საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიას და ბელგიას მიმართა
პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიას და ბელგიას მიმართა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბის მიზ­ნით გერ­მა­ნი­ის და ბელ­გი­ის კომ­პე­ტენ­ტურ უწყე­ბებს მი­მარ­თა.

რო­გორც უწყე­ბა­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­დეს, მი­მარ­თვა სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა, სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, ყვე­ლა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­სად­გე­ნად, მი­უ­ხე­და­ვად მათი ად­გილ­სამ­ყოფ­ლი­სა.

აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვა­შიც, სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­მარ­თა გერ­მა­ნი­ის და ბელ­გი­ის კომ­პე­ტენ­ტურ უწყე­ბებს ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბის მიზ­ნით”, - აცხა­დე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ზუ­რაბ ადეშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლია პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის, ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის, კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის ცე­მის და სხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ­მა რეს­პუბ­ლი­კამ პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის საქ­მე­ზე კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი და­ვით ჭა­კუა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ქარ­თულ მხა­რეს 2020 წელს გა­დას­ცა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, გერ­მა­ნი­ა­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი ჩანს, უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა. უკ­რა­ი­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა ან­დრი კოს­ტინ­მა ბუნ­დეს­ტა­გის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლა ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის მსხვერ­პლებ­თან და მოწ­მე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და მათ­თვის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხე­ბი.

ბუნ­დეს­ტაგ­ში ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის ყოფ­ნას უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩომ გან­მარ­ტა, რომ ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი 22 თე­ბერ­ვალს დე­ბა­ტე­ბის დროს იმ­ყო­ფე­ბო­და გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გის სტუმ­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ტრი­ბუ­ნა­ზე, რო­გორც უკ­რა­ი­ნის ელ­ჩის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რი. გერ­მა­ნი­ა­ში არ არ­სე­ბობ­და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს პრინ­ცი­პებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მი­ზე­ზი იმი­სათ­ვის, რომ მის­თვის აეკ­რძა­ლათ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა.

"ეს ფაქ­ტი არა­ნა­ი­რად არ უკავ­შირ­დე­ბა გერ­მა­ნი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გერ­მა­ნი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ძა­ლი­ან კარ­გია“, - აღ­ნიშ­ნა სა­ელ­ჩომ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი
2

ეს არიყო ბიძო,რომ აქებდა და ადიდებდა?? -რა მენეჯერი,რა ჭკვიანიაო??????

მ.ა
0

სურათში ზურაბ ადეიშვილია თუ ვუდი ალენი ახალგაზრდობაში?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიას და ბელგიას მიმართა

პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიას და ბელგიას მიმართა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა.

როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.

"საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფლისა.

აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით”, - აცხადებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეშვილი ბრალდებულია პატიმრების წამების, ბუტა რობაქიძის მკვლელობის, კობა დავითაშვილის ცემის და სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ პატიმრების წამების საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული დავით ჭაკუა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ქართულ მხარეს 2020 წელს გადასცა.

ინფორმაციისთვის, გერმანიაში გამართული შეხვედრების ამსახველი ფოტოები, რომლებზეც ზურაბ ადეიშვილი ჩანს, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილა ომის დანაშაულების მსხვერპლებთან და მოწმეებთან მუშაობის კოორდინაციისა და მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხები.

ბუნდესტაგში ზურაბ ადეიშვილის ყოფნას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან.

საქართველოში გერმანიის საელჩომ განმარტა, რომ ზურაბ ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა.

"ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას. ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია“, - აღნიშნა საელჩომ განცხადებაში.