მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კომპანია ინსიმ ბაკურიანის რეკრეაციული პარკის მშენებლობა დაასრულა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კომპანია ინსიმ ბაკურიანის რეკრეაციული პარკის მშენებლობა დაასრულა

ბა­ზის­ბან­კის მხარ­და­ჭე­რით, კომ­პა­ნია ინ­სიმ წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი პარ­კის მშე­ნებ­ლო­ბა ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა ბა­კუ­რი­ან­ში. 10 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში და ბა­ზის­ბან­კის მიერ გა­ცე­მუ­ლი გა­რან­ტი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ბა­კუ­რი­ა­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი გან­თავ­სე­ბუ­ლია 75,873 მ²-ზე და წარ­მო­ად­გენს პო­პუ­ლა­რულ, რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნას ოჯა­ხე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სტუმ­რო­ბენ მთის და სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტს. თუმ­ცა, ის არამ­ხო­ლოდ ტუ­რის­ტუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლია, არა­მედ და­სას­ვე­ნე­ბე­ლი და მიმ­ზიდ­ვე­ლი ზო­ნაა ბავ­შვე­ბი­სა და მოზ­რდი­ლე­ბის­თვის წლის ნე­ბის­მი­ერ სე­ზონ­ზე.

ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ფარ­გლებ­ში, კონ­ცეფ­ცია - სა­ო­ჯა­ხო პარ­კი, სა­ფუძ­ვლად და­ე­დო აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და ტე­რი­ტო­რი­ის მო­წყო­ბას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ვი­ზი­ტო­რე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად შე­მუ­შავ­და რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვო­ბა. კონ­ცეფ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად დაპ­რო­ექტდა სა­ფეხ­მავ­ლო გზე­ბი, სა­თა­მა­შო მო­ედ­ნე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის, ტუ­რის­ტუ­ლი ზო­ნე­ბი და სა­პიკ­ნი­კე სივ­რცე­ე­ბი.

ბა­კუ­რი­ა­ნის რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი პარ­კის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ატ­რაქ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს სა­ფეხ­მავ­ლო რამ­პა, რო­მე­ლიც გან­თავ­სე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მის საყ­რდე­ნებ­ზე. მისი მეშ­ვე­ო­ბით ერ­თმა­ნეთს უკავ­შირ­დე­ბა ქვე­და და ზედა დო­ნე­ე­ბი. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­წყო­ბი­ლია სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტი და ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ფეხ­ბურ­თის მო­ე­და­ნი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ექ­ტის დი­ზა­ი­ნის შექ­მნი­სას უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ე­ნი­ჭა ტე­რი­ტო­რი­ის­თვის ბუ­ნებ­რი­ვი იერ­სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი მე­ტა­ლის ფი­ლე­ბი­თა და ხის პა­ნე­ლე­ბით არის და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კე­ბი კი მო­წყო­ბი­ლია მა­ღა­ლი ხა­რის­ხის დამ­ცა­ვი ფე­ნით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხის კომ­პო­ზი­ტუ­რი და ქვი­შა-ხრე­შო­ვა­ნი სა­ფა­რით.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

ბაზისბანკის მხარდაჭერით, კომპანია ინსიმ ბაკურიანის რეკრეაციული პარკის მშენებლობა დაასრულა

ბაზისბანკის მხარდაჭერით, კომპანია ინსიმ ბაკურიანის რეკრეაციული პარკის მშენებლობა დაასრულა

ბაზისბანკის მხარდაჭერით, კომპანია ინსიმ წარმატებით დაასრულა რეკრეაციული პარკის მშენებლობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში. 10 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში და ბაზისბანკის მიერ გაცემული გარანტიების გამოყენებით.

ბაკურიანის ცენტრალური პარკი განთავსებულია 75,873 მ²-ზე და წარმოადგენს პოპულარულ, რეკრეაციულ ზონას ოჯახებისთვის, რომლებიც სტუმრობენ მთის და სათხილამურო კურორტს. თუმცა, ის არამხოლოდ ტურისტული დანიშნულების ადგილია, არამედ დასასვენებელი და მიმზიდველი ზონაა ბავშვებისა და მოზრდილებისთვის წლის ნებისმიერ სეზონზე.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, კონცეფცია - საოჯახო პარკი, საფუძვლად დაედო აღნიშნული პროექტის განხორციელებას და ტერიტორიის მოწყობას, რომლის ფარგლებშიც ვიზიტორების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შემუშავდა რამდენიმე აქტივობა. კონცეფციის შესაბამისად დაპროექტდა საფეხმავლო გზები, სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის, ტურისტული ზონები და საპიკნიკე სივრცეები.

ბაკურიანის რეკრეაციული პარკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრაქციას წარმოადგენს საფეხმავლო რამპა, რომელიც განთავსებულია შესაბამის საყრდენებზე. მისი მეშვეობით ერთმანეთს უკავშირდება ქვედა და ზედა დონეები. ტერიტორიაზე მოწყობილია სწრაფი კვების ობიექტი და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის მოედანი. აღსანიშნავია, რომ პროექტის დიზაინის შექმნისას უპირატესობა მიენიჭა ტერიტორიისთვის ბუნებრივი იერსახის შენარჩუნებას.

ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე განთავსებული შენობები მეტალის ფილებითა და ხის პანელებით არის დამუშავებული. საფეხმავლო ბილიკები კი მოწყობილია მაღალი ხარისხის დამცავი ფენით დამუშავებული ხის კომპოზიტური და ქვიშა-ხრეშოვანი საფარით.

R