მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხუთ წელში ოთხი შვილი შემეძინა, მათ მარტო ვზრდი ნაქირავებში" - როგორ ცხოვრობს გორის ქალთა გუნდის სოლისტი: თაკო ოქროპირიძე კარიერასა და გამოწვევებზე
"ხუთ წელში ოთხი შვილი შემეძინა, მათ მარტო ვზრდი ნაქირავებში" - როგორ ცხოვრობს გორის ქალთა გუნდის სოლისტი: თაკო ოქროპირიძე კარიერასა და გამოწვევებზე

თაკო ოქ­რო­პი­რი­ძის მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა 1997 წელს „გო­რის ქალ­თა გუნ­დი­დან“ და­ი­წყო. შემ­დეგ იყო მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სე­ბი, ბუ­თხუზ ბა­სი­ლა­ი­ას კვინ­ტე­ტი, და­ო­ჯა­ხე­ბა, და­შო­რე­ბა და მშობ­ლე­ბის და­ღუპ­ვა. ახლა მარ­ტო­ხე­ლა დე­დაა და ოთხ შვილს ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ზრდის.

ამის გამო არა­სო­დეს წუ­წუ­ნებს, პი­რი­ქით, ამ­ბობს, კი­დევ ოთხი შვი­ლი რომ ჰყავ­დეს, ამ რთულ გა­მოწ­ვე­ვას აუ­ცი­ლებ­ლად გა­უმკლავ­დე­ბო­და. გუნ­დის სო­ლისტს არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი აქვს მო­სა­ყო­ლი თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე. თა­კოს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ AMBEBI.GE-ზე პირ­ვე­ლად ქვეყ­ნდე­ბა, ამი­ტომ სა­უ­ბა­რი წარ­სუ­ლი­დან და­ვი­წყეთ.

- თაკო, მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სე­ბით გა­გიც­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რა სა­ხის გა­მოც­დი­ლე­ბა იყო თქვენ­თვის?

- ყვე­ლა­ზე კარ­გად ის პე­რი­ო­დი მახ­სენ­დე­ბა, რო­დე­საც "ნუ­ცას სკო­ლა­ში“ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. გარ­და გა­მოც­დი­ლე­ბი­სა, რაც ამ კონ­კურ­სმა მომ­ცა, ასე­ვე იყო ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მელ­მაც კვინ­ტე­ტი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და თა­ვად შე­არ­ჩია მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კონ­კურ­სან­ტე­ბის­გან. მათ შო­რის ვი­ყა­ვი მეც. ნუცა ჯა­ნე­ლი­ძემ რომ და­მი­რე­კა, მი­თხრა, ახლა ფეხ­ზე თუ დგა­ხარ, ჯო­ბია, რომ დაჯ­დე, ისე­თი რა­ღაც უნდა გი­თხრა, გული წა­გი­ვაო. მი­თხრა, რომ ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ას "ივე­რი­ის­თვის“ მო­ვე­წო­ნე. მე­ო­რე დღეს­ვე შევ­ხვდით ბა­ტონ ალექ­სან­დრეს.

- რო­გორ გაგ­რძელ­და თქვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა?

- სამ­წუ­ხა­როდ, ბა­ტონ ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­უ­ა­რეს­და, თუმ­ცა მისი სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თამ­დე ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დით, უკან არ დაგ­ვი­ხე­ვია. სა­ა­ვად­მყო­ფო­და­ნაც კი გვაძ­ლევ­და რჩე­ვებ­სა და მი­თი­თე­ბებს. ძა­ლი­ან ბევ­რი გეგ­მა გვქონ­და, მაგ­რამ დარ­ჩა ჰა­ერ­ში, შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი. მე მა­ინც მო­ვას­წა­რი მას­თან საქ­მი­ა­ნი წლე­ბის გა­ტა­რე­ბა. პი­რა­დად ჩემ­თვის და­წე­რა სიმ­ღე­რა, რომ­ლის პრე­მი­ე­რაც ათი წლის წინ, ეკა ხო­ფე­რი­ას გა­და­ცე­მა­ში შედ­გა. გა­მორ­ჩე­უ­ლი პე­რი­ო­დი იყო ჩემ­თვის, მა­შინ ცო­ცხა­ლი მყავ­და მშობ­ლე­ბიც და ბა­ტო­ნი ალექ­სან­დრეც.

- მშობ­ლე­ბი რით და­ი­ღუპ­ნენ?

- დედა 2011 წელს და­ი­ღუ­პა, მამა 2018 წელს, ორი­ვე ავად­მყო­ფო­ბით.

- "გო­რის ქალ­თა გუნდში" რო­გორ მოხ­ვდით?

- 1997 წლი­დან ვმღე­რი, ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი და იქ ავიდ­გი ფეხი. დე­დამ ან­დერ­ძად და­მი­ტო­ვა, რომ იქამ­დე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი გუნდში, სა­დამ­დეც სიმ­ღე­რა შე­მეძ­ლო. პირ­ვე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი შალ­ვა მო­სი­ძე მა­მა­სა­ვით მყავ­და, მან მას­წავ­ლა სიმ­ღე­რა, ახლა თე­ო­ნა ცი­რა­მუა, მისი მო­წა­ფეა გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი. ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ჩემი შვი­ლის ნათ­ლი­აა. იმ­დე­ნად გულ­წრფე­ლი და სან­დო ადა­მი­ა­ნია, მი­ხა­რია, ტაქ­სი­ში რომ უნდა ჩავ­ჯდე და გორ­ში წა­ვი­დე რე­პე­ტი­ცი­ა­ზე.

- ბოლო წლებ­შია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბევ­რი მსმე­ნე­ლი შე­ი­ძი­ნეთ, მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­გიც­ნოთ...

- გო­რის ქალ­თა გუნ­დი 90-იან წლებ­შიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, უბ­რა­ლოდ, მა­შინ ამ­დე­ნი ტე­ლე­ვი­ზია არ არ­სე­ბობ­და, არც ამ­დე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი გვეხ­ვე­ო­და თავს და არ შუქ­დე­ბო­და. ბა­ტო­ნი შალ­ვაც მო­რი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, არ თან­ხმდე­ბო­და ინ­ტერ­ვი­უ­ებს. რაც თე­ო­ნა მო­ვი­და ხელ­მძღვა­ნე­ლად, არ ჩარ­ჩე­ნი­ლა 20-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რად­გან მიხ­ვდა, რომ მსმე­ნე­ლი იკარ­გე­ბო­და. გა­და­წყვი­ტა სხვა გზით აღედ­გი­ნა გუნ­დის სა­ხე­ლი და წარ­მა­ტე­ბა, ისე რომ, ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნი გვის­მენ­დეს. ვი­ცით, რომ ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი მუ­სი­კა კარ­გია და ჩვე­ნი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია, მაგ­რამ მა­სი­უ­რად აღარ უს­მე­ნენ, ეს არის ის ნიჭი და ხრი­კი, რაც თე­ო­ნას აქვს, მან შეძ­ლო და ყვე­ლას მო­ას­მე­ნი­ნა.

- ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის ფონ­ზე, რა გინ­დო­დათ მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სებ­ში?

- სოლო მომ­ღე­რა­ლიც ვარ და სა­ესტრა­დო სიმ­ღე­რე­ბი, ბლუ­ზი, ჯაზი მიყ­ვარს, მინ­დო­და მე­ცა­და ბედი და პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ა­ნებს შე­ვე­ფა­სე­ბი­ნე. არ ვნა­ნობ არა­ფერს.

- რამ­დე­ნად რთუ­ლია, რო­დე­საც გუნ­დი გას­ტროლ­ზე მი­დი­ხართ, ამ­დე­ნი ქალი, ზოგს შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე პრობ­ლე­მა გქონ­დეს?

- არა­ნა­ი­რად არ არის რთუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ქეთი მე­ლუ­ას­თან პირ­ვე­ლი მას­შტა­ბუ­რი ტური გავ­მარ­თეთ, მე­სა­მე შვილ­ზე ვი­ყა­ვი ორ­სუ­ლად. მთე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის მან­ძილ­ზე ერთხელ არ გა­უ­გია თე­ო­ნას ჩემი წუ­წუ­ნი. ასე­ვე ჩვენ­თან იყ­ვნენ სხვა გო­გო­ნე­ბიც, ვი­საც მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი ჰყავ­დათ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ტო­ვე­ბუ­ლი.

- თაკო, კმა­ყო­ფი­ლი ხართ ანა­ზღა­უ­რე­ბით, რო­დე­საც ამ­ხე­ლა გუნდში მღე­რით?

- სოლო მომ­ღე­რალს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა აქვს. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოა და არ არის ისე­თი და­ფი­ნან­სე­ბა, რომ ამა­ზე ააგო ოც­ნე­ბე­ბი. სულ ვამ­ბობ, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში რომ ვმღე­რო­დე და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბის გუნდში ვიყო, სხვა­ნა­ი­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა მექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მას­შტა­ბე­ბი და სა­ბა­ნი სა­დამ­დეც გაგწვდე­ბა, იქამ­დე უნდა და­ი­ხუ­რო.

- გუნდს სა­ო­ცა­რი დუ­ე­ტე­ბი გაქვთ სხვა­დას­ხვა შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან, ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რად რო­მე­ლი სიმ­ღე­რის ჩა­წე­რა გახ­სენ­დე­ბათ?

- ალ­ბათ უფრო ლელა თა­თა­რა­ი­ძეს­თან და მა­ნა­ნა მე­ნაბ­დეს­თან ჩა­წე­რი­ლი დუ­ე­ტე­ბი, ასე­ვე კორ­ძის­თან. სა­მი­ვე ჟან­რობ­რი­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო, სა­მი­ვე ძა­ლი­ან უყ­ვარს ქარ­თველს მსმე­ნელს და კარ­გად მო­ვირ­გეთ. სა­ო­ცა­რი შერ­წყმა მოხ­და და იმ­დე­ნად გა­ვი­თა­ვი­სეთ, რომ სულ ჟრუ­ან­ტე­ლი გვივ­ლი­და. ყვე­ლა ნოტ­მა ძვალ­სა და რბილ­ში გა­ი­ა­რა. ვნერ­ვი­უ­ლობ­დით, რა ცუ­დია რომ დამ­თავ­რდა, კი­დევ გვინ­დო­და გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. ფაქ­ტი სა­ხე­ზეა, რო­გო­რი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია ამ ყვე­ლა­ფერ­მა.

- თქვენს ოჯახ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით, ოთხი შვი­ლის დედა ხართ...

- ხუთ წე­ლი­წად­ში ოთხი შვი­ლი შე­მე­ძი­ნა. მრა­ვალ­შვი­ლი­ან დე­დო­ბა­ზე არ მი­ოც­ნე­ბია, მაგ­რამ ოთხი შვი­ლი ნამ­დვი­ლად მინ­დო­და, ორი გო­გო­ნა და ორი ბიჭი. მახ­სოვს, 5-6 წლი­დან მე­ზობ­ლის ბავ­შვებს ვუვ­ლი­დი, ეტ­ლით ვა­სე­ირ­ნებ­დი, ვაჭ­მევ­დი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თო­თო­ე­ბი. არ და­მი­გეგ­მავს არა­ფე­რი, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით მოხ­და. ყვე­ლა ჯერ­ზე მო­ვი­და და მი­ვი­ღე.

- ვინ გეხ­მა­რე­ბათ, ვის უტო­ვებ­დით ბავ­შვებს გას­ტროლ­ზე რომ მი­დი­ო­დით?

- ძიძა, ბაღი, ასე­ვე სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დამ­ყავ­და სამ­სა­ხურ­ში, ასე­ვე ოჯა­ხის წევ­რე­ბი იტო­ვებ­დნენ. ახლა დიდი ხა­ნია, რაც მე და ჩემი შვი­ლე­ბი მარ­ტო ვცხოვ­რობთ და ისე მაქვს დღის გან­რი­გი გათ­ვლი­ლი, რომ სა­ნამ სამ­სა­ხუ­რი და­მე­წყე­ბა, ყვე­ლა ბავ­შვი უნდა და­ვა­ბი­ნაო, ზოგი სკო­ლა­ში და ზო­გიც ბაღ­ში მი­ვიყ­ვა­ნო. სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ უკვე მათი გა­მოყ­ვა­ნის დროა. თუ კონ­ცერ­ტი მემ­თხვე­ვა, მშობ­ლებ­თან, მას­წავ­ლე­ბელ­თან შე­თან­ხმე­ბით ვაგ­ვა­რებ. ვთვლი, რომ ორი­ვე სამ­სა­ხურ­ში გა­მი­მარ­თლა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი მყავს. კონ­ცერ­ტის დროს, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით გავ­რბი­ვარ, ვმღე­რი და შემ­დეგ სახ­ლში, ბავ­შვებ­თან ვბრუნ­დე­ბი. ალ­ბათ მე­ნე­ჯმენ­ტის კარ­გი უნა­რი მაქვს, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ვა­ხერ­ხებ. რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ ყვე­ლა დე­დას შე­უძ­ლია, უბ­რა­ლოდ, ვინ რამ­დენს იტ­ვირ­თებს. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი აღ­მოვ­ჩნდი ამ სა­კი­თხში.

- ფი­ნან­სუ­რად რო­გორ ახერ­ხებთ მარ­ტო­ხე­ლა დედა გა­უ­ძღვეთ ოჯახს?

- არ ვიცი, აქაც კარ­გი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ვარ ალ­ბათ.

- რო­დე­საც მარ­ტო დარ­ჩით, რამ­დე­ნად ად­ვი­ლი იყო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად. მახ­სოვს, დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და­ო­ჯახ­დით. თით­ქოს ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი გქონ­დათ...

- ამ თე­მა­ზე, არა­სო­დეს არ­სად მი­სა­უბ­რია, ჩემ­გან არც გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა ეს თემა. ირ­გვლივ მე­გობ­რებ­მა თუ იცოდ­ნენ. ერ­თა­დერ­თს გე­ტყვით, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, სწრა­ფად უნდა გა­და­ხარ­შო ყვე­ლა­ფე­რი. რო­დე­საც უკან იხე­დე­ბი და ოთხი ბავ­შვი მოგ­ყვე­ბა, არ უნდა მო­ტყდე და და­ე­ცე. ბავ­შვო­ბი­დან ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ დედა ისე მზრდი­და, რომ არა­ვის­თვის ენა არ უნდა შე­მებ­რუ­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ დღეს უკვე მივ­ხვდი, რომ ცხოვ­რე­ბა სხვა­ნა­ი­რია. სა­კუ­თარ თავ­თან რომ მარ­ტო ვრჩე­ბო­დი, ბევ­რს ვფიქ­რობ­დი. ალ­ბათ მა­შინ გა­ვი­აზ­რე, რა შე­მიძ­ლია. ჩემს ოთხ შვილ­თან კი არა, კი­დევ ოთხი რომ მყავ­დეს, იმა­ვე­ნა­ი­რად ძლი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი. უფ­რო­სი შვი­ლი 9 წლის არის, უმ­ცრო­სი 4 წლის.

- თაკო, სა­კუ­თა­რი ბინა თუ გაქვთ?

- არა, ქი­რით ვცხოვ­რობ ჩემს შვი­ლებ­თან ერ­თად. რო­გორც გი­თხა­რით, ორი სამ­სა­ხუ­რი მაქვს, "ავ­ტო­რა­დი­ოს“ მუ­სი­კა­ლუ­რი წამ­ყვა­ნი ვარ 2007 წლი­დან, გახ­სნი­დან ორ თვე­ში მი­ვე­დი და გო­რის ქალ­თა გუნ­დის სო­ლის­ტი. არ­ცერ­თის შეც­ვლას არ ვა­პი­რებ, ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ თავს. რაც შე­ე­ხე­ბა სოლო კა­რი­ე­რას, ბავ­შვე­ბის გა­ჩე­ნის გამო ცოტა უკან და­ვი­ხიე. თან ამას ფი­ნან­სუ­რი მხა­რეც სჭირ­დე­ბა და მირ­ჩევ­ნია ისევ ჩემს შვი­ლებს მო­ვახ­მა­რო ეს ფული. თუმ­ცა ნელ-ნელა წინ მი­ვი­წევ, მიწ­ვე­ვე­ბიც მაქვს და იმე­დი მაქვს ამ გზი­დან არ გა­და­ვუხ­ვევ.

- თაკო, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, არა­სო­დეს გი­ფიქ­რი­ათ, რომ თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბით ვინ­მეს და­უმ­ტკი­ცეთ, რომ სიმ­ღე­რა შე­გიძ­ლია?

- არა, არა­ვის ვე­ჯიბ­რე­ბი, ასე თუ იფიქ­რებ, ვე­რა­სო­დეს იმ­ღე­რებ გულ­წრფე­ლად. რა­დი­ო­ში მიკრო­ფონ­თან რომ ვზი­ვარ, არა­ვინ იცის რო­გორ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, იმ დღეს რა გა­და­ვი­ტა­ნე, ეთერ­ში შევ­დი­ვარ და ყვე­ლა­ფერს ვიხ­სნი. ჩემს პრობ­ლე­მებს სცე­ნა­ზეც არა­ვის ვახ­ვევ. სუფ­თა და ბოღ­მის გა­რე­შე უნდა იდგე და ამ დროს მსმე­ნე­ლის წამ­წა­მე­ბი­და­ნაც კი წა­მო­ვა ემო­ცია. როცა ბუ­ნებ­რი­ვი და მარ­თა­ლი ხარ, იქ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ხუთ წელში ოთხი შვილი შემეძინა, მათ მარტო ვზრდი ნაქირავებში" - როგორ ცხოვრობს გორის ქალთა გუნდის სოლისტი: თაკო ოქროპირიძე კარიერასა და გამოწვევებზე

"ხუთ წელში ოთხი შვილი შემეძინა, მათ მარტო ვზრდი ნაქირავებში" - როგორ ცხოვრობს გორის ქალთა გუნდის სოლისტი: თაკო ოქროპირიძე კარიერასა და გამოწვევებზე

თაკო ოქროპირიძის მუსიკალური კარიერა 1997 წელს „გორის ქალთა გუნდიდან“ დაიწყო. შემდეგ იყო მუსიკალური კონკურსები, ბუთხუზ ბასილაიას კვინტეტი, დაოჯახება, დაშორება და მშობლების დაღუპვა. ახლა მარტოხელა დედაა და ოთხ შვილს ნაქირავებ ბინაში ზრდის.

ამის გამო არასოდეს წუწუნებს, პირიქით, ამბობს, კიდევ ოთხი შვილი რომ ჰყავდეს, ამ რთულ გამოწვევას აუცილებლად გაუმკლავდებოდა. გუნდის სოლისტს არაერთი საინტერესო ამბავი აქვს მოსაყოლი თავის ცხოვრებაზე. თაკოს ვრცელი ინტერვიუ AMBEBI.GE-ზე პირველად ქვეყნდება, ამიტომ საუბარი წარსულიდან დავიწყეთ.

- თაკო, მუსიკალური კონკურსებით გაგიცნოთ საზოგადოებამ, რა სახის გამოცდილება იყო თქვენთვის?

- ყველაზე კარგად ის პერიოდი მახსენდება, როდესაც "ნუცას სკოლაში“ ვმონაწილეობდი. გარდა გამოცდილებისა, რაც ამ კონკურსმა მომცა, ასევე იყო ალექსანდრე ბასილაიასთან ურთიერთობა, რომელმაც კვინტეტი ჩამოაყალიბა და თავად შეარჩია მონაწილეები კონკურსანტებისგან. მათ შორის ვიყავი მეც. ნუცა ჯანელიძემ რომ დამირეკა, მითხრა, ახლა ფეხზე თუ დგახარ, ჯობია, რომ დაჯდე, ისეთი რაღაც უნდა გითხრა, გული წაგივაო. მითხრა, რომ ალექსანდრე ბასილაიას "ივერიისთვის“ მოვეწონე. მეორე დღესვე შევხვდით ბატონ ალექსანდრეს.

- როგორ გაგრძელდა თქვენი თანამშრომლობა?

- სამწუხაროდ, ბატონ ალექსანდრე ბასილაიას ჯანმრთელობის გაუუარესდა, თუმცა მისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვმეცადინეობდით, უკან არ დაგვიხევია. საავადმყოფოდანაც კი გვაძლევდა რჩევებსა და მითითებებს. ძალიან ბევრი გეგმა გვქონდა, მაგრამ დარჩა ჰაერში, შეუსრულებელი. მე მაინც მოვასწარი მასთან საქმიანი წლების გატარება. პირადად ჩემთვის დაწერა სიმღერა, რომლის პრემიერაც ათი წლის წინ, ეკა ხოფერიას გადაცემაში შედგა. გამორჩეული პერიოდი იყო ჩემთვის, მაშინ ცოცხალი მყავდა მშობლებიც და ბატონი ალექსანდრეც.

- მშობლები რით დაიღუპნენ?

- დედა 2011 წელს დაიღუპა, მამა 2018 წელს, ორივე ავადმყოფობით.

- "გორის ქალთა გუნდში" როგორ მოხვდით?

- 1997 წლიდან ვმღერი, ჯერ კიდევ სკოლაში დავდიოდი და იქ ავიდგი ფეხი. დედამ ანდერძად დამიტოვა, რომ იქამდე ვყოფილიყავი გუნდში, სადამდეც სიმღერა შემეძლო. პირველი ხელმძღვანელი შალვა მოსიძე მამასავით მყავდა, მან მასწავლა სიმღერა, ახლა თეონა ცირამუა, მისი მოწაფეა გუნდის ხელმძღვანელი. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ჩემი შვილის ნათლიაა. იმდენად გულწრფელი და სანდო ადამიანია, მიხარია, ტაქსიში რომ უნდა ჩავჯდე და გორში წავიდე რეპეტიციაზე.

- ბოლო წლებშია განსაკუთრებულად ბევრი მსმენელი შეიძინეთ, მთელმა საქართველომ გაგიცნოთ...

- გორის ქალთა გუნდი 90-იან წლებშიც ძალიან პოპულარული იყო, უბრალოდ, მაშინ ამდენი ტელევიზია არ არსებობდა, არც ამდენი ჟურნალისტი გვეხვეოდა თავს და არ შუქდებოდა. ბატონი შალვაც მორიდებული ადამიანი იყო, არ თანხმდებოდა ინტერვიუებს. რაც თეონა მოვიდა ხელმძღვანელად, არ ჩარჩენილა 20-ე საუკუნეში, რადგან მიხვდა, რომ მსმენელი იკარგებოდა. გადაწყვიტა სხვა გზით აღედგინა გუნდის სახელი და წარმატება, ისე რომ, ყველა ასაკის ადამიანი გვისმენდეს. ვიცით, რომ ქართული ხალხური მუსიკა კარგია და ჩვენი სავიზიტო ბარათია, მაგრამ მასიურად აღარ უსმენენ, ეს არის ის ნიჭი და ხრიკი, რაც თეონას აქვს, მან შეძლო და ყველას მოასმენინა.

- ასეთი წარმატებული კარიერის ფონზე, რა გინდოდათ მუსიკალურ კონკურსებში?

- სოლო მომღერალიც ვარ და საესტრადო სიმღერები, ბლუზი, ჯაზი მიყვარს, მინდოდა მეცადა ბედი და პროფესიონალ ადამიანებს შევეფასებინე. არ ვნანობ არაფერს.

- რამდენად რთულია, როდესაც გუნდი გასტროლზე მიდიხართ, ამდენი ქალი, ზოგს შეიძლება რაიმე პრობლემა გქონდეს?

- არანაირად არ არის რთული. მაგალითად, ქეთი მელუასთან პირველი მასშტაბური ტური გავმართეთ, მესამე შვილზე ვიყავი ორსულად. მთელი მოგზაურობის მანძილზე ერთხელ არ გაუგია თეონას ჩემი წუწუნი. ასევე ჩვენთან იყვნენ სხვა გოგონებიც, ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავდათ საქართველოში დატოვებული.

- თაკო, კმაყოფილი ხართ ანაზღაურებით, როდესაც ამხელა გუნდში მღერით?

- სოლო მომღერალს განსხვავებული ანაზღაურება აქვს. თუმცა საქართველოა და არ არის ისეთი დაფინანსება, რომ ამაზე ააგო ოცნებები. სულ ვამბობ, ევროპასა და ამერიკაში რომ ვმღეროდე და მსოფლიოს მასშტაბის გუნდში ვიყო, სხვანაირი ანაზღაურება მექნებოდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის მასშტაბები და საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე უნდა დაიხურო.

- გუნდს საოცარი დუეტები გაქვთ სხვადასხვა შემსრულებლებთან, ყველაზე ემოციურად რომელი სიმღერის ჩაწერა გახსენდებათ?

- ალბათ უფრო ლელა თათარაიძესთან და მანანა მენაბდესთან ჩაწერილი დუეტები, ასევე კორძისთან. სამივე ჟანრობრივად განსხვავებული იყო, სამივე ძალიან უყვარს ქართველს მსმენელს და კარგად მოვირგეთ. საოცარი შერწყმა მოხდა და იმდენად გავითავისეთ, რომ სულ ჟრუანტელი გვივლიდა. ყველა ნოტმა ძვალსა და რბილში გაიარა. ვნერვიულობდით, რა ცუდია რომ დამთავრდა, კიდევ გვინდოდა გაგრძელებულიყო. ფაქტი სახეზეა, როგორი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ყველაფერმა.

- თქვენს ოჯახზე მოგვიყევით, ოთხი შვილის დედა ხართ...

- ხუთ წელიწადში ოთხი შვილი შემეძინა. მრავალშვილიან დედობაზე არ მიოცნებია, მაგრამ ოთხი შვილი ნამდვილად მინდოდა, ორი გოგონა და ორი ბიჭი. მახსოვს, 5-6 წლიდან მეზობლის ბავშვებს ვუვლიდი, ეტლით ვასეირნებდი, ვაჭმევდი. ძალიან მიყვარს პატარა ბავშვები განსაკუთრებულად თოთოები. არ დამიგეგმავს არაფერი, ყველაფერი თავისით მოხდა. ყველა ჯერზე მოვიდა და მივიღე.

- ვინ გეხმარებათ, ვის უტოვებდით ბავშვებს გასტროლზე რომ მიდიოდით?

- ძიძა, ბაღი, ასევე საჭიროების შემთხვევაში დამყავდა სამსახურში, ასევე ოჯახის წევრები იტოვებდნენ. ახლა დიდი ხანია, რაც მე და ჩემი შვილები მარტო ვცხოვრობთ და ისე მაქვს დღის განრიგი გათვლილი, რომ სანამ სამსახური დამეწყება, ყველა ბავშვი უნდა დავაბინაო, ზოგი სკოლაში და ზოგიც ბაღში მივიყვანო. სამსახურის შემდეგ უკვე მათი გამოყვანის დროა. თუ კონცერტი მემთხვევა, მშობლებთან, მასწავლებელთან შეთანხმებით ვაგვარებ. ვთვლი, რომ ორივე სამსახურში გამიმართლა, არაჩვეულებრივი ხელმძღვანელები მყავს. კონცერტის დროს, ნახევარი საათით გავრბივარ, ვმღერი და შემდეგ სახლში, ბავშვებთან ვბრუნდები. ალბათ მენეჯმენტის კარგი უნარი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ვახერხებ. რატომღაც მგონია, რომ ყველა დედას შეუძლია, უბრალოდ, ვინ რამდენს იტვირთებს. ძალიან ძლიერი აღმოვჩნდი ამ საკითხში.

- ფინანსურად როგორ ახერხებთ მარტოხელა დედა გაუძღვეთ ოჯახს?

- არ ვიცი, აქაც კარგი ორგანიზატორი ვარ ალბათ.

- როდესაც მარტო დარჩით, რამდენად ადვილი იყო ფსიქოლოგიურად. მახსოვს, დიდი სიყვარულით დაოჯახდით. თითქოს ბედნიერი ოჯახი გქონდათ...

- ამ თემაზე, არასოდეს არსად მისაუბრია, ჩემგან არც გაჟღერებულა ეს თემა. ირგვლივ მეგობრებმა თუ იცოდნენ. ერთადერთს გეტყვით, ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ, სწრაფად უნდა გადახარშო ყველაფერი. როდესაც უკან იხედები და ოთხი ბავშვი მოგყვება, არ უნდა მოტყდე და დაეცე. ბავშვობიდან ძლიერი ადამიანი ვიყავი, მაგრამ დედა ისე მზრდიდა, რომ არავისთვის ენა არ უნდა შემებრუნებინა, მაგრამ დღეს უკვე მივხვდი, რომ ცხოვრება სხვანაირია. საკუთარ თავთან რომ მარტო ვრჩებოდი, ბევრს ვფიქრობდი. ალბათ მაშინ გავიაზრე, რა შემიძლია. ჩემს ოთხ შვილთან კი არა, კიდევ ოთხი რომ მყავდეს, იმავენაირად ძლიერი ვიქნებოდი. უფროსი შვილი 9 წლის არის, უმცროსი 4 წლის.

- თაკო, საკუთარი ბინა თუ გაქვთ?

- არა, ქირით ვცხოვრობ ჩემს შვილებთან ერთად. როგორც გითხარით, ორი სამსახური მაქვს, "ავტორადიოს“ მუსიკალური წამყვანი ვარ 2007 წლიდან, გახსნიდან ორ თვეში მივედი და გორის ქალთა გუნდის სოლისტი. არცერთის შეცვლას არ ვაპირებ, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. რაც შეეხება სოლო კარიერას, ბავშვების გაჩენის გამო ცოტა უკან დავიხიე. თან ამას ფინანსური მხარეც სჭირდება და მირჩევნია ისევ ჩემს შვილებს მოვახმარო ეს ფული. თუმცა ნელ-ნელა წინ მივიწევ, მიწვევებიც მაქვს და იმედი მაქვს ამ გზიდან არ გადავუხვევ.

- თაკო, ამ გადმოსახედიდან, არასოდეს გიფიქრიათ, რომ თქვენი წარმატებით ვინმეს დაუმტკიცეთ, რომ სიმღერა შეგიძლია?

- არა, არავის ვეჯიბრები, ასე თუ იფიქრებ, ვერასოდეს იმღერებ გულწრფელად. რადიოში მიკროფონთან რომ ვზივარ, არავინ იცის როგორ გამოვიყურები, იმ დღეს რა გადავიტანე, ეთერში შევდივარ და ყველაფერს ვიხსნი. ჩემს პრობლემებს სცენაზეც არავის ვახვევ. სუფთა და ბოღმის გარეშე უნდა იდგე და ამ დროს მსმენელის წამწამებიდანაც კი წამოვა ემოცია. როცა ბუნებრივი და მართალი ხარ, იქ ყველაფერი დამთავრებულია.