საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევაკუაცია ქობულეთისა და ჩაქვის სკოლებში - რა მოხდა სასწავლო დაწესებულებებში?
ევაკუაცია ქობულეთისა და ჩაქვის სკოლებში - რა მოხდა სასწავლო დაწესებულებებში?

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს ქო­ბუ­ლე­თის 1-ელ, მე- 2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ევა­კუ­ა­ცია გა­მო­ცხად­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი მას შემ­დეგ მი­ი­ღეს, რაც ქო­ბუ­ლე­თის მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას აც­ნო­ბეს, რომ მუ­ქა­რის წე­რი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით მი­ი­ღეს.

სკო­ლამ შე­ტყო­ბი­ნე­ბის შე­სა­ხებ რე­სურს ცენ­ტრს აც­ნო­ბა, რის შემ­დე­გაც ევა­კუ­ა­ცია გა­მო­ცხად­და.

ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ცნო­ბით, და­ნარ­ჩენ სკო­ლებ­შიც ევა­კუ­ა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის მი­ზე­ზი იდენ­ტუ­რია - მუ­ქა­რის ში­ნა­არ­სის წე­რი­ლის მი­ღე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი დაბა ჩაქ­ვის პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლა­შიც. რო­გორც სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­დეს, 112-ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც სკო­ლა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მი­ვიდ­ნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ტყო­ბი­ნე­ბა ასა­ფეთ­ქე­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

"სა­მი­ნის­ტრო­დან შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეს, რომ 112-ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა იყო. არ ვი­ცით კონ­კრე­ტუ­ლად რა. შე­ნო­ბა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ქარ­თულ სექ­ტორ­ში დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რუ­სუ­ლი სექ­ტო­რის სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. გან­ხორ­ცი­ელ­და ევა­კუ­ა­ცია. სკო­ლის შე­ნო­ბა­ში არა­ფე­რი შეგ­ვი­ნიშ­ნავს სა­გან­გა­შო“, - გა­ნა­ცხა­დეს დაბა ჩაქ­ვის სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ევაკუაცია ქობულეთისა და ჩაქვის სკოლებში - რა მოხდა სასწავლო დაწესებულებებში?

ევაკუაცია ქობულეთისა და ჩაქვის სკოლებში - რა მოხდა სასწავლო დაწესებულებებში?

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ქობულეთის 1-ელ, მე- 2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 საჯარო სკოლებში ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც ირკვევა, უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადმინისტრაციას აცნობეს, რომ მუქარის წერილი სოციალური ქსელით მიიღეს.

სკოლამ შეტყობინების შესახებ რესურს ცენტრს აცნობა, რის შემდეგაც ევაკუაცია გამოცხადდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დანარჩენ სკოლებშიც ევაკუაციის გამოცხადების მიზეზი იდენტურია - მუქარის შინაარსის წერილის მიღება.

სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული დაბა ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაშიც. როგორც სკოლის ადმინისტრაციაში "ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რის საფუძველზეც სკოლაში სამართალდამცავები მივიდნენ. არსებული ინფორმაციით, შეტყობინება ასაფეთქებელ მოწყობილობას უკავშირდება.

"სამინისტროდან შეგვატყობინეს, რომ 112-ში შეტყობინება იყო. არ ვიცით კონკრეტულად რა. შენობაში სამართალდამცავები იმყოფებიან. სასწავლო პროცესი ქართულ სექტორში დასრულებული იყო, მიმდინარეობდა რუსული სექტორის სასწავლო პროცესი. განხორციელდა ევაკუაცია. სკოლის შენობაში არაფერი შეგვინიშნავს საგანგაშო“, - განაცხადეს დაბა ჩაქვის სკოლის ადმინისტრაციაში.