საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას სამედიცინო თვალსაზრისით რაღაც ფუნდამენტურად მძიმე სჭირს" - რას წერს დასავლური მედია პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?
"მას სამედიცინო თვალსაზრისით რაღაც ფუნდამენტურად მძიმე სჭირს" - რას წერს დასავლური მედია პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს შე­საძ­ლოა პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­დეს - ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, სერ რი­ჩარდ დირ­ლოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, ამით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას პუ­ტი­ნის "პა­რა­ნო­ია" და ცნო­ბი­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რის ალექ­სეი ნა­ვალ­ნის სიკ­ვდი­ლი.

”ამა­ზე მკა­ფიო პა­სუ­ხი არ გა­მაჩ­ნია, მაგ­რამ მყავს კონ­ტაქ­ტე­ბი და მე­გობ­რე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ მას სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით რა­ღაც ფუნ­და­მენ­ტუ­რად მძი­მე სჭირს. ვფიქ­რობ, რომ შე­იძ­ლე­ბა ეს პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბა იყოს. პა­რა­ნო­ია ამ და­ა­ვა­დე­ბის ერთ-ერთი სიმპტო­მია და ნა­ვალ­ნის სიკ­ვდი­ლიც პუ­ტი­ნის პა­რა­ნო­ი­ა­ზე მი­უ­თი­თებს" - გა­ნა­ცხა­და დირ­ლოვ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კრემ­ლის მთა­ვა­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, ალექ­სეი ნა­ვალ­ნი გა­სულ კვი­რას, ცი­ხე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მის­მა სიკ­ვდილ­მა გლო­ბა­ლუ­რი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ლორდ დე­ვიდ კა­მე­რონ­მა თქვა: ”ნა­თე­ლია, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნა­ვალ­ნის საფრ­თხედ აღიქ­ვამს და არა­ერ­თხელ სცა­და მისი გა­ჩუ­მე­ბა.”

კრემ­ლი უარ­ყოფს ნა­ვალ­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

  • ალექ­სეი ნა­ვალ­ნი 2021 წელს და­ა­კა­ვეს, გერ­მა­ნი­ი­დან რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, სა­დაც მას სა­წამ­ლა­ვით მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის გამო მკურ­ნა­ლობ­დნენ. რუს ოპო­ზი­ცი­ო­ნერს ექ­სტრე­მიზ­მის ბრალ­დე­ბით 19 წელი მი­ე­სა­ჯა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის კო­ლო­ნი­ა­ში. ნა­ვალ­ნი ჯერ ვლა­დი­მი­რის რე­გი­ონ­ში იხ­დი­და სას­ჯელს, გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს გა­და­იყ­ვა­ნეს „სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მის“ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის კო­ლო­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც ია­მალ-ნენ­თა ავ­ტო­ნო­მი­ურ ოლ­ქში მდე­ბა­რე­ობს.

წყა­რო: independent

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯგირ
0

რა პუტინი რომ გარდაიცვალოს მის ადგილას ისეთი მმართველი მოვა რომ რუსეთი იმპერიიდან დემოკრატიის ოაზისად გადაიქცევა?

ლამზირა
4

ეგ ნავალნი იყო მიტინგზე რომ გამოდიოდა 2008-ში თბილისის დაბომბვის მოწოდებებით.ასე რომ არ არსებობს რუსეთში წესიერი და დემოკრატიული ოპოზიციონერები.ეხლაც კი რუსეთში ნებისმიერ ოპოზიციონერს რომ კითხო აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველო არააო გეტყვიან.ვისაც გიყვართ ერთმორწმუნე ღრუსები წადით და იქ იცხოვრეთ მეხსიერება დაკარგულო ქართველებო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მას სამედიცინო თვალსაზრისით რაღაც ფუნდამენტურად მძიმე სჭირს" - რას წერს დასავლური მედია პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

"მას სამედიცინო თვალსაზრისით რაღაც ფუნდამენტურად მძიმე სჭირს" - რას წერს დასავლური მედია პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

რუსეთის პრეზიდენტს შესაძლოა პარკინსონის დაავადება ჰქონდეს - ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, სერ რიჩარდ დირლოვმა განაცხადა.

  • მისივე თქმით, ამით შეიძლება აიხსნას პუტინის "პარანოია" და ცნობილი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის სიკვდილი.

”ამაზე მკაფიო პასუხი არ გამაჩნია, მაგრამ მყავს კონტაქტები და მეგობრები აღმოსავლეთ ევროპაში, რომლებიც ფიქრობენ, რომ მას სამედიცინო თვალსაზრისით რაღაც ფუნდამენტურად მძიმე სჭირს. ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს პარკინსონის დაავადება იყოს. პარანოია ამ დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია და ნავალნის სიკვდილიც პუტინის პარანოიაზე მიუთითებს" - განაცხადა დირლოვმა.

შეგახსენებთ, რომ კრემლის მთავარი მოწინააღმდეგე, ალექსეი ნავალნი გასულ კვირას, ციხეში გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა გლობალური აღშფოთება გამოიწვია, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორდ დევიდ კამერონმა თქვა: ”ნათელია, რომ რუსეთის ხელისუფლება ნავალნის საფრთხედ აღიქვამს და არაერთხელ სცადა მისი გაჩუმება.”

კრემლი უარყოფს ნავალნის მკვლელობაში მონაწილეობას.

  • ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ, სადაც მას საწამლავით მკვლელობის მცდელობის გამო მკურნალობდნენ. რუს ოპოზიციონერს ექსტრემიზმის ბრალდებით 19 წელი მიესაჯა სასჯელაღსრულების კოლონიაში. ნავალნი ჯერ ვლადიმირის რეგიონში იხდიდა სასჯელს, გასული წლის ბოლოს გადაიყვანეს „სპეციალური რეჟიმის“ სასჯელაღსრულების კოლონიაში, რომელიც იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარეობს.

წყარო: independent