მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში ამბობდნენ, რომ თამარს ხშირად ხედავენ სასაფლაოზე, სადაც მისი უახლოესი ადამიანია დაკრძალული" - სად გაქრა გვერდწითელი რუსეთის დატოვების შემდეგ: რას წერს რუსული მედია?
"თბილისში ამბობდნენ, რომ თამარს ხშირად ხედავენ სასაფლაოზე, სადაც მისი უახლოესი ადამიანია დაკრძალული" - სად გაქრა გვერდწითელი რუსეთის დატოვების შემდეგ: რას წერს რუსული მედია?

"ერთ დროს თუ ვინ­მეს შე­ეძ­ლო რუ­სულ სცე­ნა­ზე ალა პუ­გა­ჩო­ვას­თან ნი­ჭით შე­ჯიბ­რე­ბა, ეს იყო თა­მა­რა გვერდწი­თე­ლი" - ასე იწყებს სტა­ტი­ას რუ­სუ­ლი მე­დია, სა­დაც სვამს კი­თხვას, თუ სად გაქ­რა მომ­ღე­რა­ლი რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ.

ბოლო წლებ­ში გვერდწი­თე­ლის ცხოვ­რე­ბა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. რუ­სეთ­ში და­ფა­სე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დად­გა, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ქვე­ყა­ნა, სა­დაც ბოლო ათწლე­უ­ლე­ბი ცხოვ­რობ­და და კა­რი­ე­რა აე­წყო თუ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის­თვის მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა. არ­ჩე­ვა­ნი უკ­რა­ი­ნის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი საყ­ვა­რე­ლი დედა და­ე­ღუ­პა.

"18 იან­ვარს თა­მარ გვერდწი­თელს 62 წელი შე­უს­რულ­და. 2022 წელს, რაც მომ­ღე­რალ­მა რუ­სე­თი და­ტო­ვა, მას შემ­დეგ სა­ზღვა­რი აღარ გა­და­უკ­ვე­თია" - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

მძი­მე ავად­მყო­ფო­ბა

2022 წელს ექი­მებ­მა გვერდწი­თე­ლის დე­დას, გუ­ლის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ქალ­მა გა­და­წყვი­ტა დედა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­ეყ­ვა­ნა სამ­კურ­ნა­ლოდ. სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტად კი ის­რა­ე­ლი აირ­ჩია.

ექი­მე­ბი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 83 წლის ქალს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის იმედს არ აძლვდნენ, ინა ვოლ­ფოვ­ნა გარ­და­იც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სულ მე­დი­ა­ში სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა.

დე­დის და­კარ­გვა ნამ­დვი­ლი დარ­ტყმა იყო მომ­ღერ­ლის­თვის. მტკივ­ნე­ულ­მა და­ნა­კარ­გმა ლა­მის სა­წოლს მი­ა­ჯაჭ­ვა. რო­გორც მა­შინ რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, ორ­ჯერ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, რაც შემ­დგომ გვერდწი­თე­ლის პრო­დი­უ­სერ­მა უარ­ყო.

  • ბოლო წლებ­ში თა­მა­რა გვერდწი­თე­ლის­თვის დე­დის და­კარ­გვა მე­ო­რე მძი­მე ტრა­გე­დია იყო. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მომ­ღე­რა­ლის მე­ო­რე ქმა­რი, გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

”თა­მა­რის­თვის დედა მთე­ლი მსოფ­ლი­ოა. ამ ჭრი­ლო­ბას ვე­რას­დროს ვე­რა­ვინ მო­უ­შუ­შებს“, - გა­ნა­ცხა­და სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში.

დე­დას­თან ერ­თად

ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერდწი­თელ­მა ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად და­იკ­ლო. თბი­ლის­ში ამ­ბობ­დნენ, რომ პოპ-ვარ­სკვლავს ხში­რად ხე­და­ვენ სა­საფ­ლა­ო­ზე, სა­დაც მისი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნია დაკ­რძა­ლუ­ლი.

"გვერდწი­თე­ლი უკვე ორი წე­ლია ყო­ველ კვი­რას მი­დის მშობ­ლის საფ­ლავ­ზე და ყვა­ვი­ლე­ბი მი­აქვს. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი დგას საფ­ლავ­თან და ბევ­რს ტი­რის. ამ­ბო­ბენ, რომ მომ­ღე­რალ­მა დე­დის გვერ­დით კი­დევ ერთი ად­გი­ლი იყი­და - ის თა­ვის­თვის მო­ამ­ზა­და" - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი თუ პრო­ტეს­ტი ომის მი­მართ?

თავ­და­პირ­ვე­ლად, რუ­სულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თა­მარ გვერდწი­თე­ლის კონ­ცერ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას და­უ­კავ­ში­რა, მაგ­რამ ახლა ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ სცე­ნას და­უბ­რუნ­დეს.

მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ვარ­სკვლა­ვი ძა­ლი­ან გახ­და. ამი­ტომ მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს და­უ­კავ­ში­რეს.

2023 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ის აშშ-ში იყო, ზა­ფხულ­ში მოლ­დო­ვა­ში. შე­მოდ­გო­მა­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ვე­ბე­რის მი­უ­ზიკლში "Sunset Boulevard", რო­მე­ლიც ერე­ვან­ში გა­ი­მარ­თა და მომ­ღერ­ლებ­მა ყა­ზა­ხე­თი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­დან და რუ­სე­თი­დან სიმ­ღე­რე­ბი ექ­სკლუ­ზი­უ­რად რუ­სულ ენა­ზე შე­ას­რუ­ლეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ გვერდწი­თელ­მა რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის გამო მი­ი­ღო. თუმ­ცა ამ თე­მა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია.

"თა­მა­რა მი­ხა­ი­ლოვ­ნამ ან­ტი­რუ­სუ­ლი პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია. მე­დია წერს, რომ თა­მა­რამ რუს პრო­დი­უ­სერ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც გა­წყვი­ტა და ახლა გვერდწი­თე­ლი უცხო­ელ აგენ­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. ის მზა­დაა გას­ტრო­ლის­თვის ყველ­გან, გარ­და რუ­სე­თი­სა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის მზად არის იმ­ღე­როს რუ­სე­ბის­თვის თბი­ლის­ში, სა­ა­მი­რო­ებ­ში, სტამ­ბოლ­ში. ის ახლა ძი­რი­თა­დად კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე გა­მო­დის, ამი­ტომ ცოტა კონ­ცერ­ტე­ბი აქვს.

სად წა­ვი­და გვერდწი­თე­ლი?

ერთ-ერთი მათ­გა­ნი, ვინც ბოლო დრომ­დე ამ­ტკი­ცებ­და, რომ გვერდწი­თე­ლი კონ­ცერ­ტებს არ ატა­რებ­და და სა­ერ­თოდ სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის ზღვარ­ზე იყო, მისი კონ­ცერ­ტის დი­რექ­ტო­რი სერ­გეი პუ­დოვ­კი­ნია.

"მას აქვს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი, სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. თა­მა­რა მი­ხა­ი­ლოვ­ნას დე­დის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­უძ­ლია. ის თავს ძა­ლი­ან ცუ­დად გრძნობს და მე არ ვიცი რო­გორ და­ვეხ­მა­რო. ის ტი­რის გა­უ­ჩე­რებ­ლად. რა­ღაც ძა­ლი­ან სა­ში­ნე­ლი ხდე­ბა. ის სა­ქარ­თვე­ლო­შია“, - გა­ნა­ცხა­და ვარ­სკვლა­ვის ასის­ტენ­ტმა.

თუმ­ცა რო­გორც ზე­ვით ვწერ­დით, ეს ინ­ფორ­მა­ცია ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნდა და მომ­ღე­რა­ლი ევ­რო­პა­ში კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე გა­მოს­ვლი­სას ნა­ხეს. ზო­გი­ერ­თი ცნო­ბით, მომ­ღე­რალ­მა უცხოთ­ში კონ­ცერ­ტში სამ სა­ათ­ში 50 ათას ევ­რომ­დე ჰო­ნო­რა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. გვერდწი­თელ­მა ბოლო კონ­ცერ­ტი 2023 წელს გა­მარ­თა გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ჰამ­ბურ­გში.

ახლა გვერდწი­თე­ლის ძი­რი­თა­დი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი თბი­ლი­სია. ცნო­ბი­ლია, რომ მას კუს ტბი­დან არც თუ ისე შორს, ორი მდიდ­რუ­ლი სა­სახ­ლე აქვს, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი მე­სე­რით არის და­ფა­რუ­ლი. ბაღ­ში შად­რევ­ნე­ბია, პე­რი­მეტრზე კი ნაძ­ვის ხე­ე­ბია დარ­გუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მმმ
7

რა ვიცი საქართველო მიყვარსო და როცა რუსეთმა საქართველოს გადაუარა, მაშინ სიტყვა არ დაცდენია " საყვარელი სამშობლოს" დასაცავად და არც რუსეთი დაუტოვებია. დედით ებრაელია და ებრაელია უფრო, ვიდრე ქართველი. არ არის საჭირო ტყუილები და აფერისტობები. თქვი სიმართლე, რომელიც ისედაც ცხადია.

გიო
2

თამარის შემოქმედებაში საქართველოს ყოველთვის განს.ადგილი ეკავა, რაც შეეხება უარყოფით შეფასებებს მის ადგილზე რუსეთში კი არ დარჩებოდით შეიძლება უარესიც გექნათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"თბილისში ამბობდნენ, რომ თამარს ხშირად ხედავენ სასაფლაოზე, სადაც მისი უახლოესი ადამიანია დაკრძალული" - სად გაქრა გვერდწითელი რუსეთის დატოვების შემდეგ: რას წერს რუსული მედია?

"თბილისში ამბობდნენ, რომ თამარს ხშირად ხედავენ სასაფლაოზე, სადაც მისი უახლოესი ადამიანია დაკრძალული" - სად გაქრა გვერდწითელი რუსეთის დატოვების შემდეგ: რას წერს რუსული მედია?

"ერთ დროს თუ ვინმეს შეეძლო რუსულ სცენაზე ალა პუგაჩოვასთან ნიჭით შეჯიბრება, ეს იყო თამარა გვერდწითელი" - ასე იწყებს სტატიას რუსული მედია, სადაც სვამს კითხვას, თუ სად გაქრა მომღერალი რუსეთის დატოვების შემდეგ.

ბოლო წლებში გვერდწითელის ცხოვრება რთული აღმოჩნდა. რუსეთში დაფასებული ვარსკვლავი არჩევანის წინაშე დადგა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაეტოვებინა ქვეყანა, სადაც ბოლო ათწლეულები ცხოვრობდა და კარიერა აეწყო თუ დარჩენილიყო და პუტინის რეჟიმისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა. არჩევანი უკრაინის სასარგებლოდ გააკეთა და საქართველოში დაბრუნდა, რამდენიმე თვეში კი საყვარელი დედა დაეღუპა.

"18 იანვარს თამარ გვერდწითელს 62 წელი შეუსრულდა. 2022 წელს, რაც მომღერალმა რუსეთი დატოვა, მას შემდეგ საზღვარი აღარ გადაუკვეთია" - წერს რუსული მედია.

მძიმე ავადმყოფობა

2022 წელს ექიმებმა გვერდწითელის დედას, გულის მწვავე უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს. ქალმა გადაწყვიტა დედა საზღვარგარეთ გადაეყვანა სამკურნალოდ. საუკეთესო ვარიანტად კი ისრაელი აირჩია.

ექიმები რამდენიმე კვირის განმავლობაში 83 წლის ქალს გამოჯანმრთელების იმედს არ აძლვდნენ, ინა ვოლფოვნა გარდაიცვალების შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში სოსო პავლიაშვილმა გაავრცელა.

დედის დაკარგვა ნამდვილი დარტყმა იყო მომღერლისთვის. მტკივნეულმა დანაკარგმა ლამის საწოლს მიაჯაჭვა. როგორც მაშინ რუსული მედია წერდა, ორჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რაც შემდგომ გვერდწითელის პროდიუსერმა უარყო.

  • ბოლო წლებში თამარა გვერდწითელისთვის დედის დაკარგვა მეორე მძიმე ტრაგედია იყო. რამდენიმე წლის წინ მომღერალის მეორე ქმარი, გულის შეტევით გარდაიცვალა.

”თამარისთვის დედა მთელი მსოფლიოა. ამ ჭრილობას ვერასდროს ვერავინ მოუშუშებს“, - განაცხადა სოსო პავლიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

დედასთან ერთად

ბოლო ორი წლის განმავლობაში გვერდწითელმა ნერვიულობის ნიადაგზე წონაში საგრძნობლად დაიკლო. თბილისში ამბობდნენ, რომ პოპ-ვარსკვლავს ხშირად ხედავენ სასაფლაოზე, სადაც მისი უახლოესი ადამიანია დაკრძალული.

"გვერდწითელი უკვე ორი წელია ყოველ კვირას მიდის მშობლის საფლავზე და ყვავილები მიაქვს. რამდენიმე საათი დგას საფლავთან და ბევრს ტირის. ამბობენ, რომ მომღერალმა დედის გვერდით კიდევ ერთი ადგილი იყიდა - ის თავისთვის მოამზადა" - წერს რუსული მედია.

ჯანმრთელობის პრობლემები თუ პროტესტი ომის მიმართ?

თავდაპირველად, რუსულმა საზოგადოებამ თამარ გვერდწითელის კონცერტების გაუქმება დედის გარდაცვალებას დაუკავშირა, მაგრამ ახლა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სცენას დაუბრუნდეს.

მედიაში წერენ, რომ ვარსკვლავი ძალიან გახდა. ამიტომ მისი გაუჩინარება თავდაპირველად ჯანმრთელობის პრობლემებს დაუკავშირეს.

2023 წლის გაზაფხულზე ის აშშ-ში იყო, ზაფხულში მოლდოვაში. შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღო ვებერის მიუზიკლში "Sunset Boulevard", რომელიც ერევანში გაიმართა და მომღერლებმა ყაზახეთიდან, საქართველოდან და რუსეთიდან სიმღერები ექსკლუზიურად რუსულ ენაზე შეასრულეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ გვერდწითელმა რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მიიღო. თუმცა ამ თემაზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

"თამარა მიხაილოვნამ ანტირუსული პოზიცია დაიკავა", - წერს რუსული მედია. მედია წერს, რომ თამარამ რუს პროდიუსერთან ურთიერთობაც გაწყვიტა და ახლა გვერდწითელი უცხოელ აგენტებთან თანამშრომლობს. ის მზადაა გასტროლისთვის ყველგან, გარდა რუსეთისა. მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის იმღეროს რუსებისთვის თბილისში, საამიროებში, სტამბოლში. ის ახლა ძირითადად კორპორატიულ საღამოებზე გამოდის, ამიტომ ცოტა კონცერტები აქვს.

სად წავიდა გვერდწითელი?

ერთ-ერთი მათგანი, ვინც ბოლო დრომდე ამტკიცებდა, რომ გვერდწითელი კონცერტებს არ ატარებდა და საერთოდ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო, მისი კონცერტის დირექტორი სერგეი პუდოვკინია.

"მას აქვს კატასტროფული, საშინელი მდგომარეობა. თამარა მიხაილოვნას დედის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ის თავს ძალიან ცუდად გრძნობს და მე არ ვიცი როგორ დავეხმარო. ის ტირის გაუჩერებლად. რაღაც ძალიან საშინელი ხდება. ის საქართველოშია“, - განაცხადა ვარსკვლავის ასისტენტმა.

თუმცა როგორც ზევით ვწერდით, ეს ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა და მომღერალი ევროპაში კორპორატიულ ღონისძიებებზე გამოსვლისას ნახეს. ზოგიერთი ცნობით, მომღერალმა უცხოთში კონცერტში სამ საათში 50 ათას ევრომდე ჰონორარი გამოიმუშავა. გვერდწითელმა ბოლო კონცერტი 2023 წელს გამართა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში.

ახლა გვერდწითელის ძირითადი საცხოვრებელი თბილისია. ცნობილია, რომ მას კუს ტბიდან არც თუ ისე შორს, ორი მდიდრული სასახლე აქვს, რომელიც მაღალი მესერით არის დაფარული. ბაღში შადრევნებია, პერიმეტრზე კი ნაძვის ხეებია დარგული.