მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იქცა ყოფილი პოლიციელი კრიმინალური ბანდების ლიდერად - ვინ არის ჯიმი შერიზიე, მეტსახელად, "ბარბექიუ"?
როგორ იქცა ყოფილი პოლიციელი კრიმინალური ბანდების ლიდერად - ვინ არის ჯიმი შერიზიე, მეტსახელად, "ბარბექიუ"?

ჰა­ი­ტი სა­მო­ქა­ლა­ქო ომი­სა და სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის წი­ნა­შე დგას. ყო­ფილ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა ჯიმი შე­რი­ზი­ემ, მეტ­სა­ხე­ლად "ბარ­ბე­ქი­უმ“ ქვეყ­ნის კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა და მათ ლი­დე­რად იქცა. ახლა ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქის, პორტ-ო-პრენ­სის დიდ ნა­წილს სწო­რედ ისი­ნი აკონ­ტრო­ლე­ბენ. ისი­ნი მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის, არი­ელ ან­რი­სა და მისი მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მას ითხო­ვენ.

  • ვინ არის ჯიმი შე­რი­ზიე?

2 მარტს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა კრი­მი­ნა­ლებ­მა ჰა­ი­ტის უმ­სხვი­ლე­სი ციხე აი­ღეს და 4000-მდე პა­ტი­მა­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რომ­ლებ­მაც ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ პორტ-ო-პრენსში არე­უ­ლო­ბა მო­ა­წყვეს. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბან­დე­ბი ახლა ქვეყ­ნის დიდ ნა­წილს აკონ­ტრო­ლე­ბენ.

ამ­ბო­ხი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც შე­რი­ზი­ემ, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია, კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბებს გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ჩა­მოგ­დე­ბის­კენ მო­უ­წო­და. 46 წლის "ბარ­ბე­ქიუ" ადრე ჰა­ი­ტის ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის ოფი­ცე­რი იყო.

შე­რი­ზიე დიდი შემ­წყნა­რებ­ლო­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლად მუ­შა­ო­ბის დრო­საც არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და მა­სობ­რივ მკვლე­ლო­ბებ­ში, მათ შო­რის 2018 წელს, რო­დე­საც დე­და­ქა­ლაქ­ში რე­ი­დი­სას, 70 ადა­მი­ა­ნი მოკ­ვდა, ხოლო 400-ზე მეტი სახ­ლი და­იწ­ვა.

ის მას მერე მო­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, რაც 2020 წელს დე­და­ქა­ლა­ქის 9 დაჯ­გუ­ფე­ბა გა­ა­ერ­თი­ა­ნა და ერთ ალი­ან­სად გა­და­აქ­ცია, რო­მელ­საც "G9 ოჯა­ხი და მო­კავ­ში­რე­ე­ბი“ ჰქვია.

ის კარ­გა ხა­ნია გა­ე­რო­სა და აშშ-ის მიერ არის და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი. "რო­ი­ტე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის პორტ-ო-პრენ­სის დელ­მას რა­ი­ო­ნი­დან არის.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი მსოფ­ლიო სი­ახ­ლე­ე­ბის მთა­ვარ თე­მად 2021 წელს იქცა, რო­დე­საც ჰა­ი­ტის მთა­ვა­რი ნავ­თო­ბის პორ­ტი აი­ღეს და ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ჟო­ვე­ნელ მო­ი­ზე მოკ­ლეს.

ამით, გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი ქვე­ყა­ნა მძევ­ლად აიყ­ვა­ნა - ტრან­სპორ­ტი გა­ჩერ­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბა შე­წყდა. ბლო­კა­და 1 თვის შემ­დეგ დას­რულ­და.

პრე­ზი­დენ­ტის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ცხად­და და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ­ჩევ­ნე­ბის გა­რე­შე მო­ვი­და არი­ელ ანრი. თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში ათა­სო­ბით ჰა­ი­ტე­ლი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ქუ­ჩებ­ში გა­ვი­და და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვა. მათ ბოლო ვა­დად 7 თე­ბერ­ვა­ლი და­ა­სა­ხე­ლეს, მა­შინ ანრი ხალ­ხის მო­თხოვ­ნას და­თან­ხმდა, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, ეს ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გა, რა­საც არე­უ­ლო­ბა მოჰ­ყვა.

ანრი სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ითხოვს. "ვფიქ­რობ, მო­ვი­და დრო, რომ სხვა­ნა­ი­რად მო­ვიქ­ცეთ და ჰა­ი­ტი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და მან 8 თე­ბერ­ვალს.

არი­ელ ანრი

მისი თქმით, ჰა­ი­ტე­ლებს მშვი­დო­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბა, სამ­სა­ხუ­რი და ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა სჭირ­დე­ბათ. ის მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ყო­ველ­თაო არ­ჩევ­ნებს დაჰ­პირ­და, თუმ­ცა არ­ჩევ­ნე­ბი, მისი თქმით, ჩა­ტარ­დე­ბა მა­შინ, როცა ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვარ­დე­ბა.

"თუ ანრი არ გა­დად­გე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­აგ­რძე­ლებს მის მხარ­და­ჭე­რას, ჩვენ სა­მო­ქა­ლა­ქო ომში გა­ვეხ­ვე­ვით, რაც გე­ნო­ციდს გა­მო­იწ­ვევს“, - ამ­ბობ­და იმ­ჟა­მად შე­რი­ზიე.

"ჰა­ი­ტი ან სა­მო­თხე გახ­დე­ბა, ან ჩვენ ყვე­ლას­თვის ჯო­ჯო­ხე­თად იქ­ცე­ვა. გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის მცი­რე ჯგუფ­მა, რომ­ლე­ბიც ძვირ­ფას სას­ტუმ­რო­ებ­ში ცხოვ­რო­ბენ, ჩვე­ნი ხალ­ხის ბედი გა­და­წყვი­ტონ“, - გა­ნა­ცხა­და მან.

დაჯ­გუ­ფე­ბებს ახლა დე­და­ქა­ლა­ქის სტრა­ტე­გი­უ­ლი და სამ­თავ­რო­ბო ობი­ექ­ტე­ბი აღე­ბუ­ლი აქვთ, მათ შო­რის ორი აე­რო­პორ­ტი, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა და პორ­ტი.

მათ 4 და 5 მარტს ტუს­სენ-ლუ­ვერ­ტი­უ­რის აე­რო­პორ­ტის აღე­ბის მცდე­ლო­ბა ჰქონ­დათ, თუმ­ცა ამ ეტა­პის­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლია, მი­აღ­წი­ეს თუ არა მი­ზანს.

პრე­ზი­დენ­ტი ანრი კი, ბოლო ცნო­ბე­ბით, პუ­ერ­ტო-რი­კო­ში იმ­ყო­ფე­ბა და კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვის გეგ­მა­ზე მუ­შა­ობს.

  • მო­ამ­ზა­და ანრი კურ­ტა­ნი­ძემ
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))))))))
0

ჯიმა, რავა გაშავებულხარ

ჰმმმმმ...
1

ტონტონ-მაკუტა იყო უკეთესი თუ ეს შერაზიეს ბანდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

როგორ იქცა ყოფილი პოლიციელი კრიმინალური ბანდების ლიდერად - ვინ არის ჯიმი შერიზიე, მეტსახელად, "ბარბექიუ"?

როგორ იქცა ყოფილი პოლიციელი კრიმინალური ბანდების ლიდერად - ვინ არის ჯიმი შერიზიე, მეტსახელად, "ბარბექიუ"?

ჰაიტი სამოქალაქო ომისა და სახელმწიფო გადატრიალების წინაშე დგას. ყოფილმა პოლიციელმა ჯიმი შერიზიემ, მეტსახელად "ბარბექიუმ“ ქვეყნის კრიმინალური დაჯგუფებები გააერთიანა და მათ ლიდერად იქცა. ახლა ქვეყნის დედაქალაქის, პორტ-ო-პრენსის დიდ ნაწილს სწორედ ისინი აკონტროლებენ. ისინი მოქმედი პრეზიდენტის, არიელ ანრისა და მისი მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

  • ვინ არის ჯიმი შერიზიე?

2 მარტს შეიარაღებულმა კრიმინალებმა ჰაიტის უმსხვილესი ციხე აიღეს და 4000-მდე პატიმარი გაათავისუფლეს, რომლებმაც ქვეყნის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში არეულობა მოაწყვეს. შეიარაღებული ბანდები ახლა ქვეყნის დიდ ნაწილს აკონტროლებენ.

ამბოხი მას შემდეგ დაიწყო, რაც შერიზიემ, რომელიც ყოფილი პოლიციელია, კრიმინალურ დაჯგუფებებს გაერთიანებისა და პრემიერ-მინისტრის ჩამოგდებისკენ მოუწოდა. 46 წლის "ბარბექიუ" ადრე ჰაიტის ეროვნული პოლიციის ოფიცერი იყო.

შერიზიე დიდი შემწყნარებლობით სამართალდამცველად მუშაობის დროსაც არ გამოირჩეოდა. გაეროს მონაცემებით, ის მონაწილეობას იღებდა მასობრივ მკვლელობებში, მათ შორის 2018 წელს, როდესაც დედაქალაქში რეიდისას, 70 ადამიანი მოკვდა, ხოლო 400-ზე მეტი სახლი დაიწვა.

ის მას მერე მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც 2020 წელს დედაქალაქის 9 დაჯგუფება გააერთიანა და ერთ ალიანსად გადააქცია, რომელსაც "G9 ოჯახი და მოკავშირეები“ ჰქვია.

ის კარგა ხანია გაეროსა და აშშ-ის მიერ არის დასანქცირებული. "როიტერის" ინფორმაციით, ის პორტ-ო-პრენსის დელმას რაიონიდან არის.

განახლებული კრიმინალური ჯგუფი მსოფლიო სიახლეების მთავარ თემად 2021 წელს იქცა, როდესაც ჰაიტის მთავარი ნავთობის პორტი აიღეს და ქვეყნის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზე მოკლეს.

ამით, გაერთიანებამ, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა მძევლად აიყვანა - ტრანსპორტი გაჩერდა, საავადმყოფოების ენერგომომარაგება შეწყდა. ბლოკადა 1 თვის შემდეგ დასრულდა.

პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში გარდამავალი პერიოდი გამოცხადდა და ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოვიდა არიელ ანრი. თებერვლის დასაწყისში ათასობით ჰაიტელი პროტესტის ნიშნად ქუჩებში გავიდა და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვა. მათ ბოლო ვადად 7 თებერვალი დაასახელეს, მაშინ ანრი ხალხის მოთხოვნას დათანხმდა, თუმცა საბოლოოდ, ეს ნაბიჯი არ გადადგა, რასაც არეულობა მოჰყვა.

ანრი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. "ვფიქრობ, მოვიდა დრო, რომ სხვანაირად მოვიქცეთ და ჰაიტი გადავარჩინოთ“, - განაცხადა მან 8 თებერვალს.

არიელ ანრი

მისი თქმით, ჰაიტელებს მშვიდობა, უსაფრთხოება, სამსახური და ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება სჭირდებათ. ის მოსახლეობას საყოველთაო არჩევნებს დაჰპირდა, თუმცა არჩევნები, მისი თქმით, ჩატარდება მაშინ, როცა ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემები მოგვარდება.

"თუ ანრი არ გადადგება და საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს მის მხარდაჭერას, ჩვენ სამოქალაქო ომში გავეხვევით, რაც გენოციდს გამოიწვევს“, - ამბობდა იმჟამად შერიზიე.

"ჰაიტი ან სამოთხე გახდება, ან ჩვენ ყველასთვის ჯოჯოხეთად იქცევა. გამორიცხულია, რომ მდიდარი ადამიანების მცირე ჯგუფმა, რომლებიც ძვირფას სასტუმროებში ცხოვრობენ, ჩვენი ხალხის ბედი გადაწყვიტონ“, - განაცხადა მან.

დაჯგუფებებს ახლა დედაქალაქის სტრატეგიული და სამთავრობო ობიექტები აღებული აქვთ, მათ შორის ორი აეროპორტი, პოლიციის განყოფილება და პორტი.

მათ 4 და 5 მარტს ტუსსენ-ლუვერტიურის აეროპორტის აღების მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ამ ეტაპისთვის გაურკვეველია, მიაღწიეს თუ არა მიზანს.

პრეზიდენტი ანრი კი, ბოლო ცნობებით, პუერტო-რიკოში იმყოფება და კრიზისის დაძლევის გეგმაზე მუშაობს.

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ