კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა ცნობილი საოპერო მომღერალი ლამარა ჭყონია
გარდაიცვალა ცნობილი საოპერო მომღერალი ლამარა ჭყონია

93 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი ლა­მა­რა ჭყო­ნია. ინ­ფორ­მა­ცი­ას ლა­მა­რა ჭყო­ნი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ.

"მე და ნა­ტოს დედა აღარ გვყავს...დღეს, 14 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა ლა­მა­რა ჭყო­ნია", - წერს მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ეთერ ჭყო­ნია - ლა­მო­რი­სი.

ლა­მა­რა ჭყო­ნია 1956-1960 წლებ­ში იყო ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სო­ლის­ტი. 1960-1968 წლებ­ში იყო კი­ე­ვის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სო­ლის­ტი. შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს: მარო, ეთე­რი (ზ. ფა­ლი­აშ­ვი­ლის "და­ი­სი“, "აბე­სა­ლომ და ეთე­რი“), ტა­ტი­ა­ნა, იო­ლან­ტა (პ. ჩა­ი­კოვ­სკის "ევ­გე­ნი ონე­გი­ნი“, "იო­ლან­ტა“), ჩიო–ჩიო–სანი (პუ­ჩი­ნის "ჩიო–ჩიო–სანი“, ტო­კი­ოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის II პრე­მია ამ პარ­ტი­ის შეს­რუ­ლე­ბის­თვის, 1967), ვი­ო­ლე­ტა (ვერ­დის "ტრა­ვი­ა­ტა“).

სპექ­ტაკლში "ტრა­ვი­ა­ტა"

მომ­ღე­რა­ლი პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბა­საც ეწე­ო­და. 1987-1991 წლებ­ში იყო ვ. სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პე­და­გო­გი.

ლა­მა­რა ჭყო­ნია იყო გლინ­კას სა­ხე­ლო­ბის კონ­კურ­სის (1960), პრა­ღის ვო­კა­ლის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის (1960), სო­ფი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის III პრე­მი­ი­სა და ტო­კი­ოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის II პრე­მი­ის (1967) ლა­უ­რე­ა­ტი. მი­ღე­ბუ­ლი აქვს თა­მარ მე­ფის ორ­დე­ნი (2011), ასე­ვე ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნი (2011).

ლა­მა­რა ჭყო­ნი­ას შა­ბათს, 16 მარტს დაკ­რძა­ლა­ვენ. მას თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რი­დან გა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მზია
0

ნათელში ბრძანდებოდეს არაჩვეულებრივი ქალბატონი ლამარა ჭყონია...

ლია
1

ძალიან ფაქიზი მომღერალი იყო,უფალმა გაანათლოს მისი სული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გარდაიცვალა ცნობილი საოპერო მომღერალი ლამარა ჭყონია

გარდაიცვალა ცნობილი საოპერო მომღერალი ლამარა ჭყონია

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი საოპერო მომღერალი ლამარა ჭყონია. ინფორმაციას ლამარა ჭყონიას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

"მე და ნატოს დედა აღარ გვყავს...დღეს, 14 მარტს გარდაიცვალა ლამარა ჭყონია", - წერს მისი ქალიშვილი ეთერ ჭყონია - ლამორისი.

ლამარა ჭყონია 1956-1960 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1960-1968 წლებში იყო კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. შესრულებული აქვს: მარო, ეთერი (ზ. ფალიაშვილის "დაისი“, "აბესალომ და ეთერი“), ტატიანა, იოლანტა (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი“, "იოლანტა“), ჩიო–ჩიო–სანი (პუჩინის "ჩიო–ჩიო–სანი“, ტოკიოს საერთაშორისო კონკურსის II პრემია ამ პარტიის შესრულებისთვის, 1967), ვიოლეტა (ვერდის "ტრავიატა“).

სპექტაკლში "ტრავიატა"

მომღერალი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1987-1991 წლებში იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი.

ლამარა ჭყონია იყო გლინკას სახელობის კონკურსის (1960), პრაღის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის (1960), სოფიის საერთაშორისო კონკურსის III პრემიისა და ტოკიოს საერთაშორისო კონკურსის II პრემიის (1967) ლაურეატი. მიღებული აქვს თამარ მეფის ორდენი (2011), ასევე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2011).

ლამარა ჭყონიას შაბათს, 16 მარტს დაკრძალავენ. მას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გამოასვენებენ.