მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წელს პირველად საკურაზე, მე და ჩემი პატარა კაცი ხარება" - ტოჩინოშინის იაპონელი მეუღლე და პატარა ვაჟიშვილი: რა ფოტოებს აქვეყნებს ლევან გორგაძე?
"წელს პირველად საკურაზე, მე და ჩემი პატარა კაცი ხარება" - ტოჩინოშინის იაპონელი მეუღლე და პატარა ვაჟიშვილი: რა ფოტოებს აქვეყნებს ლევან გორგაძე?

4 თე­ბერ­ვალს ტო­კი­ო­ში, "რი­ო­გო­კუ კო­კუ­გი­კა­ნის" სა­სახ­ლე­ში ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი ლე­ვან გორ­გა­ძე იგი­ვე ტო­ჩი­ნო­ში­ნი სუ­მო­დან გა­ა­ცი­ლეს. სპორ­ტსმე­ნი რამ­დე­ნი­მე თვის წინ ხა­რე­ბა გორ­გა­ძის მამა გახ­და:

"ხა­რე­ბა გორ­გა­ძის მამა სამი თვის წინ გავ­ხდი. ის ჩემი მე­ო­რე შვი­ლია, ჩემ­თან ცხოვ­რობს და კი­დევ უფრო მძაფ­რად გან­მაც­დე­ვი­ნა რას ნიშ­ნავს მა­მო­ბა, შვი­ლის მოვ­ლა, მის­თვის ღა­მის გა­თე­ვა... სამ­წუ­ხა­როდ, ჩემს პირ­ველ ქა­ლიშ­ვილ­ზე - ანას­ტა­სი­ა­ზე არ მაქვს ამ­ხე­ლა ამა­გი... მე ია­პო­ნი­ა­ში ვარ, ანას­ტა­სია კი - მას ენაც­ვა­ლოს ჩემი სი­ცო­ცხლე, დე­დას­თან, ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, იშ­ვი­ა­თად მაქვს მისი ნახ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ ვმო­ნა­წი­ლე­ობ მის აღ­ზრდა­ში... ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ ასე მოხ­და", - აღ­ნიშ­ნა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სპორ­ტმენ­მა.

რო­გორც ინ­ტერ­ვი­უ­დან ირ­კვე­ვა, ხა­რე­ბას დედა ია­პო­ნე­ლია:

"რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია, ერ­თად ვცხოვ­რობთ. ვა­ჟიშ­ვილს პა­პა­ჩე­მის სა­ხე­ლი - ხა­რე­ბა და­ვარ­ქვი. მა­მა­ჩე­მის მა­მას ხა­რი­ტო­ნა ერ­ქვა, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ, ია­პო­ნი­ა­ში წა­მოს­ვლამ­დე გა­დავ­წყვი­ტე - თუ ვაჟი მე­ყო­ლე­ბა, ხა­რე­ბა უნდა და­ვარ­ქვა-მეთ­ქი! მად­ლო­ბა უფალს, რომ ჩა­ნა­ფიქ­რის ას­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა".

ლე­ვან გორ­გა­ძის "ფე­ის­ბუქპოს­ტი­დან" ირ­კვე­ვა, რომ ის ახ­ლაც ია­პო­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა და პა­ტა­რა შვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასა­ჯა­რო­ებს:

"წელს პირ­ვე­ლად სა­კუ­რა­ზე, მე და ჩემი პა­ტა­რა კაცი ხა­რე­ბა", - წერს ტო­ჩი­ნო­ში­ნი.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კარგით რააა
6

ენას ძვალი არ აქვს!!კაცებმა რათქმაუნდა ყველაფერი მის ყოფილ ცოლს დააბრალეს🤦

berg
6

რეებს წერთ რა იცით რა მოხდა,აცადეთ კაცს ცხოვრება.. 100 დან ერთი კაცი აკეთებს ამას ძირითადად ქალები გარბიან დღეს ოჯახებიდან...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"წელს პირველად საკურაზე, მე და ჩემი პატარა კაცი ხარება" - ტოჩინოშინის იაპონელი მეუღლე და პატარა ვაჟიშვილი: რა ფოტოებს აქვეყნებს ლევან გორგაძე?

"წელს პირველად საკურაზე, მე და ჩემი პატარა კაცი ხარება" - ტოჩინოშინის იაპონელი მეუღლე და პატარა ვაჟიშვილი: რა ფოტოებს აქვეყნებს ლევან გორგაძე?

4 თებერვალს ტოკიოში, "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ქართველი სპორტსმენი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი სუმოდან გააცილეს. სპორტსმენი რამდენიმე თვის წინ ხარება გორგაძის მამა გახდა:

"ხარება გორგაძის მამა სამი თვის წინ გავხდი. ის ჩემი მეორე შვილია, ჩემთან ცხოვრობს და კიდევ უფრო მძაფრად განმაცდევინა რას ნიშნავს მამობა, შვილის მოვლა, მისთვის ღამის გათევა... სამწუხაროდ, ჩემს პირველ ქალიშვილზე - ანასტასიაზე არ მაქვს ამხელა ამაგი... მე იაპონიაში ვარ, ანასტასია კი - მას ენაცვალოს ჩემი სიცოცხლე, დედასთან, ჩემს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობს საქართველოში, იშვიათად მაქვს მისი ნახვის ბედნიერება, ფაქტობრივად, ვერ ვმონაწილეობ მის აღზრდაში... ძალიან რთულია, მაგრამ ასე მოხდა", - აღნიშნა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სპორტმენმა.

როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ხარებას დედა იაპონელია:

"რამდენიმე წელიწადია, ერთად ვცხოვრობთ. ვაჟიშვილს პაპაჩემის სახელი - ხარება დავარქვი. მამაჩემის მამას ხარიტონა ერქვა, ძალიან მიყვარდა და ჯერ კიდევ წლების წინ, იაპონიაში წამოსვლამდე გადავწყვიტე - თუ ვაჟი მეყოლება, ხარება უნდა დავარქვა-მეთქი! მადლობა უფალს, რომ ჩანაფიქრის ასრულების შესაძლებლობა მომცა".

ლევან გორგაძის "ფეისბუქპოსტიდან" ირკვევა, რომ ის ახლაც იაპონიაში იმყოფება და პატარა შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ასაჯაროებს:

"წელს პირველად საკურაზე, მე და ჩემი პატარა კაცი ხარება", - წერს ტოჩინოშინი.