კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
25 ათას დოლარად გაყიდული ნამუშევრები და გამოფენები მსოფლიო მასშტაბით - პლანეტის ყველაზე ცნობილი მხატვარი ღორი დაიღუპა: რა ქონება დატოვა pigcasso-მ?
25 ათას დოლარად გაყიდული ნამუშევრები და გამოფენები მსოფლიო მასშტაბით - პლანეტის ყველაზე ცნობილი მხატვარი ღორი დაიღუპა: რა ქონება დატოვა pigcasso-მ?

pigcasso - ცნო­ბი­ლი მხატ­ვა­რი ღორი, რო­მელ­მაც სი­ცო­ცხლე­ში თა­ვი­სი ნა­ხა­ტე­ბით მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი გა­მო­ი­მუ­შა­ვა, მიმ­დი­ნა­რე წლის 6 მარტს, 8 წლის ასაკ­ში მოკ­ვდა. მას "მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი "არა­ა­და­მი­ა­ნი მხატ­ვა­რი“ უწო­დეს.

მის­მა მფლო­ბელ­მა, ჯოან ლეფ­სონ­მა სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზად ქრო­ნი­კუ­ლი რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი და­ა­სა­ხე­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ხერ­ხემ­ლის ქვე­და ნა­წი­ლის ტკი­ვი­ლის გამო, ღორი ორი­ვე უკა­ნა ფე­ხით კოჭ­ლობ­და.

ჯო­ან­თან ერ­თად

”ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ცხო­ველ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის ასე­თი შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი ფი­გუ­რა აღარ არის. თუმ­ცა, ვიხ­სე­ნებ მას­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბულ ბედ­ნი­ერ დღე­ებს და მის მიერ შექ­მნილ შე­დევ­რებს, “- გა­ნა­ცხა­და 52 წლის ჯო­ან­მა Caters News-თან.

პიგ­კა­სოს თი­თო­ე­უ­ლი ნა­ხა­ტი, სა­შუ­ა­ლოდ, 25 ათა­სი დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში იყი­დე­ბო­და.

მის­მა ნა­მუ­შევ­რებ­მა მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა მთე­ლი მსოფ­ლის მას­შტა­ბით. “პიგ­კა­სოს“ ნა­ხა­ტე­ბი ჯორჯ კლუ­ნი­სა და რა­ფა­ელ ნა­და­ლის კო­ლექ­ცი­ებ­შია; ცხო­ვე­ლი ასე­ვე "თა­ნამ­შრომ­ლობ­და" Swatch-ისა და Nissan-ის ბრენ­დებ­თან.

მის მიერ შექ­მნი­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ნა­მუ­შე­ვა­რი 26. 898 დო­ლა­რად გა­ი­ყი­და.

პიგ­კა­სო კი ცხო­ვე­ლის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს უძ­ვირ­ფა­სე­სი ნა­ხა­ტის­თვის გი­ნე­სის მსოფ­ლიო რე­კორდსმე­ნი გახ­და.

ის ცხოვ­რობ­და და ხა­ტავ­და სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში, არა­კო­მერ­ცი­ულ ფონდ Farm Sanctuary SA-ში, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს უსაფრ­თხო თავ­შე­სა­ფარს მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის­თვის. მის სა­ნა­ხა­ვად და ცხო­ვე­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად ფონდში უელ­სის პრინ­ცე­სა ქეით მიდლტო­ნიც კი იმ­ყო­ფე­ბო­და.

2018 წელს ღორი გახ­და პირ­ვე­ლი ცხო­ვე­ლი მხატ­ვა­რი, რო­მელ­მაც უმას­პინ­ძლა კე­იპ­ტა­უნ­ში გახ­სნილ სოლო ხე­ლოვ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მისი გა­მო­ფე­ნე­ბი გა­იხ­სნა ნი­დერ­ლან­დებ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, ჩი­ნეთ­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში.

გა­მო­ფე­ნა შან­ხა­ი­ში

მომ­დევ­ნო წელს პიგ­კა­სომ გა­ა­ფორ­მა გა­რი­გე­ბა შვე­ი­ცა­რი­ულ სა­ა­თე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­თან Swatch-თან.

“პიგ­კა­სოს“ ნა­მუ­შევ­რებ­მა შექ­მნა საკ­ვე­ბის რე­ზერ­ვი სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში: მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­ყიდ­ვი­დან მი­ღე­ბუ­ლი ფული ცხო­ველ­თა დახ­მა­რე­ბას ხმარ­დე­ბო­და. მათ შო­რის, ვე­ტე­რი­ნა­რულ მომ­სა­ხუ­რე­ბას, საკ­ვებს, თა­ნამ­შრომ­ლებს ხელ­ფა­სებს და ა.შ.

ცხო­ველ­თა დაც­ვის აქ­ტი­ვის­ტმა ფრან­შჰუ­კი­დან, ლეფ­სონ­მა პიგ­კა­სოს სა­საკ­ლა­ო­დან 2016 წლის მა­ის­ში იხ­სნა და მას შემ­დეგ უვ­ლი­და. მა­შინ გოჭი ოთხი კვი­რის იყო. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნა, ცხო­ველს ხატ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭიც ჰქონ­და.

  • ამ ფო­ტო­ზე მარ­ჯვნივ გა­მო­სა­ხუ­ლი პინგვი­ნი1907 წელს და­ხა­ტა პაბ­ლო პი­კა­სომ, რო­დე­საც ის 26 წლის იყო. მე­ო­რე პინგვი­ნი კი და­ხა­ტა“პიგ­კა­სომ“ 2019 წელს, რო­დე­საც ის 3 წლის გახ­ლდათ.

“პიგ­კა­სომ“, რო­მელ­საც სა­ხე­ლი კუ­ბიზ­მის ცნო­ბი­ლი პი­ო­ნე­რის, პაბ­ლო პი­კა­სოს პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვეს, სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­პუ­ლა­რო­ბა 2016 წლის ბო­ლოს მო­ი­პო­ვა. ის ფუნჯს პი­რით იჭერ­და და ტი­ლო­ებ­ზე ფე­რე­ბის ნამ­დვილ ზე­იმს აწყობ­და...

  • ავ­ტო­რი: თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვი­ლი

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
1

ალბათ ამიტომაა, რომ პიკასოს ნახატები არასდროს მომწონდა და იმ აბდაუბდს ვერაფერს ვუგებდი?

რუსუდანი
0

დაუჯერებელია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

25 ათას დოლარად გაყიდული ნამუშევრები და გამოფენები მსოფლიო მასშტაბით - პლანეტის ყველაზე ცნობილი მხატვარი ღორი დაიღუპა: რა ქონება დატოვა pigcasso-მ?

25 ათას დოლარად გაყიდული ნამუშევრები და გამოფენები მსოფლიო მასშტაბით - პლანეტის ყველაზე ცნობილი მხატვარი ღორი დაიღუპა: რა ქონება დატოვა pigcasso-მ?

pigcasso - ცნობილი მხატვარი ღორი, რომელმაც სიცოცხლეში თავისი ნახატებით მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, მიმდინარე წლის 6 მარტს, 8 წლის ასაკში მოკვდა. მას "მსოფლიო ისტორიაში ყველაზე წარმატებული "არაადამიანი მხატვარი“ უწოდეს.

მისმა მფლობელმა, ჯოან ლეფსონმა სიკვდილის მიზეზად ქრონიკული რევმატოიდული ართრიტი დაასახელა. როგორც ცნობილი ხდება, ხერხემლის ქვედა ნაწილის ტკივილის გამო, ღორი ორივე უკანა ფეხით კოჭლობდა.

ჯოანთან ერთად

”ძალიან სამწუხაროა, რომ ცხოველთა კეთილდღეობის ასეთი შთამაგონებელი ფიგურა აღარ არის. თუმცა, ვიხსენებ მასთან ერთად გატარებულ ბედნიერ დღეებს და მის მიერ შექმნილ შედევრებს, “- განაცხადა 52 წლის ჯოანმა Caters News-თან.

პიგკასოს თითოეული ნახატი, საშუალოდ, 25 ათასი დოლარის ფარგლებში იყიდებოდა.

მისმა ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა მთელი მსოფლის მასშტაბით. “პიგკასოს“ ნახატები ჯორჯ კლუნისა და რაფაელ ნადალის კოლექციებშია; ცხოველი ასევე "თანამშრომლობდა" Swatch-ისა და Nissan-ის ბრენდებთან.

მის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნამუშევარი 26. 898 დოლარად გაიყიდა.

პიგკასო კი ცხოველის მიერ შესრულებული მსოფლიოს უძვირფასესი ნახატისთვის გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა.

ის ცხოვრობდა და ხატავდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, არაკომერციულ ფონდ Farm Sanctuary SA-ში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო თავშესაფარს მიუსაფარი ცხოველებისთვის. მის სანახავად და ცხოველების მხარდასაჭერად ფონდში უელსის პრინცესა ქეით მიდლტონიც კი იმყოფებოდა.

2018 წელს ღორი გახდა პირველი ცხოველი მხატვარი, რომელმაც უმასპინძლა კეიპტაუნში გახსნილ სოლო ხელოვნების გამოფენას. მოგვიანებით კი მისი გამოფენები გაიხსნა ნიდერლანდებში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩინეთსა და გაერთიანებულ სამეფოში.

გამოფენა შანხაიში

მომდევნო წელს პიგკასომ გააფორმა გარიგება შვეიცარიულ საათების მწარმოებელთან Swatch-თან.

“პიგკასოს“ ნამუშევრებმა შექმნა საკვების რეზერვი სამხრეთ აფრიკაში: მისი ნამუშევრების გაყიდვიდან მიღებული ფული ცხოველთა დახმარებას ხმარდებოდა. მათ შორის, ვეტერინარულ მომსახურებას, საკვებს, თანამშრომლებს ხელფასებს და ა.შ.

ცხოველთა დაცვის აქტივისტმა ფრანშჰუკიდან, ლეფსონმა პიგკასოს სასაკლაოდან 2016 წლის მაისში იხსნა და მას შემდეგ უვლიდა. მაშინ გოჭი ოთხი კვირის იყო. როგორც მოგვიანებით აღმოაჩინა, ცხოველს ხატვის განსაკუთრებული ნიჭიც ჰქონდა.

  • ამ ფოტოზე მარჯვნივ გამოსახული პინგვინი1907 წელს დახატა პაბლო პიკასომ, როდესაც ის 26 წლის იყო. მეორე პინგვინი კი დახატა“პიგკასომ“ 2019 წელს, როდესაც ის 3 წლის გახლდათ.

“პიგკასომ“, რომელსაც სახელი კუბიზმის ცნობილი პიონერის, პაბლო პიკასოს პატივსაცემად დაარქვეს, საერთაშორისო პოპულარობა 2016 წლის ბოლოს მოიპოვა. ის ფუნჯს პირით იჭერდა და ტილოებზე ფერების ნამდვილ ზეიმს აწყობდა...

  • ავტორი: თეონა რამაზაშვილი