კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Technovation Girls SAKARTVELO-ს მონაწილეები საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადებიან
Technovation Girls SAKARTVELO-ს მონაწილეები საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადებიან

თი­ბი­სის მხარ­და­ჭე­რით და ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით, გლო­ბა­ლუ­რი პრო­ექ­ტი Technovation Girls სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე მე­ო­რედ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ასზე მეტი ქვეყ­ნის ათი­ა­თა­სო­ბით გო­გო­ნას ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის ირ­გვლივ აერ­თი­ა­ნებს.

Technovation Girls SAKARTVELO-ს მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და მენ­ტო­რე­ბის შეხ­ვედ­რას თი­ბი­სი კონ­ცეპ­ტის მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ­მა სივ­რცემ უმას­პინ­ძლა. შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს ყვე­ლა ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რაც გო­გო­ე­ბის გუნ­დე­ბის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში ას­პა­რე­ზო­ბის­თვი­საა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტე­ბი­დან 18-19 მა­ისს, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ჟი­უ­რი გა­და­არ­ჩევს ნა­მუ­შევ­რებს და შე­ირ­ჩე­ვა გუნ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით.

Technovation Girls ფარ­გლებ­ში, მო­ნა­წი­ლე გო­გო­ნე­ბი, ის­წავ­ლი­ან პროგ­რა­მი­რე­ბა­სა და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­დუქ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას, მათ გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ ინო­ვა­ცი­ურ იდე­ებს და შექ­მნი­ან აპ­ლი­კა­ცი­ას ან ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის პრო­ტო­ტიპს.

თი­ბი­სი, რო­გორც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარ­და­ჭე­რით, მიზ­ნად ისა­ხავს ტე­ქე­კო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბას, ამ სფე­რო­ში გო­გო­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და ზო­გა­დად ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ურ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

Technovation Girls SAKARTVELO-ს მონაწილეები საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადებიან

Technovation Girls SAKARTVELO-ს მონაწილეები საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადებიან

თიბისის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს.

Technovation Girls SAKARTVELO-ს მონაწილეების და მენტორების შეხვედრას თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურმა სივრცემ უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც გოგოების გუნდებისთვის საერთაშორისო კონკურსში ასპარეზობისთვისაა მნიშვნელოვანი.

წარდგენილი პროექტებიდან 18-19 მაისს, ნახევარფინალში ადგილობრივი ჟიური გადაარჩევს ნამუშევრებს და შეირჩევა გუნდები, რომლებიც საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სახელით.

Technovation Girls ფარგლებში, მონაწილე გოგონები, ისწავლიან პროგრამირებასა და ახალი ტექნოლოგიური პროდუქტის განვითარებას, მათ გარშემო არსებული პრობლემის გადასაჭრელად შეიმუშავებენ ინოვაციურ იდეებს და შექმნიან აპლიკაციას ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპს.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებას და ზოგადად ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.