საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველომ საბერძნეთი გიჟურ თრილერში დაამარცხა" - რას წერს უცხოური მედია?
"საქართველომ საბერძნეთი გიჟურ თრილერში დაამარცხა" - რას წერს უცხოური მედია?

სა­ქარ­თვე­ლო-სა­ბერ­ძნე­თის მატ­ჩის შე­სა­ხებ უცხო­უ­რი მე­დია აქ­ტი­უ­რად წერს და ის­ტო­რი­უ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის გა­დამ­წყვეტ მო­თა­მა­შე­ე­ბად ნიკა კვეკ­ვეს­კირ­სადა გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილს ასა­ხე­ლებს.

თა­მა­ში თა­ვი­სი მკი­თხვე­ლის­თვის იტა­ლი­ურ­მა Il Napolista-მ ასე შე­ა­ჯა­მა:

"სა­ქარ­თვე­ლომ პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში სა­ბერ­ძნე­თი და­ა­მარ­ცხა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­ვი­და. ეს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად მოხ­და, ამი­ტო­მაც ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­მარ­ჯვე­ბას მთე­ლი ღამე ზე­ი­მობ­და. პირ­ველ ტა­იმ­ში თა­მა­შის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო კვა­რა­ცხე­ლი­ას და­შა­ვე­ბა მა­ყუ­რებ­ლის­თვის სა­ში­ში მო­მენ­ტი იყო. "ნა­პო­ლის" თავ­დამ­სხმელს სა­ხე­ში და­არ­ტყეს, მაგ­რამ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის დახ­მა­რე­ბის შემ­დეგ მან თა­მა­შის გაგ­რძე­ლე­ბა შეძ­ლო... მატ­ჩის ძი­რი­თა­დი დრო 0-0 დას­რულ­და, და­მა­ტე­ბი­თი დროს კი ფა­ტა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა "კვა­რას­თვის". მან ტრავ­მა მი­ი­ღო და სა­ვა­რა­უ­დოდ, "ნა­პო­ლი" - "ატ­ლან­ტას" მატჩს გა­მო­აკ­ლდე­ბა. იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელს ტრავ­მა დიდი ხნით არ და­ტო­ვებს მო­ედ­ნის მიღ­მა".

მატ­ჩის შე­სა­ხებ ფრან­გუ­ლი France 24-იც წერს:

"50 000-იან სტა­დი­ონ­ზე შეკ­რე­ბი­ლი ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მო­ე­დან­ზე შე­იჭ­რა და ასე აღ­ნიშ­ნა გა­მარ­ჯვე­ბა. ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ად­რეც იყ­ვნენ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნე­ბი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნაკ­რებ­ში, რო­მელ­მაც ტი­ტუ­ლი 1960 წელს მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ ქარ­თვე­ლე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლად ითა­მა­შე­ბენ. მათ სა­კუ­თა­რი ფეხ­ბურ­თის ახა­ლი ის­ტო­რი­ის და­წე­რის უფ­ლე­ბა დიდი ბრძო­ლით მო­ი­პო­ვეს".

"ეროვ­ნულ გმირს" და "გა­მარ­ჯვე­ბის მთა­ვარ არ­ქი­ტექ­ტორს" - უწო­დებს მა­მარ­დაშ­ვილს ვა­ლენ­სი­უ­რი სპორ­ტუ­ლი გა­ზე­თი "სუ­პერ­დე­პორ­ტე", რო­მე­ლიც დღეს გა­რე­კან­ზე ქარ­თვე­ლი გოლ­კი­პე­რის ფო­ტო­თი გა­მო­ვი­და.

"პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში გი­ორ­გის ფი­გუ­რა გა­მო­იკ­ვე­თა. 23 წლის მე­კა­რემ ბერ­ძნე­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი პე­ნალ­ტი მარ­ცხე­ნა ხე­ლით, კა­ტი­სე­ბუ­რი რე­აქ­ცი­ის წყა­ლო­ბით მო­ი­გე­რია. ბა­კა­სე­ტას გაგ­ზავ­ნი­ლი და­ბა­ლი ბურ­თი ქარ­თველ­მა მე­კა­რემ აიღო... შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს იქცა საკ­ვან­ძო მო­მენ­ტად, რა­მაც ქარ­თვე­ლებს გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა", - წერს გა­მო­ცე­მა. (წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­ზე)

"ეს სი­გი­ჟეა, სა­ქარ­თვე­ლო გერ­მა­ნი­ა­ში მო­დის! პლეი ოფის ფი­ნალ­ში სა­ქარ­თვე­ლომ სა­ბერ­ძნე­თი გი­ჟურ თრი­ლერ­ში და­ა­მარ­ცხა. ვილი სა­ნი­ო­ლის გუნ­დმა ევ­რო­პის 2004 წლის ჩემ­პი­ონს პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში, 4:2 მო­უ­გო. გა­დამ­წყვე­ტი თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნის შემ­დეგ, სტა­დი­ონ­ზე ათა­სო­ბით ქო­მა­გი შე­იჭ­რა, სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი თბი­ლი­სი კი დიდ­მა ზე­იმ­მა მო­იც­ვა. ქვე­ყა­ნა­ში უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლია, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლად გა­ვი­და დიდ ტურ­ნირ­ზე", - წერს გერ­მა­ნუ­ლი BILD-ი.

სამ­გლო­ვი­ა­რო გან­წყო­ბაა ბერ­ძნულ პრე­სა­ში, რო­მელ­შიც მატ­ჩის წინ საკ­მა­ოდ იმე­დი­ა­ნი გან­წყო­ბა სუ­ფევ­და, ისი­ნი წერ­დნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო მათ ნაკ­რებ­ზე კლა­სით და­ბა­ლი გუნ­დი იყო და რომ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­გებ­დნენ.

"ის, რაც ქუ­ჩებ­ში თა­მა­შის მერე ვი­ხი­ლეთ, იმის პა­სუ­ხია, თუ რა­ტომ მო­ი­გო სა­ქარ­თვე­ლომ. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ზე იყო აღ­ბეჭ­დი­ლი ყვე­ლა­ფე­რი. ქვე­ყა­ნა ამას ელო­დე­ბო­და და მი­ი­ღო კი­დეც. დრო­შე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფა­ნე­ბის ემო­ცი­ე­ბის ხილ­ვა ერთ რა­მედ ღირ­და. ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე ითა­მა­შებს, სა­ბერ­ძნე­თი კი... ის მო­მენ­ტია, რო­დე­საც უბ­რა­ლოდ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ძა­ლი­ან გვე­წყი­ნა", - წერს გა­მო­ცე­მა SDNA.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მესიაკონი
1

ალბათ კვეკვესკირს ახსოვდა ოქროს საწმისი და დაიბრუნა კიდეც

მამლუქი
1

ასეთი გამარჯვებით უნდა შევიდეთ აფხაზეთშიც და სამაჩაბლოშიც...წმინდა გიორგი და მარიამ ღვთისშობელი ფსდავდს სრულიად საწართველოს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საქართველომ საბერძნეთი გიჟურ თრილერში დაამარცხა" - რას წერს უცხოური მედია?

"საქართველომ საბერძნეთი გიჟურ თრილერში დაამარცხა" - რას წერს უცხოური მედია?

საქართველო-საბერძნეთის მატჩის შესახებ უცხოური მედია აქტიურად წერს და ისტორიული დაპირისპირების გადამწყვეტ მოთამაშეებად ნიკა კვეკვესკირსა და გიორგი მამარდაშვილს ასახელებს.

თამაში თავისი მკითხველისთვის იტალიურმა Il Napolista-მ ასე შეაჯამა:

"საქართველომ პენალტების სერიაში საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ეს საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, ამიტომაც ქართველი გულშემატკივარი გამარჯვებას მთელი ღამე ზეიმობდა. პირველ ტაიმში თამაშის წესების დარღვევის გამო კვარაცხელიას დაშავება მაყურებლისთვის საშიში მომენტი იყო. "ნაპოლის" თავდამსხმელს სახეში დაარტყეს, მაგრამ სამედიცინო პერსონალის დახმარების შემდეგ მან თამაშის გაგრძელება შეძლო... მატჩის ძირითადი დრო 0-0 დასრულდა, დამატებითი დროს კი ფატალური აღმოჩნდა "კვარასთვის". მან ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, "ნაპოლი" - "ატლანტას" მატჩს გამოაკლდება. იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველ ფეხბურთელს ტრავმა დიდი ხნით არ დატოვებს მოედნის მიღმა".

მატჩის შესახებ ფრანგული France 24-იც წერს:

"50 000-იან სტადიონზე შეკრებილი ათასობით ქართველი გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა და ასე აღნიშნა გამარჯვება. ქართველი ფეხბურთელები ადრეც იყვნენ ევროპის ჩემპიონები საბჭოთა კავშირის ნაკრებში, რომელმაც ტიტული 1960 წელს მოიპოვა, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართველები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებენ. მათ საკუთარი ფეხბურთის ახალი ისტორიის დაწერის უფლება დიდი ბრძოლით მოიპოვეს".

"ეროვნულ გმირს" და "გამარჯვების მთავარ არქიტექტორს" - უწოდებს მამარდაშვილს ვალენსიური სპორტული გაზეთი "სუპერდეპორტე", რომელიც დღეს გარეკანზე ქართველი გოლკიპერის ფოტოთი გამოვიდა.

"პენალტების სერიაში გიორგის ფიგურა გამოიკვეთა. 23 წლის მეკარემ ბერძნების მიერ შესრულებული პირველი პენალტი მარცხენა ხელით, კატისებური რეაქციის წყალობით მოიგერია. ბაკასეტას გაგზავნილი დაბალი ბურთი ქართველმა მეკარემ აიღო... შეიძლება ითქვას, რომ ეს იქცა საკვანძო მომენტად, რამაც ქართველებს გამარჯვება მოუტანა", - წერს გამოცემა. (წაიკითხეთ სტატია გიორგი მამარდაშვილზე)

"ეს სიგიჟეა, საქართველო გერმანიაში მოდის! პლეი ოფის ფინალში საქართველომ საბერძნეთი გიჟურ თრილერში დაამარცხა. ვილი სანიოლის გუნდმა ევროპის 2004 წლის ჩემპიონს პენალტების სერიაში, 4:2 მოუგო. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანის შემდეგ, სტადიონზე ათასობით ქომაგი შეიჭრა, საქართველოს დედაქალაქი თბილისი კი დიდმა ზეიმმა მოიცვა. ქვეყანაში უდიდესი სიხარულია, რადგან საქართველო პირველად გავიდა დიდ ტურნირზე", - წერს გერმანული BILD-ი.

სამგლოვიარო განწყობაა ბერძნულ პრესაში, რომელშიც მატჩის წინ საკმაოდ იმედიანი განწყობა სუფევდა, ისინი წერდნენ, რომ საქართველო მათ ნაკრებზე კლასით დაბალი გუნდი იყო და რომ აუცილებლად მოიგებდნენ.

"ის, რაც ქუჩებში თამაშის მერე ვიხილეთ, იმის პასუხია, თუ რატომ მოიგო საქართველომ. ათასობით ადამიანის სახეზე იყო აღბეჭდილი ყველაფერი. ქვეყანა ამას ელოდებოდა და მიიღო კიდეც. დროშებით შეიარაღებული ფანების ემოციების ხილვა ერთ რამედ ღირდა. ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, საბერძნეთი კი... ის მომენტია, როდესაც უბრალოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან გვეწყინა", - წერს გამოცემა SDNA.

იხილეთ ასევე: