კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გახშირდა ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და როგორ ამოვიცნოთ მოძალადე?  - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
რატომ გახშირდა ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და როგორ ამოვიცნოთ მოძალადე?  - ფსიქოლოგის რეკომენდაციები

გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა, გარ­ყვნი­ლი და სხვა სა­ხის სექ­სუ­ა­ლუ­რი ქმე­დე­ბა - ბავ­შვთა მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი მსგავ­სი სა­ხის და­ნა­შა­უ­ლე­ბი ქვე­ყა­ნა­ში იზ­რდე­ბა. სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა მსხვერ­პლის ახ­ლობ­ლე­ბი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან.

რა­ტომ მა­ლა­ვენ ხში­რად ბავ­შვე­ბი მათ მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას, რო­გორ უნდა ამო­ვიც­ნოთ მო­ძა­ლა­დე, რა ასა­კი­დან უნდა იცოდ­ნენ ბავ­შვებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ და რო­გორ უნდა და­ეხ­მა­როს მშო­ბე­ლი შვილს უკვე მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გა­და­ტა­ნა­ში, ამ და სხვა შე­კი­თხვებს "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ფსი­ქო­ლო­გი მაია ცი­რა­მუა პა­სუ­ხობს.

- ბოლო პე­რი­ოდ­ში, ბავ­შვთა მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლე­ბი გახ­ში­რე­ბუ­ლია. მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რი­შებ­შიც არა­ერ­თხელ მოხ­ვედ­რი­ლა. თუ შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს გაზ­რდი­ლი და­ნა­შა­უ­ლის მი­ზე­ზი?

- მე მა­ინც გან­ცდა მაქვს, რომ უფრო გა­მოვ­ლე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ი­ზარ­და. გარ­კვე­უ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი ხელ­შემ­წყო­ბია იმი­სა, რომ ძა­ლა­დობ­რივ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­მა მო­ი­მა­ტოს და ზო­გა­დად, ჩვენს კონ­ტექსტს - კულ­ტუ­რულს, პო­ლი­ტი­კურს, სო­ცი­ა­ლურს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, ეს ყვე­ლა­ფე­რი გავ­ლე­ნას ახ­დენ­დეს. თუმ­ცა, ეს მა­ინც იმას­თა­ნაა კავ­შირ­ში, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა, მშობ­ლებ­მა ამოც­ნო­ბა ის­წავ­ლეს, თვი­თონ სო­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მა უფრო მოქ­ნი­ლი გახ­და, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში - რე­ა­გი­რე­ბა. ჩემი აზ­რით, ეს მეტ­წი­ლად გა­მოვ­ლე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თა­ნაა კავ­შირ­ში, ეს გა­ი­ზარ­და და ადა­მი­ა­ნებ­მა და­ი­წყეს ამა­ზე სა­უ­ბა­რი. ჩემი პრაქ­ტი­კაც შე­მიძ­ლია მო­ვიშ­ვე­ლიო. მა­გა­ლი­თად, ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ხში­რად ხვდე­ბი­ან ქა­ლე­ბი, რო­მელ­თაც ბევ­რი წლის წინ, ბავ­შვო­ბა­ში ჰქონ­დათ შემ­თხვე­ვა და სა­უ­ბა­რი ვერ გა­ბე­დეს. ახლა რომ ეკი­თხე­ბი, დღეს რა­ტომ გა­და­წყვი­ტეო, პა­სუ­ხო­ბენ, რომ ახლა მი­ე­ცათ ძალა.

- რო­გორც თა­ვად ახ­სე­ნეთ, ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რი ალ­ბათ, მა­ინც და­ნა­შა­უ­ლის გა­მოვ­ლე­ნაა. ხში­რად, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ბავ­შვე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ სა­უბ­რო­ბენ. თუ შე­გიძ­ლი­ათ, გვი­თხა­რით, რა­ტომ?

- ზო­გა­დად, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლის ერთ-ერთი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბა სწო­რედ ისაა, რომ ვერ ლა­პა­რა­კობს. ბავ­შვის შემ­თხვე­ვა­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ უფრო მძი­მეა. რა ამ­ძი­მებს? ის, რომ ბავ­შვი ზოგ­ჯერ ვერც კი ხვდე­ბა, რა ხდე­ბა მის თავს, ვერც კი აც­ნო­ბი­ე­რებს, რა არის ეს, ან ჰგო­ნია, რომ ეს ნორ­მა­ლუ­რია. მა­გა­ლი­თად, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ბავ­შვს უთ­ქვამს, როცა ჩემს კლა­სელს მო­ვუ­ყე­ვი, რას მი­კე­თებ­და, პი­რო­ბი­თად, ბიძა, მამა, ან მე­ზო­ბე­ლი და კლა­სელს მწვა­ვე რე­აქ­ცია ჰქონ­და, მი­თხრა, ასეთ რა­ღა­ცას არა­ვინ მი­კე­თებ­სო, მა­შინ მივ­ხვდი, რომ ჩემს თავს ცუდი რა­ღაც ხდე­ბო­დაო. ეს ერთი ფაქ­ტო­რია, როცა ბავ­შვი იმ­დე­ნად პა­ტა­რაა, რომ ამას ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, მე­ო­რე ფაქ­ტო­რია ის, რომ ხში­რად, მო­ძა­ლა­დე თა­ვი­სი სტრა­ტე­გი­ით ბავ­შვს ეუბ­ნე­ბა - "შენ მა­ინც არა­ვინ და­გი­ჯე­რებს“, "ეს ჩვე­ნი სა­ი­დუმ­ლოა“ - ბავ­შვებს კი­დევ უყ­ვართ, როცა სა­ი­დუმ­ლო აქვთ, ან პირ­და­პირ ემუქ­რე­ბა - "ამის შე­სა­ხებ იტყვი და დე­დას მო­გიკ­ლა­ვო“. მა­გა­ლი­თად, ჩემს პრაქ­ტი­კა­ში ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა მო­ძა­ლა­დე მსხვერ­პლს ეუბ­ნე­ბო­და, თუკი, ამას იტყვი - "მე და­მი­ჭე­რენ, დედა თავს მო­იკ­ლავს და შენ ბავ­შვთა სახ­ლში წა­გიყ­ვა­ნე­ნო“. ეს რა თქმა უნდა, ბავ­შვს აში­ნებს. ასე­ვე, მსხვერ­პლებს აქვთ გან­ცდა - "მე მა­ინც არ და­მი­ჯე­რე­ბე­ნო“, რა­შიც ბავ­შვი სრუ­ლი­ად მარ­თა­ლია, რად­გან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ბავ­შვს მარ­თლაც არა­ვინ უჯე­რებს, როცა მე­ო­რე მხა­რეს ზრდას­რუ­ლია, ძა­ლი­ან ხში­რად, საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რაც კი. არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ხოლ­მე, სტა­ტუსს, ან სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ყველ­გან ვხვდე­ბით სექ­სუ­ა­ლურ მო­ძა­ლა­დეს, ყვე­ლა სო­ცი­ა­ლურ ჯგუფ­ში - ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, აკა­დე­მი­ურ წრე­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნი და ა.შ.

- ანუ მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბი მხო­ლოდ და­ბალ სო­ცი­ა­ლურ ფე­ნებ­ში არ ხდე­ბა?

- ეს არის მითი, რად­გან ამ და­ნა­შა­ულს ყველ­გან ვხვდე­ბით. მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლე­ბე­ლი ხში­რად არის პირი, რო­მე­ლიც ბავ­შვს სექ­სუ­ა­ლუ­რად ავიწ­რო­ებს, ძა­ლა­დობს, ან გარ­ყვნილ ქმე­დე­ბას ეწე­ვა - "ვის უფრო და­უ­ჯე­რე­ბენ, შენ თუ - მე“ და ბავ­შვიც ფიქ­რობს, რომ მას არ და­უ­ჯე­რე­ბენ. ეს მარ­თა­ლია, ბავ­შვის არ სჯე­რათ ხოლ­მე. მსხვერ­პლის კლი­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სირ­ცხვი­ლის და და­ნა­შა­უ­ლის გან­ცდა. თით­ქოს, ეს აბ­სურ­დუ­ლია, რა­ტომ უნდა ჰქონ­დეს მსხვერ­პლს და­ნა­შა­უ­ლის გან­ცდა, მაგ­რამ თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თავი იმა­ში მი­აჩ­ნი­ათ დამ­ნა­შა­ვედ, რაც მათ სა­ერ­თოდ არ ეხე­ბათ, რად­გან ეს მო­ძა­ლა­დის აქ­ტია.

- ძი­რი­თა­დად, ბავ­შვე­ბი მათ თავს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ მო­ძა­ლა­დის მხრი­დან მუ­ქა­რის რე­ა­ლუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ში­შით და სირ­ცხვი­ლის შეგ­რძნე­ბის გამო ვერ ამ­ხე­ლენ?

- ასე ვერ ვი­ტყვით, ყვე­ლა ფაქ­ტო­რი თა­ვის წილ როლს თა­მა­შობს იმა­ში, რომ ბავ­შვი ამის შე­სა­ხებ არ სა­უბ­რობ­დეს. მა­ინც კლი­ნი­კუ­რად ეს ორი ფაქ­ტო­რია სა­ინ­ტე­რე­სო - მსხვერ­პლის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი - ბრა­ლე­უ­ლო­ბი­სა და სირ­ცხვი­ლის გან­ცდა. ჩვენ ყო­ველ­თვის ვამ­ბობთ, როცა ბავ­შვი ამა­ზე იწყებს სა­უ­ბარს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შენ რა რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა თუკი იჭერ პო­ზი­ცი­ას და ბავ­შვს ადა­ნა­შა­უ­ლებ, აქამ­დე რა­ტომ არ მი­თხა­რიო, შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვმა სა­უ­ბა­რი შე­წყვი­ტოს. იქ, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა, ცოდ­ნა ამ სა­კი­თხებ­ზე მა­ღა­ლია, ბავ­შვს არ ეში­ნია იმის, რომ მას ბრალს აქეთ დას­დე­ბენ. ასეთ დროს უფრო დაძ­ლე­ვა­დია სირ­ცხვი­ლის და ბრა­ლე­უ­ლო­ბის გან­ცდა, უფრო ნაკ­ლებ შიშ­თა­ნაა ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს არის და­ნა­შა­უ­ლი, სა­დაც მსხვერ­პლი ხში­რად ერ­თა­დერ­თი მოწ­მეა ხოლ­მე. ჩვენ არ უნდა შევ­ქმნათ ისე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ისე­თი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, სა­დაც მტკი­ცე­ბის ტვირ­თი მსხვერ­პლზე იქ­ნე­ბა, სა­მარ­თლებ­რი­ვად მტკი­ცე­ბის ტვირ­თი მო­ძა­ლა­დე­ზე მო­დის, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მტკი­ცე­ბის ტვირთს მსხვერ­პლს ადებს, რაც არას­წო­რია. ესეც ერთ ერთი ფაქ­ტო­რია, თუ რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა მსხვერ­პლმა არ ილა­პა­რა­კოს.

- მო­ძა­ლა­დეს უმე­ტეს­წი­ლად, სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბე­ბი კარ­გად აქვს შე­ნიღ­ბუ­ლი. რო­გორ უნდა მიხ­ვდეს ოჯა­ხის წევ­რი, როცა ბავ­შვის მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა, ან შე­ვიწ­რო­ე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა?

- ამ ნიშ­ნებს ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბაც და მო­ძა­ლა­დის ქცე­ვაც იძ­ლე­ვა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა მშო­ბელ­მა იცო­დეს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იქ­ცე­ო­დეს მო­ძა­ლა­დე. მა­გა­ლი­თად, როცა ვი­ღაც, ვის ფუნ­ქცი­ებ­შიც ეს არ შე­დის, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსას­ყიდ­ლოდ რა­ღაც მომ­სა­ხუ­რე­ბას გთა­ვა­ზობს, მა­გა­ლი­თად, მე წა­ვიყ­ვან და გა­გი­სე­ირ­ნებ ბავ­შვსო, ან ბავ­შვს იტო­ვებს, ბავ­შვთან და­ახ­ლო­ე­ბას ცდი­ლობს, დიდ დროს ატა­რებს მას­თან, მისი სხე­უ­ლებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბა, ამა­ზე აქ­ცენტს აკე­თებს, მშო­ბელ­მა ყო­ველ­თვის უნდა დას­ვას კი­თხვა, თუ რა­ტომ უნდა ამ ადა­მი­ანს რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა, რა­ტომ არის ეს ადა­მი­ა­ნი ასე­თი კე­თი­ლი მისი შვი­ლის მი­მართ, რა ინ­ტე­რე­სი აქვს?

- თუ ეს ოჯა­ხის წევ­რია, მა­ში­ნაც?

- თუ ეს თვალ­ში­სა­ცე­მად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ამას ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა უნდა. მა­გა­ლი­თად, გო­გო­ნას მამა გარ­კვე­უ­ლი ასა­კი­დან არ უნდა აბა­ნა­ვებ­დეს. ინ­ცეს­ტის შემ­თხვე­ვე­ბი კი­დევ ცალ­კე სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­კი­თხია. ძა­ლი­ან ხში­რად, მო­ძა­ლა­დე შენი ახ­ლო­ბე­ლია, მაგ­რამ ის უფრო და­ახ­ლო­ე­ბას ცდი­ლობს. აუხ­სნე­ლი სა­ჩუქ­რე­ბით, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვს ჰქონ­დეს, მშო­ბე­ლი უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს - სა­ი­დან, რა­ტომ აქვს და ვინ აჩუ­ქა? გან­სა­კუთ­რე­ბით, მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში ხდე­ბა ეს, შე­იძ­ლე­ბა ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი, სა­ჩუქ­რე­ბიც კი გა­უჩ­ნდეს ბავ­შვს, მშო­ბე­ლი ამის მი­მართ ყო­ველ­თვის დიდი ინ­ტე­რე­სით უნდა იყოს. ბევ­რი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა, როცა მა­გა­ლი­თად, ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ოჯახს სთა­ვა­ზობ­და, მე წა­ვიყ­ვან შენს შვილს ჩემ­თან სო­ფელ­ში, და­ვას­ვე­ნე­ბო. კი­თხვა უნდა გა­გიჩ­ნდეს, რა­ტომ აკე­თებს ის ამ სი­კე­თეს? იმას არ ვამ­ბობ, რომ ყვე­ლას ეჭ­ვის თვა­ლით ვუ­ყუ­როთ, მაგ­რამ კი­თხვის ნი­შა­ნი უნდა გაჩ­ნდეს. ასე­თი სა­კი­თხე­ბის მი­მართ მშო­ბე­ლი ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე უნდა იყოს.

- იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი არას­რულ­წლო­ვა­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის, შე­ვიწ­რო­ე­ბის, გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის მსხვერ­პლია და ამა­ზე არ სა­უბ­რობს, მის­ქ­ცე­ვებ­ში, რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­ნიშ­ნოს მშო­ბელ­მა?

- აუ­ცი­ლებ­ლად იც­ვლე­ბა ბავ­შვის ქცე­ვა. ბავ­შვი აუ­ცი­ლებ­ლად გარ­კვე­ულ მი­ნიშ­ნე­ბას იძ­ლე­ვა ამა­ზე, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ვერ­ბა­ლუ­რი, არა­ვერ­ბა­ლუ­რი. ბავ­შვის ქცე­ვა­ში, ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ცვლი­ლე­ბებ­ზე მშო­ბელ­მა ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მო­ა­დუ­ნოს. ხში­რად, მო­ძა­ლა­დე შე­საძ­ლოა, მა­მი­ნაც­ვა­ლი იყოს. ყო­ველ­თვის გვრჩე­ბა გან­ცდა, თით­ქოს, დედა ხვდე­ბო­და, მაგ­რამ ვერ უშ­ვებ­და ამ ფაქტს. იქ, სა­დაც ოდ­ნავ მა­ინც რა­ღაც ეჭვი ჩნდე­ბა, რა­ღაც ისე­თია, შენს ში­ნა­გან ხმას უნდა მო­უს­მი­ნო, ან თუ ბავ­შვმა რა­ღაც გი­თხრა, არ უნდა უთხრა - "რა სი­სუ­ლე­ლეს ლა­პა­რა­კო­ბო“, უნდა მო­უს­მი­ნო, ეს შე­იძ­ლე­ბა შენ­თვის მარ­თლა შო­კის­მომ­გვრე­ლი, თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი იყოს, მაგ­რამ თუ გინ­და, ეს ბავ­შვი ამ უბე­დუ­რე­ბის­გან და­იც­ვა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­უს­მი­ნო.

ძა­ლი­ან ხში­რად, როცა მო­ძა­ლა­დე სტუმ­რად მო­დის, ბავ­შვის ქცე­ვა რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვი აჟი­ტი­რე­ბუ­ლი გახ­დეს, შე­იძ­ლე­ბა ანერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი იყოს, შე­იძ­ლე­ბა თავს არი­დებ­დეს იმ ადა­მი­ანს ანუ ერთ-ერთი მარ­კე­რი ბავ­შვის ქცე­ვის ცვლი­ლე­ბაა. მა­გა­ლი­თად, იყო შემ­თხვე­ვა, როცა მო­ძა­ლა­დე ოჯახს ხში­რად სტუმ­რობ­და იმის­თვის, რომ ბავ­შვი მის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყო­ფი­ლი­ყო, მო­დი­ო­და ნო­ბა­თით, სა­ჩუქ­რე­ბით და ა.შ. ბავ­შვს პრო­ტეს­ტი ჰქონ­და და ტემ­პე­რა­ტუ­რა უწევ­და. ეს იყო მი­ნიშ­ნე­ბა. რა­დი­კა­ლუ­რი ქცე­ვე­ბი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მა­ინც და მა­ინც სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს, მაგ­რამ ბავ­შვის ქცე­ვის ცვლი­ლე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ში­შის გა­მოვ­ლე­ნას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტი­პის ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ბავ­შვის გა­ფან­ტუ­ლო­ბას, ხში­რად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლო­ბას, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ.

არის ნიშ­ნე­ბი, რო­მელ­საც მშო­ბელ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა - ად­რე­ულ ასაკ­ში მას­ტურ­ბა­ცი­ას - როცა ბავ­შვი არ იმა­ლე­ბა, სა­ჯა­რო სივ­რცე­ში აკე­თებს ამას, სა­კუ­თარ გე­ნი­ტა­ლი­ებს ეხე­ბა, როცა მისი ქცე­ვა ასა­კი­სათ­ვის შე­უ­სა­ბა­მოდ სექ­სუ­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ხდე­ბა, როცა ის ზედ­მეტ ინ­ტე­რესს იჩენს სექ­სის მი­მართ, ან ისე­თი რამ იცის, რაც ამ ასა­კის ბავ­შვმა არ უნდა იცო­დეს.

- რო­გორ უნდა იმოქ­მე­დოს თა­ვად ბავ­შვმა, როცა მის მი­მართ რამე ფორ­მით სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა და რო­გორ უნდა იმოქ­მე­დოს ოჯახ­მა, როცა მის­თვის ამის შე­სა­ხებ ხდე­ბა ცნო­ბი­ლი?

- ბავ­შვებს ძა­ლი­ან ხში­რად, იმ მი­ზე­ზე­ბის გამო, რაც ჩა­მოვ­თვა­ლე, ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი და გამ­ხე­ლა ეში­ნი­ათ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
1

მოზარდები ბავშვები უნდა ფხიზლად იყვნენ რომ ესეთი რამ არ დარმართოდ ,ვინც ძალადობის მსხვერპლია მერე თვითონ ხდება მოძალადე და ერთმა ტალახიანმა ღორმა ათასი გასვარა..

 

გრიშა
2

სეირად რომ აქციეთ ყოლისფერი, როგორც ჟჟურნალისტებმა ისე ". " მეცნიერებმა" აკადემიურობა ,ბალაგანის ჩვევებით რომ ჩაანაცვლეთ თავისუფლების სახელით. ფაქტიურად რეკლამირება რომ ხდება დამნაშავეების, ყოველ დღიურად მათი ჩვენებით,ხშირად ტელე გადაცემებში მოწვევით და პათოლოგიური ჩვევების საეჭვო "საზოგადოებასთან" ერთად გარჩევით იმის ბრალია,დაიბნა სუსტი გონების,ნებისყოფის,განათლებისდა ზნეობის მქონე პირები,ცუდი მაგალითების გამართლებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რატომ გახშირდა ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და როგორ ამოვიცნოთ მოძალადე?  - ფსიქოლოგის რეკომენდაციები

რატომ გახშირდა ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და როგორ ამოვიცნოთ მოძალადე?  - ფსიქოლოგის რეკომენდაციები

გაუპატიურება, სექსუალური შევიწროება, გარყვნილი და სხვა სახის სექსუალური ქმედება - ბავშვთა მიმართ ჩადენილი მსგავსი სახის დანაშაულები ქვეყანაში იზრდება. სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების უმეტესობა მსხვერპლის ახლობლები, ხშირ შემთხვევაში კი, ოჯახის წევრები არიან.

რატომ მალავენ ხშირად ბავშვები მათ მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას, როგორ უნდა ამოვიცნოთ მოძალადე, რა ასაკიდან უნდა იცოდნენ ბავშვებმა აღნიშნული დანაშაულის შესახებ და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს უკვე მომხდარი ფაქტის გადატანაში, ამ და სხვა შეკითხვებს "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ფსიქოლოგი მაია ცირამუა პასუხობს.

- ბოლო პერიოდში, ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები გახშირებულია. მსგავსი ფაქტები სახალხო დამცველის ანგარიშებშიც არაერთხელ მოხვედრილა. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა შეიძლება იყოს გაზრდილი დანაშაულის მიზეზი?

- მე მაინც განცდა მაქვს, რომ უფრო გამოვლენის მაჩვენებელი გაიზარდა. გარკვეული ფაქტორები ხელშემწყობია იმისა, რომ ძალადობრივმა დანაშაულებმა მოიმატოს და ზოგადად, ჩვენს კონტექსტს - კულტურულს, პოლიტიკურს, სოციალურს თუ გავითვალისწინებთ, გამორიცხული არ არის, ეს ყველაფერი გავლენას ახდენდეს. თუმცა, ეს მაინც იმასთანაა კავშირში, რომ ადამიანებმა, მშობლებმა ამოცნობა ისწავლეს, თვითონ სოციალური სისტემა უფრო მოქნილი გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში - რეაგირება. ჩემი აზრით, ეს მეტწილად გამოვლენის მაჩვენებელთანაა კავშირში, ეს გაიზარდა და ადამიანებმა დაიწყეს ამაზე საუბარი. ჩემი პრაქტიკაც შემიძლია მოვიშველიო. მაგალითად, ჩვენს ორგანიზაციაში ხშირად ხვდებიან ქალები, რომელთაც ბევრი წლის წინ, ბავშვობაში ჰქონდათ შემთხვევა და საუბარი ვერ გაბედეს. ახლა რომ ეკითხები, დღეს რატომ გადაწყვიტეო, პასუხობენ, რომ ახლა მიეცათ ძალა.

- როგორც თავად ახსენეთ, ყველაზე პრობლემური ალბათ, მაინც დანაშაულის გამოვლენაა. ხშირად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები აღნიშნულის შესახებ წლების განმავლობაში არ საუბრობენ. თუ შეგიძლიათ, გვითხარით, რატომ?

- ზოგადად, ძალადობის მსხვერპლის ერთ-ერთი მახასიათებელი თვისება სწორედ ისაა, რომ ვერ ლაპარაკობს. ბავშვის შემთხვევაში, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძიმეა. რა ამძიმებს? ის, რომ ბავშვი ზოგჯერ ვერც კი ხვდება, რა ხდება მის თავს, ვერც კი აცნობიერებს, რა არის ეს, ან ჰგონია, რომ ეს ნორმალურია. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა ბავშვს უთქვამს, როცა ჩემს კლასელს მოვუყევი, რას მიკეთებდა, პირობითად, ბიძა, მამა, ან მეზობელი და კლასელს მწვავე რეაქცია ჰქონდა, მითხრა, ასეთ რაღაცას არავინ მიკეთებსო, მაშინ მივხვდი, რომ ჩემს თავს ცუდი რაღაც ხდებოდაო. ეს ერთი ფაქტორია, როცა ბავშვი იმდენად პატარაა, რომ ამას ვერ აცნობიერებს, მეორე ფაქტორია ის, რომ ხშირად, მოძალადე თავისი სტრატეგიით ბავშვს ეუბნება - "შენ მაინც არავინ დაგიჯერებს“, "ეს ჩვენი საიდუმლოა“ - ბავშვებს კიდევ უყვართ, როცა საიდუმლო აქვთ, ან პირდაპირ ემუქრება - "ამის შესახებ იტყვი და დედას მოგიკლავო“. მაგალითად, ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როცა მოძალადე მსხვერპლს ეუბნებოდა, თუკი, ამას იტყვი - "მე დამიჭერენ, დედა თავს მოიკლავს და შენ ბავშვთა სახლში წაგიყვანენო“. ეს რა თქმა უნდა, ბავშვს აშინებს. ასევე, მსხვერპლებს აქვთ განცდა - "მე მაინც არ დამიჯერებენო“, რაშიც ბავშვი სრულიად მართალია, რადგან ხშირ შემთხვევაში, ბავშვს მართლაც არავინ უჯერებს, როცა მეორე მხარეს ზრდასრულია, ძალიან ხშირად, საკმაოდ გავლენიანი ფიგურაც კი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე, სტატუსს, ან სოციალურ მდგომარეობას, ყველგან ვხვდებით სექსუალურ მოძალადეს, ყველა სოციალურ ჯგუფში - ეს შეიძლება იყოს თანამდებობის პირი, აკადემიურ წრეში მომუშავე ადამიანი და ა.შ.

- ანუ მსგავსი დანაშაულები მხოლოდ დაბალ სოციალურ ფენებში არ ხდება?

- ეს არის მითი, რადგან ამ დანაშაულს ყველგან ვხვდებით. მაგალითად, მასწავლებელი ხშირად არის პირი, რომელიც ბავშვს სექსუალურად ავიწროებს, ძალადობს, ან გარყვნილ ქმედებას ეწევა - "ვის უფრო დაუჯერებენ, შენ თუ - მე“ და ბავშვიც ფიქრობს, რომ მას არ დაუჯერებენ. ეს მართალია, ბავშვის არ სჯერათ ხოლმე. მსხვერპლის კლინიკური მახასიათებელია სირცხვილის და დანაშაულის განცდა. თითქოს, ეს აბსურდულია, რატომ უნდა ჰქონდეს მსხვერპლს დანაშაულის განცდა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, თავი იმაში მიაჩნიათ დამნაშავედ, რაც მათ საერთოდ არ ეხებათ, რადგან ეს მოძალადის აქტია.

- ძირითადად, ბავშვები მათ თავს განხორციელებული დანაშაულის შესახებ მოძალადის მხრიდან მუქარის რეალურად განხორციელების შიშით და სირცხვილის შეგრძნების გამო ვერ ამხელენ?

- ასე ვერ ვიტყვით, ყველა ფაქტორი თავის წილ როლს თამაშობს იმაში, რომ ბავშვი ამის შესახებ არ საუბრობდეს. მაინც კლინიკურად ეს ორი ფაქტორია საინტერესო - მსხვერპლის მახასიათებელი - ბრალეულობისა და სირცხვილის განცდა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, როცა ბავშვი ამაზე იწყებს საუბარს, ძალიან მნიშვნელოვანია, შენ რა რეაქცია გექნება თუკი იჭერ პოზიციას და ბავშვს ადანაშაულებ, აქამდე რატომ არ მითხარიო, შეიძლება ბავშვმა საუბარი შეწყვიტოს. იქ, სადაც საზოგადოების ცნობიერება, ცოდნა ამ საკითხებზე მაღალია, ბავშვს არ ეშინია იმის, რომ მას ბრალს აქეთ დასდებენ. ასეთ დროს უფრო დაძლევადია სირცხვილის და ბრალეულობის განცდა, უფრო ნაკლებ შიშთანაა ეს დაკავშირებული. ეს არის დანაშაული, სადაც მსხვერპლი ხშირად ერთადერთი მოწმეა ხოლმე. ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი საზოგადოება, ისეთი მართლმსაჯულება, სადაც მტკიცების ტვირთი მსხვერპლზე იქნება, სამართლებრივად მტკიცების ტვირთი მოძალადეზე მოდის, მაგრამ საზოგადოება მტკიცების ტვირთს მსხვერპლს ადებს, რაც არასწორია. ესეც ერთ ერთი ფაქტორია, თუ რატომ შეიძლება მსხვერპლმა არ ილაპარაკოს.

- მოძალადეს უმეტესწილად, საკუთარი ქმედებები კარგად აქვს შენიღბული. როგორ უნდა მიხვდეს ოჯახის წევრი, როცა ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობა, ან შევიწროება ხორციელდება?

- ამ ნიშნებს ბავშვის მდგომარეობაც და მოძალადის ქცევაც იძლევა. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა იცოდეს, როგორ შეიძლება იქცეოდეს მოძალადე. მაგალითად, როცა ვიღაც, ვის ფუნქციებშიც ეს არ შედის, აბსოლუტურად უსასყიდლოდ რაღაც მომსახურებას გთავაზობს, მაგალითად, მე წავიყვან და გაგისეირნებ ბავშვსო, ან ბავშვს იტოვებს, ბავშვთან დაახლოებას ცდილობს, დიდ დროს ატარებს მასთან, მისი სხეულებრივი განვითარებით ინტერესდება, ამაზე აქცენტს აკეთებს, მშობელმა ყოველთვის უნდა დასვას კითხვა, თუ რატომ უნდა ამ ადამიანს რაღაცის გაკეთება, რატომ არის ეს ადამიანი ასეთი კეთილი მისი შვილის მიმართ, რა ინტერესი აქვს?

- თუ ეს ოჯახის წევრია, მაშინაც?

- თუ ეს თვალშისაცემად გამოიყურება, ამას ყურადღების მიქცევა უნდა. მაგალითად, გოგონას მამა გარკვეული ასაკიდან არ უნდა აბანავებდეს. ინცესტის შემთხვევები კიდევ ცალკე სპეციფიკური საკითხია. ძალიან ხშირად, მოძალადე შენი ახლობელია, მაგრამ ის უფრო დაახლოებას ცდილობს. აუხსნელი საჩუქრებით, რომელიც შეიძლება ბავშვს ჰქონდეს, მშობელი უნდა დაინტერესდეს - საიდან, რატომ აქვს და ვინ აჩუქა? განსაკუთრებით, მოზარდობის ასაკში ხდება ეს, შეიძლება ძვირფასი ნივთები, საჩუქრებიც კი გაუჩნდეს ბავშვს, მშობელი ამის მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესით უნდა იყოს. ბევრი შემთხვევა მახსენდება, როცა მაგალითად, ოჯახის ახლობელი ოჯახს სთავაზობდა, მე წავიყვან შენს შვილს ჩემთან სოფელში, დავასვენებო. კითხვა უნდა გაგიჩნდეს, რატომ აკეთებს ის ამ სიკეთეს? იმას არ ვამბობ, რომ ყველას ეჭვის თვალით ვუყუროთ, მაგრამ კითხვის ნიშანი უნდა გაჩნდეს. ასეთი საკითხების მიმართ მშობელი ძალიან მგრძნობიარე უნდა იყოს.

- იმ შემთხვევაში, თუკი არასრულწლოვანი სექსუალური ძალადობის, შევიწროების, გარყვნილი ქმედების მსხვერპლია და ამაზე არ საუბრობს, მისქცევებში, რა ცვლილებები შეიძლება შენიშნოს მშობელმა?

- აუცილებლად იცვლება ბავშვის ქცევა. ბავშვი აუცილებლად გარკვეულ მინიშნებას იძლევა ამაზე, ეს შეიძლება იყოს ვერბალური, არავერბალური. ბავშვის ქცევაში, ემოციურ მდგომარეობაში ცვლილებებზე მშობელმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს. ხშირად, მოძალადე შესაძლოა, მამინაცვალი იყოს. ყოველთვის გვრჩება განცდა, თითქოს, დედა ხვდებოდა, მაგრამ ვერ უშვებდა ამ ფაქტს. იქ, სადაც ოდნავ მაინც რაღაც ეჭვი ჩნდება, რაღაც ისეთია, შენს შინაგან ხმას უნდა მოუსმინო, ან თუ ბავშვმა რაღაც გითხრა, არ უნდა უთხრა - "რა სისულელეს ლაპარაკობო“, უნდა მოუსმინო, ეს შეიძლება შენთვის მართლა შოკისმომგვრელი, თავზარდამცემი ამბავი იყოს, მაგრამ თუ გინდა, ეს ბავშვი ამ უბედურებისგან დაიცვა, აუცილებლად უნდა მოუსმინო.

ძალიან ხშირად, როცა მოძალადე სტუმრად მოდის, ბავშვის ქცევა რადიკალურად იცვლება. შეიძლება ბავშვი აჟიტირებული გახდეს, შეიძლება ანერვიულებული იყოს, შეიძლება თავს არიდებდეს იმ ადამიანს ანუ ერთ-ერთი მარკერი ბავშვის ქცევის ცვლილებაა. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა მოძალადე ოჯახს ხშირად სტუმრობდა იმისთვის, რომ ბავშვი მისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, მოდიოდა ნობათით, საჩუქრებით და ა.შ. ბავშვს პროტესტი ჰქონდა და ტემპერატურა უწევდა. ეს იყო მინიშნება. რადიკალური ქცევები არ არის აუცილებელი მაინც და მაინც სექსუალურ ძალადობას უკავშირდებოდეს, მაგრამ ბავშვის ქცევის ცვლილებას, განსაკუთრებული შიშის გამოვლენას განსაკუთრებული ტიპის ადამიანების მიმართ, ბავშვის გაფანტულობას, ხშირად გაღიზიანებულობას, აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ.

არის ნიშნები, რომელსაც მშობელმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება - ადრეულ ასაკში მასტურბაციას - როცა ბავშვი არ იმალება, საჯარო სივრცეში აკეთებს ამას, საკუთარ გენიტალიებს ეხება, როცა მისი ქცევა ასაკისათვის შეუსაბამოდ სექსუალიზებული ხდება, როცა ის ზედმეტ ინტერესს იჩენს სექსის მიმართ, ან ისეთი რამ იცის, რაც ამ ასაკის ბავშვმა არ უნდა იცოდეს.

- როგორ უნდა იმოქმედოს თავად ბავშვმა, როცა მის მიმართ რამე ფორმით სექსუალური შევიწროება ხორციელდება და როგორ უნდა იმოქმედოს ოჯახმა, როცა მისთვის ამის შესახებ ხდება ცნობილი?

- ბავშვებს ძალიან ხშირად, იმ მიზეზების გამო, რაც ჩამოვთვალე, ძალადობაზე საუბარი და გამხელა ეშინიათ. განაგრძეთ კითხვა