საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა: რატომ გაუგზავნა რუსეთმა აფხაზეთს ნოტა და რით არიან კრემლში უკმაყოფილო?
ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა: რატომ გაუგზავნა რუსეთმა აფხაზეთს ნოტა და რით არიან კრემლში უკმაყოფილო?

ტე­ლეგ­რამ­ში აფხა­ზუ­რი არხი "აფხა­ზუ­რი-პორ­ტა­ლი“ და გა­მო­ცე­მა "აპს­ნი ჰა­ბა­რი“ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში გაგ­ზავ­ნილ ნო­ტას აქ­ვეყ­ნე­ბენ. ნოტა 8 აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო. ის ბიჭ­ვინ­თას სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კე­ბის რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მის შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­კა­ცი­ის თე­მას შე­ე­ხე­ბა.

  • დო­კუ­მენ­ტში აფხა­ზე­თის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა გა­მო­ხა­ტუ­ლი.

"რუ­სუ­ლი მხა­რე გა­ეც­ნო კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნის ში­ნა­არსს და თვლის, რომ მისი ცალ­კე­უ­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბი მხა­რე­ე­ბის მიერ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ნორ­მებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა", - ნათ­ქვა­მია აფხა­ზე­თის­თვის გაგ­ზავ­ნილ ნო­ტა­ში და გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ რუ­სულ მხა­რეს­თან შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გე­ბო­და კონ­კრე­ტულ ნორ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე და სწო­რედ ამ ნორ­მებ­თან მო­დის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში აფხა­ზე­თის "პარ­ლა­მენ­ტის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

  • კერ­ძოდ, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მი­უ­თი­თებს აკ­რძალ­ვა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვით, მოს­კოვს არ შე­უძ­ლია ბიჭ­ვინ­თის ობი­ექ­ტე­ბი მე­სა­მე პი­რებს გა­დას­ცეს.

რო­გორც ჩანს, კრემლში არ მო­ე­წო­ნათ ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის თა­ნახ­მად, რუ­სეთს ეკ­რძა­ლე­ბა ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბის მე­სა­მე პირ­ზე გა­და­ცე­მა და მათ საპ­რო­ტეს­ტო ნო­ტა­ში სწო­რედ ამ ნა­წი­ლის გა­უქ­მე­ბას მო­ი­თხო­ვენ.

  • ამას­თან, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მე-3 მუხ­ლის მი­ხედ­ვით, თუ მხა­რე­ე­ბი ვერ შეძ­ლე­ბენ შე­თან­ხმე­ბის პუნ­ქტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას, ეს გა­მო­იწ­ვევს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბას. თა­ნაც, 26-ე მუხ­ლის მი­ხედ­ვით, შე­თან­ხმე­ბა იდე­ბა 49 წლით - ამ დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ, ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­ნახ­ლდე­ბა და კი­დევ 15 წელი იქ­ნე­ბა ძა­ლა­ში, თუ შე­თან­ხმე­ბის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე რო­მე­ლი­მე მხა­რე 6 თვით ადრე წე­რი­ლო­ბით არ აც­ნო­ბებს მე­ო­რეს მხა­რეს მისი შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ.

რუ­სუ­ლი მხა­რე აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ითხოვს "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში გა­წე­რი­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვას და მის ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბას ყო­ველ­გვა­რი გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე; ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი­სა და ნორ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შეს­რუ­ლე­ბას“.

ცნო­ბის­თვის, აფხა­ზე­თის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტმა 2023 წლის 27 დე­კემ­ბერს, რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე რუ­სულ-აფხა­ზუ­რი შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, მათ ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კი რუ­სეთს გა­დას­ცეს.

დე­პუ­ტა­ტებ­მა და­ამ­ტკი­ცეს ასე­ვე ობი­ექ­ტე­ბის გა­და­ცე­მის, მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი­სა და აკ­ვა­ტო­რი­ის ნა­წი­ლის გა­და­ცე­მის აკ­რძალ­ვა მე­სა­მე პი­რებ­ზე. ასე­ვე, იკ­რძა­ლე­ბა აგა­რა­კის ობი­ექ­ტე­ბი­სა და ნაკ­ვე­თე­ბის გა­და­ცე­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ოპო­ზი­ცი­ის ნა­წილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ზო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დო­კუ­მენ­ტის მი­ღე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა.

აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან მი­ღე­ბუ­ლი ნო­ტა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

ნა­ხეთ ასე­ვე:

აგა­რა­კი პუ­ტი­ნის­თვის - რა­ტომ მი­ით­ვი­სა ბიჭ­ვინ­თის კომ­პლექ­სი რუ­სეთ­მა და რო­გო­რია მისი შექ­მნის ის­ტო­რია, რომ­ლის ნა­გე­ბო­ბის შო­რის მი­წის­ქვე­შა ბუნ­კე­რიც არის (ფო­ტო­ე­ბი)

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
0

ნეტა სხვა რომელ "სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის" ნორმებს ითვალისწინებს ან ერთი, ან მეორე მხარე.

გიორგი 1
1

სურათზე არ არის კურორტის ის მონაკვეთი, რომელიც გახდა დავის საგანი. 

ავტორი:

ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა: რატომ გაუგზავნა რუსეთმა აფხაზეთს ნოტა და რით არიან კრემლში უკმაყოფილო?

ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა: რატომ გაუგზავნა რუსეთმა აფხაზეთს ნოტა და რით არიან კრემლში უკმაყოფილო?

ტელეგრამში აფხაზური არხი "აფხაზური-პორტალი“ და გამოცემა "აპსნი ჰაბარი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გაგზავნილ ნოტას აქვეყნებენ. ნოტა 8 აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო. ის ბიჭვინთას სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიკაციის თემას შეეხება.

  • დოკუმენტში აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებაა გამოხატული.

"რუსული მხარე გაეცნო კონსტიტუციური კანონის შინაარსს და თვლის, რომ მისი ცალკეული დებულებები მხარეების მიერ გათვალისწინებულ ნორმებს ეწინააღმდეგება", - ნათქვამია აფხაზეთისთვის გაგზავნილ ნოტაში და განმარტებულია, რომ რუსულ მხარესთან შეთანხმება ვერ შედგებოდა კონკრეტულ ნორმებთან დაკავშირებით შეთანხმების გარეშე და სწორედ ამ ნორმებთან მოდის წინააღმდეგობაში აფხაზეთის "პარლამენტის" გადაწყვეტილება.

  • კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს აკრძალვაზე, რომლის მიხედვით, მოსკოვს არ შეუძლია ბიჭვინთის ობიექტები მესამე პირებს გადასცეს.

როგორც ჩანს, კრემლში არ მოეწონათ ჩანაწერი, რომლის თანახმად, რუსეთს ეკრძალება ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირზე გადაცემა და მათ საპროტესტო ნოტაში სწორედ ამ ნაწილის გაუქმებას მოითხოვენ.

  • ამასთან, ხელშეკრულების მე-3 მუხლის მიხედვით, თუ მხარეები ვერ შეძლებენ შეთანხმების პუნქტების გათვალისწინებას, ეს გამოიწვევს ხელშეკრულების გაუქმებას. თანაც, 26-ე მუხლის მიხედვით, შეთანხმება იდება 49 წლით - ამ დროის გასვლის შემდეგ, ავტომატურად განახლდება და კიდევ 15 წელი იქნება ძალაში, თუ შეთანხმების ვადის ამოწურვამდე რომელიმე მხარე 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორეს მხარეს მისი შეწყვეტის შესახებ.

რუსული მხარე აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისგან ითხოვს "ხელშეკრულებაში გაწერილი ვალდებულებების დაცვას და მის ზედმიწევნით შესრულებას ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე; ამ ვალდებულებების საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე შესრულებას“.

ცნობისთვის, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე რუსულ-აფხაზური შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, მათ ბიჭვინთის აგარაკი რუსეთს გადასცეს.

დეპუტატებმა დაამტკიცეს ასევე ობიექტების გადაცემის, მიწის ნაკვეთებისა და აკვატორიის ნაწილის გადაცემის აკრძალვა მესამე პირებზე. ასევე, იკრძალება აგარაკის ობიექტებისა და ნაკვეთების გადაცემა ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში. ოპოზიციის ნაწილმა აღნიშნული ზომების გათვალისწინებით, დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირა.

აფხაზეთის ხელისუფლებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ნოტაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე

ნახეთ ასევე:

აგარაკი პუტინისთვის - რატომ მიითვისა ბიჭვინთის კომპლექსი რუსეთმა და როგორია მისი შექმნის ისტორია, რომლის ნაგებობის შორის მიწისქვეშა ბუნკერიც არის (ფოტოები)