საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტანზანიაში ზღვის კუს ხორცით 78 ადამიანი მოიწამლა, გარდაცვლილია 8 ბავშვი და 1 ზრდასრული ადამიანი
ტანზანიაში ზღვის კუს ხორცით 78 ადამიანი მოიწამლა, გარდაცვლილია 8 ბავშვი და 1 ზრდასრული ადამიანი

კუნ­ძულ პემ­ბა­ზე, ზან­ზი­ბა­რის არ­ქი­პე­ლაგ­ში, ზღვის კუს ხორ­ცის ჭა­მის შემ­დეგ რვა ბავ­შვი და ერთი ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 78 სხვა ადა­მი­ა­ნი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

  • წყლის კუს ხორ­ცი ზან­ზი­ბარ­ში დე­ლი­კა­ტე­სად ით­ვლე­ბა, მაგ­რამ ის პე­რი­ო­დუ­ლად საკ­ვე­ბით მო­წამ­ვლის მი­ზე­ზიც ხდე­ბა, კერ­ძოდ, ის ქე­ლო­ნი­ტოქ­სიზმს იწ­ვევს.

ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პა­რას­კევს ღა­მით გარ­და­იც­ვა­ლა, ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვის დედა იყო, გა­ნა­ცხა­და მკო­ა­ნის რა­ი­ო­ნის ექიმ­მა, ჰაჯი ბა­ქა­რიმ. ექი­მი­სა­ვე თქმით, გარ­დაც­ვლილ­მა დედა-შვილ­მა კუს ხორ­ცი სამ­შა­ბათს მი­ი­ღო. ბა­ქა­რიმ Associated Press-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა ავად­მყო­ფი და გარ­დაც­ვლი­ლი ზღვის კუს ხორ­ცით იყო მო­წამ­ლუ­ლი.

კუნ­ძუ­ლი პემ­ბა

ზან­ზი­ბა­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­მე­ლიც აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კის, კერ­ძოდ ტან­ზა­ნი­ის ავ­ტო­ნო­მი­ურ რე­გი­ონს წარ­მო­ად­გენს, ად­გილ­ზე კა­ტას­ტრო­ფე­ბის მარ­თვის ჯგუ­ფი გაგ­ზავ­ნა, რო­მე­ლიც ხალ­ხს კუს ხორ­ცის მირ­თმე­ვის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვა კუნ­ძულ პემ­ბა­ზე 2021 წლის ნო­ემ­ბერ­შიც და­ფიქ­სირ­და, როცა კუს ხორ­ცის ჭა­მის შემ­დეგ 7 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 3 წლის ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა, კი­დევ სამი სხვა ადა­მი­ა­ნი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა.

წყა­რო: guardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ტანზანიაში ზღვის კუს ხორცით 78 ადამიანი მოიწამლა, გარდაცვლილია 8 ბავშვი და 1 ზრდასრული ადამიანი

ტანზანიაში ზღვის კუს ხორცით 78 ადამიანი მოიწამლა, გარდაცვლილია 8 ბავშვი და 1 ზრდასრული ადამიანი

კუნძულ პემბაზე, ზანზიბარის არქიპელაგში, ზღვის კუს ხორცის ჭამის შემდეგ რვა ბავშვი და ერთი ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა, 78 სხვა ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • წყლის კუს ხორცი ზანზიბარში დელიკატესად ითვლება, მაგრამ ის პერიოდულად საკვებით მოწამვლის მიზეზიც ხდება, კერძოდ, ის ქელონიტოქსიზმს იწვევს.

ზრდასრული ადამიანი, რომელიც პარასკევს ღამით გარდაიცვალა, ერთ-ერთი დაღუპული ბავშვის დედა იყო, განაცხადა მკოანის რაიონის ექიმმა, ჰაჯი ბაქარიმ. ექიმისავე თქმით, გარდაცვლილმა დედა-შვილმა კუს ხორცი სამშაბათს მიიღო. ბაქარიმ Associated Press-ს განუცხადა, რომ ლაბორატორიული ანალიზის მიხედვით, ყველა ავადმყოფი და გარდაცვლილი ზღვის კუს ხორცით იყო მოწამლული.

კუნძული პემბა

ზანზიბარის ხელისუფლებამ, რომელიც აღმოსავლეთ აფრიკის, კერძოდ ტანზანიის ავტონომიურ რეგიონს წარმოადგენს, ადგილზე კატასტროფების მართვის ჯგუფი გაგზავნა, რომელიც ხალხს კუს ხორცის მირთმევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა.

მსგავსი შემთხვევა კუნძულ პემბაზე 2021 წლის ნოემბერშიც დაფიქსირდა, როცა კუს ხორცის ჭამის შემდეგ 7 ადამიანი, მათ შორის 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა, კიდევ სამი სხვა ადამიანი კი საავადმყოფოში მოხვდა.

წყარო: guardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა