ოლგა მედინიჩი ცნობილი რუსი მსახიობია, თოჯინას მსგავსი გარეგნობით და ქერა თმით. სწორედ გარეგნობის გამო გახდა ყველაზე მოთხოვნადი თეატრსა და კინოში. ამ დროისთვის ქალს 70-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული ფილმებსა და სერიალებში, მონაწილეობს სატელევიზიო პროექტებსა და შოუებში, არის მზრუნველი ცოლი და დედა. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო. მისი წარმატების გზა გრძელი და რთული იყო, სანამ ქართველი ჯემალ თეთრუაშვილი არ გაიცნო...
ბავშვობა და ახალგაზრდობა
ოლგა მედინიჩი 1981 წელს ლენინგრადში დაიბადა. მამა პოლკოვნიკი იყო, დედა დიასახლისი, მაგრამ შვილი ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდა. სკოლაში ცუდად სწავლობდა, განსაკუთრებულად უჭირდა ტექნიკური საგნები. სკოლის დასრულების შემდეგ, მაის წყალობით ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ პირველივე ლექციაზე შერცხვა საკუთარი თავის და უნივერსიტეტი დატოვა. საბუთები პეტერბურგის თეატრალურ აკადემიაში შეიტანა თოჯინების თეატრის მსახიობის სპეციალობით.
პოპულარობა მესამე კურსზე მოვიდა, 2004 წელს კი ფონტანკას ახალგაზრდული თეატრის ჯგუფში მიიღეს, სადაც დღემდე აგრძელებს კარიერას.
კინოკარიერის დასაწყისი
მიუხედავად იმისა, რომ ოლგა ბავშვობიდან ოცნებობდა თეატრზე, იგი არ დაკმაყოფილდა სპექტაკლებით და დაიწყო კინოკარიერა. 2003 წლიდან გოგონა ეკრანზე გამოჩნდა, ჯერ ეპიზოდურ როლებში, ხოლო ორი წლის შემდეგ მან დაიწყო უფრო სერიოზული როლების მიღება. მაგრამ ის ჯერ კიდევ შორს იყო რეალური პოპულარობისგან.
ყველაფერი 2006 წელს შეიცვალა, როდესაც ეკრანზე კომედიური სერიალი "ქალთა ლიგა" გამოვიდა, სადაც ოლგამ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. ეს პროექტი ნამდვილი გარღვევა იყო და მსახიობი მალე შეამჩნიეს. ოლგა შესანიშნავი მსახიობი აღმოჩნდა კომედიური როლებისთვის.
მაგრამ მსახიობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი აღმოჩნდა სერიალი "შუქნიშანი", მან მთავარი როლი მიიღო.
პირადი ცხოვრება
ოლგამ პეტერბურგელ ოპერატორი ვლადიმირი გადასაღებ მოედანზე გაიცნო და შეუყვარდა. მალე წყვილი დაქორწინდა, მაგრამ ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. შვილის დიმას დაბადების შემდეგ ურთიერთობა გაუარესდა და ოლგამ განქორწინება გადაწყვიტა.
მსახიობი პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობდა, ამიტომ ბოლო მომენტამდე ცდილობდა ორსულობის დამალვას, რის გამოც ცოტა ხნით გაქრა ეკრანებიდან. შემდეგ ოლგამ მოსკოვში გადასვლა გადაწყვიტა, საბოლოოდ წყვილი რომ განქორწინდა მათი ვაჟი 3 წლის იყო.
"მრავალი წლის განმავლობაში დავდიოდი მოსკოვში გადაღებებზე. წარმოუდგენლად რთული იყო სანქტ-პეტერბურგში სპექტაკლის თამაში, მატარებელში ჩაჯდომა, მოსკოვში გადაღებები, შემდეგ ისევ მატარებელში ჩაჯდომა და პეტერბურგში წასვლა სპექტაკლის სათამაშოდ. რეკორდი დამიმყარებია - ექვსი ღამე მატარებელში შესვენების გარეშე.
განქორწინებამდე ოლგამ მიიღო შეთავაზება, ეთამაშა სერიალ "შუქნიშანში" სადაც მისი პარტნიორი ჯემალ თეთრუაშვილი უნდა ყოფილიყო. ჭორების მიხედვით ოლგას განქორწინება სწორედ ჯემალთან ურთიერთობას უკავშირდებოდა, მაგრამ მსახიობმა ეს ბრალდება უარყო. მისი თქმით, გადაღებების დროს, ისინი უბრალოდ მეგობრები იყვნენ, რომლებიც მუშაობდნენ გადასაღებ მოედანზე.
თუმცა, 2016 წლის მარტის დასაწყისში ოლგა მედინიჩი და ჯემალ თეთრუაშვილი დაქორწინდნენ. ქართული ფესვების მქონდე მსახიობისთვის, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ასევე ჰყავს შვილი, ქალიშვილი სოფიკო, ეს მეორე ქორწინება იყო.
ჯემალმა შეძლო ოლგას შვილთან თბილი ურთიერთობის დამყარება, ქალსაც კარგი ურთიერთობა აქვს ქმრის ქალიშვილთან. ოლგა ამბობს, რომ რაც ჯემალის ცოლია, არ უყვარს გასტროლები.
ამჟამად ქალი ოცნებობს, რომ მათი ოჯახი დიდი გახდეს. მისი თქმით, ჯემალთან ერთად იპოვა ნამდვილი თავშესაფარი და დარწმუნებულია, რომ ის ყოველთვის მის გვერდით იქნება. ქალი ამბობს, რომ მისი შვილი, ჯემალს მამას არ ეძახის და ყოფილ ქმართანაც კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა.
მართალია ოლგა კმაყოფილია ქართველი ქმრით, რადგან მისი თქმით, გულუხვია, მაგრამ მსახიობი აღნიშნავს, რომ მისი ქმარი ცხელსისხლიანია, მუდმივად ჩქარობს. „როცა მას ემოციების პირველი ტალღა აქვს და ამას ვერ უმკლავდები და ჯობია გაჩუმდე.“ - ამბობს მსახიობი.
"ამ მომენტში რაც არ უნდა სასაცილო იყოს, უბრალოდ უნდა გაიქცე, გაიქეცი, ოლია, გაიქეცი,“ - იცინის ოლგა მედინიჩი.
არ გვაინტერესებსო და თან კომენტარებს ტოვებთ თან ქვეყანა დისლაიქ ლაიქებია:))) მეც არ მაინტერესებდა, სანამ არ წავიკითხე:))) მადლობა ნინო ძაან მაგარი სახელიც გქვია.
ნეტაი შენ ნინო!