საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრეტა გერვიგის "ბარბის" გამოსვლის შემდეგ საქართველოში სათამაშოს გაყიდვები 50%-ით გაიზარდა - "პეპელა"
გრეტა გერვიგის "ბარბის" გამოსვლის შემდეგ საქართველოში სათამაშოს გაყიდვები 50%-ით გაიზარდა - "პეპელა"

გრე­ტა გერ­ვი­გის „ბარ­ბის“ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე დიდი რე­ზო­ნან­სი და წარ­მა­ტე­ბა მოჰ­ყვა. 2023 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით ფილ­მის შე­მო­სა­ვალ­მა 1.446 მი­ლი­არდ დო­ლარს მი­აღ­წია. ამას­თან, მის­მა პო­პუ­ლა­რო­ბამ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა სა­თა­მა­შოს გა­ყიდ­ვებ­ზეც.

ფორბსის 2023 წლის ოქ­ტომ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ფილ­მის ეკ­რა­ნებ­ზე გა­მოს­ვლის შემ­დეგ სა­თა­მა­შო ბარ­ბის გა­ყიდ­ვე­ბი 14%-ით გა­ი­ზარ­და. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პროგ­ნო­ზით წელს და მო­მა­ვალ წლებ­ში კი­დევ უფრო პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბათ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში „ბარ­ბის“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ „პე­პე­ლას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2023 წელს, 2022 წელ­თან შე­და­რე­ბით ბარ­ბის გა­ყიდ­ვე­ბი 50%-ით გა­ი­ზარ­და და ზო­გა­დად, მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და Mattel-ის წარ­მო­ე­ბის სა­თა­მა­შო­ებ­ზე.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წელს აღ­ნიშ­ნულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე ისევ მო­თხოვ­ნის გაზ­რდი­ლი დი­ნა­მი­კა ფიქ­სირ­დე­ბა.

გრე­ტა გერ­ვი­გის „ბარ­ბის“ შე­სა­ხებ

2023 წელს ეკ­რა­ნებ­ზე გა­მოს­ვლის შემ­დეგ „ბარ­ბის“ ბევ­რი კრი­ტი­კო­სი გა­მო­უჩ­ნდა, ბევ­რმაც მას მეტი სიღ­რმე მო­უ­ძებ­ნა ის ფე­მი­ნის­ტი რე­ჟი­სო­რის ფე­მი­ნის­ტურ ნა­მუ­შევ­რად აღიქ­ვა. ფილ­მის და­სა­წი­სი სტენ­ლი კუბ­რი­კის 2001 წლის შე­დევ­რის „კოს­მო­სუ­რი ოდი­სე­ის“ სტილ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი. ბარ­ბის იდე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო აქვს, თა­ვა­დაც იდე­ა­ლუ­რია და მისი ყო­ვე­ლი დღე შფოთვის, ყო­ფი­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­როს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი პრობ­ლე­მე­ბის­გა­ნაა დაც­ლი­ლი. მე­ო­რე მხრივ, კენი, რო­მე­ლიც წე­სით მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი უნდა იყოს, თუმ­ცა არ არის, ბარ­ბის გა­რე­შე არა­ფერს წარ­მო­ად­გენს, რაც მას აწუ­ხებს.

ბარ­ბის იდე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში დი­სო­ნან­სი მა­შინ შე­მო­დის, როცა ის მო­უ­ლოდ­ნე­ლად დას­ვამს კი­თხვას „ოდეს­მე ფიქ­რობთ სიკ­ვდილ­ზე?”

რო­გორც ბარ­ბის ეუბ­ნე­ბი­ან, ასე­თი ფიქ­რე­ბი იმის ბრა­ლია, რომ რე­ა­ლურ ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც მი­სით თა­მა­შობ­და ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი გა­უჩ­ნდა. ის გრძნობს, რომ აღარ არის იდე­ა­ლუ­რი, მის ცხოვ­რე­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი იჩენს თავს, რაც მის­თვის კა­ტას­ტრო­ფის ტოლ­ფა­სია. იმი­სათ­ვის, რომ ძვე­ლი ცხოვ­რე­ბა და­იბ­რუ­ნოს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი უნდა გა­დაჭ­რას, რაც რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში გა­დას­ვლის გა­რე­შე ვერ მოხ­დე­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კე­ნის რო­ლიც, Mattel-ის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი სა­თა­მა­შო­სი, რო­მე­ლიც „ბარ­ბის“ სამ­ყა­რო­ში მხო­ლოდ მა­შინ წარ­მო­ად­გენს რა­მეს, თუ მას ბარ­ბი უბ­რა­ლოდ მი­ე­სალ­მე­ბა მა­ინც. კენი ბარ­ბის რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში მიჰ­ყვე­ბა და აქ გა­მე­ფე­ბულ პატ­რი­არ­ქატს აღ­მო­ა­ჩენს, რაც მას­ზე დიდ ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს და ბარ­ბის სამ­ყა­რო­შიც კე­ნე­ბის ერ­თგვარ აჯან­ყე­ბას იწყებს.

ფილმში თით­ქოს სარ­კას­ტუ­ლა­დაა წარ­მო­ჩე­ნი­ლი ფე­მი­ნის­ტუ­რი მო­ნო­ლო­გე­ბი, რომ­ლის ში­ნა­არ­სიც, სი­მარ­თლეა, მაგ­რამ მო­სა­წყე­ნად ჟღერს. ასე­ვე, კო­მი­კუ­რად არი­ან წარ­მო­ჩე­ნი­ლი Mattel-ის მმარ­თვე­ლე­ბი, რო­მელ­თა რი­გებ­შიც ქალს ვერ აღ­მო­ა­ჩენთ.

სა­ბო­ლო­ოდ, ბარ­ბის სამ­ყა­რო­ში კე­ნიც პო­უ­ლობს თა­ვის ად­გილს და ბარ­ბიც - ჰარ­მო­ნი­ას. ის ისევ მთა­ვარ გმი­რად რჩე­ბა და შე­უძ­ლია იცხოვ­როს ისე, რო­გორც თა­ვად სურს, მაგ­რამ მისი ფიქ­რე­ბი უკვე მე­ტად ადა­მი­ა­ნუ­რი და ბუ­ნებ­რი­ვია.

Mattel-ის ბარ­ბის შე­სა­ხებ

ბარ­ბის სლო­გა­ნია „შე­გიძ­ლია იყო ის, ვინც გინ­და“, რაც ერ­თგვა­რად ფე­მი­ნის­ტურ ნა­რა­ტივს ემ­სა­ხუ­რე­ბა. თუმ­ცა იდე­ა­ლუ­რო­ბის გამო მას ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ და სტან­დარ­ტე­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ში „ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ“.

ბარ­ბი რუთ ჰენდლერ­მა 40-იან წლებ­ში შექ­მნა. პირ­ვე­ლი თო­ჯი­ნა გა­ყიდ­ვა­ში 1959 წელს გა­მო­ვი­და. პირ­ვე­ლი­ვე წელს და­ახ­ლო­ე­ბით 300 000 ბარ­ბი გა­ი­ყი­და.

1945 წელს ცოლ-ქმა­რი რუთ და ელი­ოტ ჰენდლე­რებ­მა ჰა­როლთ მეთ მეთ­სონ­თან ერ­თად ბავ­შვე­ბის­თვის ინო­ვა­ცი­უ­რი სა­თა­მა­შო­ე­ბის შექ­მნა­ზე და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად, სუ­რა­თე­ბის ჩარ­ჩო­ე­ბი და თო­ჯი­ნე­ბის სახ­ლის­თვის სა­თა­მა­შო ავე­ჯი და­ამ­ზა­დეს. მათი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი წა­მო­წყე­ბა იყო უკუ­ლე­ლეს ტი­პის სა­თა­მა­შო ინ­სტრუ­მენ­ტი. კომ­პა­ნი­ის და­ფუძ­ნე­ბი­დან 15 წლის შემ­დეგ კი ბარ­ბის ერა და­ი­წყო. რუთ ჰენდლე­რი ქა­ლიშ­ვილ­თან, ბარ­ბა­რას­თან ერ­თად შვე­ი­ცა­რი­ის ქუ­ჩებ­ში სე­ირ­ნობ­და, რო­დე­საც მა­ღა­ზი­ის ვიტ­რი­ნა­ში შე­ნიშ­ნეს თო­ჯი­ნა სა­ხე­ლად Bils Lilli. რუთ­მა შე­ამ­ჩნია, რომ მის მიერ შექ­მნი­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ლი­ლის ტან­საც­მე­ლიც ჰქონ­და, რაც მას ყვე­ლა­ზე მე­ტად მოს­წონ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი თო­ჯი­ნი­სა და ბარ­ბა­რას ვი­ზუ­ა­ლის შთა­გო­ნე­ბით შე­იქ­მნა ბარ­ბი, რო­მე­ლიც ბოლო 60 წე­ლია, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი სა­თა­მა­შოა.

რუთ ჰენდლე­რი გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ახა­ლი თო­ჯი­ნის შექ­მნის იდე­ით, თუმ­ცა მის ქმარს, ელი­ოტს არ სჯე­რო­და მისი წარ­მა­ტე­ბის, ფიქ­რობ­და, რომ წამ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რუთი დიდი მონ­დო­მე­ბით მუ­შა­ობ­და. თო­ჯი­ნას თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის - ბარ­ბა­რას სა­ხე­ლი და­არ­ქვა.

ბარ­ბის გა­მოს­ვლი­დან სამი წლის შემ­დეგ, 1962 წელს Mattel-მა გა­და­წყვი­ტა ბარ­ბის­თვის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ეჩუ­ქე­ბი­ნა. თო­ჯი­ნას ჰენდლე­რის ვა­ჟის სა­ხე­ლი, კენი უწო­დეს.

1968 წელს Mattel-მა წარ­მო­ად­გი­ნა კრის­ტი - პირ­ვე­ლი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ბარ­ბი, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ უკვე სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის თო­ჯი­ნაც შე­იქ­მნა. ბარ­ბებს ჰქონ­დათ პრო­ფე­სი­ე­ბი, იყ­ვნენ ლა­მა­ზე­ბი, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი და ჰქონ­დათ სა­ოც­ნე­ბო სახ­ლი, რაც მათ მი­ლი­ო­ნო­ბით გო­გო­ნას­თვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ სა­თა­მა­შოდ აქ­ცევ­და.

R

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გრეტა გერვიგის "ბარბის" გამოსვლის შემდეგ საქართველოში სათამაშოს გაყიდვები 50%-ით გაიზარდა - "პეპელა"

გრეტა გერვიგის "ბარბის" გამოსვლის შემდეგ საქართველოში სათამაშოს გაყიდვები 50%-ით გაიზარდა - "პეპელა"

გრეტა გერვიგის „ბარბის“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოსვლისთანავე დიდი რეზონანსი და წარმატება მოჰყვა. 2023 წლის მონაცემებით ფილმის შემოსავალმა 1.446 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასთან, მისმა პოპულარობამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა სათამაშოს გაყიდვებზეც.

ფორბსის 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ სათამაშო ბარბის გაყიდვები 14%-ით გაიზარდა. კომპანიის წარმომადგენლების პროგნოზით წელს და მომავალ წლებში კიდევ უფრო პოზიტიური შედეგები ექნებათ.

საქართველოში „ბარბის“ ოფიციალური წარმომადგენლის მაღაზიათა ქსელ „პეპელას“ ინფორმაციით, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით ბარბის გაყიდვები 50%-ით გაიზარდა და ზოგადად, მოთხოვნა გაიზარდა Mattel-ის წარმოების სათამაშოებზე.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს აღნიშნულ პროდუქციაზე ისევ მოთხოვნის გაზრდილი დინამიკა ფიქსირდება.

გრეტა გერვიგის „ბარბის“ შესახებ

2023 წელს ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ „ბარბის“ ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ბევრმაც მას მეტი სიღრმე მოუძებნა ის ფემინისტი რეჟისორის ფემინისტურ ნამუშევრად აღიქვა. ფილმის დასაწისი სტენლი კუბრიკის 2001 წლის შედევრის „კოსმოსური ოდისეის“ სტილშია გადაწყვეტილი. ბარბის იდეალური სამყარო აქვს, თავადაც იდეალურია და მისი ყოველი დღე შფოთვის, ყოფითი საჭიროებებისა და რეალური სამყაროსთვის დამახასიათებელი პრობლემებისგანაა დაცლილი. მეორე მხრივ, კენი, რომელიც წესით მისი შეყვარებული უნდა იყოს, თუმცა არ არის, ბარბის გარეშე არაფერს წარმოადგენს, რაც მას აწუხებს.

ბარბის იდეალურ სამყაროში დისონანსი მაშინ შემოდის, როცა ის მოულოდნელად დასვამს კითხვას „ოდესმე ფიქრობთ სიკვდილზე?”

როგორც ბარბის ეუბნებიან, ასეთი ფიქრები იმის ბრალია, რომ რეალურ ადამიანთან, რომელიც მისით თამაშობდა ემოციური კავშირი გაუჩნდა. ის გრძნობს, რომ აღარ არის იდეალური, მის ცხოვრებაში პრობლემები იჩენს თავს, რაც მისთვის კატასტროფის ტოლფასია. იმისათვის, რომ ძველი ცხოვრება დაიბრუნოს, აღნიშნული პრობლემები უნდა გადაჭრას, რაც რეალურ სამყაროში გადასვლის გარეშე ვერ მოხდება.

მნიშვნელოვანია კენის როლიც, Mattel-ის მეორეხარისხოვანი სათამაშოსი, რომელიც „ბარბის“ სამყაროში მხოლოდ მაშინ წარმოადგენს რამეს, თუ მას ბარბი უბრალოდ მიესალმება მაინც. კენი ბარბის რეალურ სამყაროში მიჰყვება და აქ გამეფებულ პატრიარქატს აღმოაჩენს, რაც მასზე დიდ ზეგავლენას მოახდენს და ბარბის სამყაროშიც კენების ერთგვარ აჯანყებას იწყებს.

ფილმში თითქოს სარკასტულადაა წარმოჩენილი ფემინისტური მონოლოგები, რომლის შინაარსიც, სიმართლეა, მაგრამ მოსაწყენად ჟღერს. ასევე, კომიკურად არიან წარმოჩენილი Mattel-ის მმართველები, რომელთა რიგებშიც ქალს ვერ აღმოაჩენთ.

საბოლოოდ, ბარბის სამყაროში კენიც პოულობს თავის ადგილს და ბარბიც - ჰარმონიას. ის ისევ მთავარ გმირად რჩება და შეუძლია იცხოვროს ისე, როგორც თავად სურს, მაგრამ მისი ფიქრები უკვე მეტად ადამიანური და ბუნებრივია.

Mattel-ის ბარბის შესახებ

ბარბის სლოგანია „შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა“, რაც ერთგვარად ფემინისტურ ნარატივს ემსახურება. თუმცა იდეალურობის გამო მას ხშირად აკრიტიკებენ და სტანდარტების განმტკიცებაში „ადანაშაულებენ“.

ბარბი რუთ ჰენდლერმა 40-იან წლებში შექმნა. პირველი თოჯინა გაყიდვაში 1959 წელს გამოვიდა. პირველივე წელს დაახლოებით 300 000 ბარბი გაიყიდა.

1945 წელს ცოლ-ქმარი რუთ და ელიოტ ჰენდლერებმა ჰაროლთ მეთ მეთსონთან ერთად ბავშვებისთვის ინოვაციური სათამაშოების შექმნაზე დაიწყეს მუშაობა. თავდაპირველად, სურათების ჩარჩოები და თოჯინების სახლისთვის სათამაშო ავეჯი დაამზადეს. მათი პირველი წარმატებული წამოწყება იყო უკულელეს ტიპის სათამაშო ინსტრუმენტი. კომპანიის დაფუძნებიდან 15 წლის შემდეგ კი ბარბის ერა დაიწყო. რუთ ჰენდლერი ქალიშვილთან, ბარბარასთან ერთად შვეიცარიის ქუჩებში სეირნობდა, როდესაც მაღაზიის ვიტრინაში შენიშნეს თოჯინა სახელად Bils Lilli. რუთმა შეამჩნია, რომ მის მიერ შექმნილი სათამაშოებისგან განსხვავებით, ლილის ტანსაცმელიც ჰქონდა, რაც მას ყველაზე მეტად მოსწონდა. აღნიშნული თოჯინისა და ბარბარას ვიზუალის შთაგონებით შეიქმნა ბარბი, რომელიც ბოლო 60 წელია, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სათამაშოა.

რუთ ჰენდლერი გატაცებული იყო ახალი თოჯინის შექმნის იდეით, თუმცა მის ქმარს, ელიოტს არ სჯეროდა მისი წარმატების, ფიქრობდა, რომ წამგებიანი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, რუთი დიდი მონდომებით მუშაობდა. თოჯინას თავისი ქალიშვილის - ბარბარას სახელი დაარქვა.

ბარბის გამოსვლიდან სამი წლის შემდეგ, 1962 წელს Mattel-მა გადაწყვიტა ბარბისთვის შეყვარებული ეჩუქებინა. თოჯინას ჰენდლერის ვაჟის სახელი, კენი უწოდეს.

1968 წელს Mattel-მა წარმოადგინა კრისტი - პირველი ფერადკანიანი ბარბი, რომლის წარმატების შემდეგ უკვე სხვადასხვა ეროვნების თოჯინაც შეიქმნა. ბარბებს ჰქონდათ პროფესიები, იყვნენ ლამაზები, რეალიზებულები და ჰქონდათ საოცნებო სახლი, რაც მათ მილიონობით გოგონასთვის ყველაზე სასურველ სათამაშოდ აქცევდა.

R