კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
43 სტუდენტის გატაცებისა და გაუჩინარების იდუმალებით მოცული ამბავი - რა მოხდა მექსიკაში 2014 წელს: საქმე, რომელიც დღემდე კითხვებს ტოვებს
43 სტუდენტის გატაცებისა და გაუჩინარების იდუმალებით მოცული ამბავი - რა მოხდა მექსიკაში 2014 წელს: საქმე, რომელიც დღემდე  კითხვებს ტოვებს

43 გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტის საქ­მე მექ­სი­კის მთავ­რო­ბი­სა და ექ­სპრე­ზი­დენტ ენ­რი­კე პე­ნია ნი­ე­ტოს მმარ­თვე­ლო­ბის შავ ლა­ქად აღიქ­მე­ბა.

2014 წლის 26 სექ­ტემ­ბერს, პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლე­ჯის 43 სტუ­დენ­ტი ნარ­კო­კარ­ტე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­დას­ცეს, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნარ­კო­კარ­ტე­ლის წევ­რებ­მა ისი­ნი მოკ­ლეს და შემ­დეგ ცხედ­რე­ბი დაწ­ვეს. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამ ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა, ამ საქ­მე­ში დღემ­დე ბევ­რი უპა­სუ­ხო კი­თხვაა.

იმ პე­რი­ოდ­ში ახალ­გაზ­რდე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ და წა­რუ­მა­ტე­ბელ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ მექ­სი­კა­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ტალ­ღა გა­მო­იწ­ვია. რვა წლის შემ­დეგ, საქ­მის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად თა­ვი­დან შექ­მნილ­მა კო­მი­სი­ამ 2014 წელს მომ­ხდარს "სა­ხელ­მწი­ფოს და­ნა­შა­უ­ლი" უწო­და - და­ზუს­ტე­ბით, ის თუ ვინ იდგა გა­ტა­ცე­ბის უკან და რა მო­ტი­ვი ამოძ­რა­ვებ­დათ, გა­ურ­კვე­ვე­ლია, თუმ­ცა არ­სე­ბობს ვერ­სი­ე­ბი და თე­ო­რი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი არ ენ­დო­ბა.

  • აი­ო­ცი­ნა­პას კო­ლე­ჯი

აი­ო­ცი­ნა­პას კო­ლე­ჯი 1926 წელს და­არ­სდა. იგი ის­ტო­რი­უ­ლად სტუ­დენ­ტურ აქ­ტი­ვიზ­მთან ასო­ცირ­დე­ბა და ცნო­ბი­ლია "სამ­ხედ­რო და რა­დი­კა­ლუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბით, რომ­ლე­ბიც ხში­რად გუ­ლის­ხმობს ავ­ტო­ბუ­სე­ბის და სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბას, მან­ქა­ნე­ბის მით­ვი­სე­ბას". ავ­ტო­ბუ­სე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რო­გორც წესი, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მფლო­ბელს უბ­რუნ­დე­ბა.

  • რა მოხ­და გა­ტა­ცე­ბის დღეს?

2014 წლის 26 სექ­ტემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 18:00 სა­ათ­ზე, 100-ზე მეტი სტუ­დენ­ტი იგუ­ა­ლა­ში გა­ემ­გზავ­რა. მათი მი­ზა­ნი იგუ­ა­ლას მე­რის მე­უღ­ლის, მა­რია დე ლოს ან­ჯე­ლეს პი­ნე­და ვი­ლას ყო­ველ­წლი­უ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩაშ­ლა იყო. თუმ­ცა იქ მის­ვლამ­დე სტუ­დენ­ტე­ბის ავ­ტო­ბუსს მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა პო­ლი­ცი­ამ ცე­ცხლი გა­უხ­სნა - მათი მტკი­ცე­ბით, სტუ­დენ­ტებ­მა ავ­ტო­ბუ­სი გა­ი­ტა­ცეს.

პო­ლი­ცი­ამ შეც­დო­მით ცე­ცხლის გა­უხ­სნა კი­დევ ერთ ავ­ტო­ბუსს, რო­მელ­შიც ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის წევ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რის შე­დე­გა­დაც მისი მძღო­ლი და ბორტზე მყო­ფი ერთ-ერთი მო­თა­მა­შე და­ი­ღუ­პა.

მე­ო­რე დი­ლით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ სტუ­დენ­ტის, ხუ­ლიო ჩე­ზარ მონ­დრა­გო­ნის და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი ცხე­და­რი იპო­ვეს. მათი ცნო­ბით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სულ და­ი­ღუ­პა 6 და და­იჭ­რა 25 ადა­მი­ა­ნი.

  • და­კარ­გუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის საქ­მე

პო­ლი­ცი­ას­თან შე­ტა­კე­ბის შემ­დეგ 43 სტუ­დენ­ტი და­ი­კარ­გა. მათი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ისი­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა ოფიც­რებ­მა და­ა­კა­ვეს და მიმ­დე­ბა­რე ქა­ლაქ კო­კუ­ლას პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­იყ­ვა­ნეს. იქ კო­რუმ­პი­რე­ბულ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი ნარ­კო­ბან­დის, Guerreros Unidos (გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი მე­ომ­რე­ბი) წევ­რებს გა­დას­ცეს. ერთ-ერთი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და სტუ­დენ­ტე­ბის გა­და­საყ­ვა­ნად, ეკუთ­ვნო­და ჯილ­დარ­დო ლო­პეს ას­ტუ­დი­ლოს (იგი­ვე "ელ გილი"), ბან­დის მა­ღა­ლი რან­გის ლი­დერს, რო­მე­ლიც თვლი­და, რომ სტუ­დენ­ტე­ბი საფრ­თხეს უქ­მნიდ­ნენ ბან­დის მიერ ტე­რი­ტო­რი­ის კონ­ტროლს. Guerreros Unidos-ი სა­ვა­რა­უ­დოდ იმა­საც ფიქ­რობ­და, რომ ზო­გი­ერ­თი სტუ­დენ­ტი იყო კონ­კუ­რენ­ტი ბან­დის წევ­რი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც Los Rojos.

გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის თქმით, სტუ­დენ­ტე­ბი კო­კუ­ლას გა­რე­უ­ბან­ში არ­სე­ბულ ნა­გავ­საყ­რელ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს და მოკ­ლეს. კვა­ლის გა­ნად­გუ­რე­ბის მიზ­ნით კი ცხედ­რე­ბი დაწ­ვეს. შემ­დეგ მათი ნაშ­თე­ბი რვა პლასტმა­სის ჩან­თა­ში მო­ა­თავ­სეს და მდი­ნა­რე სან ხუ­ან­ში გა­და­ყა­რეს.

"ჩვენ ისი­ნი მტვრად ვაქ­ცი­ეთ და მათი ნაშ­თე­ბი წყალ­ში გა­დავ­ყა­რეთ. ისი­ნი (ხე­ლი­სუფ­ლე­ბა) მათ ვე­რა­სო­დეს იპო­ვი­ან", - ვკი­თხუ­ლობთ ტექ­სტში, რო­მე­ლიც ელ გილ­მა, ბან­დის ერთ-ერთ ლი­დერს გა­უგ­ზავ­ნა.

  • და­კა­ვე­ბე­ბი და გა­მო­ძი­ე­ბა

2014 წლის 28 სექ­ტემ­ბერს გე­რე­რო­ში გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის წევ­რებ­მა 22 პო­ლი­ცი­ე­ლი და­ა­კა­ვეს. შტა­ტის მთავ­რო­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ იგუ­ა­ლა­ში მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის 280 თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­მო­ი­ძა­ხეს და­კი­თხვა­ზე. 22-ის გარ­და ყვე­ლა მათ­გა­ნი ბრა­ლის გა­რე­შე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ას­კვნა, რომ 22 პო­ლი­ცი­ე­ლი­დან 16-მა გა­მო­ი­ყე­ნა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი სტუ­დენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ყვე­ლა მათ­განს პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

2014 წლის 18 ოქ­ტომ­ბერს Guerreros Unidos-ის დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რი სინ­დრო­ნიო სალ­გა­დო და­ა­კა­ვეს. ამ დრო­ის­თვის ით­ვლე­ბა, რომ სტუ­დენ­ტე­ბის მკვლე­ლო­ბა მექ­სი­კელ­მა ნარ­კო­ბა­რონ­მა, ალფ­რე­დო ბელტრან ლე­ი­ვამ და­უკ­ვე­თა - მეტ­სა­ხე­ლად El Mochomo (უდაბ­ნოს ჭი­ან­ჭვე­ლა).

  • ცხედ­რე­ბი

2014 წლის 5 ოქ­ტომ­ბერს იგუ­ა­ლას მახ­ლობ­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნეს მა­სობ­რი­ვი საფ­ლა­ვი. ით­ვლე­ბო­და, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 28 სტუ­დენ­ტის ცხედ­რის ნაშ­თე­ბი იპო­ვეს - გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ჯერ აწა­მეს, შემ­დეგ კი ცო­ცხლად დაწ­ვეს. სა­ბო­ლო­ოდ, ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ ცხედ­რე­ბი და­კარ­გულ სტუ­დენ­ტებს არ ეკუთ­ვნო­დათ.

იმა­ვე წელს აღ­მო­ჩე­ნი­ლი ძვლის ფრაგ­მენ­ტე­ბი ემ­თხვე­ვა ალექ­სან­დრე მო­რას, რო­მე­ლიც გა­ტა­ცე­ბის დროს 19 წლის იყო, თუმ­ცა სად იპო­ვეს მისი ნეშ­ტი, სა­და­ვოა. ახლა უკვე დის­კრე­დი­ტი­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ამ­ტკი­ცებ­და, რომ მო­რას ნეშ­ტი კო­კუ­ლა­ში, ნა­გავ­საყ­რელ­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

2019 წელს, კო­კუ­ლას მახ­ლობ­ლად, ხევ­ში იპო­ვეს ფე­ხის ძვლის ნაშ­თე­ბი, რო­მე­ლიც 19 წლის კრის­ტი­ან ალ­ფონ­სო როდ­რი­გესს ეკუთ­ვნო­და. იმა­ვე ად­გი­ლას იპო­ვეს 20 წლის ჯო­სი­ვა­ნი გე­რე­რო დე ლა კრუ­ზის ცხედ­რის ფრაგ­მენ­ტე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად იმ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი­სა, რა­საც მე­დია და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ, ეს ამ­ბა­ვი დღემ­დე სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლად ით­ვლე­ბა და მექ­სი­კე­ლი დე­ტექ­ტი­ვე­ბი ამ დრომ­დე აგ­რძე­ლე­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის თუნ­დაც ცხედ­რე­ბის სა­პოვ­ნე­ლად.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
8

ამერიკა რომელიც მშვიდობას ამყარებს სხვა კონტინენტზე ამ დროს მოსაზღვრე ქვეყანაში ადამიანებს იტაცებენ რას მიკეთებს? შფოთავს ალბათ

ქართველი
7

მერე მიშამ რაო? სად არიან გატაცებული ქართველებიო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

43 სტუდენტის გატაცებისა და გაუჩინარების იდუმალებით მოცული ამბავი - რა მოხდა მექსიკაში 2014 წელს: საქმე, რომელიც დღემდე კითხვებს ტოვებს

43 სტუდენტის გატაცებისა და გაუჩინარების იდუმალებით მოცული ამბავი - რა მოხდა მექსიკაში 2014 წელს: საქმე, რომელიც დღემდე  კითხვებს ტოვებს

43 გაუჩინარებული სტუდენტის საქმე მექსიკის მთავრობისა და ექსპრეზიდენტ ენრიკე პენია ნიეტოს მმართველობის შავ ლაქად აღიქმება.

2014 წლის 26 სექტემბერს, პედაგოგიური კოლეჯის 43 სტუდენტი ნარკოკარტელის წარმომადგენლებს გადასცეს, არსებული ინფორმაციით, ნარკოკარტელის წევრებმა ისინი მოკლეს და შემდეგ ცხედრები დაწვეს. თუმცა მიუხედავად ამ ინფორმაციისა, ამ საქმეში დღემდე ბევრი უპასუხო კითხვაა.

იმ პერიოდში ახალგაზრდების გაუჩინარებამ და წარუმატებელმა გამოძიებამ მექსიკაში და მის ფარგლებს გარეთ საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია. რვა წლის შემდეგ, საქმის გამოსაძიებლად თავიდან შექმნილმა კომისიამ 2014 წელს მომხდარს "სახელმწიფოს დანაშაული" უწოდა - დაზუსტებით, ის თუ ვინ იდგა გატაცების უკან და რა მოტივი ამოძრავებდათ, გაურკვეველია, თუმცა არსებობს ვერსიები და თეორიები, რომლებსაც ადამიანების დიდი ნაწილი არ ენდობა.

  • აიოცინაპას კოლეჯი

აიოცინაპას კოლეჯი 1926 წელს დაარსდა. იგი ისტორიულად სტუდენტურ აქტივიზმთან ასოცირდება და ცნობილია "სამხედრო და რადიკალური საპროტესტო აქციებით, რომლებიც ხშირად გულისხმობს ავტობუსების და სატვირთო მანქანების გატაცებას, მანქანების მითვისებას". ავტობუსების უმეტესობა, როგორც წესი, საპროტესტო აქციების დასრულების შემდეგ მფლობელს უბრუნდება.

  • რა მოხდა გატაცების დღეს?

2014 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, 100-ზე მეტი სტუდენტი იგუალაში გაემგზავრა. მათი მიზანი იგუალას მერის მეუღლის, მარია დე ლოს ანჯელეს პინედა ვილას ყოველწლიური კონფერენციის ჩაშლა იყო. თუმცა იქ მისვლამდე სტუდენტების ავტობუსს მუნიციპალურმა პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა - მათი მტკიცებით, სტუდენტებმა ავტობუსი გაიტაცეს.

პოლიციამ შეცდომით ცეცხლის გაუხსნა კიდევ ერთ ავტობუსს, რომელშიც ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის წევრები იმყოფებოდნენ, რის შედეგადაც მისი მძღოლი და ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მოთამაშე დაიღუპა.

მეორე დილით, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სტუდენტის, ხულიო ჩეზარ მონდრაგონის დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს. მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად სულ დაიღუპა 6 და დაიჭრა 25 ადამიანი.

  • დაკარგული სტუდენტების საქმე

პოლიციასთან შეტაკების შემდეგ 43 სტუდენტი დაიკარგა. მათი გაუჩინარებიდან რამდენიმე კვირაში ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი მუნიციპალურმა ოფიცრებმა დააკავეს და მიმდებარე ქალაქ კოკულას პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. იქ კორუმპირებულმა პოლიციელებმა ადგილობრივი ნარკობანდის, Guerreros Unidos (გაერთიანებული მეომრები) წევრებს გადასცეს. ერთ-ერთი სატვირთო მანქანა, რომელიც გამოიყენებოდა სტუდენტების გადასაყვანად, ეკუთვნოდა ჯილდარდო ლოპეს ასტუდილოს (იგივე "ელ გილი"), ბანდის მაღალი რანგის ლიდერს, რომელიც თვლიდა, რომ სტუდენტები საფრთხეს უქმნიდნენ ბანდის მიერ ტერიტორიის კონტროლს. Guerreros Unidos-ი სავარაუდოდ იმასაც ფიქრობდა, რომ ზოგიერთი სტუდენტი იყო კონკურენტი ბანდის წევრი, რომელიც ცნობილია როგორც Los Rojos.

გამომძიებლების თქმით, სტუდენტები კოკულას გარეუბანში არსებულ ნაგავსაყრელზე გადაიყვანეს და მოკლეს. კვალის განადგურების მიზნით კი ცხედრები დაწვეს. შემდეგ მათი ნაშთები რვა პლასტმასის ჩანთაში მოათავსეს და მდინარე სან ხუანში გადაყარეს.

"ჩვენ ისინი მტვრად ვაქციეთ და მათი ნაშთები წყალში გადავყარეთ. ისინი (ხელისუფლება) მათ ვერასოდეს იპოვიან", - ვკითხულობთ ტექსტში, რომელიც ელ გილმა, ბანდის ერთ-ერთ ლიდერს გაუგზავნა.

  • დაკავებები და გამოძიება

2014 წლის 28 სექტემბერს გერეროში გენერალური პროკურატურის წევრებმა 22 პოლიციელი დააკავეს. შტატის მთავრობამ განაცხადა, რომ იგუალაში მუნიციპალური პოლიციის 280 თანამშრომელი გამოიძახეს დაკითხვაზე. 22-ის გარდა ყველა მათგანი ბრალის გარეშე გაათავისუფლეს. გამოძიებამ დაასკვნა, რომ 22 პოლიციელიდან 16-მა გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი სტუდენტების წინააღმდეგ. ყველა მათგანს პატიმრობა მიესაჯა.

2014 წლის 18 ოქტომბერს Guerreros Unidos-ის დაჯგუფების ლიდერი სინდრონიო სალგადო დააკავეს. ამ დროისთვის ითვლება, რომ სტუდენტების მკვლელობა მექსიკელმა ნარკობარონმა, ალფრედო ბელტრან ლეივამ დაუკვეთა - მეტსახელად El Mochomo (უდაბნოს ჭიანჭველა).

  • ცხედრები

2014 წლის 5 ოქტომბერს იგუალას მახლობლად აღმოაჩინეს მასობრივი საფლავი. ითვლებოდა, რომ ამ ტერიტორიაზე 28 სტუდენტის ცხედრის ნაშთები იპოვეს - გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ჯერ აწამეს, შემდეგ კი ცოცხლად დაწვეს. საბოლოოდ, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედრები დაკარგულ სტუდენტებს არ ეკუთვნოდათ.

იმავე წელს აღმოჩენილი ძვლის ფრაგმენტები ემთხვევა ალექსანდრე მორას, რომელიც გატაცების დროს 19 წლის იყო, თუმცა სად იპოვეს მისი ნეშტი, სადავოა. ახლა უკვე დისკრედიტირებული გამოძიება ამტკიცებდა, რომ მორას ნეშტი კოკულაში, ნაგავსაყრელზე აღმოაჩინეს.

2019 წელს, კოკულას მახლობლად, ხევში იპოვეს ფეხის ძვლის ნაშთები, რომელიც 19 წლის კრისტიან ალფონსო როდრიგესს ეკუთვნოდა. იმავე ადგილას იპოვეს 20 წლის ჯოსივანი გერერო დე ლა კრუზის ცხედრის ფრაგმენტები.

მიუხედავად იმ ინფორმაციებისა, რასაც მედია და სამართალდამცველები ავრცელებენ, ეს ამბავი დღემდე საიდუმლოებით მოცულად ითვლება და მექსიკელი დეტექტივები ამ დრომდე აგრძელებენ გამოძიებას გაუჩინარებული სტუდენტების თუნდაც ცხედრების საპოვნელად.