საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას კიევისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის.
"გადაწყდა, რომ შეიქმნას კოალიცია ღრმა დარტყმებისთვის და, შესაბამისად, საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის“, - განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე.
მან ასევე მოუწოდა ევროპელებს "მეტი აწარმოონ“.
"მომდევნო ათი დღის განმავლობაში ვაპირებთ ყველა ამ ძალისხმევის შეთავაზებას, რადგან ჩვენ გამოვკითხეთ მრავალი ევროპული და არაევროპული ქვეყანა, რომლებსაც საბრძოლო მასალა აქვთ“, - აღნიშნა მაკრონმა.
Associated Press-ის ცნობით, ეს საკითხი პარიზში 20 ევროპელი სახელმწიფოს მეთაურებისა და სხვა დასავლელი ოფიციალური პირების გუშინდელ შეხვედრაზე განიხილეს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი არ მოიგოს.
"დღეს არ არსებობს კონსენსუსი ოფიციალური და დამტკიცებული ჯარების ადგილზე გაგზავნაზე. მაგრამ დინამიკის თვალსაზრისით არაფერია გამორიცხული", - განაცხადა მაკრონმა.
თუმცა, მან არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყნები განიხილავენ ჯარების გაგზავნას და განაცხადა, რომ სურდა შეენარჩუნებინა გარკვეული "სტრატეგიული ორაზროვნება“.
არ დამბლოკოთ!
მაკ(ა)რონი გამოთაყვანებულა!
ნუთუ არ იცის თუ რა დაემართა მის წინაპარ ნაპოლეონ ბონაპარტს 1812 წელს?
ნუთუ არ იცის საფრანგეთის ისტორია, რომ სამაგიეროდ რუსეთის ჯარმა 1814 წელს პარიზი აიღო?
შედეგად საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონი გადააყეს და იგი ხმელთაშუა ზღვის კუნძულ ელბაზე გადაასახლეს...
ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე."За Украину. За Байдена"