მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი ყოფილ მულს სოციალურ ქსელში მამაკაცის სახელით გაეცნო, მისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები მოიპოვა და გაასაჯაროვა - რა ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო სამსახური
ქალი ყოფილ მულს სოციალურ ქსელში მამაკაცის სახელით  გაეცნო, მისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები მოიპოვა და გაასაჯაროვა - რა ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო სამსახური

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზე, და­კა­ვე­ბუ­ლია 20 წლის მა­მა­კა­ცი. უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2003 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა, მისი მე­გობ­რის ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი უკა­ნო­ნოდ მო­ი­პო­ვა."მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ-თე­ბერ­ვლის პე­რი­ოდ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "Facebook”-ის ყალ­ბი გვერ­დის გა­მო­ყე­ნე­ბით და­უ­კავ­შირ­და და­ზა­რა­ლე­ბულს და ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი­სა და ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის მუ­ქა­რით, უსი­ტყვო მორ­ჩი­ლე­ბა და კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, მათ შო­რის, ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის გა­დაგ­ზავ­ნა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსელ "Facebook”-ის პა­რო­ლის გა­და­ცე­მა მოს­თხო­ვა. გარ­და ამი­სა, იგი პი­რა­დად უკავ­შირ­დე­ბო­და და­ზა­რა­ლე­ბულს და სთხოვ­და ჰქო­ნო­დათ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა, ხოლო უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის დაკ­ნი­ნე­ბის მიზ­ნით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ "Facebook”-ის ყალბ გვერ­დზე ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი სა­ჯა­როდ გა­ნა­თავ­სა.

  • და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მო­მარ­თვის შემ­დეგ, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მოკ­ლე დრო­ში წარ­მარ­თა. პი­რა­დი ჩხრე­კი­სას მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში, ნა­ნა­ხი და ამო­ღე­ბუ­ლი იქნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის მა­სა­ლა, რის შემ­დე­გაც და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა ბრალ­დე­ბუ­ლი.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზე ასე­ვე, მხი­ლე­ბუ­ლია 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქალი. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2023 წელს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ინ­სტაგ­რა­მის“ ყალ­ბი პრო­ფი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქალი, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლით მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის დას გა­ეც­ნო და ნდო­ბა მო­ი­პო­ვა. და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მი­თი­თე­ბულ ყალბ პრო­ფილ­ზე ყო­ფილ რძალს, რო­მე­ლიც მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლით, ყალ­ბი პრო­ფი­ლით ესა­უბ­რე­ბო­და, თა­ვი­სი შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი გა­და­უგ­ზავ­ნა.

ბრალ­დე­ბულ­მა, ამ გზით, მო­ტყუ­ე­ბით, უკა­ნო­ნოდ მო­ი­პო­ვა და შე­ი­ნა­ხა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ამ­სახ­ვე­ლი ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლა, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ სა­ხე­ლის გა­ტე­ხის მიზ­ნით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ნა­თე­სა­ვებ­თან გა­ავ­რცე­ლა. სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნი­დან ამო­ღე­ბულ იქნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლა.

და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბულ ქალს ბრალ­დე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზე წა­რედ­გი­ნა.

და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ორი­ვე ფაქ­ტზე აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
1

ჩემი ერთი შტერი მეზობელი გამახსენდა,ისე უნდოდა გათხოვება,ისედაც უტვინო,სულ გამოტვინდა.ვიღაც მესენჯერით ეკონტაქტებოდა, ოჯახში ხელის სათხოვნელად მივდივარო,მოემზადეთო.ეს ერთუჯრედიანები დაფაცურდნენ,სუფრა გაამზადეს და აღმოჩნდა,რომ კლასელი გოგო ემაიმუნებოდა.რა თქმა უნდა,არავის არსად უჩივლია

GVF
9

ვინმემ ძალით გახადა.თავის თავს თვითონ დაუშავა რა ინტიმური ოტოსესია მომინდომა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ქალი ყოფილ მულს სოციალურ ქსელში მამაკაცის სახელით გაეცნო, მისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები მოიპოვა და გაასაჯაროვა - რა ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო სამსახური

ქალი ყოფილ მულს სოციალურ ქსელში მამაკაცის სახელით  გაეცნო, მისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები მოიპოვა და გაასაჯაროვა - რა ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 20 წლის მამაკაცი. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, მისი მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები უკანონოდ მოიპოვა."მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, ბრალდებული სოციალურ ქსელ "Facebook”-ის ყალბი გვერდის გამოყენებით დაუკავშირდა დაზარალებულს და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებისა და ვიდეო ჩანაწერების გავრცელების მუქარით, უსიტყვო მორჩილება და კონკრეტული ქმედებების შესრულება, მათ შორის, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების გადაგზავნა და დაზარალებულის სოციალურ ქსელ "Facebook”-ის პაროლის გადაცემა მოსთხოვა. გარდა ამისა, იგი პირადად უკავშირდებოდა დაზარალებულს და სთხოვდა ჰქონოდათ სასიყვარულო ურთიერთობა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, დაზარალებული ქალის დაკნინების მიზნით, სოციალურ ქსელ "Facebook”-ის ყალბ გვერდზე ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განათავსა.

  • დაზარალებულის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები მოკლე დროში წარმართა. პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ასევე, მხილებულია 2000 წელს დაბადებული ქალი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს, სოციალურ ქსელ "ინსტაგრამის“ ყალბი პროფილის გამოყენებით, 2000 წელს დაბადებული ქალი, შურისძიების მოტივით მამაკაცის სახელით მისი ყოფილი მეუღლის დას გაეცნო და ნდობა მოიპოვა. დაზარალებულმა მითითებულ ყალბ პროფილზე ყოფილ რძალს, რომელიც მამაკაცის სახელით, ყალბი პროფილით ესაუბრებოდა, თავისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა.

ბრალდებულმა, ამ გზით, მოტყუებით, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, რომლებიც შემდგომ სახელის გატეხის მიზნით დაზარალებულის ნათესავებთან გაავრცელა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ბრალდებული ქალის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონიდან ამოღებულ იქნა დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა.

დანაშაულში მხილებულ ქალს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე წარედგინა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ორივე ფაქტზე აგრძელებს გამოძიებას“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.