კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შარმ-ელ-შეიხში 36 წლის რუსი ტურისტი მოულოდნელად გარდაიცვალა - "ქალს ტემპერატურა 33 გრადუსამდე დაეცა და სხეული წითელი ლაქებით დაეფარა"
შარმ-ელ-შეიხში 36 წლის რუსი ტურისტი მოულოდნელად გარდაიცვალა - "ქალს ტემპერატურა 33 გრადუსამდე დაეცა და სხეული წითელი ლაქებით დაეფარა"

რუსი ტუ­რის­ტი ქალი, რო­მე­ლიც დე­დას­თან და შვილ­თან ერ­თად ეგ­ვიპ­ტის კუ­რორტ შარმ-ელ-შე­იხ­ში ის­ვე­ნებ­და, გარ­და­იც­ვა­ლა. ანას­ტა­სია ცუ­დად გახ­დო­მი­დან 24 სა­ათ­ში და­ი­ღუ­პა. პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, ქალ­მა ფე­ხებ­ში სი­სუს­ტე იგ­რძნო და მთელ სხე­ულ­ზე მუქი ფე­რის ლა­ქე­ბი გა­უჩ­ნდა. ქა­ლის დედა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მისი ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა მა­ნამ არ გა­მო­ი­ძა­ხეს, სა­ნამ გო­ნე­ბა არ და­კარ­გა. სას­ტუმ­რო პი­რა­მი­სა ამ­ტკი­ცებს, რომ ქალი ექიმ­მა გა­სინ­ჯა და თა­ვად ანას­ტა­სი­ას დე­დამ უარი თქვა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­ზე.

  • 36 წლის ანას­ტა­სია ქა­ლაქ სა­ლა­ვა­ტი­დან კუ­რორტზე დე­დას­თან და ექ­ვსი წლის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. არ­და­დე­გებ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა და გაფ­რე­ნამ­დე ბოლო დღეს, ოჯახ­მა სას­ტუმ­რო­ში ისა­დი­ლა. ბე­ბი­ამ, დე­დამ და ქა­ლიშ­ვილ­მა ერ­თნა­ი­რი კერ­ძე­ბი მი­ირ­თვეს. ლან­ჩის შემ­დეგ, ანას­ტა­სია მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცუ­დად გახ­და, ტემ­პე­რა­ტუ­რა 40 გრა­დუ­სამ­დე აე­წია. იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც ად­გი­ლობ­რივ კლი­ნი­კას მი­მარ­თა, და­მო­უ­კი­დებ­ლად სი­ა­რუ­ლი აღარ შე­ეძ­ლო.

კლი­ნი­კა­ში ქალს ნემ­სი გა­უ­კე­თეს და სი­ცხის დამ­წე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა და­ა­ლე­ვი­ნეს. სას­ტუმ­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ტემ­პე­რა­ტუ­რა მკვეთ­რად და­ე­ცა და სხე­ულ­ზე მუქი ფე­რის ლა­ქე­ბი გა­უჩ­ნდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფე­ხებ­ში გრძნო­ბა სრუ­ლად და­კარ­გა.

ღა­მით რუსი ქალი შარმ ელ-შე­ი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მე­ო­რე დი­ლით სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გუ­ლის გა­ჩე­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

გარ­დაც­ვლი­ლი ქალი შვილ­თან ერ­თად

ორი ვერ­სია

რა­ტომ არ მო­ა­თავ­სეს ტუ­რის­ტი სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე კლი­ნი­კა­ში - არ­სე­ბობს ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვერ­სია.

რუ­სუ­ლი მე­დია ანას­ტა­სი­ას დე­და­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ქა­ლებ­მა სას­ტუმ­როს პერ­სო­ნალს მი­მარ­თეს და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა სთხო­ვეს, რო­გორც კი და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი გა­მოჩ­ნდა, რა­ზეც უარი უთხრეს და სთხო­ვეს, სას­ტუმ­როს ექი­მე­ბის­თვის მი­ე­მარ­თა.

მე­ო­რედ ქა­ლებ­მა სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა მა­შინ ითხო­ვეს, რო­დე­საც ანას­ტა­სი­ას სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში უც­ნა­უ­რი ლა­ქე­ბი გა­უჩ­ნდა და ტემ­პე­რა­ტუ­რა 33 გრა­დუ­სამ­დე და­ე­ცა. სას­ტუმ­რო "პი­რა­მი­სას" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, კვლავ უარი თქვეს სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე და ნო­მერ­ში სას­ტუმ­როს ექი­მი გა­მო­ი­ძა­ხეს. ექი­მი მა­ლე­ვე მი­ვი­და ად­გილ­ზე და პა­ცი­ენ­ტი გა­სინ­ჯვის მერე გა­ნა­ცხა­და, რომ მუქი ლა­ქე­ბი მზის­გან დამ­წვრო­ბამ გა­მო­იწ­ვია.

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა მა­შინ გა­მო­ი­ძა­ხეს, რო­დე­საც რუს­მა ქალ­მა უკვე გო­ნე­ბა და­კარ­გა.

სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯმენ­ტი ამ­ბობს, რომ "პი­რა­მი­სას" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მზად იყ­ვნენ, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის­თვის, მაგ­რამ ანას­ტა­სი­ას დე­დამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, უარი თქვა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­ზე იმის გამო, რომ მე­ო­რე დღეს ისი­ნი სახ­ლში უნდა გაფ­რე­ნი­ლიყ­ვნენ.

"ამას ადას­ტუ­რებს ქა­ლა­ქის კლი­ნი­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა", - ნათ­ქვა­მია "პი­რა­მი­სას" კო­მენ­ტარ­ში.

სას­ტუმ­რო­ში ამ­ბო­ბენ, რომ გარ­დაც­ვლი­ლი რუსი ქა­ლის დე­დას ამ დრომ­დე სა­სა­მარ­თლოს­თვის არ მი­უ­მარ­თავს.

ქა­ლის ცხე­და­რი მალე სა­ლა­ვატ­ში უნდა გა­და­ას­ვე­ნონ, სა­დაც ამ­ჯე­რად უკვე რუსი ექ­სპერ­ტე­ბი შეძ­ლე­ბენ და­ა­დას­ტუ­რონ ან უარ­ყონ ეგ­ვიპ­ტე­ლი კო­ლე­გე­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი, გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მედეა
1

სირცხვილი მას,ვისაც ადამიანის სიკვდილი უხარია!

.......
25

ვაი მართლაც რა გვეშველება ყველაფერი დაკარგეთ ადამიანობაც და საკუთარი თავის პატივისცემაც. შეხედეთ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა შვილის გვერდით ვინმეს პირადად რამე დაგიშავათ? როგორ დავიჯერო აქ კომენტარის პატრონებს ვინმე როგორ არ გყავთ რუსეთში. და თქვენ ადამიანები ხართ? როდის იყო ასეთი მიდგომით საქმე კეთდებოდა ადამიანები ხართ და ქართველებიც არ უყვართ ყველგან ესეც გაითვალისწინეთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

შარმ-ელ-შეიხში 36 წლის რუსი ტურისტი მოულოდნელად გარდაიცვალა - "ქალს ტემპერატურა 33 გრადუსამდე დაეცა და სხეული წითელი ლაქებით დაეფარა"

შარმ-ელ-შეიხში 36 წლის რუსი ტურისტი მოულოდნელად გარდაიცვალა - "ქალს ტემპერატურა 33 გრადუსამდე დაეცა და სხეული წითელი ლაქებით დაეფარა"

რუსი ტურისტი ქალი, რომელიც დედასთან და შვილთან ერთად ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხში ისვენებდა, გარდაიცვალა. ანასტასია ცუდად გახდომიდან 24 საათში დაიღუპა. პირველი სიმპტომებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ქალმა ფეხებში სისუსტე იგრძნო და მთელ სხეულზე მუქი ფერის ლაქები გაუჩნდა. ქალის დედა ირწმუნება, რომ სასტუმროს თანამშრომლებმა მისი ქალიშვილისთვის სასწრაფო დახმარება მანამ არ გამოიძახეს, სანამ გონება არ დაკარგა. სასტუმრო პირამისა ამტკიცებს, რომ ქალი ექიმმა გასინჯა და თავად ანასტასიას დედამ უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე.

  • 36 წლის ანასტასია ქალაქ სალავატიდან კურორტზე დედასთან და ექვსი წლის ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა. არდადეგებმა კარგად ჩაიარა და გაფრენამდე ბოლო დღეს, ოჯახმა სასტუმროში ისადილა. ბებიამ, დედამ და ქალიშვილმა ერთნაირი კერძები მიირთვეს. ლანჩის შემდეგ, ანასტასია მოულოდნელად ცუდად გახდა, ტემპერატურა 40 გრადუსამდე აეწია. იმ დროისთვის, როდესაც ადგილობრივ კლინიკას მიმართა, დამოუკიდებლად სიარული აღარ შეეძლო.

კლინიკაში ქალს ნემსი გაუკეთეს და სიცხის დამწევი საშუალება დაალევინეს. სასტუმროში დაბრუნების შემდეგ, ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და სხეულზე მუქი ფერის ლაქები გაუჩნდა. მოგვიანებით ფეხებში გრძნობა სრულად დაკარგა.

ღამით რუსი ქალი შარმ ელ-შეიხის საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დილით სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში გულის გაჩერებით გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ქალი შვილთან ერთად

ორი ვერსია

რატომ არ მოათავსეს ტურისტი სიმპტომების გაჩენისთანავე კლინიკაში - არსებობს ორი განსხვავებული ვერსია.

რუსული მედია ანასტასიას დედაზე დაყრდნობით წერს, რომ ქალებმა სასტუმროს პერსონალს მიმართეს და სასწრაფო დახმარების გამოძახება სთხოვეს, როგორც კი დაავადების პირველი ნიშნები გამოჩნდა, რაზეც უარი უთხრეს და სთხოვეს, სასტუმროს ექიმებისთვის მიემართა.

მეორედ ქალებმა სასწრაფოს გამოძახება მაშინ ითხოვეს, როდესაც ანასტასიას სასტუმროს ნომერში უცნაური ლაქები გაუჩნდა და ტემპერატურა 33 გრადუსამდე დაეცა. სასტუმრო "პირამისას" თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, კვლავ უარი თქვეს სასწრაფოს გამოძახებაზე და ნომერში სასტუმროს ექიმი გამოიძახეს. ექიმი მალევე მივიდა ადგილზე და პაციენტი გასინჯვის მერე განაცხადა, რომ მუქი ლაქები მზისგან დამწვრობამ გამოიწვია.

სასწრაფო დახმარება მაშინ გამოიძახეს, როდესაც რუსმა ქალმა უკვე გონება დაკარგა.

სასტუმროს მენეჯმენტი ამბობს, რომ "პირამისას" თანამშრომლები მზად იყვნენ, სასწრაფო დახმარების გამოძახებისთვის, მაგრამ ანასტასიას დედამ, სავარაუდოდ, უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე იმის გამო, რომ მეორე დღეს ისინი სახლში უნდა გაფრენილიყვნენ.

"ამას ადასტურებს ქალაქის კლინიკის ოფიციალური სამედიცინო დასკვნა", - ნათქვამია "პირამისას" კომენტარში.

სასტუმროში ამბობენ, რომ გარდაცვლილი რუსი ქალის დედას ამ დრომდე სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

ქალის ცხედარი მალე სალავატში უნდა გადაასვენონ, სადაც ამჯერად უკვე რუსი ექსპერტები შეძლებენ დაადასტურონ ან უარყონ ეგვიპტელი კოლეგების მიერ დადგენილი სიკვდილის მიზეზი, გულის გაჩერება.