საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს: რა გახდა ამის მიზეზი
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს: რა გახდა ამის მიზეზი

რუ­სე­თის კრას­ნო­და­რის ოლ­ქის უსტ-ლა­ბინ­სკის სა­სა­მარ­თლომ ვა­დამ­დე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ზა­ხა­რი კა­ლა­შო­ვი, ცნო­ბი­ლი რო­გორც შაქ­რო "მო­ლო­დოი". ამის შე­სა­ხებ კრას­ნო­და­რის ტე­რი­ტო­რი­ის სა­სა­მარ­თლო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი პრეს­სამ­სა­ხუ­რი იტყო­ბი­ნე­ბა. მა­თი­ვე ცნო­ბით, კა­ლა­შო­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო მი­ი­ღეს.

შაქ­რო მო­ლო­დოი 2006 წლის მა­ის­ში, დუ­ბა­ი­ში და­ა­კა­ვეს და ეს­პა­ნეთს გა­დას­ცეს. იქ ის დამ­ნა­შა­ვედ ცნეს ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ში და შვიდ­ნა­ხე­ვა­რი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სას­ჯე­ლი ცხრა წლით შე­იც­ვა­ლა.

გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის­თა­ნა­ვე ეს­პა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კა­ლა­შო­ვის ექ­სტრა­დი­ცი­ის ორი მო­თხოვ­ნა მი­ი­ღო - პირ­ვე­ლი რუ­სე­თი­დან მო­ვი­და. რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ რად­გან კა­ლა­შო­ვი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო, სას­ჯე­ლი რუ­სეთ­ში უნდა მო­ეხ­დი­ნა. მე­ო­რე - სა­ქარ­თვე­ლო­დან, სა­დაც მას და­უს­წრებ­ლად მი­ე­სა­ჯა 18 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­მო­ძალ­ვი­სა და უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის.

კა­ლა­შო­ვი ბო­ლოს 2016 წლის 12 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლად მოს­კო­ვის რეს­ტო­რან Elements-ის მფლო­ბე­ლის­გან 8 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის გა­მო­ძალ­ვა ედე­ბო­და. ეს შემ­თხვე­ვა გახ­და როჩ­დელსკა­ი­ას ქუ­ჩა­ზე სრო­ლის მი­ზე­ზი, რომ­ლის დრო­საც ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

2018 წელს მოს­კო­ვის ნი­კუ­ლინ­სკის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ კა­ლა­შო­ვი გა­მო­ძალ­ვა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო და ცხრა წლი­თა და ათი თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
2

რა გახდა და მოახლოებული არჩევნები!!!

:))))
1

ვუკრავ და ვმღერი და ვთხოვე ამ საიტს რო იქნებ დადოთ ვიდეოთქო დს ფეხები😂😂😂 ქურდებს და მაიმუნებს უთმობენ დროს და პატიოსანი ხალხი კი ვართ ასე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს: რა გახდა ამის მიზეზი

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს: რა გახდა ამის მიზეზი

რუსეთის კრასნოდარის ოლქის უსტ-ლაბინსკის სასამართლომ ვადამდე გაათავისუფლა კრიმინალური ავტორიტეტი ზახარი კალაშოვი, ცნობილი როგორც შაქრო "მოლოდოი". ამის შესახებ კრასნოდარის ტერიტორიის სასამართლოების გაერთიანებული პრესსამსახური იტყობინება. მათივე ცნობით, კალაშოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღეს.

შაქრო მოლოდოი 2006 წლის მაისში, დუბაიში დააკავეს და ესპანეთს გადასცეს. იქ ის დამნაშავედ ცნეს ფულის გათეთრებაში და შვიდნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით სასჯელი ცხრა წლით შეიცვალა.

განაჩენის გამოტანისთანავე ესპანეთის ხელისუფლებამ კალაშოვის ექსტრადიციის ორი მოთხოვნა მიიღო - პირველი რუსეთიდან მოვიდა. რუსეთის სპეცსამსახურები ამტკიცებდნენ, რომ რადგან კალაშოვი რუსეთის მოქალაქე იყო, სასჯელი რუსეთში უნდა მოეხდინა. მეორე - საქართველოდან, სადაც მას დაუსწრებლად მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა გამოძალვისა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზებისთვის.

კალაშოვი ბოლოს 2016 წლის 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალად მოსკოვის რესტორან Elements-ის მფლობელისგან 8 მილიონი რუბლის გამოძალვა ედებოდა. ეს შემთხვევა გახდა როჩდელსკაიას ქუჩაზე სროლის მიზეზი, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა.

2018 წელს მოსკოვის ნიკულინსკის რაიონულმა სასამართლომ კალაშოვი გამოძალვაში დამნაშავედ ცნო და ცხრა წლითა და ათი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.