ავტორი:

"ხშირად სვამენ შეკითხვას - რამდენჯერ შეიძლება ეწვიოს ადამიანს ეს გრძნობაო...ასეთი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იყო " - ეკა კვალიაშვილი

"ხშირად სვამენ შეკითხვას - რამდენჯერ შეიძლება ეწვიოს ადამიანს ეს გრძნობაო...ასეთი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იყო " - ეკა კვალიაშვილი

ქერათმიანი, მომხიბვლელი ეკა კვალიაშვილის სიმღერები 1990-იანების თაობამ ლამის ზეპირად იცოდა: "ვედრება", "სიყვარულის სანთლები", "დაასხი", "ერთადერთო" - ეს იმ სიმღერების არასრული ჩამონათვალია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ბევრჯერ მოუსმენია და ხალხში დღესაც პოპულარულია. ეკა კვალიაშვილი მრავალი ჯილდოს მფლობელია, მას არაერთი პრესტიჟული პრემია და ტიტული აქვს მინიჭებული, მათ შორისაა: "მის-როკ ევროპა-92", "2000 წლის საუკეთესო ვოკალისტი", "2000 წლის ბოლო ათწლეულის საუკეთესო შემსრულებელი" და ა.შ.

- როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერა და რა როლი შეასრულა ამაში ოჯახმა - დედამ, მამამ და მამიდამ - ცნობილმა კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა?

- მუსიკისადმი ჩემი უსაზღვრო სიყვარული ბავშვობის წლებიდან მოდის. ჩემს ახლობლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ თავიდანვე მომღერლად დავიბადე. ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს "ხელოვნების სავანე" და ამ სავანეში ჩემზე ყველა ზრუნავდა. მშობლების თქმით, 1 წლის და 3 თვის ასაკში უკვე სრულფასოვნად ვლაპარაკობდი და ვმღეროდი. უფრო მეტიც, ჩემი საყვარელი, რჩეული სიმღერები მქონდა, რომელსაც სულ ვმღეროდი და ეს სიმღერები საკმაოდ სერიოზული, არაბავშვური იყო. ოჯახმა მუსიკისადმი ჩემი მიდრეკილება შენიშნა და საქმეში მამიდა - მარიკა კვალიაშვილი ჩაერთო, მას დედაჩემმაც მხარი აუბა და ტელევიზიაში მიმიყვანეს.

- სცენაზე პირველი გამოსვლა როგორ გახსენდებათ?

- ის დღე ძალიან ტკბილად მახსენდება: საბავშვო გადაცემაში გამოვედი და მარიკა კვალიაშვილის საახალწლო სიმღერა შევასრულე. მახსოვს, იმ გადაცემას გენიალური ტელეწამყვანი - ჯულიეტა ვაშაყმაძე უძღვებოდა. ასე შედგა ჩემი მუსიკალური დებიუტი. 3 წლის შემდეგ ისევ მივედი სატელევიზიო გადაცემაში და ისევ მამიდას სიმღერა შევასრულე. ამის შემდეგ, ჩემმა ოჯახმა ყველაფერი იღონა, რომ სრულყოფილი მუსიკალური განათლება მიმეღო: ჯერ მუსიკალურ სკოლაში შემიყვანეს ფორტეპიანოს განხრით, ამის შემდეგ პირველ სამუსიკო სასწავლებელში ჩავაბარე. სწავლის პარალელურად, სიმღერა არასდროს შემიწყვეტია. ამ პროცესში ჩემი ოჯახის წევრებიც მუდმივად იყვნენ ჩართული. განაგრძეთ კითხვა