ეიფელის კოშკი, თანამშრომლების ექვსდღიანი გაფიცვის შემდეგ, ვიზიტორებისთვის ხელახლა გაიხსნა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გაფიცული თანამშრომლები მოითხოვდნენ ისტორიული ძეგლის ბიზნეს მოდელის შეცვლას და უკეთ მოვლას.
330 მეტრიანი კოშკის ოპერატორმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მიაღწიეს შეთანხმებას პროფკავშირებთან, რომლის თანახმადაც მხარეები რეგულარულ მონიტორინგს გაუწევენ კომპანიის ბიზნეს მოდელს, სამუშაოებში ინვესტიციებს და შემოსავალს ორგანოს მეშვეობით, რომელიც ყოველ ექვს თვეში ერთხელ შეიკრიბება. მათივე ინფორმაციით, კოშკის მოვლა-პატრონობისა და განახლებისთვის 2031 წლამდე 380 მილიონ ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება.
ცნობისათვის, ეიფელის კოშკს, ყოველწლიურად, 7 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს.
კიდევ კარგი, ამ თანამშრომლებს მაიბც გაუჩნდათ პროტესტის გრძნობა! დღემდე ეიფელის კოშკი არის ინდუსების, პაკინსტანელების, რუმინელების თავშეყრის და კრიმინალის ადგილი. დაბინძურებული, გაპარტახებული გარემო. ამასწინათ საფრანგეთის ტვ თი გადმოსცეს, რომ კრეპების ცომს, რომელსაც ეიფელის კოშკთან არაერთი ინდუსი გიმზადებთ, საკანალიზაციო ჭაში ტოვებენ ღამით. ექვის წელი ვიცხოვრე ტროკადეროზე, უბინძურესი გარემო. ნუ, ვისაც სისუფთავე რამედ გიღირთ, ისე კი
პარიზო განუმეორებელია:)