ნატო-ს ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი შეტაკება ალიანსის ქვეყნების ინტერესებში არ შედის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"ზოგადად, აქ, ალბათ, უკრაინაში ნატო-ს ქვეყნების გარკვეული კონტინგენტების გაგზავნის შესაძლებლობის განხილვის ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ელემენტია. საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლებში ყველა სხვა ელემენტი ასე თუ ისე უკვე გაჟღერდა და ჩვენ ყველა მათგანი უკვე გავითვალისწინეთ“, - განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, უკრაინაში ჯარების გაგზავნის შემთხვევაში რუსეთსა და ნატო-ს შორის შეტაკება გარდაუვალი იქნება.
"ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა ალბათობაზე, არამედ გარდაუვალობაზე“, - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომავალში უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოკავშირეებს შორის კონსენსუსი, ჯერჯერობით, არ არსებობს.
ამდაგვარი ლიბერასტები ხვებიან თავიანთი არსებობის უაზრობას და საცოდავობას ამითომაც გადაწყვიტეს ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილაო. აბა სხვა რა უნდა იფიქრო.
ვინც ოდნავ ერკვევა სამხედრო საკითხებში..ისიც იცის რომ ბირთვულ სახელმწიფოს ომს ვერ მოუგებ..ორივე მხარეს აქვს ისეთი არსენალი..ქვა ქვაზე არ დარჩება..ვერც პირძაღლი პუტინი და ვერც ეს ქლიავი მაკრონი ამას ვერ გაბედავს..რადგან ბირთვულ ომს გამარჯვებული არ ყავს..არც ეყოლება..ისე რუსეთის გამოფიტვაო და ბევრ ევროპის ქვეყნებს..ჟანგიანი ტანკები დარჩა საწყობებში..ჭურვების გარეშე..რუსეთი ოკუპანტია დ უნდა დამარცხდეს..მაგრამ მტერი უნდა შეაფასო.რაც ამათ 16 წელი არ ეყოთ..ზუსტად 16 წელი და არა 2014..