საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოკიოს ერთ-ერთმა კომპანიამ მამაკაც თანამშრომლებს მენსტრუალური ციკლის ტკივილი გამოაცდევინა: განცვიფრებული კაცების განცდები და ემოციები - "აუტანელი იყო... ახლა მესმის"
ტოკიოს ერთ-ერთმა კომპანიამ  მამაკაც თანამშრომლებს მენსტრუალური ციკლის ტკივილი გამოაცდევინა: განცვიფრებული კაცების განცდები და ემოციები - "აუტანელი იყო... ახლა მესმის"

ტო­კი­ო­ში და­ფუძ­ნე­ბულ­მა სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ფირ­მა EXEO Group-მა თა­ნამ­შრო­მელ მა­მა­კა­ცებს მენსტრუ­ა­ცი­ის სი­მუ­ლა­ცი­უ­რი ტკი­ვი­ლე­ბი გა­მო­აც­დე­ვი­ნა. კომ­პა­ნი­ის თქმით, ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ე­წყო. მათი მი­ზა­ნია, რომ მო­მა­ვალ­ში კაცი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უფრო მეტი თა­ნაგ­რძნო­ბით მო­ე­კი­დონ ქალ კო­ლე­გებს.

მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მელ­საც "პე­რი­ო­ნო­ი­დი" ჰქვია, ნა­რას ქალ­თა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა და სტარ­ტაპ Osaka Heat Cool-ის მკვლე­ვა­რებ­მა ერ­თობ­ლი­ვად შე­ი­მუ­შა­ვეს. ბა­ლი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­მა­კა­ცებს ჭი­პის ქვე­მოთ და­უ­მაგ­რეს, ისე­თი­ვე შეგ­რძნე­ბებს იწ­ვევ­და, რო­გო­რიც მენსტრუ­ა­ცი­ას ახ­ლავს თან.

"მოძ­რა­ო­ბა არ შე­მეძ­ლო. აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლი იყო",- გა­ნა­ცხა­და 26 წლის მა­სა­ია ში­ბა­სა­კიმ მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ. "ახლა მეს­მის, რომ ქა­ლებს ყო­ველ­თვე ამ ტკი­ვი­ლის ატა­ნას­თან ერ­თად ჩვენს ოფის­ში მუ­შა­ო­ბაც უწევთ. გა­სა­ო­ცა­რია, რო­გორ ახერ­ხე­ბენ ამას. მათ მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა ვიგ­რძე­ნი",- თქვა ში­ბა­სა­კიმ.

  • კომ­პა­ნი­ის თქმით, მათ სურთ ისე­თი გა­რე­მო შექ­მნან, სა­დაც მათი მა­მა­კა­ცი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ქალ კო­ლე­გებს უფრო გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა საქ­მე მენსტრუ­ა­ლურ შვე­ბუ­ლე­ბას ეხე­ბა.

  • ია­პო­ნი­ა­ში და­ფუძ­ნე­ბულ კომ­პა­ნი­ებს კა­ნო­ნით მო­ე­თხო­ვე­ბათ, რომ ქა­ლებს მენსტრუ­ა­ლუ­რი შვე­ბუ­ლე­ბის აღე­ბის ნება დარ­თონ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, შვე­ბუ­ლე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა­დო­ბის შე­სა­ხებ მო­თხოვ­ნა ჯერ კი­დევ არაა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და რო­გორც გა­მო­კი­თხვე­ბი აჩ­ვე­ნებს, ქა­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი ასე­თი შვე­ბუ­ლე­ბის აღე­ბას ერი­დე­ბა.

"იმე­დი გვაქვს, რომ ვინც დღეს მენსტრუ­ა­ლუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მოს­ცა­და, სა­მუ­შაო ად­გილ­ზე დაბ­რუნ­დე­ბა და თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბას სხვებ­საც გა­უ­ზი­ა­რებს, რათა სხვე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბაც აა­მაღ­ლონ",- თქვა EXEO-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ოფი­ცერ­მა მაკი ოგუ­რამ.

წყა­რო: reuters

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
111
0

აი სამშობიარო ტკივილსაც თუ გამოცდიან მერე მეტ პატივისცემას დაიმსახურებენ ქალები ალბათ

)(
8

შეიშალენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ტოკიოს ერთ-ერთმა კომპანიამ მამაკაც თანამშრომლებს მენსტრუალური ციკლის ტკივილი გამოაცდევინა: განცვიფრებული კაცების განცდები და ემოციები - "აუტანელი იყო... ახლა მესმის"

ტოკიოს ერთ-ერთმა კომპანიამ  მამაკაც თანამშრომლებს მენსტრუალური ციკლის ტკივილი გამოაცდევინა: განცვიფრებული კაცების განცდები და ემოციები - "აუტანელი იყო... ახლა მესმის"

ტოკიოში დაფუძნებულმა სატელეკომუნიკაციო ფირმა EXEO Group-მა თანამშრომელ მამაკაცებს მენსტრუაციის სიმულაციური ტკივილები გამოაცდევინა. კომპანიის თქმით, ეს ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო. მათი მიზანია, რომ მომავალში კაცი თანამშრომლები უფრო მეტი თანაგრძნობით მოეკიდონ ქალ კოლეგებს.

მოწყობილობა, რომელსაც "პერიონოიდი" ჰქვია, ნარას ქალთა უნივერსიტეტმა და სტარტაპ Osaka Heat Cool-ის მკვლევარებმა ერთობლივად შეიმუშავეს. ბალიშები, რომლებიც მამაკაცებს ჭიპის ქვემოთ დაუმაგრეს, ისეთივე შეგრძნებებს იწვევდა, როგორიც მენსტრუაციას ახლავს თან.

"მოძრაობა არ შემეძლო. აუტანელი ტკივილი იყო",- განაცხადა 26 წლის მასაია შიბასაკიმ მოწყობილობის გამოყენების შემდეგ. "ახლა მესმის, რომ ქალებს ყოველთვე ამ ტკივილის ატანასთან ერთად ჩვენს ოფისში მუშაობაც უწევთ. გასაოცარია, როგორ ახერხებენ ამას. მათ მიმართ პატივისცემა ვიგრძენი",- თქვა შიბასაკიმ.

  • კომპანიის თქმით, მათ სურთ ისეთი გარემო შექმნან, სადაც მათი მამაკაცი თანამშრომლები ქალ კოლეგებს უფრო გაგებით მოეკიდებიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მენსტრუალურ შვებულებას ეხება.

  • იაპონიაში დაფუძნებულ კომპანიებს კანონით მოეთხოვებათ, რომ ქალებს მენსტრუალური შვებულების აღების ნება დართონ. ამის მიუხედავად, შვებულების ანაზღაურებადობის შესახებ მოთხოვნა ჯერ კიდევ არაა შემუშავებული და როგორც გამოკითხვები აჩვენებს, ქალების დაახლოებით ნახევარი ასეთი შვებულების აღებას ერიდება.

"იმედი გვაქვს, რომ ვინც დღეს მენსტრუალური ტკივილი გამოსცადა, სამუშაო ადგილზე დაბრუნდება და თავის გამოცდილებას სხვებსაც გაუზიარებს, რათა სხვების ცნობიერებაც აამაღლონ",- თქვა EXEO-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა მაკი ოგურამ.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა