მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო, ასევე აშშ კეზერაშვილს კრიმინალად განიხილავს და მძიმეა, რომ ასეთი კრიმინალი გადაადგილდება ევროკავშირში - ახლა ევროკავშირის ჯერია" - შალვა პაპუაშვილი
"საქართველო, ასევე აშშ კეზერაშვილს კრიმინალად განიხილავს და მძიმეა, რომ ასეთი კრიმინალი გადაადგილდება ევროკავშირში - ახლა ევროკავშირის ჯერია" - შალვა პაპუაშვილი

"რო­გორც ჩანს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა გა­ი­ზი­ა­რა ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­მართ", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­მართ ვი­ზა­ზე უა­რის გა­ცე­მის შე­სა­ხებ.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, კე­ზე­რაშ­ვი­ლი კრი­მი­ნა­ლია და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მიერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე, თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სივ­რცე­ში.

"ის, რომ კრი­მი­ნა­ლია, ეს ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მიერ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ეს კრი­მი­ნა­ლი თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სივ­რცე­ში. არ ვიცი, ახლა უკვე ევ­რო­კავ­ში­რის ჯე­რია. ხე­და­ვენ, რომ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო, ასე­ვე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს კრი­მი­ნა­ლად გა­ნი­ხი­ლავს და მგო­ნი, ძა­ლი­ან მძი­მეა, რომ ასე­თი კრი­მი­ნა­ლი გა­და­ად­გილ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სივ­რცე­ში. ეს, კი­დევ ერთხელ, გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს იმა­ზე, თუ რა გავ­ლე­ნე­ბია სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ჩვენ ევ­რო­პის პარ­ლა­მენ­ტის 2022 წლის ივ­ნი­სის რე­ზო­ლუ­ცია გვახ­სოვს, სა­დაც და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი აღ­მოჩ­ნდა. შემ­დეგ, ვარ­კვევთ ხოლ­მე, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ ლო­ბის­ტე­ბი იმის­თვის, რომ ასე­თი ჩა­ნა­წე­რე­ბი აღ­მოჩ­ნდეს ამ სა­ხის რე­ზო­ლუ­ცი­ებ­ში და პირ­და­პირ ეჭვი ჩნდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი კო­რუფ­ცი­ის,” - გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ.

შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა, ასე­ვე, ისა­უბ­რა იმ ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც "და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მხრი­დან ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში უხეშ ჩა­რე­ვას ამ­ხელს".

"ჩვენ ის კად­რე­ბი გვახ­სოვს, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი რო­გორ ხვდე­ბო­და კურტ ვოლ­კერს, რო­მე­ლიც "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცი­ის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლის მე­უღ­ლეა. სხვა­თა შო­რის, ამა­ზე "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თულ­მა რე­დაქ­ცი­ამ სა­ერ­თოდ სი­ჩუ­მე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და არც კი გა­ა­შუ­ქა სკან­და­ლი, რომ კრი­მი­ნა­ლი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ერთ-ერთ ამე­რი­კელ ექ­სპერტს ხვდე­ბო­და. კად­რე­ბი გვახ­სენ­დე­ბა, სა­დაც "რონ­დე­ლის ფონ­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა კე­ზე­რაშ­ვილს შეხ­ვდა. სწო­რედ "რონ­დე­ლის ფონ­დია", რო­მე­ლიც დღეს თავს ეს­ხმის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ 12 თუ 9 რე­კო­მენ­და­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბას. ვხე­დავთ, რომ პირ­და­პი­რი კავ­ში­რე­ბი აქვთ იმ ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხრი­დან, ქარ­თუ­ლი ჯა­რის­თვის 5 მი­ლი­ო­ნის მო­პარ­ვა­შია მხი­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მიერ. ეს "შავი ფული" ტრი­ა­ლებს.

გვახ­სოვს, რომ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი იყო ასე­ვე დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი "სირ­ცხვი­ლი­ა­სა" და ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ა­სი. ამა­ვე დროს, ორი­ვეს დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი იყო "ევ­რო­პის დე­მოკ­რა­ტი­ის ფონ­დი", რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ფულს ხარ­ჯავს ფა­რუ­ლად, თა­ვის პრო­ექ­ტებს არ ასა­ჯა­რო­ებს და ში­გა­და­შიგ მჟღავ­ნდე­ბა ხოლ­მე, რომ ისი­ნი პარ­ტი­ებს კა­ნონ­დარ­ღვე­ვით აფი­ნან­სე­ბენ. აღ­მოჩ­ნდა, რომ ევ­რო­პის დე­მოკ­რა­ტი­ის ფონ­დი სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რის­თვის ფუ­ლის

მომ­პა­რავ და ფუ­ლის გამ­თეთ­რე­ბელ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თან ერ­თად, ამ შავ ფულ­თან ერ­თად, ევ­რო­კავ­ში­რის ფუ­ლიც ერთ ყუ­ლა­ბა­ში ექ­ცე­ვა. ვფიქ­რობ, რომ ამა­ზე ევ­რო­კავ­შირ­მა გან­მარ­ტე­ბე­ბი უნდა გა­ა­კე­თოს, თუ რას­თან გვაქვს საქ­მე, რა სის­ტე­მე­ბი აქვთ ისე­თი, რომ ყუ­რა­დღე­ბას ვერ აქ­ცე­ვენ, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ფული, ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი ფული შავ ფულ­თან ერ­თად ერთ სა­ლა­რო­ში ტრი­ა­ლებს და სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­დი­კა­ლურ დღის წეს­რიგს ხმარ­დე­ბა. და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ფუ­ლის კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა კი­დევ ერთხელ დას­ტურ­დე­ბა. ამის შე­დე­გად ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში სწო­რედ შავი ფული ტრი­ა­ლებს "ნაც­მოძ­რა­ო­ბის", "დრო­ას" და სხვა პარ­ტი­ე­ბის სა­ხით. ასე­ვე ქარ­თულ მე­დი­ა­ში, რო­მელ­საც და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ფლობს და სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ სა­კითხს მის სა­კუთ­რე­ბა­ში მყო­ფი მე­დია რო­გორ გა­ა­შუ­ქებს. ასე­ვე მისი აღი­ა­რე­ბით, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი აფი­ნან­სებს ქარ­თულ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. ფა­რი­სევ­ლო­ბას სხვას ვე­რა­ფერს და­ვარ­ქმევთ იმას, რომ ქარ­თუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი, მე­დი­ის ეს ნა­წი­ლი, პარ­ტი­ე­ბის ნა­წი­ლი თუ ზო­გი­ერ­თი ევ­რო­პე­ლი აქ­ტო­რი ჩვენ შემ­დეგ გვე­ლა­პა­რა­კე­ბა კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა­ზე, სა­მარ­თლებ­რივ სა­ხელ­მწი­ფო­სა და გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბა­ზე მა­შინ, როცა თა­ვად შავი ფუ­ლით ფი­ნანსდე­ბი­ან ან ევ­რო­პის დე­მოკ­რა­ტი­ის ფონ­დის შემ­თხვე­ვა­ში, შავ ფულ­თან ერ­თად აზა­ვებს ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ფულს და ფაქ­ტობ­რი­ვად ამით მო­ნა­წი­ლეა ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის,” - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
1

სანქცია

....

მთელ რუსულ ოცნებას!!!!

ვახო
1

მურუსიძეზე რას მეტყვი რეგვენო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საქართველო, ასევე აშშ კეზერაშვილს კრიმინალად განიხილავს და მძიმეა, რომ ასეთი კრიმინალი გადაადგილდება ევროკავშირში - ახლა ევროკავშირის ჯერია" - შალვა პაპუაშვილი

"საქართველო, ასევე აშშ კეზერაშვილს კრიმინალად განიხილავს და მძიმეა, რომ ასეთი კრიმინალი გადაადგილდება ევროკავშირში - ახლა ევროკავშირის ჯერია" - შალვა პაპუაშვილი

"როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიზიარა ჩვენი დამოკიდებულება დავით კეზერაშვილის მიმართ", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დავით კეზერაშვილის მიმართ ვიზაზე უარის გაცემის შესახებ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კეზერაშვილი კრიმინალია და ძალიან სამწუხაროა, რომ ქართული მართლმსაჯულების მიერ დადასტურებული დამნაშავე, თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში.

"ის, რომ კრიმინალია, ეს ქართული მართლმსაჯულების მიერ არის დადასტურებული, თუმცა სამწუხაროდ, ეს კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში. არ ვიცი, ახლა უკვე ევროკავშირის ჯერია. ხედავენ, რომ როგორც საქართველო, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები დავით კეზერაშვილს კრიმინალად განიხილავს და მგონი, ძალიან მძიმეა, რომ ასეთი კრიმინალი გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში. ეს, კიდევ ერთხელ, გვაფიქრებინებს იმაზე, თუ რა გავლენებია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მეშვეობით. ჩვენ ევროპის პარლამენტის 2022 წლის ივნისის რეზოლუცია გვახსოვს, სადაც დავით კეზერაშვილის სახელი აღმოჩნდა. შემდეგ, ვარკვევთ ხოლმე, როგორ მუშაობენ ლობისტები იმისთვის, რომ ასეთი ჩანაწერები აღმოჩნდეს ამ სახის რეზოლუციებში და პირდაპირ ეჭვი ჩნდება პოლიტიკური კორუფციის,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა, ასევე, ისაუბრა იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც "დავით კეზერაშვილის მხრიდან ქართულ პოლიტიკაში უხეშ ჩარევას ამხელს".

"ჩვენ ის კადრები გვახსოვს, დავით კეზერაშვილი როგორ ხვდებოდა კურტ ვოლკერს, რომელიც "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მეუღლეა. სხვათა შორის, ამაზე "ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ საერთოდ სიჩუმე შეინარჩუნა და არც კი გააშუქა სკანდალი, რომ კრიმინალი დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ ამერიკელ ექსპერტს ხვდებოდა. კადრები გვახსენდება, სადაც "რონდელის ფონდის" ხელმძღვანელობა კეზერაშვილს შეხვდა. სწორედ "რონდელის ფონდია", რომელიც დღეს თავს ესხმის საქართველოს ხელისუფლების მიერ 12 თუ 9 რეკომენდაციის შესრულებას. ვხედავთ, რომ პირდაპირი კავშირები აქვთ იმ ადამიანთან, რომელიც ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ქართული ჯარისთვის 5 მილიონის მოპარვაშია მხილებული საქართველოს მართლმსაჯულების მიერ. ეს "შავი ფული" ტრიალებს.

გვახსოვს, რომ დავით კეზერაშვილი იყო ასევე დამფინანსებელი "სირცხვილიასა" და ელენე ხოშტარიასი. ამავე დროს, ორივეს დამფინანსებელი იყო "ევროპის დემოკრატიის ფონდი", რომელიც საქართველოში ევროკავშირის ფულს ხარჯავს ფარულად, თავის პროექტებს არ ასაჯაროებს და შიგადაშიგ მჟღავნდება ხოლმე, რომ ისინი პარტიებს კანონდარღვევით აფინანსებენ. აღმოჩნდა, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი საქართველოს ჯარისთვის ფულის

მომპარავ და ფულის გამთეთრებელ დავით კეზერაშვილთან ერთად, ამ შავ ფულთან ერთად, ევროკავშირის ფულიც ერთ ყულაბაში ექცევა. ვფიქრობ, რომ ამაზე ევროკავშირმა განმარტებები უნდა გააკეთოს, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა სისტემები აქვთ ისეთი, რომ ყურადღებას ვერ აქცევენ, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფული, ევროკომისიის მიერ ამ ორგანიზაციისთვის გადაცემული ფული შავ ფულთან ერთად ერთ სალაროში ტრიალებს და საქართველოში რადიკალურ დღის წესრიგს ხმარდება. დავით კეზერაშვილის ფულის კრიმინალური წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ დასტურდება. ამის შედეგად ქართულ პოლიტიკაში სწორედ შავი ფული ტრიალებს "ნაცმოძრაობის", "დროას" და სხვა პარტიების სახით. ასევე ქართულ მედიაში, რომელსაც დავით კეზერაშვილი ფლობს და საინტერესოა, ამ საკითხს მის საკუთრებაში მყოფი მედია როგორ გააშუქებს. ასევე მისი აღიარებით, დავით კეზერაშვილი აფინანსებს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ფარისევლობას სხვას ვერაფერს დავარქმევთ იმას, რომ ქართული არასამთავრობო სექტორი, მედიის ეს ნაწილი, პარტიების ნაწილი თუ ზოგიერთი ევროპელი აქტორი ჩვენ შემდეგ გველაპარაკება კანონის უზენაესობაზე, სამართლებრივ სახელმწიფოსა და გამჭვირვალეობაზე მაშინ, როცა თავად შავი ფულით ფინანსდებიან ან ევროპის დემოკრატიის ფონდის შემთხვევაში, შავ ფულთან ერთად აზავებს ევროკავშირის მოქალაქეების ფულს და ფაქტობრივად ამით მონაწილეა ფულის გათეთრების,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.