მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრინცმა ჰარიმ ბრიტანეთის მთავრობასთან სასამართლო დავა წააგო - სასექსის ჰერცოგი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს
პრინცმა ჰარიმ ბრიტანეთის მთავრობასთან სასამართლო დავა წააგო - სასექსის ჰერცოგი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს

პრინცმა ჰა­რიმ წა­ა­გო სა­სა­მარ­თლო დავა, რო­მელ­შიც ის დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბას უჩი­ო­და და ამ­ტკი­ცებ­და, რომ მის­თვის სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის გა­უქ­მე­ბა უკა­ნო­ნო იყო.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პრინცს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის ყო­ლის უფ­ლე­ბა მას შემ­დეგ ჩა­მო­არ­თვა, რაც მან და მის­მა მე­უღ­ლემ მე­გან მარ­კლმა ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უარი თქვეს და სა­მე­ფო ოჯა­ხი და­ტო­ვეს. მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჰარი, ბრი­ტა­ნეთ­ში ვი­ზი­ტი­სას, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვას ვერ მი­ი­ღებ­და. სა­ს­ექ­სის ჰერ­ცოგ­მა სა­სა­მარ­თლო დავა 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყო. 4-წლი­ა­ნი და­ვის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლომ მისი მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

"სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ არ ყო­ფი­ლა რა­ი­მე უკა­ნო­ნო­ბა 2020 წლის 28 თე­ბერ­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და უმაღ­ლე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ პი­ტერ ლე­ინ­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჰარი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რებს. მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­სა­მარ­თლო­ზე ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ კო­მი­ტეტს უნდა გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა პრინ­ცი­სა და მისი ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი რის­კე­ბი. მო­სა­მარ­თლის მტკი­ცე­ბით, კო­მი­ტეტ­მა კარ­გად იცო­და მომ­ჩივ­ნის სტა­ტუ­სის და კონ­ტექ­სტის შე­სა­ხებ.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს ჰერ­ცო­გის მო­მა­ვალ ვი­ზი­ტებ­ზე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, რად­გან ის ადრე ამ­ტკი­ცებ­და, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის და­ბა­ლი დონე არ­თუ­ლებ­და მისი ოჯა­ხის ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მოყ­ვა­ნას.

ჰარი ბო­ლოს სა­მე­ფო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მა­ის­ში, მე­ფის კო­რო­ნა­ცი­ის დროს გა­მოჩ­ნდა. ამ თვის და­სა­წყის­ში კი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მა­მის დი­აგ­ნო­ზის გა­გე­ბის შემ­დეგ ჩაფ­რინ­და და 24 სა­ათ­ზე ნაკ­ლე­ბი გა­ა­ტა­რა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
0

ეგრე სად არი, მოვალეობები აღარ მინდა და პრივილეგიები შემინარჩუნეთო? ან რა ჯანდაბად უნდა დაცვა?ვისი თავდასხმის ეშინია ნეტა?

ანტილიბერალი
2

ჰარიჯან! არის ერთი გენიალური ქართული ფილმი ,, შერეკილები " და იქ ხუტა უფროსის ფრაზა: ქალებმა და დროსტარებამ დაგღუპეს შენ! ასეა ჯიგარო, მასონ-სიონისტების შემოგდებულმა აგენტმა მარკლიმ,საფუძვლიანად შეარყია, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთობა. აბა რა გეგონა? ჯერ სადა ხარ 😉

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პრინცმა ჰარიმ ბრიტანეთის მთავრობასთან სასამართლო დავა წააგო - სასექსის ჰერცოგი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს

პრინცმა ჰარიმ ბრიტანეთის მთავრობასთან სასამართლო დავა წააგო - სასექსის ჰერცოგი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს

პრინცმა ჰარიმ წააგო სასამართლო დავა, რომელშიც ის დიდი ბრიტანეთის მთავრობას უჩიოდა და ამტკიცებდა, რომ მისთვის სახელმწიფო დაცვის გაუქმება უკანონო იყო.

გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ პრინცს სახელმწიფო დაცვის ყოლის უფლება მას შემდეგ ჩამოართვა, რაც მან და მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა ოფიციალური მოვალეობების შესრულებაზე უარი თქვეს და სამეფო ოჯახი დატოვეს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჰარი, ბრიტანეთში ვიზიტისას, სახელმწიფო დაცვას ვერ მიიღებდა. სასექსის ჰერცოგმა სასამართლო დავა 2020 წლის თებერვალში დაიწყო. 4-წლიანი დავის შემდეგ სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

"სასამართლომ დაადგინა, რომ არ ყოფილა რაიმე უკანონობა 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაში“, - განაცხადა უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ პიტერ ლეინმა.

როგორც ცნობილია, ჰარი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. მისი წარმომადგენლები სასამართლოზე ამტკიცებდნენ, რომ კომიტეტს უნდა გაეთვალისწინებინა პრინცისა და მისი ოჯახის უსაფრთხოების მაღალი რისკები. მოსამართლის მტკიცებით, კომიტეტმა კარგად იცოდა მომჩივნის სტატუსის და კონტექსტის შესახებ.

გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ჰერცოგის მომავალ ვიზიტებზე დიდ ბრიტანეთში, რადგან ის ადრე ამტკიცებდა, რომ უსაფრთხოების დაბალი დონე ართულებდა მისი ოჯახის ქვეყანაში ჩამოყვანას.

ჰარი ბოლოს სამეფო ღონისძიებაზე მაისში, მეფის კორონაციის დროს გამოჩნდა. ამ თვის დასაწყისში კი დიდ ბრიტანეთში მამის დიაგნოზის გაგების შემდეგ ჩაფრინდა და 24 საათზე ნაკლები გაატარა.

იხილეთ ასევე: