საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია: სემეკის რეგულაციები ორიენტირებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე
დავით ნარმანია: სემეკის რეგულაციები ორიენტირებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რე, და­ვით ნარ­მა­ნია მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით წარ­დგა. კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის II სა­ერ­თა­შო­რი­სო კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში.

და­ვით ნარ­მა­ნი­ას თქმით, სე­მე­კის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე:

„6 მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი უწყე­ბის მიერ უკვე მე­ო­რედ იმარ­თე­ბა მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვი­რე­უ­ლი, რაც კი­დევ ერთი დას­ტუ­რია იმი­სა, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­ნა­წი­ლე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა.

სე­მე­კის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია და­იც­ვას ბა­ლან­სი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ებ­სა და მომ­ხმა­რებ­ლებს შო­რის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სე­მე­კის მიერ მიმ­დი­ნა­რე­ობს კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ფიქ­სირ­დე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბი, რა­ზეც კო­მი­სია მკაც­რად რე­ა­გი­რებს. მხო­ლოდ 2023 წელს სე­მეკ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებს კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ უსა­ფუძ­ვლოდ და­რი­ცხუ­ლი 1,5 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ჩა­მო­ა­წე­რა. ამას­თა­ნა­ვე, არას­წო­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­რი­ცხვის გამო, სე­მეკ­მა წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ას და­ა­ვა­ლა ჯამ­ში 6 მი­ლი­ო­ნი ლა­რის უკან დაბ­რუ­ნე­ბა 11 ათას­ზე მეტი მო­ქა­ლა­ქის­თვის.

სე­მე­კი, დრო­ის პირ­და­პირ რე­ჟიმ­ში, ელექტრო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით აკ­ვირ­დე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის რე­ა­გი­რე­ბას მო­ქა­ლა­ქე­თა გან­ცხა­დე­ბებ­ზე. კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ მომ­სა­ხუ­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, სე­მე­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით, 2017 წლი­დან დღემ­დე მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით გა­ცე­მუ­ლია 13 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი.

ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც თვლის, რომ კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ის მიერ და­ირ­ღვა მისი უფ­ლე­ბა, შე­უძ­ლია მო­მარ­თოს სე­მეკს ან სე­მეკ­თან არ­სე­ბულ ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნის სამ­სა­ხურს, დე­ტა­ლუ­რად შე­ვის­წავ­ლით ყვე­ლა სა­კითხს“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ ხაზი გა­უს­ვა მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას. ისა­უბ­რა სე­მეკ­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მი­სა­ღე­ბის მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კა­ზე, კო­მი­სი­ის მიერ მი­ღე­ბულ გა­მარ­ტი­ვე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე.

„კო­მი­სი­ა­ში მოქ­მე­დებს და­ვე­ბის გან­ხილ­ვის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წესი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც მარ­ტივ და სტან­დარ­ტულ სა­კი­თხებ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბა სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე ზე­პი­რი მოს­მე­ნის გა­რე­შე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელს უწყობს მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე კო­მი­სი­ის მიერ დრო­ულ რე­ა­გი­რე­ბას. უნდა აღ­ნიშ­ნოს, რომ სე­მე­კის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და სექ­ტო­რებ­ში მოქ­მე­დი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი წე­სე­ბი მკა­ფი­ოდ გან­სა­ზღვრავს რო­გორც კომ­პა­ნი­ე­ბის, ასე­ვე მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბებს. ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ბაზ­რის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ახა­ლი, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ცა­ლო ბაზ­რის წე­სე­ბი, რო­მელ­შიც სხვა სი­ახ­ლე­ებ­თან ერ­თად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დის შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პე­რი­ო­დე­ბი პენ­სი­ო­ნე­რე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბის­თვის. მე­ლი­ო­რა­ცი­ის სექ­ტო­რის რე­გუ­ლი­რე­ბის მიზ­ნით, შე­ვი­მუ­შა­ვეთ სა­ი­რი­გა­ციო წყლის მი­წო­დე­ბის წე­სე­ბი - წე­სე­ბი არე­გუ­ლი­რებს მიმ­წო­დებ­ლის მიერ სა­ი­რი­გა­ციო სის­ტე­მი­დან გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი და საპ­როგ­ნო­ზო წყლის მი­წო­დე­ბას, მის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბის პი­რო­ბებ­სა და პრო­ცე­დუ­რებს.

მომ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის დავ­ნერ­გეთ ციფ­რუ­ლი სერ­ვი­სე­ბი. მათ შო­რის, *303#-ის მომ­სა­ხუ­რე­ბით ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით. დღემ­დე, ამ სერ­ვის­ზე 5 მი­ლი­ონ­ზე მეტი ტრან­ზაქ­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

ეტა­პობ­რი­ვად იზ­რდე­ბა მო­თხოვ­ნა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში გა­და­ტა­ნილ კო­მუ­ნა­ლურ მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით 88 368 გა­ნა­ცხა­დია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში. ამ­ჟა­მად, ვმუ­შა­ობთ ქოლ­ცენ­ტრში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის და­ნერგვა­ზე. სა­წყის ეტაპ­ზე ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი და­ი­ნერ­გე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ნა­წილ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ახ­ლე ხელს შე­უ­წყობს კო­მუ­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ქოლ­ცენ­ტრებ­ში ლო­დი­ნის ხან­გრძლი­ვო­ბას შემ­ცი­რე­ბას,“ - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

11-15 მარტს ექ­ვსი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი უწყე­ბის - კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს, სე­მე­კის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის, და­ზღვე­ვის სა­ხელ­მწი­ფო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ერ­თობ­ლი­ვი ორ­გა­ნი­ზე­ბით მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის II სა­ერ­თა­შო­რი­სო კვი­რე­უ­ლი იმარ­თე­ბა. კვი­რე­უ­ლის მი­ზა­ნია მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ პირ­ველ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს სამ­თავ­რო­ბო და სა­პარ­ლა­მენ­ტო გუნ­დის წევ­რებ­მა, მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ად­გი­ლობ­რივ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებ­მა. სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბის, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის, აკა­დე­მი­უ­რი წრი­სა და ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეს ვინ მოსულა ვინააა:))
0

ტიპიური ყვარყვარე თუთაბერი- ყველას და ყველაფერს რომ ერგება. მიხვრა/მოხვრა რომ არ ეშლება:)))ათიათასობით ხელფასით სინეკურის სახით. მიდი ნარმო (ყვარყვარე)- ქვეყნის გადაჭმის მასტერკლასი აჩვენე სხვა დაბალდონიან ვირთხებს

ss
5

ეს კაცი როგორი მერი იყო არ ვიცი მარგამ სმკ ის თავჯდომარწ მართა მაგარია საკუთარი ამბავით ვადასტურებ ენერგო პრო ჯორჯიამ ისეთი რამე გააკეთა რომ საჩივრის დაწერიდან ორ დღრში სმკიდან რო მოიკითხეა საკითხი იძულებული იყვნენ გამოესწორებინათ მოკლედ სამართლიანად მიჯირყვნა ენერგო პრო ჯორჯია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დავით ნარმანია: სემეკის რეგულაციები ორიენტირებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე

დავით ნარმანია: სემეკის რეგულაციები ორიენტირებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა. კონფერენცია გაიმართა მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში.

დავით ნარმანიას თქმით, სემეკის რეგულაციები ორიენტირებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე:

„6 მარეგულირებელი უწყების მიერ უკვე მეორედ იმართება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეული, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მონაწილე ორგანიზაციებისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

სემეკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია დაიცვას ბალანსი ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ სემეკის მიერ მიმდინარეობს კომპანიების საქმიანობის მუდმივი მონიტორინგი, რიგ შემთხვევებში ფიქსირდება მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტები, რაზეც კომისია მკაცრად რეაგირებს. მხოლოდ 2023 წელს სემეკმა მოქალაქეებს კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 1,5 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა. ამასთანავე, არასწორად განხორციელებული დარიცხვის გამო, სემეკმა წყალმომარაგების კომპანიას დაავალა ჯამში 6 მილიონი ლარის უკან დაბრუნება 11 ათასზე მეტი მოქალაქისთვის.

სემეკი, დროის პირდაპირ რეჟიმში, ელექტრონული ჟურნალის საშუალებით აკვირდება კომპანიების რეაგირებას მოქალაქეთა განცხადებებზე. კომპანიების მიერ მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, სემეკის გადაწყვეტილებებით, 2017 წლიდან დღემდე მოქალაქეებზე კომპენსაციის სახით გაცემულია 13 მილიონ ლარზე მეტი.

ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც თვლის, რომ კომუნალური მომსახურების კომპანიის მიერ დაირღვა მისი უფლება, შეუძლია მომართოს სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს, დეტალურად შევისწავლით ყველა საკითხს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას.

სემეკის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული პროექტების ეფექტიანობას. ისაუბრა სემეკში მომხმარებელთა განახლებული მისაღების მუშაობის სპეციფიკაზე, კომისიის მიერ მიღებულ გამარტივებულ რეგულაციებზე.

„კომისიაში მოქმედებს დავების განხილვის გამარტივებული წესი, რომლის საფუძველზეც მარტივ და სტანდარტულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღება საჯარო სხდომაზე ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული ხელს უწყობს მომხმარებლებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე კომისიის მიერ დროულ რეაგირებას. უნდა აღნიშნოს, რომ სემეკის მიერ შემუშავებული და სექტორებში მოქმედი მარეგულირებელი წესები მკაფიოდ განსაზღვრავს როგორც კომპანიების, ასევე მომხმარებლების უფლება-მოვალეობებს. ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის მიზნით, ამოქმედებულია ახალი, ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესები, რომელშიც სხვა სიახლეებთან ერთად გათვალისწინებულია გადასახადის გადახდის შეღავათიანი პერიოდები პენსიონერებისა და სხვადასხვა ჯგუფებისთვის. მელიორაციის სექტორის რეგულირების მიზნით, შევიმუშავეთ საირიგაციო წყლის მიწოდების წესები - წესები არეგულირებს მიმწოდებლის მიერ საირიგაციო სისტემიდან გარანტირებული და საპროგნოზო წყლის მიწოდებას, მის მიღებასთან დაკავშირებულ მომსახურების პირობებსა და პროცედურებს.

მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის დავნერგეთ ციფრული სერვისები. მათ შორის, *303#-ის მომსახურებით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია კომუნალური მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიღება მობილური ტელეფონის საშუალებით. დღემდე, ამ სერვისზე 5 მილიონზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა.

ეტაპობრივად იზრდება მოთხოვნა იუსტიციის სახლში გადატანილ კომუნალურ მომსახურებებზე. ბოლო მონაცემებით, ამ მიმართულებით 88 368 განაცხადია დაფიქსირებული იუსტიციის სახლში. ამჟამად, ვმუშაობთ ქოლცენტრში ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე. საწყის ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი დაინერგება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომსახურების ნაწილში. აღნიშნული სიახლე ხელს შეუწყობს კომუნალური კომპანიების ქოლცენტრებში ლოდინის ხანგრძლივობას შემცირებას,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

11-15 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

კვირეულის ფარგლებში გამართულ პირველ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრებმა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სექტორის წარმომადგენლებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა. საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა.

NS