მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იყო პირველი სახანძრო-სამაშველო სამსახური თბილისში: ყარაჩოხელთა ამქარი, რომელიც ხანძარს საკუთარი ძალებით აქრობდა და საოცარი სიმამაცით გამორჩეული ქალ-მეხანძრეთა რაზმი
როგორი იყო პირველი სახანძრო-სამაშველო სამსახური თბილისში: ყარაჩოხელთა ამქარი, რომელიც ხანძარს საკუთარი ძალებით აქრობდა და საოცარი სიმამაცით გამორჩეული ქალ-მეხანძრეთა რაზმი

ხა­ნაძ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის ხდე­ბო­და, თუმ­ცა იქამ­დე, სა­ნამ მე­ხან­ძრის პრო­ფე­სია გაჩ­ნდე­ბო­და, ცე­ცხლს მო­სახ­ლე­ო­ბა სხვა­დას­ხვა გზით აქ­რობ­და...

მა­გა­ლი­თად, XIX სა­უ­კუ­ნე­ში, თბი­ლის­ში ცე­ცხლს ყა­რა­ჩო­ხელ­თა ამ­ქა­რი სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით აქ­რობ­და - აა­ლე­ბულ ად­გილ­ზე ცხე­ნე­ბით მი­დი­ოდ­ნენ. ქა­ლაქ­ში წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის სის­ტე­მაც არ იყო და წყალს თუ­ლუხ­ჩე­ბი ყიდ­დნენ - ლიტრს 5 კა­პი­კად, ხან­ძრის დროს ფასს ზრდიდ­ნენ... ცე­ცხლის მქრო­ბელ ყა­რა­ჩო­ხე­ლებს თბი­ლი­სე­ლებ­მა "ხან­ძარ­ჩი" შე­არ­ქვეს (თურ­ქუ­ლი სი­ტყვაა და ქარ­თუ­ლად ცე­ცხლის ჩამ­ქრობს ნიშ­ნავს).

  • მუდ­მივ­მა ხან­ძრებ­მა თბი­ლის­ში მყო­ფი რუ­სე­თის მე­ფის­ნაც­ვა­ლი აი­ძუ­ლა, 1818 წელს და­სახ­მა­რებ­ლად „ცა­რის­თვის“ მი­ე­მარ­თა და 1825 წლის 25 დე­კემ­ბერს რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტო­რის ბრძა­ნე­ბით, სა­გან­გე­ბო სა­ხან­ძრო რაზ­მი (25 კაცი) შე­იქ­მნა. მე­ხან­ძრე­თა ბრი­გა­და პო­ლი­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბას ეკუთ­ვნო­და...

რაზ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლამ­დე, მე­ხან­ძრე­ებს წინ ცხე­ნით მი­უ­ძღო­და. მე­ხან­ძრე­ე­ბი ცხე­ნებ­შებ­მულ ოთხთ­ვა­ლა­ზე ის­ხდნენ. წყლის სა­ქა­ჩი მო­წყო­ბი­ლო­ბის­თვის, 30-ლიტ­რი­ა­ნი კას­რე­ბის სა­ზი­დად ცალ­კე ცხე­ნის ეტ­ლე­ბი იყო. ცე­ცხლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ, სა­ეკ­ლე­სიო ზა­რე­ბი რე­კავ­და და სა­გან­გე­ბო ად­გილ­ზე სა­დღე­ღა­მი­სო მო­რი­გე­ო­ბა იწყე­ბო­და. ცხა­დია, არც სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი არ­სე­ბობ­და, ამი­ტომ, კოშ­კუ­რე­ბის მსგავ­სი ნა­გე­ბო­ბე­ბი არ­სე­ბობ­და, სა­დაც მე­ხან­ძრე მო­რი­გე­ობ­და. იქი­დან ხე­ლის­გულ­ზე ჩან­და ქა­ლა­ქი. ხან­ძრის მი­სა­ნიშ­ნებ­ლად, ასე­თი წე­სიც ჰქონ­დათ: უბ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, აივ­ნე­ბი­დან სხვა­დას­ხვა ფე­რის ბურ­თებს ფენ­დნენ. ღა­მით კი ფარ­ნებს ან­თებ­დნენ.

თბი­ლი­სის სა­ხან­ძრო რაზ­მი სა­ქარ­თვე­ლოს რა­ი­ო­ნებ­შიც აქ­რობ­და ცე­ცხლს. ხან­ძრე­ბი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ტად იყო ხოლ­მე, რა­საც მჭიდ­როდ აშე­ნე­ბუ­ლი ხის სახ­ლე­ბი იწ­ვევ­და. ქუ­თა­ის­ში, 1928 წელს ებ­რა­ე­ლე­ბის უბა­ნი და­იწ­ვა, 1904 წელს - ლე­ჩხუ­მის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლა­ი­ლა­ში 150 სახ­ლი გა­ნად­გურ­და. 1920-1930 წლებ­ში, ნელ-ნელა, სა­ხან­ძრო პარ­კის ავ­ტო­ტექ­ნი­კით გა­ახ­ლე­ბა და­ი­წყო და მე­ხან­ძრე­თა რი­ცხვიც გა­ი­ზარ­და.

თბი­ლის­ში გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ხან­ძა­რი სა­ო­პე­რო თე­ატრს უკავ­შირ­დე­ბა. ადრე ერევ­ნის მო­ე­დან­ზე (ახ­ლან­დე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი) იდგა გა­მორ­ჩე­უ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რით გან­თქმუ­ლი ოპე­რის თე­ატ­რი, რო­მე­ლიც იტა­ლი­ელ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა, რას­ტრე­ლიმ აა­შე­ნა. მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის ულა­მა­ზე­სი შე­ნო­ბა ხან­ძარ­მა მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა.

სა­ხან­ძრო სამ­სა­ხურ­ში ბევრ ადა­მი­ანს უმ­სა­ხუ­რია, მათ შო­რის, ბა­შარ შამ­ბეს, აფ­რი­კელს, მავ­რუ­ლი წარ­მო­შო­ბის კაცს, რო­მელ­საც სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია ჰქონ­და: ცა­რიზ­მის დროს ერ­თმა რუს­მა „კნი­აზ­მა“ იყი­და, რო­მელ­მაც ქარ­თველ თა­ვადს აჩუ­ქა.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ, შამ­ბეს ბა­ტო­ნი მენ­შე­ვი­კებ­თან ერ­თად, ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და, შამ­ბე არ გაჰ­ყვა და თბი­ლის­ში სა­ხან­ძრო სამ­სა­ხურ­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. მისი შვი­ლიც მე­ხან­ძრე იყო. 1932 წელს, ბა­შარს მე­ხან­ძრე­თა შო­რის პირ­ველს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შრო­მის წი­თე­ლი დრო­შის ორ­დე­ნი გა­დას­ცეს.

ბა­შარ შამ­ბე
ბა­შარ შამ­ბე

ამ სამ­სა­ხუ­რის ის­ტო­რი­ა­ში დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს თბი­ლი­სის მთა­ვარ ბრან­დმე­ის­ტერს (ხელ­მძღვა­ნე­ლი) ალექ­სან­დრე ბე­რი­ძეს (1919-1937 წლე­ბი). მან ქა­ლა­ქის სა­ხან­ძროს სამ­სა­ხუ­რი ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა, ტექ­ნი­კუ­რად აღ­ჭურ­ვა და მე­ხან­ძრე კად­რე­ბი მო­ამ­ზა­და. არა­ერ­თი ხან­ძრის ჩაქ­რო­ბა­ში პი­რა­დად მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თუმ­ცა რო­გორც ერის მო­ღა­ლა­ტე, დახ­ვრი­ტეს, რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

  • მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, 1942 წელს აპ­რილ­ში თბი­ლის­ში ქალ მე­ხან­ძრე­თა რაზ­მიც შე­იქ­მნა, ქა­ლა­ქის ხან­ძრე­ბის ჩაქ­რო­ბი­სას დიდ მა­მა­ცო­ბას იჩენ­დნენ. მე­ხან­ძრე მაშ­ვე­ლის სა­მუ­შაო ხში­რად სი­ცო­ცხლის რისკთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ რი­გებ­ში არა­ერ­თი თავ­და­დე­ბულ და მა­მაც ადა­მი­ანს უმ­სა­ხუ­რია.

სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს და­ღუ­პუ­ლა. მე­ხან­ძრე ივა­ნე ქსოვ­რე­ლი მთაწ­მინ­დის რა­ი­ო­ნის ნა­წი­ლის უფ­რო­სი იყო. 1978 წელს სა­ბავ­შვო ბაღ­ში მომ­ხდარ დიდ ხან­ძარს შე­ე­წი­რა. ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი შე­ნო­ბი­დან ყვე­ლა ბავ­შვი გა­მო­იყ­ვა­ნა, ბო­ლოს შე­სა­მოწ­მებ­ლად შებ­რუნ­და, ვინ­მე ხომ არ დარ­ჩაო და ალ­მო­კი­დე­ბულ­მა ჭერ­მა მე­ხან­ძრე ქვეშ მო­ი­ყო­ლა.

1990-იანი წლე­ბი­დან, ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე ცხოვ­რე­ბას, ომს, ნგრე­ვას ბევ­რი ხან­ძა­რიც მოჰ­ყვა, სა­დაც მე­ხან­ძრე­ე­ბი სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბით მოქ­მე­დებ­დნენ. 1981 წლის 25 დე­კემ­ბერს თბი­ლი­სის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის მუ­ზე­უ­მი და­არ­სდა. სხვა­თა შო­რის, ამ დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ხან­ძრის პრო­ფე­სი­უ­ლი დღე აღი­ნიშ­ნე­ბა.

სტა­ტია მომ­ზა­დე­ბუ­ლია თბი­ლი­სის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლის - ლა­უ­რა ოზაშ­ვი­ლის მო­ნა­თხრო­ბის და მე­რაბ უძი­ლა­უ­რის წიგ­ნის "წმინ­და გი­ორ­გის ლე­გი­ო­ნე­რე­ბის" მი­ხედ­ვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
0

ერევნის მოედანი არ არსებობდა :( ეს იყო „პასკევიჩ-ერევანსკი“-ს მოედანი, გრაფ პასკევიჩის "საპატივცემულოდ :(

კარგია
0

დროა ისტორიული დღე,დაარსებიდან აღინიშნოს და დაჯილდოვდნენ სახელმწიფო ორდენებით და თან გაშენდეს ცეცხლმჰქრობთა ქალაქი ამაზე კარგი ამბავი რა იქნება ნეტა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორი იყო პირველი სახანძრო-სამაშველო სამსახური თბილისში: ყარაჩოხელთა ამქარი, რომელიც ხანძარს საკუთარი ძალებით აქრობდა და საოცარი სიმამაცით გამორჩეული ქალ-მეხანძრეთა რაზმი

როგორი იყო პირველი სახანძრო-სამაშველო სამსახური თბილისში: ყარაჩოხელთა ამქარი, რომელიც ხანძარს საკუთარი ძალებით აქრობდა და საოცარი სიმამაცით გამორჩეული ქალ-მეხანძრეთა რაზმი

ხანაძრი საქართველოში, რა თქმა უნდა, ყოველთვის ხდებოდა, თუმცა იქამდე, სანამ მეხანძრის პროფესია გაჩნდებოდა, ცეცხლს მოსახლეობა სხვადასხვა გზით აქრობდა...

მაგალითად, XIX საუკუნეში, თბილისში ცეცხლს ყარაჩოხელთა ამქარი საკუთარი ძალებით აქრობდა - აალებულ ადგილზე ცხენებით მიდიოდნენ. ქალაქში წყალგაყვანილობის სისტემაც არ იყო და წყალს თულუხჩები ყიდდნენ - ლიტრს 5 კაპიკად, ხანძრის დროს ფასს ზრდიდნენ... ცეცხლის მქრობელ ყარაჩოხელებს თბილისელებმა "ხანძარჩი" შეარქვეს (თურქული სიტყვაა და ქართულად ცეცხლის ჩამქრობს ნიშნავს).

  • მუდმივმა ხანძრებმა თბილისში მყოფი რუსეთის მეფისნაცვალი აიძულა, 1818 წელს დასახმარებლად „ცარისთვის“ მიემართა და 1825 წლის 25 დეკემბერს რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, საგანგებო სახანძრო რაზმი (25 კაცი) შეიქმნა. მეხანძრეთა ბრიგადა პოლიციის შემადგენლობას ეკუთვნოდა...

რაზმის ხელმძღვანელი შემთხვევის ადგილამდე, მეხანძრეებს წინ ცხენით მიუძღოდა. მეხანძრეები ცხენებშებმულ ოთხთვალაზე ისხდნენ. წყლის საქაჩი მოწყობილობისთვის, 30-ლიტრიანი კასრების საზიდად ცალკე ცხენის ეტლები იყო. ცეცხლის გაჩენის შემდეგ, საეკლესიო ზარები რეკავდა და საგანგებო ადგილზე სადღეღამისო მორიგეობა იწყებოდა. ცხადია, არც სატელეფონო კავშირი არსებობდა, ამიტომ, კოშკურების მსგავსი ნაგებობები არსებობდა, სადაც მეხანძრე მორიგეობდა. იქიდან ხელისგულზე ჩანდა ქალაქი. ხანძრის მისანიშნებლად, ასეთი წესიც ჰქონდათ: უბნების მიხედვით, აივნებიდან სხვადასხვა ფერის ბურთებს ფენდნენ. ღამით კი ფარნებს ანთებდნენ.

თბილისის სახანძრო რაზმი საქართველოს რაიონებშიც აქრობდა ცეცხლს. ხანძრები დასავლეთ საქართველოში მეტად იყო ხოლმე, რასაც მჭიდროდ აშენებული ხის სახლები იწვევდა. ქუთაისში, 1928 წელს ებრაელების უბანი დაიწვა, 1904 წელს - ლეჩხუმის რაიონის სოფელ ლაილაში 150 სახლი განადგურდა. 1920-1930 წლებში, ნელ-ნელა, სახანძრო პარკის ავტოტექნიკით გაახლება დაიწყო და მეხანძრეთა რიცხვიც გაიზარდა.

თბილისში გახმაურებული ხანძარი საოპერო თეატრს უკავშირდება. ადრე ერევნის მოედანზე (ახლანდელი თავისუფლების მოედანი) იდგა გამორჩეული არქიტექტურით განთქმული ოპერის თეატრი, რომელიც იტალიელმა არქიტექტორმა, რასტრელიმ ააშენა. მსოფლიო მნიშვნელობის ულამაზესი შენობა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა.

სახანძრო სამსახურში ბევრ ადამიანს უმსახურია, მათ შორის, ბაშარ შამბეს, აფრიკელს, მავრული წარმოშობის კაცს, რომელსაც საინტერესო ისტორია ჰქონდა: ცარიზმის დროს ერთმა რუსმა „კნიაზმა“ იყიდა, რომელმაც ქართველ თავადს აჩუქა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, შამბეს ბატონი მენშევიკებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა, შამბე არ გაჰყვა და თბილისში სახანძრო სამსახურში დაიწყო მუშაობა. მისი შვილიც მეხანძრე იყო. 1932 წელს, ბაშარს მეხანძრეთა შორის პირველს, საბჭოთა კავშირის შრომის წითელი დროშის ორდენი გადასცეს.

ბაშარ შამბე
ბაშარ შამბე

ამ სამსახურის ისტორიაში დიდი დამსახურება აქვს თბილისის მთავარ ბრანდმეისტერს (ხელმძღვანელი) ალექსანდრე ბერიძეს (1919-1937 წლები). მან ქალაქის სახანძროს სამსახური ფეხზე დააყენა, ტექნიკურად აღჭურვა და მეხანძრე კადრები მოამზადა. არაერთი ხანძრის ჩაქრობაში პირადად მონაწილეობდა, თუმცა როგორც ერის მოღალატე, დახვრიტეს, რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

  • მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს აპრილში თბილისში ქალ მეხანძრეთა რაზმიც შეიქმნა, ქალაქის ხანძრების ჩაქრობისას დიდ მამაცობას იჩენდნენ. მეხანძრე მაშველის სამუშაო ხშირად სიცოცხლის რისკთან არის დაკავშირებული, მიუხედავად ამისა, ამ რიგებში არაერთი თავდადებულ და მამაც ადამიანს უმსახურია.

სამწუხაროდ, ბევრი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულა. მეხანძრე ივანე ქსოვრელი მთაწმინდის რაიონის ნაწილის უფროსი იყო. 1978 წელს საბავშვო ბაღში მომხდარ დიდ ხანძარს შეეწირა. ცეცხლმოკიდებული შენობიდან ყველა ბავშვი გამოიყვანა, ბოლოს შესამოწმებლად შებრუნდა, ვინმე ხომ არ დარჩაო და ალმოკიდებულმა ჭერმა მეხანძრე ქვეშ მოიყოლა.

1990-იანი წლებიდან, ქვეყანაში მძიმე ცხოვრებას, ომს, ნგრევას ბევრი ხანძარიც მოჰყვა, სადაც მეხანძრეები სრული მობილიზებით მოქმედებდნენ. 1981 წლის 25 დეკემბერს თბილისის სახანძრო სამსახურის მუზეუმი დაარსდა. სხვათა შორის, ამ დღეს, საქართველოში მეხანძრის პროფესიული დღე აღინიშნება.

სტატია მომზადებულია თბილისის სახანძრო სამსახურის მუზეუმის თანამშრომლის - ლაურა ოზაშვილის მონათხრობის და მერაბ უძილაურის წიგნის "წმინდა გიორგის ლეგიონერების" მიხედვით