საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ ამხელა ტრაგედია მეუღლეზე, შემდეგ მარის დაოჯახება... სულ მარტო დავრჩი" - როგორ ცხოვრობს უკრაინაში, 2 წლის წინ დაღუპული ქართველი მებრძოლის მეუღლე?
"ჯერ ამხელა ტრაგედია მეუღლეზე, შემდეგ მარის დაოჯახება... სულ მარტო დავრჩი" - როგორ ცხოვრობს უკრაინაში, 2 წლის წინ დაღუპული ქართველი მებრძოლის მეუღლე?

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან, უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი მო­ხა­ლი­სე წა­ვი­და. მათი დიდი ნა­წი­ლი გა­მოც­დი­ლი მებ­რძო­ლე­ბი და ყო­ფი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ან. ომის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია.

2022 წლის 18 მარტს მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­გო, რომ კი­ე­ვის ოლ­ქში, შე­ტა­კე­ბი­სას ორი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, გია ბე­რი­აშ­ვი­ლი და და­ვით რა­ტი­ა­ნი და­ი­ღუპ­ნენ. ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი ირ­პენ­ში აფეთ­ქე­ბას ემსხვერ­პლნენ. რო­გორც მა­შინ უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი წერ­დნენ, და­ბომბვა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10 ქარ­თვე­ლის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი მოჰ­ყვა.

და­ვით რა­ტი­ა­ნი 53 წლის იყო, გია ბე­რი­აშ­ვი­ლი 45 წლის. გიას მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი დარ­ჩა. და­ღუპ­ვი­დან ორი წლის თავ­ზე, გიას მე­უღ­ლე, ქეთი ხე­ლა­ძე გა­და­ტა­ნილ ტრა­გე­დი­ა­ზე ემო­ცი­ის გა­რე­შე ვერ სა­უბ­რობს. გიას ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობ­და, შემ­დეგ კი რო­გორც ცოლ-ქმარ­მა, 25 წელი გა­ა­ტა­რეს ერ­თად...

- ქეთი, თქვე­ნი მე­უღ­ლე იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი ქარ­თვე­ლე­ბი­დან რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში.

- დიახ, 2014 წლის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი იყ­ვნენ და­ვით რა­ტი­ა­ნი და გია ბე­რი­აშ­ვი­ლი. სა­ერ­თოდ, გა­ზა­ფხუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მეა ჩვენ­თვის, 18 მარტს ხდე­ბა გიას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ორი წელი. ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სას მო­ი­თხოვს და ვაგ­რძე­ლებთ, მაგ­რამ ამ ტრა­გე­დი­ამ ძა­ლი­ან გა­მაძ­ლი­ე­რა, ჩვე­ნი შვი­ლის­თვის, მა­რის­თვის ახლა დე­დაც მე ვარ და მა­მაც. დღემ­დე არ ვიცი, რო­გორ გა­და­ვი­ტა­ნე ეს ყვე­ლა­ფე­რი.

- იცო­დით, რომ გია უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად წა­ვი­და?

- არა, მე და მა­რიმ არ ვი­ცო­დით. 5 მარტს ისე წა­ვი­და ჩუ­მად, რომ წარ­მოდ­გე­ნაც არ გვქონ­და. იქ რომ ჩა­ვი­და, ფაქ­ტის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნა, მაგ­რამ თუ იბ­რძო­და, ისიც არ ვი­ცო­დით რე­ა­ლუ­რად. გიას ჩას­ვლი­დან ერთი კვი­რის შემ­დეგ გა­ვი­გეთ, რომ საბ­რძო­ლო ვი­თა­რე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან. თვი­თონ გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ სა­ზღვარ­ზე იყო და მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ობ­და. გია სამ­ხედ­რო იყო, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომ­შიც იბ­რძო­და. ძა­ლი­ან მი­ჭირს მას­ზე სა­უ­ბა­რი, ძა­ლი­ან კარ­გი მე­უღ­ლე იყო. გიას ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ­დი, შემ­დეგ 25 წელი ერ­თად ვი­ყა­ვით. სი­მარ­თლე გი­თხრათ, გა­ზა­ფხუ­ლი მე­ზი­ზღე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მარ­ტი.

- ვის­გან გა­ი­გეთ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ?

- მაგ დღეს, დი­ლით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რეს, რომ ორი ქარ­თვე­ლი და­ი­ღუ­პა. სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი და ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე. არ ვი­ცო­დი, რომ ერთ-ერთი მათ­გა­ნი გია იყო. შემ­დეგ ერთ-ერთი მებ­რძო­ლის მე­უღ­ლე მო­ვი­და ჩემ­თან და იმან მი­თხრა.

- ორ დღე­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, ბახ­ვა ჩი­ქო­ბა­ვა...

- ბახ­ვა ორი დღის შემ­დეგ მა­რი­უ­პოლ­ში და­ი­ღუ­პა, მისი ცხე­და­რი დღემ­დე არ აქვს ოჯახს.

- ქეთი, ცოტა ხნის წინ თქვე­ნი შვი­ლი და­ო­ჯახ­და...

- მარი ორი თვის წინ და­ო­ჯახ­და, ახლა 24 წლის არის. ჯერ ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია მე­უღ­ლე­ზე, შემ­დეგ მა­რის და­ო­ჯა­ხე­ბა, ჩემ­თვის ესეც ლა­მის ტრა­გე­დი­ის ტოლ­ფა­სი იყო, რად­გან მარ­ტო დავ­რჩი. მაგ­რამ ისე­თი ბედ­ნი­ე­რია, რომ ღირ­და. კა­ნონ­ზო­მი­ე­რია, რომ ყვე­ლა­ზე დიდ უბე­დუ­რე­ბას დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე.

- ქეთი, უკ­რა­ი­ნა­ში სხვა გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლობ­ლებს თუ იც­ნობთ?

- რა­ტი­ა­ნის ოჯახ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვარ, გო­ბე­ჯიშ­ვი­ლის ოჯახ­თა­ნაც, და­ნარ­ჩე­ნებ­თან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვეხ­მი­ა­ნე­ბით ერ­თმა­ნეთს. სა­ერ­თოდ მე და ჩემი გოგო ამ მხრივ ძა­ლი­ან მაგ­რე­ბი აღ­მოვ­ჩნდით, ხში­რად დავ­დი­ვართ საფ­ლავ­ზე. გია რომ და­ი­ღუ­პა, მა­შინ არც მი­ფიქ­რია, რომ ეს ომი ამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა. ახლა ჩემი ყო­ვე­ლი დღე ამით იწყე­ბა, აბა, რას და­წე­რენ, რა ხდე­ბა, რო­გორ ხდე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად მა­გით ვცხოვ­რობთ. სა­ში­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, და­სას­რუ­ლიც რომ არ ჩანს.

- ხში­რად გვეს­მის, ღირ­და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე ამ­ხე­ლა მსხვერ­პლად, რას შეც­ვლი­დით, ის დრო რომ და­აბ­რუ­ნოთ, შე­უშ­ლი­დით ხელს წას­ვლა­ში?

- რო­დე­საც საქ­მე ქვე­ყა­ნას ეხე­ბა, ძა­ლი­ან ძნე­ლია იმის თქვა, ღირ­და თუ არა, ალ­ბათ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის სი­ცო­ცხლის გა­წირ­ვად ღირს, მე ასე ვფიქ­რობ. რომ მცოდ­ნო­და გია სად მი­დი­ო­და, არ გა­ვუშ­ვებ­დი, ალ­ბათ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­ვუ­წევ­დი, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არ დაგ­ვი­ჯე­რებ­და, არც მე და არც მა­რის, ჩვენს შვილს. იცო­და, რომ ჩვენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­ვუ­წევ­დით და იმი­ტო­მაც დაგ­ვი­მა­ლა და ჩუ­მად წა­ვი­და.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
37

ნატო და უკრაინა ყველანაირად დამარცხდება რისი იმედი გქონდა...პლანეტის 80% რუსეთს უჭერს მხარს. 1.5 მილიარდიანი ჩინეთი.1.5 ინდოეთი.1.0 მილიარდი აფრიკა.800 მილიონი ლათინური ამერიკა...ასე რომ რუსეთი ყველანაირად მოიგებს...თან მართალია.ნატო იყენებს უკრაინას თავის ინტერესებში....დაეტიეთ სახლში..სანამ საქართველოც არ გადაჰკიდეთ შარს....ურუსეთოდ სომხეთს რაც მოუვიდა და მოუვა მაგალითია.

თამაზი
15

უფალმა ნატელში ამყოფოს ყველა ქართველი, ვინც ამ ომში დაიღუპა!

ხშირად წერეთ ამ ადამიანებზე, სამშობლომ და ხალხმა არ უნდა დაივიწყოს თავისი გმირები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჯერ ამხელა ტრაგედია მეუღლეზე, შემდეგ მარის დაოჯახება... სულ მარტო დავრჩი" - როგორ ცხოვრობს უკრაინაში, 2 წლის წინ დაღუპული ქართველი მებრძოლის მეუღლე?

"ჯერ ამხელა ტრაგედია მეუღლეზე, შემდეგ მარის დაოჯახება... სულ მარტო დავრჩი" - როგორ ცხოვრობს უკრაინაში, 2 წლის წინ დაღუპული ქართველი მებრძოლის მეუღლე?

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში საბრძოლველად არაერთი ქართველი მოხალისე წავიდა. მათი დიდი ნაწილი გამოცდილი მებრძოლები და ყოფილი ჯარისკაცები არიან. ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში პირველი ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

2022 წლის 18 მარტს მთელმა საქართველომ გაიგო, რომ კიევის ოლქში, შეტაკებისას ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპნენ. ქართველი მებრძოლები ირპენში აფეთქებას ემსხვერპლნენ. როგორც მაშინ უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები წერდნენ, დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა.

დავით რატიანი 53 წლის იყო, გია ბერიაშვილი 45 წლის. გიას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა. დაღუპვიდან ორი წლის თავზე, გიას მეუღლე, ქეთი ხელაძე გადატანილ ტრაგედიაზე ემოციის გარეშე ვერ საუბრობს. გიას ბავშვობიდან იცნობდა, შემდეგ კი როგორც ცოლ-ქმარმა, 25 წელი გაატარეს ერთად...

- ქეთი, თქვენი მეუღლე იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ქართველებიდან რუსეთ-უკრაინის ომში.

- დიახ, 2014 წლის შემდეგ, პირველი მსხვერპლი იყვნენ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი. საერთოდ, გაზაფხული განსაკუთრებულად მძიმეა ჩვენთვის, 18 მარტს ხდება გიას გარდაცვალებიდან ორი წელი. ცხოვრება თავისას მოითხოვს და ვაგრძელებთ, მაგრამ ამ ტრაგედიამ ძალიან გამაძლიერა, ჩვენი შვილისთვის, მარისთვის ახლა დედაც მე ვარ და მამაც. დღემდე არ ვიცი, როგორ გადავიტანე ეს ყველაფერი.

- იცოდით, რომ გია უკრაინაში საბრძოლველად წავიდა?

- არა, მე და მარიმ არ ვიცოდით. 5 მარტს ისე წავიდა ჩუმად, რომ წარმოდგენაც არ გვქონდა. იქ რომ ჩავიდა, ფაქტის წინაშე დაგვაყენა, მაგრამ თუ იბრძოდა, ისიც არ ვიცოდით რეალურად. გიას ჩასვლიდან ერთი კვირის შემდეგ გავიგეთ, რომ საბრძოლო ვითარებაში იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან. თვითონ გვეუბნებოდა, რომ საზღვარზე იყო და მოხალისედ მუშაობდა. გია სამხედრო იყო, 2008 წლის აგვისტოს ომშიც იბრძოდა. ძალიან მიჭირს მასზე საუბარი, ძალიან კარგი მეუღლე იყო. გიას ბავშვობიდან ვიცნობდი, შემდეგ 25 წელი ერთად ვიყავით. სიმართლე გითხრათ, გაზაფხული მეზიზღება, განსაკუთრებულად მარტი.

- ვისგან გაიგეთ მისი გარდაცვალების შესახებ?

- მაგ დღეს, დილით სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ორი ქართველი დაიღუპა. სამსახურში ვიყავი და ძალიან ვინერვიულე. არ ვიცოდი, რომ ერთ-ერთი მათგანი გია იყო. შემდეგ ერთ-ერთი მებრძოლის მეუღლე მოვიდა ჩემთან და იმან მითხრა.

- ორ დღეში კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა, ბახვა ჩიქობავა...

- ბახვა ორი დღის შემდეგ მარიუპოლში დაიღუპა, მისი ცხედარი დღემდე არ აქვს ოჯახს.

- ქეთი, ცოტა ხნის წინ თქვენი შვილი დაოჯახდა...

- მარი ორი თვის წინ დაოჯახდა, ახლა 24 წლის არის. ჯერ ამხელა ტრაგედია მეუღლეზე, შემდეგ მარის დაოჯახება, ჩემთვის ესეც ლამის ტრაგედიის ტოლფასი იყო, რადგან მარტო დავრჩი. მაგრამ ისეთი ბედნიერია, რომ ღირდა. კანონზომიერია, რომ ყველაზე დიდ უბედურებას დიდი ბედნიერება მოჰყვება ხოლმე.

- ქეთი, უკრაინაში სხვა გარდაცვლილების ახლობლებს თუ იცნობთ?

- რატიანის ოჯახთან ძალიან ახლოს ვარ, გობეჯიშვილის ოჯახთანაც, დანარჩენებთან სოციალურ ქსელში ვეხმიანებით ერთმანეთს. საერთოდ მე და ჩემი გოგო ამ მხრივ ძალიან მაგრები აღმოვჩნდით, ხშირად დავდივართ საფლავზე. გია რომ დაიღუპა, მაშინ არც მიფიქრია, რომ ეს ომი ამდენ ხანს გაგრძელდება. ახლა ჩემი ყოველი დღე ამით იწყება, აბა, რას დაწერენ, რა ხდება, როგორ ხდება, ფაქტობრივად მაგით ვცხოვრობთ. საშინელი სიტუაციაა, დასასრულიც რომ არ ჩანს.

- ხშირად გვესმის, ღირდა ამ ადამიანების სიცოცხლე ამხელა მსხვერპლად, რას შეცვლიდით, ის დრო რომ დააბრუნოთ, შეუშლიდით ხელს წასვლაში?

- როდესაც საქმე ქვეყანას ეხება, ძალიან ძნელია იმის თქვა, ღირდა თუ არა, ალბათ თავისუფლებისთვის სიცოცხლის გაწირვად ღირს, მე ასე ვფიქრობ. რომ მცოდნოდა გია სად მიდიოდა, არ გავუშვებდი, ალბათ წინააღმდეგობას გავუწევდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ დაგვიჯერებდა, არც მე და არც მარის, ჩვენს შვილს. იცოდა, რომ ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევდით და იმიტომაც დაგვიმალა და ჩუმად წავიდა.