მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში აღებული მართვის მოწმობა ევროპის კიდევ ერთ ქვეყანაში იქნება აღიარებული - რა ინფორმაციას აქვეყნებს შსს?
საქართველოში აღებული მართვის მოწმობა ევროპის კიდევ ერთ ქვეყანაში იქნება აღიარებული - რა ინფორმაციას აქვეყნებს შსს?

ეს­პა­ნეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ხელი მო­ე­წე­რა შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მარ­თვის მოწ­მო­ბის ვა­დის გას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უგა­მოც­დოდ შეძ­ლე­ბენ მი­ი­ღონ თა­ნა­ბა­რი ძა­ლის მქო­ნე მარ­თვის მოწ­მო­ბის დო­კუ­მენ­ტი, თუ კი ისი­ნი ესპნეთ­ში ან სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი­ე­რად ცხოვ­რო­ბენ.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს:

"ეს­პა­ნე­თის სა­მე­ფოს მი­ნის­ტრთა საბ­ჭომ უკვე გა­ნა­ცხა­და თან­ხმო­ბა შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რის თა­ო­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ეს­პა­ნე­თის სა­მე­ფოს პრე­ზი­დენ­ტი­სა და მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გა­ნა­თავ­სა.

შე­თან­ხმე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ, მხა­რე­თა მიერ გა­ცე­მუ­ლი მოქ­მე­დი მარ­თვის მოწ­მო­ბის მფლო­ბე­ლე­ბი, თე­ო­რი­უ­ლი ან პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის გა­რე­შე შეძ­ლე­ბენ მი­ი­ღონ თა­ნა­ბა­რი ძა­ლის მქო­ნე მარ­თვის მოწ­მო­ბა იმ სა­ხელ­მწი­ფო­ში, რო­მე­ლიც მათ კა­ნო­ნი­ერ სა­ცხოვ­რე­ბელს წარ­მო­ად­გენს.

შე­თან­ხმე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლია მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბის კა­ტე­გო­რი­ე­ბი და კლა­სე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­თან­ხმე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან გა­დაც­ვლას, კერ­ძოდ AM, A1, A2, A, B, B+E, მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბის გა­დაც­ვლა თე­ო­რი­უ­ლი ან პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის გა­რე­შე იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბის გა­დაც­ვლი­სათ­ვის, განმცხა­დებ­ლებს მო­უ­წევთ ჩა­ა­ბა­რონ მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­და ზო­გა­დი მოძ­რა­ო­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ღია გზებ­ზე, იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ან მი­საბ­მე­ლი­ა­ნი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მელ­თა მარ­თვაც აღ­ნიშ­ნუ­ლი მოწ­მო­ბე­ბით იქ­ნე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი." - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფიქრია
0

იტალიასთანაც მიაღწიეთ ამ შეთანხმებას გთხოვთ!

Beka
0

იტალიაშიც დაუშვან რა მოხდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საქართველოში აღებული მართვის მოწმობა ევროპის კიდევ ერთ ქვეყანაში იქნება აღიარებული - რა ინფორმაციას აქვეყნებს შსს?

საქართველოში აღებული მართვის მოწმობა ევროპის კიდევ ერთ ქვეყანაში იქნება აღიარებული - რა ინფორმაციას აქვეყნებს შსს?

ესპანეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმების დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მართვის მოწმობის ვადის გასვლის შემთხვევაში, მოქალაქეები უგამოცდოდ შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობის დოკუმენტი, თუ კი ისინი ესპნეთში ან საქართველოში კანონიერად ცხოვრობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს:

"ესპანეთის სამეფოს მინისტრთა საბჭომ უკვე განაცხადა თანხმობა შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ესპანეთის სამეფოს პრეზიდენტისა და მინისტრთა საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

შეთანხმებით განსაზღვრულია მართვის მოწმობების კატეგორიები და კლასები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დაექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B, B+E, მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E მართვის მოწმობების გადაცვლისათვის, განმცხადებლებს მოუწევთ ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული." - ნათქვამია განცხადებაში.