მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად სკანდალურ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს, რომელსაც ბიზნესი და საეჭვო კავშირები რუსეთში აქვს?
რა უნდოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად სკანდალურ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს, რომელსაც ბიზნესი და საეჭვო კავშირები რუსეთში აქვს?

15 მარტს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და­ა­დას­ტუ­რა "მთა­ვა­რი არ­ხის"მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სან­ქცი­რე­ბულ რუს ოლი­გარ­ქთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით ხი­და­შე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მრჩევ­ლად მუ­შა­ობ­და. ლა­პა­რა­კია ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სა და ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ო­დებ­ზე.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბით, და­ვით ხი­და­შე­ლი მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი იყო 2020 წლი­დან 2024 წლის თე­ბერ­ვლამ­დე პე­რი­ოდ­ში.

"მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში და­ვით ხი­და­შე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მრჩევ­ლად მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის მიზ­ნით, გვსურს გან­ვმარ­ტოთ შემ­დე­გი: 2020 წლი­დან 2024 წლის 9 თე­ბერ­ვლამ­დე და­ვით ხი­და­შე­ლი მუ­შა­ობ­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მრჩევ­ლად. იმ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის შემ­დეგ, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, და­ვით ხი­და­შელს სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 81-ე მუხ­ლის, მე-2 პუნ­ქტის მი­ხედ­ვით, შე­უ­წყდა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და მას შემ­დეგ თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში აღარ მუ­შა­ობს. ამას­თან, და­ვით ხი­და­შელს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში არ ჰქო­ნია სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო ცნო­ბებ­ზე დაშ­ვე­ბა“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში. - წე­რია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ" (მუხ­ლი 81) სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, თუ მი­ნის­ტრი ტო­ვებს თა­ნამ­დე­ბო­ბას, ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა მისი მრჩე­ვე­ლიც. გა­მო­დის, რომ ხი­და­შე­ლის და­ნიშ­ვნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ორი­ვე ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა მი­ი­ღო.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ახა­ლი მი­ნის­ტრის და­ნიშ­ვნის შემ­დეგ ხი­და­შე­ლი აღარ არის მრჩე­ვე­ლი.

  • ვინ არის და­ვით ხი­და­შე­ლი?

ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით ხი­და­შე­ლი რუ­სეთ­ში საქ­მი­ა­ნობს და და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რუს ოლი­გარქ ვლა­დი­მირ ევ­ტუ­შენ­კოვ­თან. ევ­ტუ­შენ­კო­ვი, მსხვი­ლი რუ­სუ­ლი კორ­პო­რა­ცია "სის­ტე­მის“ მფლო­ბე­ლია, ის რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვი­საც ბრი­ტა­ნეთ­მა სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა.

ხი­და­შე­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი უკავ­შირ­დე­ბა ე.წ. კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მეს - ის მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პი­რია, გა­მო­ძი­ე­ბა მის მიერ რუ­სეთ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი რუ­კე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და იმ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შე­ფა­სე­ბით, 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში ეს საქ­მე ცალ­სა­ხად პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო. თა­ვად და­ვით ხი­და­შე­ლის თქმით, რუ­კე­ბის მო­პო­ვე­ბა მას პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, სთხო­ვა.

ის კი­დევ ერთ ხმა­უ­რი­ან ამ­ბავს უკავ­შირ­დე­ბა - 2022 წელს და­ვით ხი­და­შელ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ შპს "ეიჩ ჯი კაპ­რა კა­უ­კა­სი­კამ" რა­ჭა­ში, 104 712 ჰექ­ტა­რი ტყე 49-წლი­ა­ნი იჯა­რით მი­ი­ღო. ხი­და­შელს სა­ნა­დი­რო მე­ურ­ნე­ო­ბის შექ­მნის მიზ­ნით, შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზია 1 151 832 ლა­რად გა­დას­ცეს. მი­ზა­ნი კე­თილ­შო­ბი­ლი ირ­მი­სა და კავ­კა­სი­უ­რი დომ­ბის, იგი­ვე ევ­რო­პუ­ლი ბი­ზო­ნის მო­შე­ნე­ბა იყო.

2023 წლის ნო­ემ­ბერ­ში კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბიზ­ნეს­მენ და­ვით ხი­და­შე­ლის კომ­პა­ნი­ას, გა­რე­მოს ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ რა­ჭა­ში სა­მო­ნა­დი­რეო მე­ურ­ნე­ო­ბის ლი­ცენ­ზია გა­უ­უქ­მა. გან­ცხა­დე­ბა­ში, რომ­ლის სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზია ძა­ლა­და­კარ­გუ­ლია.

"კომ­პა­ნი­ის "ეიჩ ჯი კაპ­რა კა­უ­კა­სი­კის" მიერ სა­ლი­ცენ­ზიო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო, შე­სა­ბა­მი­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქ­მე­ბი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში იქნა შედ­გე­ნი­ლი. ლი­ცენ­ზი­ე­ბის და ნე­ბარ­თვე­ბის კა­ნო­ნი, ისე­ვე რო­გორც ზო­გა­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სი, ით­ვა­ლის­წი­ნებს გარ­კვე­ულ სა­მარ­თლებ­რივ ქმე­დე­ბებს, თუკი სა­ხე­ზე არის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­რე­მოს ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ლი­ცენ­ზი­ის ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყო. წარ­მო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ა­გენ­ტომ გა­მო­იკ­ვლია ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი", - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

2023 წლის 15 ნო­ემ­ბერს გავ­რცელ­და "ეიჩ ჯი კაპ­რა კა­უ­კა­სი­კის” გან­ცხა­დე­ბაც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კომ­პა­ნია ამ­ბობ­და, რომ სა­მო­ნა­დი­რეო მე­ურ­ნე­ო­ბის ბიზ­ნე­სი­დან გა­დი­ო­და... "კარ­გად იყ­ვნენ უჩე­მოდ", - გა­ნა­ცხა­და იმ­ხა­ნად და­ვით ხი­და­შელ­მა.

თა­ვის მხრივ, გა­რე­მოს ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ლი­ცენ­ზი­ის მფლო­ბელს მე­ურ­ნე­ო­ბის მო­სა­წყო­ბად 5 000 000 ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია უნდა ჩა­ე­დო და კი­დევ მთე­ლი რიგი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აეღო, რე­ა­ლუ­რად კი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია.

  • ხი­და­შე­ლის მრჩევ­ლო­ბის შე­სა­ხებ რა გა­ნა­ცხა­და თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრმა ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ?

"მთა­ვარ­მა არხთან" ამ სა­კი­თხზე ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ შემ­დე­გი გა­ნა­ცხა­და:

"ნუ, იცით თქვენ, რომ ვმუ­შა­ობ­დით და­ვით გა­რე­ჯის საქ­მე­ზე და ჩარ­თუ­ლი იყო და­ვი­თიც ამ სა­კი­თხზე და ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა­ღა­ცა­ში დაგ­ვჭირ­დე­ბო­და, ვკი­თხავ­დით… არა მგო­ნია, დღეს, ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი”.

  • რა შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას?

„ივა­ნიშ­ვი­ლის პარ­ტი­ის პი­რო­ბებ­ში ღიად თუ და­ფა­რუ­ლად, პრო­რუ­სი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის და­ნიშ­ვნა მათი გამ­დიდ­რე­ბის მიზ­ნით, რა თქმა უნდა, გა­საკ­ვი­რი არ არის, თუმ­ცა ერ­თე­ულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ფო­კუ­სი­რე­ბა არ უნდა მო­ვახ­დი­ნოთ, რამ­დე­ნა­დაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა მო­ვი­ტა­ნოთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის გზით. 26 ოქ­ტომ­ბე­რი უდი­დე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, ივა­ნიშ­ვი­ლის კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა ჩა­ნაც­ვლდეს კო­ა­ლი­ცი­უ­რი, პრო­და­სავ­ლუ­რი პარ­ტი­ა­თა ერ­თო­ბით, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით შე­იყ­ვანს ევ­რო­კავ­შირ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ფრაქ­ცია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

"სა­ვა­რა­უ­დო ღია ღა­ლატ­თან გვაქვს საქ­მე" - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და­ვით ხი­და­შე­ლის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მრჩევ­ლად მუ­შა­ო­ბას "ლე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, და­ვით ხი­და­შე­ლის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მრჩევ­ლად მუ­შა­ო­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ რუ­სე­თის მო­თხოვ­ნა იყო.

"მე სხვა ახ­სნას ვერ ვპო­უ­ლობ თუ არა ის, რომ რუ­სე­თის მო­თხოვ­ნა იყო, მას რა­ღაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი ჰქო­ნო­და. სხვა შემ­თხვე­ვა­ში რაში სჭირ­დე­ბო­დათ? სამ­წუ­ხა­როდ, ისე­დაც ხომ აკონ­ტრო­ლე­ბენ ჩვენს ვი­თა­რე­ბას, ინ­ფილტრი­რე­ბუ­ლია ისე­დაც შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი. რო­გორც ჩანს ეს იყო რუ­სე­თის მო­თხოვ­ნა. ჩვენ არ ვი­ცით თვი­თონ ეს ადა­მი­ა­ნი რაში იყე­ნებ­და ამ სტა­ტუსს. მისი ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა საკ­მა­ოდ სა­ეჭ­ვო ხა­სი­ა­თი­საა. შე­საძ­ლოა, მას ეს სტა­ტუ­სის თა­ვად სჭირ­დე­ბო­და სა­კუ­თა­რი ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებ­თან რომ ამას სა­ერ­თო ვე­რა­ფე­რი ვერ ექ­ნე­ბო­და, ამა­ზე, მე მგო­ნი, ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა.

სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, და­ვით ხი­და­შე­ლის ბიზ­ნე­სი რუ­სე­თის შე­მა­ი­ა­რა­ღე­ბელ "შავ­ბნე­ლი ინ­დუსტრი­ას­თა­ნაა“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი:

"და­ვით ხი­და­შე­ლი ნავ­თობს, გაზს ან რა­ი­მე მსგავსს კი არ უკავ­შირ­დე­ბა, ის იყო იმ ბიზ­ნეს სქე­მა­ში, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ია­რა­ღით მა­რაგ­დე­ბო­და სი­რია, ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა და თვი­თონ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი. ის ყვე­ლა­ზე შავ­ბნე­ლი ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­მე­ლიც პირ­და­პირ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის შე­მა­ი­ა­რა­ღე­ბე­ლია. სწო­რედ ამი­ტომ და­უ­წეს­და სან­ქცი­ე­ბი დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ მის ბიზ­ნეს პარტნი­ორს. ამ ადა­მი­ა­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მრჩევ­ლად და­ნიშ­ვნა, და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს, რად­გან მტრუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის გა­ად­ვი­ლე­ბა და სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მი­ლი ქმე­დე­ბე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და ა.შ. აღ­წე­რი­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში და ის­ჯე­ბა შე­სა­ბა­მი­სის მუხ­ლე­ბით“.

ერთი კვი­რის წინ კი ხი­და­შე­ლი მო­რი­გი სკან­და­ლის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა, რო­დე­საც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია მისი და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ გია ვოლ­სკის სა­უ­ბარ­ზე. ისი­ნი აფხა­ზეთ­თან და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­თან სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფე­დე­რა­ცი­ის პერ­სპექ­ტი­ვას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. პარ­ლა­მენ­ტის გვერ­დით კა­ფე­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე იყო ლა­პა­რა­კი აფხა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან პირ­და­პი­რი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა, აფხა­ზეთ­ში რკი­ნიგ­ზის 37-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თის აღ­დგე­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და ოს და აფხაზ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ბიზ­ნეს გეგ­მე­ბი გა­ნი­ხი­ლეს.

"და­ვით ხი­და­შელ­მა და­მი­რე­კა, მას არ ვიც­ნობ­დი, მი­თხრა, აფხა­ზეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბე­ბი მაქ­ვსო. ვი­დეო რომ გავ­რცელ­და, ვერ მივ­ხვდი, მათი ტაშ-ფან­დუ­რის მი­ზე­ზი რა იყო, თუმ­ცა გე­ტყვით, რომ კა­ფე­ში ძა­ლი­ან ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობ­დნენ, ისე რომ მიმ­ტან­სა და ყვე­ლა იქ მჯდომ ადა­მი­ანს ეს­მო­და", - გა­ნა­ცხა­და გია ვოლ­სკიმ.

მი­სი­ვე თქმით, ხი­და­შელს არა­ნა­ი­რად არც ან­ტი­და­სავ­ლუ­რი, არც პრო­რუ­სუ­ლი და არც, მით უმე­ტეს, ან­ტი­ქარ­თუ­ლი იდეა არ გა­მო­უმ­ჟღავ­ნე­ბია.

"სა­უ­ბა­რი ჰქონ­და იმა­ზე, რომ 2011 წელს"ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ პე­რი­ოდ­ში რუ­სეთ­თან და შვე­ი­ცა­რი­ას­თან სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­თან­ხმე­ბა იყო, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში რუ­სე­თის წევ­რო­ბას მწვა­ნე შუქი აუნ­თო და თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს სატ­რან­ზი­ტო მოძ­რა­ო­ბა ამ შვე­ი­ცა­რი­ის მხა­რის ჩარ­თუ­ლო­ბით აღ­დგეს იმ შე­თან­ხმე­ბით, რო­მე­ლიც 2011 წელს „ნაც­მოძ­რა­ო­ბამ“ რუ­სეთ­თან გა­ა­ფორ­მა. ჩემი დიდი პა­სუ­ხე­ბი არც დას­ჭირ­ვე­ბია, თა­ვად­ვე კარ­გად ეს­მის და თა­ვი­სი პო­ზი­ცი­აც გა­მო­ხა­ტა, რომ დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, მას შემ­დეგ რუ­სე­თი შე­იჭ­რა და ახ­დენს უკ­რა­ი­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ას, რა­ი­მე მო­ლა­პა­რა­კე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მით უმე­ტეს, რუ­სეთ­თან, პრაქ­ტი­კუ­ლად, არა მხო­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია, არა­მედ გა­მო­რი­ცხუ­ლია და ამას პერ­სპექ­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია და ეს თვი­თო­ნაც კარ­გად ეს­მის... მან ისიც თქვა, რომ იქ­ნებ პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აფხა­ზურ მხა­რეს­თან კარ­გი იყოს. ამას დიდი ხა­ნია სა­უბ­რო­ბენ, მაგ­რამ ავუხ­სე­ნი, რომ აფხა­ზურ მხა­რეს უნდა, ქარ­თულ მხა­რეს ელა­პა­რა­კოს, რო­გორც აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დე­ბელ რეს­პუბ­ლი­კას და ეს გა­რე­მო­ე­ბა შე­უძ­ლე­ბელს ხდის რა­ი­მე პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბის და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. არ­სე­ბობს ჟე­ნე­ვის ფორ­მა­ტი და ამ ფორ­მა­ტი­დან გას­ვლას აზრი არ აქვს, მაგ­რამ ეს ჩემი რა­დი­კა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან კი არ მოხ­და, იმა­საც კარ­გად ეს­მის. მარ­თა­ლი გი­თხრათ, ამ შეხ­ვედ­რის შე­დე­გის იდე­ას ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მივ­ხვდი, გარ­და იმი­სა, რომ ამ რუ­სუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ატე­ხა ეს ამ­ბა­ვი. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ფე­დე­რა­ცი­ას, ეს სი­ტყვა საკ­მა­ოდ ხმა­მაღ­ლა ახ­სე­ნა - ისე, რომ გვერ­დით მსხდომ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა მო­ი­ხე­დეს კი­დეც - რომ კარ­გი იქ­ნე­ბა, აფხა­ზეთ­თან შე­იქ­მნას კონ­ფე­დე­რა­ცია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა იცის, რომ კონ­ფე­დე­რა­ცია შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის, არც არა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბაა. იქ კონ­ფე­დე­რა­ცია ახ­სე­ნა, მაგ­რამ არ ნიშ­ნავს, რომ ამა­ზე სა­უ­ბა­რია“, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 85 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
4

დებილებზე (ნაცებზე) გათვლილი ცილისმწამებლური სტატიაა. ერთად ამდენი სულელური კომენტარი არ წამიკითხავს.

?????????
9

რა საინტერესოა:))) კითხვა დავსვი- ვინ ჰყავდა კეზერას მრჩეველი მეთქი და უბრალოდ ჰვარის დასახელების მაგივრად არზებია გამომცხვარი:))))) კითხვა არ მოგეწონათ? რატომ?????:))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რა უნდოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად სკანდალურ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს, რომელსაც ბიზნესი და საეჭვო კავშირები რუსეთში აქვს?

რა უნდოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად სკანდალურ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს, რომელსაც ბიზნესი და საეჭვო კავშირები რუსეთში აქვს?

15 მარტს, თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა "მთავარი არხის"მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სანქცირებულ რუს ოლიგარქთან დაკავშირებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა. ლაპარაკია ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდებზე.

ოფიციალური ცნობით, დავით ხიდაშელი მინისტრის მრჩეველი იყო 2020 წლიდან 2024 წლის თებერვლამდე პერიოდში.

"მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით, საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გვსურს განვმარტოთ შემდეგი: 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად. იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს. ამასთან, დავით ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. - წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

"საჯარო სამსახურის შესახებ" (მუხლი 81) საქართველოს კანონის მიხედვით, თუ მინისტრი ტოვებს თანამდებობას, ავტომატურად გათავისუფლებულად ითვლება მისი მრჩეველიც. გამოდის, რომ ხიდაშელის დანიშვნის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროში ორივე ყოფილმა მინისტრმა მიიღო.

თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ ხიდაშელი აღარ არის მრჩეველი.

  • ვინ არის დავით ხიდაშელი?

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი რუსეთში საქმიანობს და დაკავშირებულია რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან. ევტუშენკოვი, მსხვილი რუსული კორპორაცია "სისტემის“ მფლობელია, ის რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.

ხიდაშელის სახელი და გვარი უკავშირდება ე.წ. კარტოგრაფების საქმეს - ის მთავარი მოქმედი პირია, გამოძიება მის მიერ რუსეთში მოპოვებული რუკების საფუძველზე დაიწყო.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იმჟამინდელი სახალხო დამცველის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ეს საქმე ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული იყო. თავად დავით ხიდაშელის თქმით, რუკების მოპოვება მას პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, სთხოვა.

ის კიდევ ერთ ხმაურიან ამბავს უკავშირდება - 2022 წელს დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანიამ შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ" რაჭაში, 104 712 ჰექტარი ტყე 49-წლიანი იჯარით მიიღო. ხიდაშელს სანადირო მეურნეობის შექმნის მიზნით, შესაბამისი ლიცენზია 1 151 832 ლარად გადასცეს. მიზანი კეთილშობილი ირმისა და კავკასიური დომბის, იგივე ევროპული ბიზონის მოშენება იყო.

2023 წლის ნოემბერში კი ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია გაუუქმა. განცხადებაში, რომლის სააგენტომ გაავრცელა, აღნიშნული იყო, რომ შესაბამისი ლიცენზია ძალადაკარგულია.

"კომპანიის "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკის" მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წლის მაისში იქნა შედგენილი. ლიცენზიების და ნებართვების კანონი, ისევე როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ითვალისწინებს გარკვეულ სამართლებრივ ქმედებებს, თუკი სახეზე არის ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნულის საფუძველზე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესი დაიწყო. წარმოების ფარგლებში, სააგენტომ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები", - წერია განცხადებაში.

2023 წლის 15 ნოემბერს გავრცელდა "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკის” განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, კომპანია ამბობდა, რომ სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადიოდა... "კარგად იყვნენ უჩემოდ", - განაცხადა იმხანად დავით ხიდაშელმა.

თავის მხრივ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ლიცენზიის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო და კიდევ მთელი რიგი ვალდებულებები აეღო, რეალურად კი არაფერი გაუკეთებია.

  • ხიდაშელის მრჩევლობის შესახებ რა განაცხადა თავდაცვის ექსმინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ?

"მთავარმა არხთან" ამ საკითხზე ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ შემდეგი განაცხადა:

"ნუ, იცით თქვენ, რომ ვმუშაობდით დავით გარეჯის საქმეზე და ჩართული იყო დავითიც ამ საკითხზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაღაცაში დაგვჭირდებოდა, ვკითხავდით… არა მგონია, დღეს, ალბათ, არ იქნება გაფორმებული”.

  • რა შეფასებები მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას?

„ივანიშვილის პარტიის პირობებში ღიად თუ დაფარულად, პრორუსი ჩინოვნიკების დანიშვნა მათი გამდიდრების მიზნით, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, თუმცა ერთეულ თანამდებობაზე ფოკუსირება არ უნდა მოვახდინოთ, რამდენადაც მნიშვნელოვანია ძირეული ცვლილება მოვიტანოთ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით. 26 ოქტომბერი უდიდესი შესაძლებლობაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ივანიშვილის კორუმპირებული მთავრობა ჩანაცვლდეს კოალიციური, პროდასავლური პარტიათა ერთობით, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაჩქარებული წესით შეიყვანს ევროკავშირში“, - განაცხადა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.

"სავარაუდო ღია ღალატთან გვაქვს საქმე" - ასე გამოეხმაურა დავით ხიდაშელის თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობას "ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.

მისი თქმით, დავით ხიდაშელის თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობა სავარაუდოდ რუსეთის მოთხოვნა იყო.

"მე სხვა ახსნას ვერ ვპოულობ თუ არა ის, რომ რუსეთის მოთხოვნა იყო, მას რაღაც ოფიციალური სტატუსი ჰქონოდა. სხვა შემთხვევაში რაში სჭირდებოდათ? სამწუხაროდ, ისედაც ხომ აკონტროლებენ ჩვენს ვითარებას, ინფილტრირებულია ისედაც შესაბამისი სამსახურები. როგორც ჩანს ეს იყო რუსეთის მოთხოვნა. ჩვენ არ ვიცით თვითონ ეს ადამიანი რაში იყენებდა ამ სტატუსს. მისი ბიზნეს საქმიანობა საკმაოდ საეჭვო ხასიათისაა. შესაძლოა, მას ეს სტატუსის თავად სჭირდებოდა საკუთარი ბიზნეს ინტერესების განსახორციელებლად. ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესებთან რომ ამას საერთო ვერაფერი ვერ ექნებოდა, ამაზე, მე მგონი, ყველა ვთანხმდებით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, დავით ხიდაშელის ბიზნესი რუსეთის შემაიარაღებელ "შავბნელი ინდუსტრიასთანაა“ დაკავშირებული:

"დავით ხიდაშელი ნავთობს, გაზს ან რაიმე მსგავსს კი არ უკავშირდება, ის იყო იმ ბიზნეს სქემაში, რომლის მეშვეობითაც იარაღით მარაგდებოდა სირია, ჩრდილოეთ კორეა და თვითონ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი. ის ყველაზე შავბნელი ინდუსტრიის წარმომადგენელია, რომელიც პირდაპირ პუტინის რეჟიმის შემაიარაღებელია. სწორედ ამიტომ დაუწესდა სანქციები დიდი ბრიტანეთის მიერ მის ბიზნეს პარტნიორს. ამ ადამიანის ოფიციალურად საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დანიშვნა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რადგან მტრული სახელმწიფოსთვის ინფორმაციის მიღების გაადვილება და სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილი ქმედებების ხელშეწყობა და ა.შ. აღწერილია სისხლის სამართლის კოდექსში და ისჯება შესაბამისის მუხლებით“.

ერთი კვირის წინ კი ხიდაშელი მორიგი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია მისი და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის საუბარზე. ისინი აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან საქართველოს კონფედერაციის პერსპექტივას განიხილავდნენ. პარლამენტის გვერდით კაფეში გამართულ შეხვედრაზე ასევე იყო ლაპარაკი აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი კავშირების დამყარება, აფხაზეთში რკინიგზის 37-კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენის აუცილებლობა და ოს და აფხაზ წარმომადგენლებთან ბიზნეს გეგმები განიხილეს.

"დავით ხიდაშელმა დამირეკა, მას არ ვიცნობდი, მითხრა, აფხაზეთთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებები მაქვსო. ვიდეო რომ გავრცელდა, ვერ მივხვდი, მათი ტაშ-ფანდურის მიზეზი რა იყო, თუმცა გეტყვით, რომ კაფეში ძალიან ხმამაღლა საუბრობდნენ, ისე რომ მიმტანსა და ყველა იქ მჯდომ ადამიანს ესმოდა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ხიდაშელს არანაირად არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და არც, მით უმეტეს, ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია.

"საუბარი ჰქონდა იმაზე, რომ 2011 წელს"ნაცმოძრაობის“ პერიოდში რუსეთთან და შვეიცარიასთან საერთაშორისო მონაწილეობით შეთანხმება იყო, მათ შორის საქართველომ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობას მწვანე შუქი აუნთო და თუ შესაძლებელია, ეს სატრანზიტო მოძრაობა ამ შვეიცარიის მხარის ჩართულობით აღდგეს იმ შეთანხმებით, რომელიც 2011 წელს „ნაცმოძრაობამ“ რუსეთთან გააფორმა. ჩემი დიდი პასუხები არც დასჭირვებია, თავადვე კარგად ესმის და თავისი პოზიციაც გამოხატა, რომ დღევანდელ ვითარებაში, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მას შემდეგ რუსეთი შეიჭრა და ახდენს უკრაინული ტერიტორიების ოკუპაციას, რაიმე მოლაპარაკება საერთაშორისო მონაწილეობით, მით უმეტეს, რუსეთთან, პრაქტიკულად, არა მხოლოდ შეუძლებელია, არამედ გამორიცხულია და ამას პერსპექტივა არ გააჩნია და ეს თვითონაც კარგად ესმის... მან ისიც თქვა, რომ იქნებ პირადი ურთიერთობები აფხაზურ მხარესთან კარგი იყოს. ამას დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ ავუხსენი, რომ აფხაზურ მხარეს უნდა, ქართულ მხარეს ელაპარაკოს, როგორც აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას და ეს გარემოება შეუძლებელს ხდის რაიმე პირადი კონტაქტების და ურთიერთობების ჩამოყალიბებას. არსებობს ჟენევის ფორმატი და ამ ფორმატიდან გასვლას აზრი არ აქვს, მაგრამ ეს ჩემი რადიკალური დაპირისპირებული განცხადებებიდან კი არ მოხდა, იმასაც კარგად ესმის. მართალი გითხრათ, ამ შეხვედრის შედეგის იდეას ვერანაირად ვერ მივხვდი, გარდა იმისა, რომ ამ რუსული ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადამიანის ორგანიზაციამ ატეხა ეს ამბავი. რაც შეეხება კონფედერაციას, ეს სიტყვა საკმაოდ ხმამაღლა ახსენა - ისე, რომ გვერდით მსხდომმა ადამიანებმა მოიხედეს კიდეც - რომ კარგი იქნება, აფხაზეთთან შეიქმნას კონფედერაცია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ კონფედერაცია შეიძლება, მაგრამ ასეთ ვითარებაში ამაზე საუბარი არ არის, არც არანაირი წინაპირობაა. იქ კონფედერაცია ახსენა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ამაზე საუბარია“, - განაცხადა ვოლსკიმ.