საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფრიკაში კაცი ნიანგის თავდასხმისგან ცოლმა გადაარჩინა - "ქალს ხელში უზარმაზარი ხის ნაჭერი ეჭირა, რომელიც ქვეწარმავალს ექვსჯერ მაინც დაარტყა"
აფრიკაში კაცი ნიანგის თავდასხმისგან ცოლმა გადაარჩინა - "ქალს ხელში უზარმაზარი ხის ნაჭერი ეჭირა, რომელიც ქვეწარმავალს ექვსჯერ მაინც დაარტყა"

სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ახალ­გაზ­რდა კაცი თევ­ზა­ო­ბი­სას ლა­მის ნი­ან­გმა შე­ჭა­მა. იმ დღეს, 37 წლის ენ­ტო­ნი ჟუ­ბერ­ტი თა­ვის 12 წლის ვაჟ­თან და ცოლ­თან ერ­თად ტბა­ზე სა­თევ­ზა­ოდ წა­ვი­და. მამა-შვი­ლი მშვი­დად თევ­ზა­ობ­დნენ, რო­დე­საც ბიჭ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის მა­მას მი­მარ­თა. მისი თქმით, რა­ღაც ძა­ლი­ან დიდი და­ი­ჭი­რა და მარ­ტო ვერ მო­ე­რე­ო­და.

ჟუ­ბერ­ტი ამ დროს ნა­ხე­ვა­რი მეტ­რით შე­ვი­და წყალ­ში, რათა შვილს დახ­მა­რე­ბო­და და სწო­რედ ამ დროს და­ეს­ხა ნი­ან­გი თავს.

„უცებ გად­მო­ვარ­და წყლი­დან, პირ­და­პირ ჩემ­კენ წა­მო­ვი­და და ყბებ­ში ჩემი ფე­ხე­ბი მო­იქ­ცია და გა­დაყ­ლაპ­ვას მი­პი­რებ­და.“ - იხ­სე­ნებს კაცი.

ენ­ტო­ნი ცდი­ლობ­და ნი­ანგს შებ­რძო­ლე­ბო­და, მაგ­რამ მისი თქმით, უმ­წე­ოდ გრძნობ­და თავს. მას დღემ­დე უკ­ვირს, რო­გორ გა­და­ურ­ჩა ორი­ვე ფეხი ნი­ან­გის კბი­ლებს - ექი­მე­ბის თქმით, ეს მარ­თლა სას­წა­უ­ლია.

სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც ჟუ­ბერ­ტი და­ნე­ბე­ბის პი­რას იყო, მისი ცოლი ანა­ლი­ზა ტბას­თან ყვი­რი­ლით მი­ვი­და. ქალს ხელ­ში უზარ­მა­ზა­რი ხის ნა­ჭე­რი ეჭი­რა, რო­მე­ლიც ქვე­წარ­მა­ვალს ექ­ვსი-შვიდ­ჯერ მა­ინც და­არ­ტყა თავ­ში. ქალი კი­ვილს არ წყვეტ­და და მისი თქმით, დარ­ტყმე­ბი წარ­მო­უდ­გენ­ლად ძლი­ე­რი იყო.

მო­უ­ლოდ­ნე­ლად ნი­ან­გმა ყბე­ბი მო­უშ­ვა და კაცი ქვე­წარ­მავ­ლის ყბე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ნი­ან­გმა შო­კი­რე­ბუ­ლი წყვი­ლი და­ტო­ვა და წყალ­ში შე­ცუ­რა. მომ­ხდა­რის შემ­დეგ, ქალი მან­ქა­ნის­კენ გა­იქ­ცა სახ­ვე­ვე­ბი მო­ი­ტა­ნა, ქმარს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ექი­მებ­მა ჟუ­ბერ­ტე­ბის წყვილს აჩუ­ქეს ნი­ან­გის სამი კბი­ლი, რო­მე­ლიც მათ ენ­ტო­ნის ფე­ხი­დან ამო­ი­ღეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
3

წარმოიდგინე მაგ ქალი,შუბლზე თავშალშეკრული და ხელში, ცომის საბრტელებლით.

ლიანა
12

ალბათ ყველა ქართველი უნდა წავიდეს სამოგზაუროდ სამხრეთ აფრიკაში. მერე შეადაროს ცივილიზაციის სამშობლოებს ახლო აღმოსავლეთში და პირამიდებიან ეგვიპტეში. როგორ არაფერს ნიშნავს გქონდეს ათასწლოვანი ისტორია, თუ დღეს ერი სრულიად გამოლეღვებული ხარ. 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

აფრიკაში კაცი ნიანგის თავდასხმისგან ცოლმა გადაარჩინა - "ქალს ხელში უზარმაზარი ხის ნაჭერი ეჭირა, რომელიც ქვეწარმავალს ექვსჯერ მაინც დაარტყა"

აფრიკაში კაცი ნიანგის თავდასხმისგან ცოლმა გადაარჩინა - "ქალს ხელში უზარმაზარი ხის ნაჭერი ეჭირა, რომელიც ქვეწარმავალს ექვსჯერ მაინც დაარტყა"

სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდა კაცი თევზაობისას ლამის ნიანგმა შეჭამა. იმ დღეს, 37 წლის ენტონი ჟუბერტი თავის 12 წლის ვაჟთან და ცოლთან ერთად ტბაზე სათევზაოდ წავიდა. მამა-შვილი მშვიდად თევზაობდნენ, როდესაც ბიჭმა დახმარებისთვის მამას მიმართა. მისი თქმით, რაღაც ძალიან დიდი დაიჭირა და მარტო ვერ მოერეოდა.

ჟუბერტი ამ დროს ნახევარი მეტრით შევიდა წყალში, რათა შვილს დახმარებოდა და სწორედ ამ დროს დაესხა ნიანგი თავს.

„უცებ გადმოვარდა წყლიდან, პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა და ყბებში ჩემი ფეხები მოიქცია და გადაყლაპვას მიპირებდა.“ - იხსენებს კაცი.

ენტონი ცდილობდა ნიანგს შებრძოლებოდა, მაგრამ მისი თქმით, უმწეოდ გრძნობდა თავს. მას დღემდე უკვირს, როგორ გადაურჩა ორივე ფეხი ნიანგის კბილებს - ექიმების თქმით, ეს მართლა სასწაულია.

სწორედ მაშინ, როდესაც ჟუბერტი დანებების პირას იყო, მისი ცოლი ანალიზა ტბასთან ყვირილით მივიდა. ქალს ხელში უზარმაზარი ხის ნაჭერი ეჭირა, რომელიც ქვეწარმავალს ექვსი-შვიდჯერ მაინც დაარტყა თავში. ქალი კივილს არ წყვეტდა და მისი თქმით, დარტყმები წარმოუდგენლად ძლიერი იყო.

მოულოდნელად ნიანგმა ყბები მოუშვა და კაცი ქვეწარმავლის ყბებიდან გათავისუფლდა. ნიანგმა შოკირებული წყვილი დატოვა და წყალში შეცურა. მომხდარის შემდეგ, ქალი მანქანისკენ გაიქცა სახვევები მოიტანა, ქმარს პირველადი დახმარება აღმოუჩინა და საავადმყოფოში წაიყვანა.

მოგვიანებით ექიმებმა ჟუბერტების წყვილს აჩუქეს ნიანგის სამი კბილი, რომელიც მათ ენტონის ფეხიდან ამოიღეს.