მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კალაშოვმა დუდუ დადიანის მეშვეობით 30 ათას დოლარიანი საათი გამომიგზავნა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ მივიღე" - მიხეილ სააკაშვილი
"კალაშოვმა დუდუ დადიანის მეშვეობით 30 ათას დოლარიანი საათი გამომიგზავნა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ მივიღე" - მიხეილ სააკაშვილი

რუ­სეთ­ში ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე 4 წლით ადრე, ცი­ხი­დან ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" შაქ­რო კა­ლა­შო­ვი გა­მო­უშ­ვეს. მე ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნე­ბის­თვის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც თა­ვის "ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი წერს, რუ­სე­თი თვლის, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე შე­უძ­ლია დიდი სი­ურპრი­ზე­ბი მი­ი­ღონ და კა­ლა­შოვს ქარ­თუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს მარ­თვას და­ა­ვა­ლე­ბენ.

სა­ა­კაშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ კა­ლა­შო­ვის­თვის ერთ-ერთი და­ვა­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს ცი­ხე­ში მისი სა­კი­თხის სა­ბო­ლოო "მოგ­ვა­რე­ბა".

"რუ­სეთ­ში ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე 4 წლით ადრე, ცი­ხი­დან ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი შაქ­რო კა­ლა­შო­ვი გა­მო­უშ­ვეს. მე ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნე­ბის­თვის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

რო­დე­საც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრად და­ვი­ნიშ­ნე, კა­ლა­შოვ­მა დუდუ და­დი­ა­ნის მეშ­ვე­ო­ბით 30 ათას დო­ლა­რი­ა­ნი სა­ა­თი გა­მო­მიგ­ზავ­ნა, რო­მე­ლიც, რა თქმა უნდა, არ მი­ვი­ღე, პი­რი­ქით რჩე­ვა და­ვა­ბა­რე, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, თუმ­ცა არ შე­ში­ნე­ბია, რად­გან ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი კახა თარ­გა­მა­ძე იყო, ხოლო შე­ვარ­დნა­ძის უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ ქუ­თა­თე­ლა­ძე.

ჩემი გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ, კა­ლა­შო­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას ვე­ღარ ბე­დავ­და. მას წყნეთ­ში უზარ­მა­ზა­რი სა­სახ­ლე ჩა­მო­არ­თვეს.

ჩვე­ნი გა­და­ცე­მუ­ლი მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ეს­პა­ნეთ­მა და­ა­კა­ვა და მისი გად­მო­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა და­ვი­წყეთ. მან კი, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით 70 მლნ დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტს და რუ­სებ­მა საქ­მე "ჩა­ა­წყვეს", რის შემ­დე­გაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე შაქ­რო რუ­სეთს გა­დას­ცეს, სა­დაც ის მა­ლე­ვე გა­უშ­ვეს.

თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, მათ იქაც მო­უ­წი­ათ მისი და­პა­ტიმ­რე­ბა, 10 წლის მის­ჯა და მას 6 წე­ლი­წად­ზე ნაკ­ლე­ბი გა­მო­უ­ვი­და.

2007 წელს კა­ლა­შო­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი ქურ­დი უსო­ი­ა­ნი, ერე­ვან­ში ჩა­მოფ­რინ­და და FBI-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით სა­ქარ­თვე­ლო­ში არე­უ­ლო­ბას იქი­დან ხელს უწყობ­და.

რუ­სე­ბი ახ­ლაც თვლი­ან, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე შე­უძ­ლი­ათ დიდი სი­ურპრი­ზე­ბი მი­ი­ღონ და კა­ლა­შოვს ქარ­თუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს მარ­თვას და­ა­ვა­ლე­ბენ. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ერთ-ერთი და­ვა­ლე­ბა ცი­ხე­ში ჩემი სა­კი­თხის სა­ბო­ლოო "მოგ­ვა­რე­ბა" იყოს“, - წე­რია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Marafet
0

არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ერთ-ერთი და­ვა­ლე­ბა ცი­ხე­ში ჩემი სა­კი­თხის სა­ბო­ლოო "მოგ­ვა­რე­ბა" იყოს“, - წე­რია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში. --- რავა, მიშაც ქურდი ხდება თუ რაშია საქმე, რას "უგვარებენ"??? === P.S. ისე ამბობენ "ნაკოლკა" დაუხატია მაჯაზეო: ბეშ-ოთხზე დამჯდარი კამათლები, რაც თურმე ნიშნავს; "მარტო პატიმარი ოროთახიან პალატაში"

იულია
1

ჰაჰაჰაჰაჰაჰააააააააააააააა!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"კალაშოვმა დუდუ დადიანის მეშვეობით 30 ათას დოლარიანი საათი გამომიგზავნა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ მივიღე" - მიხეილ სააკაშვილი

"კალაშოვმა დუდუ დადიანის მეშვეობით 30 ათას დოლარიანი საათი გამომიგზავნა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ მივიღე" - მიხეილ სააკაშვილი

რუსეთში ვადის ამოწურვამდე 4 წლით ადრე, ციხიდან ყველაზე ავტორიტეტული "კანონიერი ქურდი" შაქრო კალაშოვი გამოუშვეს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის საქართველოს არჩევნებისთვის გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც თავის "ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი წერს, რუსეთი თვლის, რომ არჩევნებზე შეუძლია დიდი სიურპრიზები მიიღონ და კალაშოვს ქართული კრიმინალური სამყაროს მართვას დაავალებენ.

სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ კალაშოვისთვის ერთ-ერთი დავალება შეიძლება იყოს ციხეში მისი საკითხის საბოლოო "მოგვარება".

"რუსეთში ვადის ამოწურვამდე 4 წლით ადრე, ციხიდან ყველაზე ავტორიტეტული კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი გამოუშვეს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის საქართველოს არჩევნებისთვის გაათავისუფლეს.

როდესაც იუსტიციის მინისტრად დავინიშნე, კალაშოვმა დუდუ დადიანის მეშვეობით 30 ათას დოლარიანი საათი გამომიგზავნა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ მივიღე, პირიქით რჩევა დავაბარე, რომ საქართველო დაეტოვებინა, თუმცა არ შეშინებია, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე იყო, ხოლო შევარდნაძის უშიშროების მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე.

ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, კალაშოვი საქართველოში ჩამოსვლას ვეღარ ბედავდა. მას წყნეთში უზარმაზარი სასახლე ჩამოართვეს.

ჩვენი გადაცემული მასალების საფუძველზე ესპანეთმა დააკავა და მისი გადმოცემის პროცედურა დავიწყეთ. მან კი, ჩემი ინფორმაციით 70 მლნ დოლარი გადაუხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს და რუსებმა საქმე "ჩააწყვეს", რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქე შაქრო რუსეთს გადასცეს, სადაც ის მალევე გაუშვეს.

თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, მათ იქაც მოუწიათ მისი დაპატიმრება, 10 წლის მისჯა და მას 6 წელიწადზე ნაკლები გამოუვიდა.

2007 წელს კალაშოვის მასწავლებელი ქურდი უსოიანი, ერევანში ჩამოფრინდა და FBI-ს ინფორმაციით საქართველოში არეულობას იქიდან ხელს უწყობდა.

რუსები ახლაც თვლიან, რომ არჩევნებზე შეუძლიათ დიდი სიურპრიზები მიიღონ და კალაშოვს ქართული კრიმინალური სამყაროს მართვას დაავალებენ. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი დავალება ციხეში ჩემი საკითხის საბოლოო "მოგვარება" იყოს“, - წერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.