრა უინფრის შოუდან" გაიცნო. ამჟამად ტყუპები მინესოტას ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად მუშაობენ.

მსოფლიოში 80 ათასზე მეტი სიამის ტყუპი ცხოვრობს და ბოლო წლებში, კონკრეტულად 60-იან წლებთან შედარებით, 2.5%-ით მეტი ტყუპი დაიბადა.

სიამის ტყუპები რთული ფენომენია, რომლის შესწავლასაც მეცნიერება დღემდე ცდილობს. მედიცინის მუშაკების ცნობით, არსებობენ ორი სახის ტყუპები - ერთკვერცხისეული და სხვადასხვაკვერცხისეული. პირველები ვითარდებიან ერთი ზიგოტისგან (მათ მონოზიგოტურსაც უწოდებენ), რომელიც ორსულობის ადრეულ სტადიაზე იყოფა ორ ან მეტ იზოლირებულ ნაწილად.

ამათგან თითეული დამოუკიდებელ ორგანიზმად ვითარდება. ჩანასახის ნაწილების არასრული დაცილება იწვევს სიამის ტყუპების განვითარებას. ერთკვერცხისეულ უჯრედებს აქვთ საერთო პლაცენტა, ერთნაირი გენოტიპი, ყოველთვის ერთი სქესისანი არიან, აქვთ სისხლის ერთი და იგივე ჯგუფი და ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მათ ერთნაირი გემოვნება, ჩვევები და თვისებები აქვთ.