მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ივნისიდან ვგეგმავთ" - პრემიერი
"ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ივნისიდან ვგეგმავთ" - პრემიერი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ტენ­დერო პრო­ცე­დუ­რე­ბი მა­ის­ში დას­რულ­დე­ბა.

რო­გორც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, უკვე ივ­ნი­სი­დან ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყე­ბა.

"ანაკ­ლი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, პრო­ცე­დუ­რე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია. მა­ი­სის ბო­ლოს­თვის უკვე სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მოვ­ლინ­დე­ბა კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გე­ბა სა­მუ­შა­ო­ებს. უფრო მე­ტიც, ჩვენ ვგეგ­მავთ, რომ უკვე ივ­ნი­სი­დან და­ვი­წყოთ ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უშუ­ა­ლოდ მთავ­რო­ბაც ახორ­ცი­ე­ლებს ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ამ სფე­რო­ში, ანაკ­ლი­ის პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით. შე­სა­ბა­მი­სად, არა მხო­ლოდ პრო­ცე­დუ­რებს და­ვას­რუ­ლებთ, არა­მედ ივ­ნი­სი­დან ვგეგ­მავთ უკვე კონ­კრე­ტუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბას ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - დას­ძი­ნა პრე­მი­ერ­მა.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, მთავ­რო­ბას ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით მკა­ფიო გეგ­მა აქვს.

"პრო­ცე­დუ­რე­ბი და­ი­წყე­ბა მარ­ტში. მარ­ტი, აპ­რი­ლი, მა­ი­სი დას­ჭირ­დე­ბა ტენ­დე­რის დას­რუ­ლე­ბას. მა­ი­სის ბო­ლოს­თვის უკვე ტენ­დე­რის პრო­ცე­დუ­რა იქ­ნე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი, ივ­ნი­სი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შო­ე­ბის და­წყე­ბა. ეს არის მკა­ფიო გეგ­მა, რო­მე­ლიც აქვს მთავ­რო­ბას და ამ გეგ­მას რა თქმა უნდა გავ­ყვე­ბით“ - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -72---ს
5

რას ლაპარაკობ,შენც ხაზარაძის დაგემარტა ,,რა დროს ანაკლიაა((((((უი,,,სულ დამავიწყდა,ეს ხომ მშობლიური პარტიის 2024-წლის საარჩევნო ახალი სლოგანია)))))))))))---მშინ მიაწექი,მთავარია არჩევნები გადააგორო, და კანდაბას ქუთაისის ელექტრო-მობილების ქარხანა და მეტროს მესამე ხაზი _ 2012-ის ყველა დაპირება.

ვახტანგი -72
3

ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ანაკ­ლიაში ღრმაწყლოვანი პორ­ტის გრანდიოზული პროექტის განხორციელება, რომელიც პრემიერ-მინისტრის თქმით წელს დაიწყება.

მისი დამთავრება საშუალებას მისცემს ქვეყანას ბათუმის პორტის მსგავსად მიიღოს დიდი ტონაჟის (ტევადობის) სატვირთო გემები.

როგორც ადრე იყო გაცხადებული ამ პროექტში ასევე ჩართულები იქნებიან ჩინელი ინვესტორები, ანუ იმ ქვეყნის ბიზნესმენები, რომლის ტვირ­თე­ბის უდიდესი ნაწილის ტრანსპორტირება/გადაზიდვა უნდა მოხდეს ანაკლიის პორტიდან ევროპის მიმართულებით.

პ.ს. ამ პროექტის აქტუალობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, რის შედეგად შეწყდა ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვები ჩინეთიდან ევროპაში რუსეთის ტერიტორიის გავლით, ასევე მას შემდეგ რაც იემენში მოქმედმა ჰუსიტებმა დაიწყეს სუეცის არხის ბლოკირება...

წინ საქართველოს გაბრწყინებისაკენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ივნისიდან ვგეგმავთ" - პრემიერი

"ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ივნისიდან ვგეგმავთ" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ - მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სატენდერო პროცედურები მაისში დასრულდება.

როგორც ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, უკვე ივნისიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება.

"ანაკლიას რაც შეეხება, პროცედურები უკვე დაწყებულია. მაისის ბოლოსთვის უკვე სავარაუდოდ, გამოვლინდება კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე ივნისიდან დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

როგორც მოგეხსენებათ, უშუალოდ მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ამ სფეროში, ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით. შესაბამისად, არა მხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ ივნისიდან ვგეგმავთ უკვე კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით“, - დასძინა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მკაფიო გეგმა აქვს.

"პროცედურები დაიწყება მარტში. მარტი, აპრილი, მაისი დასჭირდება ტენდერის დასრულებას. მაისის ბოლოსთვის უკვე ტენდერის პროცედურა იქნება დასრულებული, ივნისიდან იქნება შესაძლებელი სამუშოების დაწყება. ეს არის მკაფიო გეგმა, რომელიც აქვს მთავრობას და ამ გეგმას რა თქმა უნდა გავყვებით“ - აღნიშნა პრემიერმა.