საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ითვალისწინებს "ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები - მამუკა მდინარაძის განმარტება
რას ითვალისწინებს "ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები - მამუკა მდინარაძის განმარტება

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე გან­მარ­ტავს, რას ით­ვა­ლის­წი­ნებს მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი „ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა შე­სა­ხებ" სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი“.

რო­გორც მდი­ნა­რა­ძემ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, ინი­ცირ­დე­ბა 2 კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნი. მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ კონ­კრე­ტუ­ლი მუხ­ლე­ბი და­ა­სა­ხე­ლა, რო­მელ­საც ცვლი­ლე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს, სულ ინი­ცირ­დე­ბა 2 კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნი. პირ­ვე­ლი, ეს შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 30-ე მუხლს, სა­დაც ჩვენ ქორ­წი­ნე­ბის დე­ფი­ნი­ცია გან­ვსა­ზღვრეთ 2017 წელს, რო­მე­ლიც ოჯახს გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორც ქა­ლი­სა და კა­ცის კავ­შირს. ამ მუხლს და­ე­მა­ტე­ბა მე­სა­მე პუნ­ქტი შემ­დე­გი ში­ნა­არ­სით - ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. შემ­დეგ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნი, რო­მელ­საც ჰქვია „ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნი“.

მუხ­ლი 1.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა მო­წეს­რიგ­დეს ქორ­წი­ნე­ბას­თან მიმსგავ­სე­ბუ­ლი მხო­ლოდ იმგვა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც არა­ნაკ­ლებ 18 წლის ერთი გე­ნე­ტი­კუ­რი მა­მა­კა­ცი­სა და ერთი გე­ნე­ტი­კუ­რი ქა­ლის კავ­შირს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

2. არას­რულ­წლო­ვა­ნის შვი­ლად აყ­ვა­ნა ან მინ­დო­ბით აღ­ზრდა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი მე­უღ­ლე­ე­ბის ან ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლი პი­რის მიერ.

3. აკ­რძა­ლუ­ლია ადა­მი­ა­ნის სქე­სის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა.

4. სა­ხელ­მწი­ფოს ან ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მიერ გა­ცე­მულ დო­კუ­მენ­ტში მი­ე­თი­თე­ბა მხო­ლოდ მდედ­რო­ბი­თი ან მამ­რო­ბი­თი სქე­სი, რო­მე­ლიც მის გე­ნე­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

5. ბა­თი­ლია სა­ჯა­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ან კერ­ძო პი­რის ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სქე­სობ­რი­ვი ნიშ­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი ცნე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას პირ­და­პი­რი ან ირი­ბი ფორ­მით ზღუ­დავს.

6. აკ­რძა­ლუ­ლია იმგვა­რი შეკ­რე­ბა, რო­მე­ლიც ერ­თნა­ირ­სქე­სი­ა­ნი ოჯა­ხუ­რი ან ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის, ინ­ცეს­ტის, ერ­თნა­ირ­სქე­სი­ა­ნი წყვი­ლის ან არა­ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლი პი­რის მიერ არას­რულ­წლო­ვა­ნის შვი­ლად აყ­ვა­ნის ან მინ­დო­ბით აღ­ზრდის, სქე­სის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვის ან სქე­სობ­რი­ვი ნიშ­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი ცნე­ბე­ბის არ­გა­მო­ყე­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი.

7. აკ­რძა­ლუ­ლია იმგვა­რი ში­ნა­არ­სის ნა­წარ­მო­ე­ბის, პროგ­რა­მის ან სხვა მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ერ­თნა­ირ­სქე­სი­ა­ნი ოჯა­ხუ­რი ან ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის, ინ­ცეს­ტის, ერ­თნა­ირ­სქე­სი­ა­ნი წყვი­ლის ან არა­ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლი პი­რის მიერ არას­რულ­წლო­ვა­ნის შვი­ლად აყ­ვა­ნის ან მინ­დო­ბით აღ­ზრდის, სქე­სის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვის ან სქე­სობ­რი­ვი ნიშ­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი ცნე­ბე­ბის არ­გა­მო­ყე­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი.

8. აკ­რძა­ლუ­ლია სა­ჯა­რო ან კერ­ძო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში იმგვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა, რო­მე­ლიც ერ­თნა­ირ­სქე­სი­ა­ნი ოჯა­ხუ­რი ან ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის, ინ­ცეს­ტის, ერ­თნა­ირ­სქე­სი­ა­ნი წყვი­ლის ან არა­ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლი პი­რის მიერ არას­რულ­წლო­ვა­ნის შვი­ლად აყ­ვა­ნის ან მინ­დო­ბით აღ­ზრდის, სქე­სის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვის ან სქე­სობ­რი­ვი ნიშ­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი ცნე­ბე­ბის არ­გა­მო­ყე­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.მისი გან­მარ­ტე­ბით, „თა­ვად კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში შევა ცვლი­ლე­ბა, სა­დაც ჩა­ი­წე­რე­ბა, რომ ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნით“.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მია
4

ფერადებო აბა ისღა დაგრჩენიათ კუკუ მატარებელი ქნათ და დაიძრათ ევროპისკენ

ვახ
3

ეტყობა მამუკას მშობლები გოგო შვილო ასე მიმარტავდნენ, თორემ ვერ გავიგე კანონი რომ არ მიიღონ, დედას მშობელ 1ს დავუძახებ? მგონი მარტლა გვეღადავებიან!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რას ითვალისწინებს "ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები - მამუკა მდინარაძის განმარტება

რას ითვალისწინებს "ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები - მამუკა მდინარაძის განმარტება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“.

როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ინიცირდება 2 კონსტიტუციური კანონი. მამუკა მდინარაძემ კონკრეტული მუხლები დაასახელა, რომელსაც ცვლილებები ითვალისწინებს.

„რაც შეეხება თავად საკონსტიტუციო ცვლილებებს, სულ ინიცირდება 2 კონსტიტუციური კანონი. პირველი, ეს შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს, სადაც ჩვენ ქორწინების დეფინიცია განვსაზღვრეთ 2017 წელს, რომელიც ოჯახს განიხილავს, როგორც ქალისა და კაცის კავშირს. ამ მუხლს დაემატება მესამე პუნქტი შემდეგი შინაარსით - ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია. შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს კონსტიტუციური კანონი, რომელსაც ჰქვია „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონი“.

მუხლი 1.

კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.

2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.

3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.

4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.

5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.

6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“, - განაცხადა მდინარაძემ.მისი განმარტებით, „თავად კონსტიტუციაში შევა ცვლილება, სადაც ჩაიწერება, რომ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით“.