კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტომ კრუზმა შეყვარებულის შვილები გაიცნო, შემდეგ კი ქალს დაშორდა - რას წერს მედია ჰოლივუდის ვარსკვლავისა და რუსი ქალის შეუმდგარ სიყვარულზე?
ტომ კრუზმა შეყვარებულის შვილები გაიცნო, შემდეგ კი ქალს დაშორდა - რას წერს მედია ჰოლივუდის ვარსკვლავისა და რუსი ქალის შეუმდგარ სიყვარულზე?

ტომ კრუ­ზი რუს შეყ­ვა­რე­ბულს, ელ­სი­ნა ხა­ი­რო­ვას მისი შვი­ლე­ბის გაც­ნო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­შორ­და. 61 წლის მსა­ხი­ო­ბი­სა და 36 წლის ელ­სი­ნას და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას The Sun ავ­რცე­ლებს.

და­შო­რე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­ვად კრუ­ზი იყო: გა­მო­ცე­მის ინ­სა­ი­დე­რე­ბის თქმით, მან "და­კარ­გა ინ­ტე­რე­სი" ელ­სი­ნას მი­მართ, მაგ­რამ სურს, რომ მე­გობ­რე­ბად დარ­ჩნენ.

"რად­გან ისი­ნი ლონ­დონ­ში მდე­ბა­რე მი­ლი­ო­ნე­რე­ბის კორ­პუს­ში ცხოვ­რო­ბენ, უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბო­და ურ­თი­ერ­თო­ბის ცუ­დად დას­რუ­ლე­ბა, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს მი­ნი­მუმ ლიფ­ტში მა­ინც შეხ­ვდე­ბი­ან", - ამ­ბობს წყა­რო გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას.

  • "მათ შო­რის დიდი გრძნო­ბე­ბი არ არ­სე­ბობ­და, ტო­მის­თვის ამ ურ­თი­ერ­თო­ბამ ჩა­ი­ა­რა და დას­რულ­და," - ამ­ბობს წყა­რო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბოლო დროს მე­დი­ა­ში თით­ქმის ყო­ველ დღე წერ­დნენ ტომ კრუ­ზი­სა და ელ­სი­ნა ხა­ი­რო­ვას რო­მა­ნის შე­სა­ხებ. წყვი­ლი პირ­ვე­ლად გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში, ერთ-ერთ წვე­უ­ლე­ბა­ზე ნა­ხეს ერ­თად.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ისი­ნი მთე­ლი სა­ღა­მო ერ­თად იყ­ვნენ და ტომი შე­პყრო­ბი­ლი იყო ქა­ლით.

ერთი კვი­რის შემ­დეგ, მსა­ხი­ობ­მა ლონ­დო­ნის ძვი­რა­დღი­რე­ბულ რეს­ტო­რან­ში საყ­ვა­რელ ქალ­თან პა­ემ­ნის­თვის ერთი სარ­თუ­ლი იქი­რა­ვა. მალე შე­წყვი­ტეს მე­გობ­რე­ბის­თვის გრძნო­ბე­ბის და­მალ­ვა და ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ისი­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ერ­თად იყ­ვნენ, თუმ­ცა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ცდი­ლობ­დნენ სა­ერ­თო ფოტო არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო.

  • რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტომ­მა ელ­სი­ნას შვი­ლე­ბი გა­იც­ნო. მე­დია წერ­და, რომ ისი­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის სე­რი­ო­ზულ ეტაპ­ზე გა­და­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, წყვი­ლი ქორ­წი­ნე­ბამ­დე ვერ მი­ვი­და.

ელ­სი­ნა ადრე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი რუს ბიზ­ნეს­მენ დი­მიტ­რი ცვეტ­კოვ­ზე: ისი­ნი 2021 წელს და­შორ­დნენ და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სა­მარ­თლო­ში იყოფ­დნენ ძვი­რა­დღი­რე­ბულ ქო­ნე­ბას, მათ შო­რის, სა­სახ­ლეს ლონ­დონ­ში და ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს. ცვეტ­კო­ვის თქმით, რო­მელ­თა­ნაც ელ­სი­ნას ორი შვი­ლი ჰყავს, ქალს უყ­ვარს ფული და ფუ­ფუ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა ქმარ­მა მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­აფრ­თხი­ლა ტომ კრუ­ზი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
givi
0

მშვიდად დამეძნება, კიდე კაი რომ გაგვაგებინეთ

ქართველი ვაჟკაცი
3

ოთარ კუშანაშვილმა რაო??რუსი ქალები არ ნადირობენ წარმატებულ და მდიდარ კაცებზეო??!!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ტომ კრუზმა შეყვარებულის შვილები გაიცნო, შემდეგ კი ქალს დაშორდა - რას წერს მედია ჰოლივუდის ვარსკვლავისა და რუსი ქალის შეუმდგარ სიყვარულზე?

ტომ კრუზმა შეყვარებულის შვილები გაიცნო, შემდეგ კი ქალს დაშორდა - რას წერს მედია ჰოლივუდის ვარსკვლავისა და რუსი ქალის შეუმდგარ სიყვარულზე?

ტომ კრუზი რუს შეყვარებულს, ელსინა ხაიროვას მისი შვილების გაცნობიდან რამდენიმე დღეში დაშორდა. 61 წლის მსახიობისა და 36 წლის ელსინას დაშორების შესახებ ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

დაშორების ინიციატორი თავად კრუზი იყო: გამოცემის ინსაიდერების თქმით, მან "დაკარგა ინტერესი" ელსინას მიმართ, მაგრამ სურს, რომ მეგობრებად დარჩნენ.

"რადგან ისინი ლონდონში მდებარე მილიონერების კორპუსში ცხოვრობენ, უხერხული იქნებოდა ურთიერთობის ცუდად დასრულება, ისინი ერთმანეთს მინიმუმ ლიფტში მაინც შეხვდებიან", - ამბობს წყარო გამოცემასთან საუბრისას.

  • "მათ შორის დიდი გრძნობები არ არსებობდა, ტომისთვის ამ ურთიერთობამ ჩაიარა და დასრულდა," - ამბობს წყარო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მედიაში თითქმის ყოველ დღე წერდნენ ტომ კრუზისა და ელსინა ხაიროვას რომანის შესახებ. წყვილი პირველად გასული წლის დეკემბერში, ერთ-ერთ წვეულებაზე ნახეს ერთად.

თვითმხილველების თქმით, ისინი მთელი საღამო ერთად იყვნენ და ტომი შეპყრობილი იყო ქალით.

ერთი კვირის შემდეგ, მსახიობმა ლონდონის ძვირადღირებულ რესტორანში საყვარელ ქალთან პაემნისთვის ერთი სართული იქირავა. მალე შეწყვიტეს მეგობრებისთვის გრძნობების დამალვა და ცნობილი გახდა, რომ ისინი ოფიციალურად ერთად იყვნენ, თუმცა კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად ცდილობდნენ საერთო ფოტო არ გავრცელებულიყო.

  • რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტომმა ელსინას შვილები გაიცნო. მედია წერდა, რომ ისინი ურთიერთობის სერიოზულ ეტაპზე გადადიოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, წყვილი ქორწინებამდე ვერ მივიდა.

ელსინა ადრე იყო დაქორწინებული რუს ბიზნესმენ დიმიტრი ცვეტკოვზე: ისინი 2021 წელს დაშორდნენ და დიდი ხნის განმავლობაში სასამართლოში იყოფდნენ ძვირადღირებულ ქონებას, მათ შორის, სასახლეს ლონდონში და ხელოვნების ნიმუშებს. ცვეტკოვის თქმით, რომელთანაც ელსინას ორი შვილი ჰყავს, ქალს უყვარს ფული და ფუფუნება. ამის შესახებ ყოფილმა ქმარმა მედიის საშუალებით გააფრთხილა ტომ კრუზი.

წაიკითხეთ ასევე: