კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ცხოვრებაში ახლა სრული უძრაობაა, ვზივარ ტყეში,არსად არ დავდივარ... დავიღალე, მინდა ხოლმე განმარტოება, მაგრამ ვინ მაცდის" - მაკა ჩიჩუა ოჯახსა და ყოველდღიურობაზე
"ჩემს ცხოვრებაში ახლა სრული უძრაობაა, ვზივარ ტყეში,არსად არ დავდივარ... დავიღალე, მინდა ხოლმე განმარტოება, მაგრამ ვინ მაცდის" - მაკა ჩიჩუა ოჯახსა და ყოველდღიურობაზე

მაკა ჩი­ჩუა ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი პირ­ვე­ლი ლედი გახ­ლდათ. მის მი­მართ ძა­ლი­ან დიდი იყო ყუ­რა­დღე­ბა, რად­გან პრე­ზი­დენ­ტმა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად საყ­ვა­რელ ქალ­ზე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ას­ვლის შემ­დეგ იქორ­წი­ნა. თემო და თომა მა­კას პირ­ვე­ლი ლე­დო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­ე­ძი­ნა. წყვილს იქამ­დე უკვე ჰყავ­დათ გო­გო­ნე­ბი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან და მათ ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­თვის იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში.

თე­მოს და­ბა­დე­ბის შემ­დეგ მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ოჯახს არა­სო­დეს და­უ­მა­ლავს, რომ ბავ­შვს და­უ­ნის სინ­დრო­მი ჰქონ­და. პირ­ვე­ლი ლედი ამა­ზე ღიად სა­უბ­რობ­და. ბო­ლოს გა­სულ წელს ფორ­მუ­ლას ეთერ­ში მაკა ჩი­ჩუა ამ­ბობ­და, რომ სა­ხელ­მწი­ფო ბავ­შვის თე­რა­პი­ის და­ფი­ნან­სე­ბა უარს ეუბ­ნე­ბო­და.

"თემო დამ­ყავს ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრში. აბ­სო­ლუ­ტუ­რი უფ­ლე­ბა მაქვს, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დი შე­ვი­ტა­ნო, რომ და­მა­ფი­ნან­სონ, რად­გან ამ ბავ­შვებს ეკუთ­ვნით.

3 წე­ლია შე­მაქვს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დი იმი­ტომ, რომ ისე­თი თან­ხაა [თე­რა­პი­ებ­ში გა­და­სახ­დე­ლი], რომ შე­იძ­ლე­ბა მე არ მქონ­დეს ასე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

არ­ცერთ ჯერ­ზე არ და­ფი­ნანსდა ჩემი მო­თხოვ­ნა, რომ ბავ­შვს ჰქონ­დეს თე­რა­პია და და­უ­ფი­ნანსდეს. შე­იძ­ლე­ბა ერთ წელს და­გა­ფი­ნან­სონ, მე­ო­რე წელს არა, მაგ­რამ აი, ასე­თი გულ­გრი­ლო­ბით ბავ­შვს არ აფი­ნან­სე­ბენ. რაზე ვი­ლა­პა­რა­კოთ?!" — ამ­ბობ­და ჩი­ჩუა.

  • ამ­ჯე­რად "სხვა ნა­ნუ­კა­ში" ისა­უბ­რა. მის ახ­ლან­დელ ცხოვ­რე­ბა­ზე და შვი­ლებ­ზე, რო­მელ­თაც ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბათ. ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხი წლე­ბია დუ­შეთ­ში ცხოვ­რობს და თემო და თო­მაც იქ იზ­რდე­ბი­ან...

მაკა ჩი­ჩუა:

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ახლა უძ­რა­ო­ბაა სრუ­ლი, ვზი­ვარ ტყე­ში, სახ­ლში... სა­ერ­თოდ არ­სად არ დავ­დი­ვარ. ვზი­ვარ რად­გან მყავს ორი ცალი პა­ტა­რა ბავ­შვი და ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხო­ვენ. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ახლა არის დე­დის ეტა­პი. ბავ­შვებს ენერ­გია სჭირ­დე­ბათ და დიდი ენერ­გია უნდა ჩადო, მუდ­მივ რე­ჟიმ­ში მო­ტო­რი­ა­ნი­ვით ხარ. დამ­ხმა­რეც მყავს თუმ­ცა...

მა­გა­ლი­თად, ვხა­ტავ. მი­ჩუმ­დნენ და უცებ სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ა­სა­ვით ირ­თვე­ბა, "დედა დედა"... ამ დროს შენ სიღ­რმე­ში ხარ წა­სუ­ლი, ამ ქვე­ყა­ნას არ ხარ და უცებ რე­ა­ლო­ბა­ში რომ გი­წევს მოხ­ვედ­რა.... ისეთ რე­ა­ლო­ბა­ში, რომ ორ ბავ­შვს ან უნდა აჭა­მო, ან ჩა­ბა­ნოო... ნუ მი­ლი­ო­ნი მი­ზე­ზია, რომ უნდა ჩაგრთონ. და­ვი­ღა­ლე, მარ­თლა და­ვი­ღა­ლე, მაგ­რამ ვიცი, რომ ეს ყვე­ლა დე­დის ხვედ­რია. იმ­დე­ნი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტია, თუ რო­გორ ვი­თარ­დე­ბი­ან შენი შვი­ლე­ბი, მაგ­რამ რად­გან ჩემი პრო­ფე­სია არის გან­მარ­ტო­ე­ბის პრო­ფე­სია, არ ვარ გუნ­დუ­რი მო­თა­მა­შე, მინ­და ხოლ­მე უფრო მე­ტად გან­მარ­ტო­ე­ბა, მაგ­რამ ვინ მაც­დის.

მე დი­დად თა­ვის მომ­ვლე­ლი არ ვარ, უინ­ტე­რე­სო ვარ მაგ მხრივ. არა­სო­დეს არა­ნა­ი­რი თა­ვის მოვ­ლის რუ­ტი­ნა არ მაქვს. ნუ აბა­ზა­ნის მერე დამ­ნა­მავს ვის­ვამ, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი ფი­ლე­რე­ბი და ბო­ტოქ­სე­ბი. მე დიდი ხა­ნია ვამ­ბობ, რომ ნა­ტუ­რა­ლიზ­მი ჯო­ბია. რა­ტომ უნდა ჩავ­ჯდე სტან­დარ­ტში, სა­დაც მი­ყე­ნებს დღე­ვან­დე­ლი გა­რე­მო.

ჩემი და გი­ორ­გის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი ბავ­შვე­ბი არი­ან. ისი­ნი დიდ დროს მო­ი­თხო­ვენ. ეს რომ ავ­კი­დო ძი­ძებს ეგეც შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ამით ბევ­რი და­აკ­ლდე­ბათ. ვამ­ბობ პირ­და­პირ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი გა­ვა­ჩი­ნე-თქო და გა­მო­ვე­დი არე­ნა­ზე-თქო.

თე­მოს დი­აგ­ნო­ზი

გი­ორ­გი ჯერ კი­დევ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო და ვჭირ­დე­ბო­დი. მის­თვის ვი­ზი­ტე­ბის დროს ჩემი გვერ­დით ყოფ­ნა საყ­რდე­ნიც იყო. უცებ გაჩ­ნდა პა­წა­წი­ნა ბავ­შვი, და­უ­ნის სინ­დრო­მით. ოღონდ, პირ­ვე­ლი დღი­დან­ვე, რომ და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი ექო­ზე, ყვე­ლა დაკ­ვირ­ვე­ბით ვუ­ყუ­რებ­დით და ეჭვი არ ყო­ფი­ლა ამ დი­აგ­ნოზ­ზე. კი­დევ კარ­გი არ იყო, რად­გან და­ძა­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი მთე­ლი 9 თვე. მერე გი­ორ­გი იყო პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა გა­ახ­მო­ვა­ნა მი­ლოც­ვა და­უ­ნის სინ­დრო­მის მქო­ნე­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის და და­პა­ტი­ჟა და­უ­ნის სინ­დრო­მი­ა­ნი მო­ზარ­დე­ბი სა­სახ­ლე­ში.

ბო­ლოს ჩემი შვი­ლი რომ და­ი­ბა­და, გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბას რომ შევ­ხე­დე ახალ­გა­ჩე­ნი­ლის, მა­შინ­ვე მივ­ხვდი. ჩემს პე­დი­ატრს ვუ­თხა­რი, თუ შე­იძ­ლე­ბა გა­ვარ­კვი­ოთ არის თუ არა და­უ­ნის სინ­დრო­მი. მი­თხრა, მაკა მეც გა­მიჩ­ნდა ეჭ­ვიო. მო­ვი­და პა­სუ­ხი, და­დე­ბი­თი. მა­ინც ბო­ლომ­დე არ მჯე­რო­და. უცებ მივ­ხვდი რომ რა­ღაც ისეთს შე­ვე­ხე რაც არ ვიცი. თან იყო სტიგმე­ბი, გა­ას­მა­გე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ბავ­შვის მი­მართ. მოკ­ლედ მო­ვირ­გე ეს დი­აგ­ნო­ზი.

მე არ ვარ მშვი­დი ტიპი, ად­ვი­ლად გა­მოვ­დი­ვარ წყო­ბი­დან, ფეთ­ქე­ბა­დი ვარ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვამ­ბობ­დი ოპ­ტი­მის­ტი ვარ, ეს ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­ში არ არის. უბე­დუ­რი ვხდე­ბი მა­შინ როცა მინ­და, რომ ვიყო ჩემ­თის წყნა­რად და ბავ­შვე­ბი არ მაც­დი­ან. თან მიყ­ვარს ასე გან­მარ­ტო­ე­ბი, არ ვარ სო­ცი­ა­ლუ­რი. აი, ჩემი გო­გო­ე­ბი მო­დი­ან, ეს ფრა­ზა ჩემ­გან არ ყო­ფი­ლა. მიყ­ვარს ჩემი მე­გობ­რე­ბი, ბევ­რი მყავს, მაგ­რამ წო­ნას­წო­რო­ბის დაც­ვა მუდ­მი­ვად და სიმ­შვი­დე და ის ელე­მენ­ტა­რუ­ლი კომ­ფორ­ტი რა­საც სა­ჭი­რო­ებს ადა­მი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
1

ბედნიერება და სიკეთე თქვენს ოჯახს,

Dia
7

ძალიან დიდი პატივისცემა და დიდი სიყვარული გაქვთ ქართველი ხალხისგან,

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩემს ცხოვრებაში ახლა სრული უძრაობაა, ვზივარ ტყეში,არსად არ დავდივარ... დავიღალე, მინდა ხოლმე განმარტოება, მაგრამ ვინ მაცდის" - მაკა ჩიჩუა ოჯახსა და ყოველდღიურობაზე

"ჩემს ცხოვრებაში ახლა სრული უძრაობაა, ვზივარ ტყეში,არსად არ დავდივარ... დავიღალე, მინდა ხოლმე განმარტოება, მაგრამ ვინ მაცდის" - მაკა ჩიჩუა ოჯახსა და ყოველდღიურობაზე

მაკა ჩიჩუა ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველი პირველი ლედი გახლდათ. მის მიმართ ძალიან დიდი იყო ყურადღება, რადგან პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, ოფიციალურად საყვარელ ქალზე თანამდებობაზე ასვლის შემდეგ იქორწინა. თემო და თომა მაკას პირველი ლედობის პერიოდში შეეძინა. წყვილს იქამდე უკვე ჰყავდათ გოგონები პირველი ქორწინებიდან და მათ ურთიერთობა ყოველთვის იყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

თემოს დაბადების შემდეგ მაშინდელი პრეზიდენტის ოჯახს არასოდეს დაუმალავს, რომ ბავშვს დაუნის სინდრომი ჰქონდა. პირველი ლედი ამაზე ღიად საუბრობდა. ბოლოს გასულ წელს ფორმულას ეთერში მაკა ჩიჩუა ამბობდა, რომ სახელმწიფო ბავშვის თერაპიის დაფინანსება უარს ეუბნებოდა.

"თემო დამყავს ადრეული განვითარების ცენტრში. აბსოლუტური უფლება მაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადი შევიტანო, რომ დამაფინანსონ, რადგან ამ ბავშვებს ეკუთვნით.

3 წელია შემაქვს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადი იმიტომ, რომ ისეთი თანხაა [თერაპიებში გადასახდელი], რომ შეიძლება მე არ მქონდეს ასე მობილიზებული.

არცერთ ჯერზე არ დაფინანსდა ჩემი მოთხოვნა, რომ ბავშვს ჰქონდეს თერაპია და დაუფინანსდეს. შეიძლება ერთ წელს დაგაფინანსონ, მეორე წელს არა, მაგრამ აი, ასეთი გულგრილობით ბავშვს არ აფინანსებენ. რაზე ვილაპარაკოთ?!" — ამბობდა ჩიჩუა.

  • ამჯერად "სხვა ნანუკაში" ისაუბრა. მის ახლანდელ ცხოვრებაზე და შვილებზე, რომელთაც ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ. ექსპრეზიდენტის ოჯახი წლებია დუშეთში ცხოვრობს და თემო და თომაც იქ იზრდებიან...

მაკა ჩიჩუა:

- ჩემს ცხოვრებაში ახლა უძრაობაა სრული, ვზივარ ტყეში, სახლში... საერთოდ არსად არ დავდივარ. ვზივარ რადგან მყავს ორი ცალი პატარა ბავშვი და ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვენ. ჩემს ცხოვრებაში ახლა არის დედის ეტაპი. ბავშვებს ენერგია სჭირდებათ და დიდი ენერგია უნდა ჩადო, მუდმივ რეჟიმში მოტორიანივით ხარ. დამხმარეც მყავს თუმცა...

მაგალითად, ვხატავ. მიჩუმდნენ და უცებ სიგნალიზაციასავით ირთვება, "დედა დედა"... ამ დროს შენ სიღრმეში ხარ წასული, ამ ქვეყანას არ ხარ და უცებ რეალობაში რომ გიწევს მოხვედრა.... ისეთ რეალობაში, რომ ორ ბავშვს ან უნდა აჭამო, ან ჩაბანოო... ნუ მილიონი მიზეზია, რომ უნდა ჩაგრთონ. დავიღალე, მართლა დავიღალე, მაგრამ ვიცი, რომ ეს ყველა დედის ხვედრია. იმდენი სასიამოვნო მომენტია, თუ როგორ ვითარდებიან შენი შვილები, მაგრამ რადგან ჩემი პროფესია არის განმარტოების პროფესია, არ ვარ გუნდური მოთამაშე, მინდა ხოლმე უფრო მეტად განმარტოება, მაგრამ ვინ მაცდის.

მე დიდად თავის მომვლელი არ ვარ, უინტერესო ვარ მაგ მხრივ. არასოდეს არანაირი თავის მოვლის რუტინა არ მაქვს. ნუ აბაზანის მერე დამნამავს ვისვამ, მაგრამ არანაირი ფილერები და ბოტოქსები. მე დიდი ხანია ვამბობ, რომ ნატურალიზმი ჯობია. რატომ უნდა ჩავჯდე სტანდარტში, სადაც მიყენებს დღევანდელი გარემო.

ჩემი და გიორგის გამაერთიანებელი ბავშვები არიან. ისინი დიდ დროს მოითხოვენ. ეს რომ ავკიდო ძიძებს ეგეც შეიძლება, მაგრამ ამით ბევრი დააკლდებათ. ვამბობ პირდაპირ შვილიშვილები გავაჩინე-თქო და გამოვედი არენაზე-თქო.

თემოს დიაგნოზი

გიორგი ჯერ კიდევ თანამდებობაზე იყო და ვჭირდებოდი. მისთვის ვიზიტების დროს ჩემი გვერდით ყოფნა საყრდენიც იყო. უცებ გაჩნდა პაწაწინა ბავშვი, დაუნის სინდრომით. ოღონდ, პირველი დღიდანვე, რომ დავიწყე სიარული ექოზე, ყველა დაკვირვებით ვუყურებდით და ეჭვი არ ყოფილა ამ დიაგნოზზე. კიდევ კარგი არ იყო, რადგან დაძაბული ვიქნებოდი მთელი 9 თვე. მერე გიორგი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც პირველმა გაახმოვანა მილოცვა დაუნის სინდრომის მქონეთა საერთაშორისო დღის და დაპატიჟა დაუნის სინდრომიანი მოზარდები სასახლეში.

ბოლოს ჩემი შვილი რომ დაიბადა, გამომეტყველებას რომ შევხედე ახალგაჩენილის, მაშინვე მივხვდი. ჩემს პედიატრს ვუთხარი, თუ შეიძლება გავარკვიოთ არის თუ არა დაუნის სინდრომი. მითხრა, მაკა მეც გამიჩნდა ეჭვიო. მოვიდა პასუხი, დადებითი. მაინც ბოლომდე არ მჯეროდა. უცებ მივხვდი რომ რაღაც ისეთს შევეხე რაც არ ვიცი. თან იყო სტიგმები, გაასმაგებული ყურადღება ბავშვის მიმართ. მოკლედ მოვირგე ეს დიაგნოზი.

მე არ ვარ მშვიდი ტიპი, ადვილად გამოვდივარ წყობიდან, ფეთქებადი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვამბობდი ოპტიმისტი ვარ, ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის. უბედური ვხდები მაშინ როცა მინდა, რომ ვიყო ჩემთის წყნარად და ბავშვები არ მაცდიან. თან მიყვარს ასე განმარტოები, არ ვარ სოციალური. აი, ჩემი გოგოები მოდიან, ეს ფრაზა ჩემგან არ ყოფილა. მიყვარს ჩემი მეგობრები, ბევრი მყავს, მაგრამ წონასწორობის დაცვა მუდმივად და სიმშვიდე და ის ელემენტარული კომფორტი რასაც საჭიროებს ადამიანი.